რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
თბილისში, გლდანში, ნაქირავებ ერთ ოთახიან ბინაში 11 ადამიანი ცხოვრობს. ოთახში ორი საწოლი და დივანია, იატაკზე ერთი ლეიბი დევს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თბილისში, გლდანში, ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში 11 ადამიანი ცხოვრობს. ოთახში ორი საწოლი და დივანია, იატაკზე ერთი ლეიბი დევს. პატარა ოთახში, პატარა მაგიდაცაა, რომელზეც ოჯახის თერთმეტივე წევრი რიგ–რიგობით სადილობს ან ბავშვები მეცადინეობენ.
სადილი დღეში ერთხელ სოციალურად დაუცველთა სასადილოდან მოაქვთ. რძის პროდუქტი, ხორცი და ხილი ბავშვებს დიდი ხანია არც კი უნახავთ.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში უხდება ცხოვრება მირიანის და ნინოს ოჯახს, სადაც 9 ბავშვი იზრდება მაგრამ მათ მკაცრად ნუ განსჯით. შვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ იმდენი შვილი გაეჩინათ, რამდენსაც ღმერთი მისცემდა.
მართლაც,მათ არაჩვეულებრივი შვილები ჰყავთ. ერთი მეორეზე უკეთესები, ლამაზები და ჭკვიანები. უფროსები –
გიორგი, ნათია და ვერიკო მშობლებს პატარა და–ძმების აღზრდაში ეხმარებიან. საბა შვიდი წლისაა, ის ყველაზე დამჯერი და ცნობისმოყვარეა. სკოლაში სულ ათიანებზე სწავლობს! მოუსვენარი ლიზი – ხუთი წლისაა, ყველაზე კეთილი მარიამი – ოთხის, უშიშარი ნიკოლოზი – სამის, ბარბარე, რომელსაც ოჯახში სიყვარულით „პრინცესა ბარბის“ ეძახიან – ორი წლისაა. ოჯახის ყველაზე პატარა და მთავარი წევრი ჭიჭიკოა. ორ კვირაში იგი ერთი წლის გახდება. მაგრამ ამ განსაკუთრებული დღის აღნიშვნას ოჯახი ვერ შეძლებს. მშობლებს ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ – როგორ გამოკვებონ ბავშვები და როგორ გადარჩნენ.
ბავშვების მამა, მირიანი მუშაობდა და შვილებს საკვებით და სითბოთი უზრუნველყოფდა. რამოდენიმე დღის წინ, კი მან უბედური შემთხვევის შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი სამ ადგილას აქვს მოტეხილი. ახლა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი უმოძრაოდ წევს, და ექიმების თქმით, კიდევ რამდენიმე თვე საწოლიდან ვერ წამოდგება, და მით უმეტეს ვერ იმუშავებს! მირიანი აუტანელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებს არ იღებს… მან იცის, თუ მისთვის წამლებს იყიდიან, ბავშვები შეიძლება პურის გარეშე დარჩნენ!
„არასდროს ვითხოვდი დახმარებას!“ – ამბობს მირიანი, –
„ვიცხოვრებდი ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა, ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მეშინია, რომ ჩემს შვილებს ხვალ საჭმელი არ ექნებათ… ამიტომ ვთხოვ, ყველა გულისხმიერ ადამიანს, ყველა კეთილ ადამიანს, ყველა მშობელს, დაეხმარეთ ჩემს შვილებს!“
ახლა ჩვენს ხელშია ცხრა ბავშვის ბედი! მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება!
„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ჩიკვაიძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. ძალიან გთხოვთ ყველას, არ დარჩეთ გულგრილი მათ მიმართ. თქვენი ერთი შეხედვით ყველაზე უმნიშვნელო დახმარებაც კი, ამ ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. თუ გაქვთ საშუალება ამ ოჯახს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ,
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჩიკვაიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/122/
თქვენ თუ ვერ შეძლებთ დახმარებას, გააზიარეთ ეს ამბავი, იქნებ მან თავისი ადრესატი იპოვოს.
წინასწარ მოგახსენებთ დიდ მადლობას!
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
3347.00₾დარჩა:
0.00₾