რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ყველაზე მშვენიერი შვილები მსოფლიოში!

calendar აგვისტო 19, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ისინი მხოლოდ ჩვენი სამშობლოს მიწაზე – საქართველოში იბადებიან! მათ ისე უხარიათ ყოველი ახალი დღე! დიდია უფალი, რადგან ისინი ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებიან, რა გასაჭირში იმყოფებიან მათი მშობლები!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ისინი მხოლოდ ჩვენი სამშობლოს მიწაზე – საქართველოში იბადებიან! მათ ისე უხარიათ ყოველი ახალი დღე! დიდია უფალი, რადგან ისინი ჯერ კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებიან, რა გასაჭირში იმყოფებიან მათი მშობლები!
მეგობრებო, გაიცანით – სამი შვილის დედა, თეა ქიტიაშვილი.
იგი ასეთი დამწუხრებული იმიტომ არის, რომ დღეს ბავშვებისთვის საჭმელი არაფერი აქვს! მან და მისმა მეუღლემ მთელი ფული, ბოლო თეთრებამდე, თეას მამის მკურნალობას დაახარჯეს. კაცს ანევრიზმა გაუსკდა და საბრალოებს, მისი საავადმყოფოში ყოფნა დღე-ღამეში 850 ლარი უჯდებოდათ.
და მაინც, თეას ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამა გარდაიცვალა, ხოლო ოჯახი არათუ გაკოტრდა, არამედ უსაზღვრო ვალებშიც ჩავარდა… დასასრულს კი პირი არ უჩანს.
არა და თითქოს „გუშინ“ იყო, ჯერ კიდევ ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ. თეა და გიორგი მუშაობდნენ, მომავლის გეგმებს აწყობდნენ, ბავშვებს ზრდიდნენ და ანებივრებდნენ, ბინაც კი იყიდეს განვადებით.
რა ბედნიერები არიან! – შურდათ მეზობლებს… 
შეუცნობელია გზანი უფლისანი…! განა ოდესმე იფიქრებდნენ, რომ მათ შვილებს, დიდი ხნის ნანატრ ბინაში, იატაკზე დაძინება მოუწევდათ, ხოლო სახლში საკვები და ჭურჭელიც კი არ ექნებოდათ?!
მოწმენდილ ცაზე მეხი 2019 წლის 12 იანვარს გავარდა! თეას საყვარელი მამა,  საავადმყოფოში გადაიყვანეს გამსკდარი ანევრიზმით. თეამ და გიორგიმ მის მკურნალობას მთელი ფული დაახარჯეს, ბოლო თეთრებამდე; გაყიდეს ყველაფერი, რაც წლების მანძილზე პატიოსანი შრომით დააგროვეს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
მამის სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაში ამ საბრალო ხალხმა ყველაფერი დაკარგა, დასრულდა მათი ოჯახის კეთილდღეობა… ხოლო მათი ფერადი ოცნებები ოჯახური ბუდის მოწყობაზე ქუჩაში დარჩენის შიშმა ჩაანაცვლა… 

– უკვე ცრემლებიც აღარ მაქვს… აღარც კი ვიცი, რაზე ვიდარდო… მამას ვეღარ დავაბრუნებ, ბავშვები მშივრები არიან, ჩვენ იატაკზე გვძინავს, ხვალ კი შესაძლოა, ესეც აღარ გვქონდეს – სლუკუნებს საბრალო ქალი. მთელ იმედებს ახლა ის მხოლოდ უფლის წყალობასა და კეთილ ხალხზე ამყარებს.  
– რა შეემთხვა მამათქვენს?  

– 2019 წლის იანვარში მამა ცუდად გახდა… სასწრაფომ გამსკდარი ანევრიზმით გადაიყვანა… ორ თვეზე მეტხანს ვიბრძოდით მისი სიცოცხლისთვის… უბრალოდ წარმოიდგინეთ –  საავადმყოფოში დღე-ღამე 850 ლარი გვიჯდებოდა. რაც გაგვაჩნდა, ყველაფრის გაყიდვა მოგვიწია, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი… 
მამა დღითიდღე უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. არაფერი შველოდა… მარტში ექიმებმა ის პალიატიური მზრუნველობის კლინიკაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ იქ უკვე მომაკვდავი პაციენტები გადაჰყავთ. ერთი კვირის თავზე მამამ სამუდამოდ დაგვტოვა…
– როგორ გადაიტანეთ მამის გარდაცვალება? 

– დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მამა ჩვენთან აღარაა… ხანდახან მეჩვენება, რომ აი, ახლა კარი გაიღება, ის შემოვა და გულში ჩამიკრავს… მის წასვლასთან ერთად, მთელმა ცხოვრებამ დამტოვა. მე უახლოესი ადამიანი და საყრდენი დავკარგე… მიწა გამომეცალა ფეხებიდან! მასთან ერთად კი ჩვენი ოცნებები და იმედებიც გაქრა, ყველაფერი, რაც ამდენი წვალების მერე შევიძინეთ… მთელი ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა და ავადმყოფობამ მისი თავი მაინც გამოგვაცალა ხელიდან…
-მეგობრები ან ნათესავები თუ დაგეხმარნენ? 

– რა თქმა უნდა, დაგვეხმარნენ… ვისაც როგორ შეეძლო, ისე დაგვეხმარა! სახელმწიფომ მამის მკურნალობა 8 000 ლარით დააფინანსა, მაგრამ ეს თანხა იმისთვისაც კი არ იყო საკმარისი, საავადმყოფოს 10 დღის ხარჯი მაინც რომ დაგვეფარა. დიდი ვალი დაგვაწვა მხრებზე, ბანკმა ჩვენი ბინა ამა წლის თებერვალში გამოისყიდა და ახლა ყველაზე საშინელის – გამოსახლების მოლოდინში ვართ… 
– არაფრის გაკეთება არ შეიძლება? 

– რაც არ უნდა უცნაური იყოს, პანდემიამ გადაგვარჩინა… ხელი არ გვახლეს, როგორც მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს; პირიქით – ჩვენი ბინის ხელახლა შეძენა შემოგვთავაზეს, განვადებით, „შეღავათიან პირობებში“. 6 000 ლარი, ანუ იმის ნახევარი უნდა შეგვეტანა, რაც ერთი წლის მანძილზე დაგვიგროვდა ბანკის ვალად… მაგრამ ამაზე საუბარიც კი ზედმეტია, როდესაც ბავშვებისთვის საჭმელიც კი არ მაქვს! შიშით და კანკალით ველი ხვალინდელი დღის დადგომას…
ჩემი მეუღლე მშენებლობაზე მუშაობს, ხურდა ფულზე… დღემდე მამაჩემის მკურნალობის ვალებს ვიხდით… უკვე მეორე წელია… 
– რა სახსრებზე ცხოვრობთ? ბავშვებს რით კვებავთ?

– სახელმწიფო 220 ლარს გვიხდის, მეუღლეს კი სახლში 25 ლარი მოაქვს, თუმცა ის ყოველდღე არ მუშაობს… ეს ფული მხოლოდ საარსებოდ გვყოფნის… მე ამას ცხოვრებას ვერ დავარქმევდი… ნერვიულობის ნიადაგზე ხერხემლისა და ჰორმონების პრობლემები დამეწყო. არაფერს ვჭამ, მაგრამ წონაში საშინლად ვიმატებ… მე კი იმის ფუფუნებას ვერ მივცემ თავს, ექიმთან მივიდე… ჩემი ვაჟები არ ჭირვეულობენ – რასაც ვაძლევ, იმას ჭამენ. უმცროსი, ქეთუნა – ბავშვთა კვებაზე მყავს, ხელოვნურ ნარევებს ჭამს, რომლის ერთი ქილაც 12 ლარი ღირს… არის დღეები, როდესაც ეს ფული უბრალოდ არ გვაქვს… და ვერც ვერსად ვიშოვით…

-ასეთ შემთხვევებში, რას აკეთებთ ხოლმე? 

-სკოლის დირექტორმა ლაშას კომპიუტერი, ე.წ. „ბუქი“ აჩუქა, რომ მას ვიდეო-გაკვეთილებზე დასწრება შესძლებოდა კარანტინის დროს. მეზობლებმა ინტერნეტი გაგვიზიარეს. მე სხვადასხვა საქველმოქმედო ჯგუფებში ვწერდი, დახმარებას ვითხოვდი… იცით, როგორი კეთილი ხალხი ცხოვრობს ჩვენ შორის?
ერთხელ ერთი წყვილი სურსათით დამეხმარა. იმდენი რამ მოიტანეს… მაგრამ სამწუხაროდ, მაცივარიც კი არ აქვს პროდუქტების შესანახად… ამიტომ საჭმელი გაჭირვებულებს დავურიგე… რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ვიცი, ბევრი ადამიანია, ვისაც ესეც კი არ აქვს, ამიტომ აუცილებლად უნდა დავეხმაროთ სხვებს! არასოდეს იცი, რა დროს წაგართმევს ცხოვრება ყველაფერს… მამაჩემის ავადმყოფობამდე ხომ მეც სულ სხვაგვარად ვცხოვრობდი?!…

-თქვენ წარსულ ცხოვრებაზე მოგვიყევით, თუ შეიძლება… 

-ყველაფერი, რასაც ხედავთ – წარსული ცხოვრების გადმონაშთია… ბევრი რამის გაყიდვა მოგვიწია, მაგრამ ეს კედლები, კედლის ქაღალდები, ფარდები და კარებიც კი – ეს ყველაფერი წარსულიდანაა! მე ყოველთვის ვმუშაობდი, კარგი ხელფასიც მქონდა და როგორც ნებისმიერი სხვა, მეც ჩემს ცხოვრებას ვიწყობდი… მეუღლესთან ერთად ამ ბინის გამოსყიდვას ვგეგმავდით. ნელ-ნელა ვიხდიდით იპოთეკური სესხს… გვინდოდა, რომ ჩვენს ოჯახსაც ჰქონოდა თავისი კუთხე. ეს ხომ ნორმალურია, როდესაც გინდა, თავს ზემოთ ჭერი გქონდეს? სიტყვებით ვერ აგიღწერთ, რა ტკივილი განვიცადე, როდესაც გავიგე, რომ ბინა ბანკმა წაიღო… 
ჩვენს ოჯახს გვერდიდან რომ შეხედოთ, მოგეჩვენებათ, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თქვენც ხომ ხედავთ, რომ ეს ასე არ არის?! ბავშვებს ამ კედლებით, ფარდებითა და კარებით ვერ გამოვკვებავ, შემოსვლისთანავე თვალში რომ გხვდება. ეს ყველაფერი – წარსული კეთილდღეობის გადმონაშთია, სხვა არაფერი… ახლა იმ ქვეშაგებზე ვწევართ, რომლებიც მეზობელმა გადაყარა, ჩემმა მეუღლემ კი წამოიღო… 7 თვის ბავშვს საბნებისგან ნაკეთებ საწოლზე სძინავს. 

-ოდესმე წარმოგედგინათ, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით? 

– დღემდე მიკვირს, როგორ არ გავგიჟდი… ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამის გადატანა მომიწევდა… მეორე წელია, რაღაც საშინელ სიზმარში ვცხოვრობ… 
-რაში ხედავთ ხნას და გამოსავალს თქვენი მდგომარეობიდან? 

– უფალში! მამა ახალი გარდაცვლილი იყო, როდესაც გავიგე, რომ ქეთუნაზე ვიყავი ფეხმძიმედ… უფალმა მამა თავისთან წაიყვანა, მაგრამ სამაგიეროდ, დიდი ხნის ნანატრი გოგონა მაჩუქა…  მან ამ საჩუქრით გადამარჩინა! მე ხომ სასოწარკვეთის ზღვარზე ვიყავი, მაგრამ შვილის წყალობით, ცხოვრებაში დამატებითი ხალისი მომეცა… მჯერა, რომ ადრე თუ გვიან, ყველა სირთულე გადაივლის… მუდმივად ხომ არ გაგრძელდება ასე?!.  
-თქვენ შვილებზე მოგვიყევით, როგორები არიან? 

– ლაშამ, ოჯახის მდგომარეობის შემხედვარემ, გამომუშავებითი სამუშაო დაიწყო.  მეზობლის ძაღლებს ასეირნებს და თავისთვის საკმარს შოულობს. მუდმივად მეკითხება, უმცროს ბავშვებს საკვები თუ აქვთ… ხშირად მოაქვს პური… ამ კარებს ხედავთ? ესენი ჩემმა 14 წლის ვაჟმა იყიდა და ჩასვა… ძალიან განიცდის და ცდილობს, რამენაირად დაგვეხმაროს… უზომოდ ვამაყობ მისით! 
პატარები ძალიან მოუსვენრები არიან! საერთოდ არ მიჯერებენ. ლაშა მეხმარება მათ მოვლაში.  

-შეიძლება, ლაშას გავესაუბრო? 

-რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ პატარა ქეთუნას გამოვართმევ… 
-ლაშა, მოგვიყევი შენზე. რითი ხარ გატაცებული? 

  ლაშა (14 წლის) – კალათბურთი მიყვარს. სკოლაში მეგობარი მყავს და მასთან ერთად ხშირად ვთამაშობ ხოლმე! მართალია, ჯერ მოყვარულები ვართ მაგრამ… ძალიან მინდა, კალათბურთი პროფესიონალურად ვითამაშო, თუმცა ეს ძალიან ძვირი ჯდება… 
-სკოლის შემდეგ რა გეგმები გაქვს? უკვე იცი, სად გააგრძელებ სწავლას? 

 ლაშა (14 წლის) – გულწრფელად რომ ვთქვა – ჯერ არა… ვფიქრობ, სკოლის დასრულების შემდეგ, ჯარში წავიდე, შემდეგ კი მუშაობა დავიწყო… ოჯახს ჩემი დახმარება სჭირდება… 
-დედა ამბობს, რომ უკვე მუშაობ. მოგვიყევი, სად? 

 ლაშა (14 წლის) – მე ცხოველები მიყვარს, ჩემს მეზობელს კი დრო არ აქვს, რომ თავისი ძაღლი ასეირნოს.. ამიტომ, ამ საქმეში დახმარება შევთავაზე და დამთანხმდა. ახლა ძაღლის გასეირნებისთვის თვეში 100 ლარს მიხდის! სიარული ჩემთვისაც კარგია და მასაც მეტი თავისუფალი დრო გამოუჩნდა… 
-რა ყოჩაღი ხარ! შეყვარებული გყავს? 

  ლაშა (14 лет) – არა და ჯერ არც არავინ მომწონს… მახსოვს, პირველ კლასში ერთი ძალიან ლამაზი გოგონა შემიყვარდა! მაგრამ ჩემ ცხოვრებაში მსგავსი აღარაფერი ყოფილა.
-მოგვიყევი, ახლა ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

  ლაშა (14 წლის) – მე არაფერი მინდა, ოღონდ ჩემი საყვარელი ხალხი იყოს კარგად… 

-თეა, ჩვენს ფონდს როგორ მოაგენით? 

-თქვენ ფონზე ბევრი წამიკითხავს. დამიჯერეთ, დახმარებისთვის ძალიან ბევრ ორგანიზაციას მივმართე, მაგრამ თქვენსავით – არავინ არავის ეხმარება! იმედი გამიჩნდა, რომ თქვენ ჩვენს ცხოვრებასაც შეცვლით უკეთესობისაკენ… 
-თუ შეიძლება, მითხარით, კონკრეტულად რითი შეგვიძლია თქვენი დახმარება? 

-ჩვენ ძალიან გვიჭირს ბავშვთა კვების შეძენა… გთხოვთ, თუ არის საშუალება, ხელოვნური ნარევებით დაგვეხმარეთ… საფენებიც ძალიან სჭირდებათ პატარებს…  
თავადაც ხედავთ – კედლების გარდა ჩვენს სახლში სხვა ბევრი არაფერია… ნებისმიერი დახმარება გამეხარდება! მამაჩემის გამო მე ფაქტობრივად ყველაფერი გავყიდე… 
პანდემიის დროს, მე და ჩემი ვაჟი ვისხედით და დღე და ღამე, გაუთავებლად ვსაუბრობდით… მაგრამ ერთმა კეთილმა ადამიანმა ტელევიზორი გვაჩუქა! წარმოგიდგენიათ? სრულიად უანგაროდ! ისე გვიხაროდა.. მაგრამ გარწმუნებთ, ნებისმიერი დახმარება გაგვახარებს… თუნდაც უბრალოდ რომ დაგვირეკოთ და გაგვამხნევოთ… ჩვენ ეს ნამდვილად გვჭირდება… ყველას სიამოვნებით გავუღებთ ჯერ კიდევ „ჩვენი“ სახლის კარს…

მეგობრებო, თეა ქიტიაშვილის ოჯახი შესაძლოა მალე ქუჩაში აღმოჩნდეს. მამის გამო თეამ ყველაფერი გაყიდა, რაც გააჩნდა. ნებისმიერი ჩვენგანი ასე მოიქცეოდა. ახლა კი მისი ოჯახი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფება. არის დღეები, როდესაც ბავშვებს საკვებიც კი არ აქვთ. ოჯახს არ აქვს არანაირი საყოფაცხოვრებო ტექნიკა სასკოლო „ბუქის“ გარდა, რომელიც სკოლის დირექტორმა აჩუქა ლაშას იმისთვის, რომ მას ონლაინ-გაკვეთილებზე დასწრება შესძლებოდა. სახლში არ არის არანაირი ავეჯი: საწოლები, კარადები, სკამები… 
ეწვიეთ თეას სტუმრად და თავადაც დარწმუნდებით ამაში. ოჯახი ამჟამად ცხოვრობს მისამართზე: გლდანი, იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა №10

ან დარეკეთ ნომერზე: 591 171382

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ თეას უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თეა ქიტიაშვილი). 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობით. 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ).
ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თეასაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა?! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ოქტ 07
მაცივარი
755.00₾
2020 ოქტ 07
სარეცხი მანქანა
650.00₾
2020 ოქტ 07
საწოლი
300.00₾
2020 ოქტ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
535.00₾
2020 დეკ 29
ავეჯი
350.00₾
2021 იან 04
ფონდის ზედნადები ხარჯები
45.00₾
2021 თებ 08
პროდუქტები
239.51₾

სულ ხარჯები:

2874.51₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
პოღოსიანი ედუარდ
07.02.2021 20:00:00
₾50.00
ტერმინალი
07.02.2021 20:00:00
₾4.50
ზურაბ სამხარაძე
07.02.2021 20:00:00
₾10.00
ტერმინალი
30.01.2021 20:00:00
₾6.50
ლეილა ბარდაძე
30.01.2021 20:00:00
₾5.00
გვანცა კეღოშვილი
30.01.2021 20:00:00
₾4.00
გაგანაშვილი მაკა
29.01.2021 20:00:00
₾1.00
თამარი ქეშელაშვილი
29.01.2021 20:00:00
₾6.00
ტერმინალი
28.01.2021 20:00:00
₾6.50
დავით გაროზაშვილი
28.01.2021 20:00:00
₾3.00
ღადუა სოფიო
13.12.2020 20:00:00
₾2.00
ნინო ნიშნიანიძე
03.11.2020 20:00:00
₾3.00
ნიკოლოზ დარჩაშვილი
02.11.2020 20:00:00
₾3.00
ხუციშვილი გიორგი
01.11.2020 20:00:00
₾3.00
ნინო ნიშნიანიძე
01.11.2020 20:00:00
₾3.00
მაკა ჩუბითიძე
30.10.2020 20:00:00
₾15.00
ლალიაშვილი მაკა
30.10.2020 20:00:00
₾20.00
ნიკოლოზ დარჩაშვილი
30.10.2020 20:00:00
₾3.00
მარინე მამულია
30.10.2020 20:00:00
₾5.00
გიორგი
29.10.2020 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,874.09

197 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,874.09

197 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება