ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

უბედურება, უბედურება, უბედურება!!! 2 წლის იოანეს დედა უკვდება, ბავშვი კი სულ ელოდება, როდის უმღერებს დედა დაპირებულ „იავნანას“. წყეული სიმსივნე ცოცხლად ჭამს ახალაგზრდა ქალს. არადა მას ხომ სამი შვილი ჰყავს. ღმერთო, ამ ოჯახს ძალიან სჭირდება დახმარება! უბედური ქალის სიცოცხლის წამზომი ჩართულია!

შეხედეთ ამ ფოტოს! წამიერად გაიფიქრებთ, რომ ვინმემ სამარე გახსნა და დიდი ხნის მიცვალებულს ფოტო გადაუღო. 43 წლის ინდირა ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ მხოლოდ გული უფეთქავს. ახალგაზრდა ქალს მე-4 სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე ცოცხლად ჭამს. 2 წლის წინ, როცა მე-3 ბავშვზე იყო ორსულად, ცხვირ-ხახის სიმსივნე დაუდგინეს. თვე-ნახევრის განმავლობაში 15 ოპერაცია ჩაუტარდა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია. ივნისიდან კი რეანიმაციაში წევს უგონო მდგომარეობაში.

შემოწირულია

₾11,058.72

დონორი

658

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

„ფეხზე დადგომას თუ შევძლებ, ჩემი ოცნებაა, მონაზვნად აღვიკვეცო“ – ირმას ტრაგიკული ცხოვრება სულს აგიფორიაქებთ. ერთ დროს ბედნიერი გოგონა, ახლა, ლოგინს არის მიჯაჭვული ბნელ ოთახში და დახმარებას სთხოვს ხალხს, მონასტრამდე თავის ფეხით მისვლა რომ შეძლოს.

ხუთ კვადრატულ მეტრში, ბნელ ოთახში, ჟანგიან საწოლს მიჯაჭვულია ირმა და იტანჯება… ქალს არც ქმარი, არც შვილები ჰყავს. დედ-მამაც დაეღუპა. დიახ, ასე სრულიად მარტოა საბრალო ქალი და საწოლიდან ადგომა წყლის დასალევადაც კი არ შეუძლია. ირმა სრულიად ჯანმრთელი იყო, თუმცა, საყვარელი დედის გარდაცვალებამ მასზე ისე იმოქმედა, რომ ვერაგი დაავადება განუვითარდა. ქალს გადაადგილების პრობლემები ჯერ კიდევ 2009 წლიდან შეექმნა. თუმცა, უფულობის გამო, ექიმთან ვერ მივიდა. საბრალო ირმას ჯანმრთელობის მდგომარეობა დედის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. 2019 წელს კი, საბრალო ქალს, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა.

შემოწირულია

₾1,470.79

დონორი

101

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

თითოეული ბავშვი ღვთის საჩუქარია საქართველოსთვის! უნიკალური თერთმეტშვილიანი ოჯახის ისტორია, რომელიც ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობს! ღმერთო, დაეხმარე მათ გადარჩენაში!

გახდი კეთილი ჯადოქარი და დაეხმარე ამ პატარებს. თითოეული ბავშვი დახმარებას ელის და სასწაულის იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია გავახაროთ ეს პატარა ანგელოზები და კომფორტული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ მათ! უპირველეს ყოვლისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის მომზადება. გარდა ამისა, საწოლები და ლეიბები, ტანსაცმლის კარადა უნდა შევუძინოთ და ჭერის შეკეთებაში დავეხმაროთ ამ ოჯახს. ეს კარგად აღზრდილი, გონიერი და მოკრძალებული ბავშვები, არასოდეს დაივიწყებენ სიკეთეს, რომელსაც თქვენ გაუკეთებთ მათ! როდესაც მოყვასს ვეხმარებით, ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!

შემოწირულია

₾1,958.90

დონორი

130

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

უბედურება ახლოვდება! ეს პირუტყვის სადგომი არ გეგონოთ. აქ, შიმშილისგან დაუძლურებული ხუთი მცირეწლოვანი ცხოვრობს. არ იციან, მომდევნო დილა გაუთენდებათ, თუ ნანგრევებში იპოვნიან მათ ცხედრებს

ამ ხის ქოხს შეხედეთ. პირუტყვსაც კი ვერ გაიმეტებს ადამიანი, ღამის აქ გასათევად. თუმცა, სამწუხაროდ, აქ ეს ხუთი ანგელოზი ბავშვი ცხოვრობს, პირუტყვი კი არა. ქარის ოდნავი დაბერვის დროსაც კი, სახლი აკვანივით ირწევა. ბავშვები ძილის წინ უფალს შესთხოვენ, რომ მომდევნო დილა გაუთენდეთ. ამ ასაკში სათამაშოებზე ფიქრობენ პატარები. ხაჭიპურაძეების ოჯახში კი, ბავშვების ერთადერთი საფიქრალი ისაა, რომ სიცოცხლე შეინარჩუნონ. ეს აგურის კედლები, ადგილობრივი მთავრობის დახმარებით აშენდა ხაჭიპურაძეების ოჯახისთვის (ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ობჩა). თუმცა, აქ მხოლოდ კედლებია, არც იატაკი არის, არც ფანჯრები. ბავშვების დედას, ინგა სამადალაშვილს, რომელიც სრულიად მარტო ზრდის ხუთ შვილს, ერიდება, კეთილ ადამიანებს დახმარება რომ სთხოვოს. თუმცა, ამის დიდი სურვილი აქვს. წამოსვლის წინ, ხუთმა პატარა ანგელოზმა აცრემლებული თვალებით სთხოვეს ფონდის კორესპონდენტს: „დეიდა, დედას ფული არ აქვს, ამ სახლის მშენებლობა რომ დასრულდეს. კეთილი ადამიანები თუ დაგვეხმარებიან, თუნდაც, მხოლოდ ჭერის გაკვრასა და იატაკის დაგებაში, პირობას ვდებთ, რომ გავიზრდებით, ვიმუშავებთ და ჩვენც, იმ ადამიანებს სიკეთით გადავუხდით.“

შემოწირულია

₾2,385.63

დონორი

123

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

ანდრია (4 წლის): „ვაშა! უკვე შეგვიძლია, ყველა ძველი და ცუდი ნივთი გადავყაროთ! ახლა კიდევ ბევრჯერ ვიყვირებ „ვაშას“!!!“

ირმა: თუ საშუალება იქნება, გთხოვთ, ოთახის ჭერის გადახურვაში დაგვეხმაროთ. შიშის ქვეშ ცხოვრებამ დამღალა, სულ ვფრთხილობ, არაფერი ჩამოვარდეს, არავინ დაშავდეს. გარდა ამისა, გთხოვთ, სააბაზანოს (საშხაპეს) კეთილმოწყობაში დაგვეხმაროთ. უკვე საგრძნობლად ცივა, მე კი ისევ ფარდულში, ტაშტში ვაბანავებ ჩემს შვილებს. ნოზაძეების ოჯახი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით შეხვდა თქვენს საჩუქრებს! ამჟამად მათი ყოველდღიური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მათ დაეხმარა! ჭერის გადახურვისა და აბაზანის კეთილმოწყობის პრობლემა კი კვლავაც მწვავეა. მათ ახლავე სჭირდებათ დახმარება.

შემოწირულია

₾4,697.04

დონორი

322

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

გაჭირვებულები

გაუღიმეთ ამ ლამაზ გოგონას, მეგობრებო! მისი ცხოვრება ხომ, მხოლოდ თქვენი სიკეთის დამსახურებით შეიცვალა! დალოცვილები ყოფილიყავით!

ძვირფასო ქველმოქმედებო! ტანსაცმელი, რომელიც ამ პატარა ანგელოზმა თქვენგან საჩუქრად მიიღო, ცივ ზამთარში გაათბობს მას. ღმერთმა დაგლოცოთ! ლიკამ ბევრი ლამაზი კაბა მოირგო და თბილი ფეხსაცმელიც შეარჩია. სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!      

შემოწირულია

₾11,308.01

დონორი

664

დიახ! მსურს დახმარება!
49 - 54 of 138 items
1 7 8 9 10 11 23
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

თამარი: „10 წლის წინ რომ მცოდნოდა თქვენი ფონდის და კეთილი ადამიანების შესახებ, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით გვერდში გიდგათ, ახლა პარალიზებული არ ვიქნებოდი! მე ხომ გოგო ვარ! ვაიმე, რა გულსატკენია!“

„ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტირებთ! – ამბობს თამარი, – ჯერ კიდევ ვცოცხლობ, მჯერა, რომ ერთადერთი არ ვარ ქართველთა შორის! ჯერ კიდევ შეიძლება ჩემი ფეხზე დაყენება. უბრალოდ, დედას არაფრის საშუალება არ გააჩნია! ის ჩემზე უფრო უბედურად გრძნობს თავს. წყეული ფიბრომა თანდათან კლავს!!! ხელით დავყავარ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ეს სასტიკად აუკრძალეს! რით დაიმსახურა ამხელა ტკივილი? ის ხომ უბრალო ქართველი ქალია!“

შემოწირულია

₾4,405.83

დონორი

276

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

„ვკვდები და წამლების ფულის გარეშე დამტოვეს! დამეხმარეთ, ძვირფასებო,“ – ლოგინად ჩავარდნილი საბრალო მოხუცი დახმარებას ითხოვს. ჩვენი, ქართველი, ტანჯული მოხუცი! ნუთუ, მის გასაჭირზე თვალებს დავხუჭავთ და დავივიწყებთ?! მოხუცები ხომ, ბავშვებივით არიან, მეგობრებო!

ჩამონგრეულ, ბნელ და ცივ ოთახში 70 წლის მოხუცი წევს, დაჟანგებული საწოლიდან უკვე 9 წელია ვერ დგება. მარჯვენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს ვერაგი ინსულტის გამო. მეტყველება უჭირს, სიარული კი საერთოდ არ შეუძლია. პენსიის თანხა მედიკამენტების საყიდლად არ ჰყოფნის, შიმშილობს. ეს ყველაფერი ხდება ჩვენს საქართველოში, სადაც დასაბამიდან მოხუცებს პატივს სცემდნენ და აფასებდნენ! ტარიელი (70 წლის): მეუღლე 30 წლის წინ დამეღუპა. სიკვდილის წინ მთხოვა, ჩვენი ერთადერთი ვაჟისთვის „ახალი დედა“ არ მომეყვანა. სრულიად მარტომ დავიწყე ჩვენი პატარა ვაჟის აღზრდა. ხომ წარმოგიდგენიათ, მარტოხელა კაცისთვის ეს რამდენად რთული იქნებოდა? მაგრამ, ცოლისთვის მიცემული სიტყვა არ გავტეხე.

შემოწირულია

₾6,681.02

დონორი

499

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ბავშვები

შენ დაეხმარე

კარალეთიდან მოვდივარ და ვტირი! ასეთი რამ პირველად დამემართა! ჩვენ ფონდში ათასგვარ გასაჭირს ვუყურებთ ყოველდღე… მაგრამ ეს სულ სხვაა… თან მომყვება გურამის სიკვდილის შიშით სავსე თვალები, მას ხომ, 13 წლიდან სისხლის კიბო არ ანებებს თავს! სალაპარაკო ენაზე ამ დაავადებას სისხლის გათეთრება, მეცნიერულ ენაზე კი – ლეიკოზი ჰქვია!

სისხლის ლეიკოზი სასიკვდილო დაავადებაა და საქართველოში ვერ მკურნალობენ. მუდმივად საჭიროებს უზომოდ მტკივნეულ სისხლის გადასხმასა და ქიმიოთერაპიას.
გურამი 13 წლის იყო, როდესაც გაიგო, რომ მწვავე ლეიკემია ჰქონდა. სამი წლის განმავლობაში, ბავშვი გადასხმის და ქიმიოთერაპიის დროს საშინელი ტკივილით იტანჯებოდა. მერე კი, როდესაც ბღუჯებად სცვიოდა თმა და დაუძლურებული იწვა, ფიქრობდა: რატომ დაემართა ამხელა უბედურება მაინც და მაინც მას? მაგრამ მაინც არ კარგავდა იმედს. დრო ნელ-ნელა გადიოდა ტკივილსა და ტანჯვაში და მასთან ერთად ქრებოდა რწმენაც იმისა, რომ ეს მისი ცხოვრების დასასრული კი არა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. დღეს კი, ამ იმედის უკანასკნელი ნაპერწკალიც ქრება ამ ბავშვის თვალებში!
მთელი გზა, მერე კი, საღამოს, ღამით, სინდისი მქენჯნიდა, რადგან ამ ბიჭის მთავარ კითხვას ვერ გავეცი პასუხი: რატომ უნდა იყოს დამოკიდებული მისი სიცოცხლე ფულზე?

შემოწირულია

₾4,959.07

დონორი

334

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ნინა: „ნუ გეშინია, დეიდა, უბრალოდ ახლა ჩემი დედიკო არის პატარა ბაიასავით! ცრემლებს ვწმენდ, რომ ტირის. კოვზით ვაჭმევ! ასე ვთამაშობთ ხოლმე! ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემს დედიკოს ძალიან, ძალიან ვუყვარვარ!“

„ნუ გეშინია, ნუ გეშინია, მართლა კი არ ტირის ჩემი დედიკო, ეს თამაშია, – ამბობს 4 წლის ნინა. – „დედა-შვილობანას“ ვთამაშობთ, ოღონდ ახლა, დედაა ჩემი შვილი. ადრე კი, შვილი მე ვიყავი… ის ახლა, პატარა ბაიასავით არის. საერთოდ ვერ დადის და ძალიან ნელა ლაპარაკობს, ზუსტად ისე, როგორც პატარა ბაია, მაგრამ მე მისი მესმის. წყალი უნდა დავალევინო, საწოლზეც ვერ წვება თვითონ… ასე ვთამაშობთ ხოლმე.“
პატარა ულამაზესი ნინა ეშმაკობს, უბრალოდ არ უნდა, ფონდის ჟურნალისტს გული რომ ეტკინოს. დაიღალა იმით, რომ ყველა ტირის მის გარშემო! ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დეიდებისგან და ბიძიებისგან ისმენს მხოლოდ იმას, თუ როგორ ეცოდებათ იმის გამო, რომ მისი საყვარელი დედიკო, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელში აყვანილს დაატარებდა, ცუდად არის, ძალიან ავად გახდა და სასოწარკვეთილებისგან, მხოლოდ კვნესა შეუძლია.

შემოწირულია

₾10,731.75

დონორი

846

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

გადარჩებიან თუ არა, ჩვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო! ოთხი პატარა ბავშვი გაყინულ ვაგონში ცხოვრობს, ყველაზე საშინელი კი ის არის, რომ მათ მამას ტუბერკულოზი და С ჰეპატიტი აქვს, შესაძლოა, მომაკვდინებელი და გადამდები ფორმით!..

ღმერთო, ღმერთო, შენი უსაზღვროდ მადლიერი ვართ! ვინ ვართ ჩვენ, მოკრძალებული თანამშრომლები, ფონდის მეგობრებთან ერთად, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები რომ გადავწყვიტოთ?! სიკვდილ-სიცოცხლის საკითხები! გმადლობთ, უფალო, იმისთვის, რომ ეს საბრალო ოჯახი მოიყვანე ჩვენს ფონდში! აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ საქართველოში ჩვენს ასი ათასობით კეთილ მეგობარს, ამ დაავადებული ბავშვების, ბებიის და მათი გულმოკლული დედის ყოფა რაოდენ საშინელია.

შემოწირულია

₾9,410.49

დონორი

562

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
49 - 54 of 958 items
1 7 8 9 10 11 160