რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ძალიან მშია, დე!

calendar აპრილი 27, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

– საცოდავად ჩურჩულებს ოთხი წლის ბიჭი და ტირილს იწყებს; ლოყებზე მლაშე ცრემლები ღვარად ჩამოსდის, მის თვალებში კი იმხელა ტანჯვა და მწუხარება იკითხება, რომ ამის დანახვაზე გული მიკვდება!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

საცოდავად ჩურჩულებს ოთხი წლის ბიჭი და ტირილს იწყებს; ლოყებზე მლაშე ცრემლები ღვარად ჩამოსდის, მის თვალებში კი იმხელა ტანჯვა და მწუხარება იკითხება, რომ ამის დანახვაზე გული მიკვდება!

„ნუ ტირი! ხომ იცი, საჭმელი აღარ გვაქვს, ყველაფერი გაგვითავდა. ცოტაც მოითმინე, კარგი? და მერე ისეთ გემრიელობებს გაჭმევთ…“ – ამშვიდებენ ძმას უფროსი დები, მაგრამ ბავშვი ცრემლებს ვერ იკავებს. მას შია… ცხოვრებისეულ ვითარებას ჯერ ვერ აცნობიერებს, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში მას ისედაც არ უნდა უწევდეს იმაზე ფიქრი, თუ რა ჭამოს!

ეს ამბავი აფრიკის მშიერი ბავშვების შესახებ არ არის; ეს თანამედროვე საქართველოს რეალობაა. მაგრამ განა ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ უნდა ხდებოდეს?

მაწონაძეების ოჯახს ხუთი შვილი ჰყავს: 15 წლის ლიკა, 14 წლის ლიზი, 12 წლის მარიამი, 7 წლის ირმა და 4 წლის ივანე. ისინი არც ახალ სათამაშოებზე ოცნებობენ, არც კარგ ნიშნებზე. მათ ყველაფერი ბევრად უფრო პროზაულად აქვთ – ეს ბავშვები საჭმელზე ოცნებობენ! ისინი სიცოცხლისთვის ყოველდღე იბრძვიან! უკვე მერამდენე თვეა მრავალშვილიან ოჯახს საჭმელად, ფაქტობრივად, არაფერი აქვს.

ირინა მაწონაძე, რომელიც ხუთ შვილს მარტო ზრდის, თვალცრემლიანი აღიარებს, რომ საჭმლის უქონლობა და კვების მუდმივი უკმარისობა უკვე აუტანელი გახდა. საბრალო ქალმა ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ მზრუნველი ხალხი მის შვილებსაც დაეხმარება.  

მეგობრებო, საკვები პროდუქტები და თქვენი თანაგრძნობა მაწონაძეების ოჯახს ძალიან სჭირდება!

ირინა, მოგვიყევით, რამ გაიძულათ ჩვენთვის მოგემართათ?

ირინა:ჩემი შვილები შიმშილობენ! საჭმლის უქონლობა ჩვენს ოჯახში ყველაზე დიდი პრობლემაა. ხუთი შვილი მყავს, რომლებსაც მარტო ვზრდი. უკვე ოთხი წელია ვცდილობ პრობლემებს გავუმკლავდე, მაგრამ მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ! მაგრამ ცუდი პირობები და ყველა უსიამოვნება გავიწყდება, როცა ბავშვებისთვის საჭმელად არაფერი გაქვს. არის დღეები, როცა სახლში ერთი ნამცეციც კი არაა, ბავშვები კი მშივრები არიან… უფროსებს ესმით მაინც, მაგრამ ივანე ძალიან პატარაა; როცა შია, ტირის; მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთ ნაჭერ პურსაც კი ვერ ვაძლევ… ვცდილობ შვილებისთვის მტკიცედ ვიდგე და ფარ-ხმალი არ დავყარო, მაგრამ კარგად მესმის, რომ ყველა სირთულეს მარტო ვერ გავუმკლავდები.

ეს თქვენი სახლია, თუ ნაქირავებია?

ირინა: არა, ჩვენი არაა, ნაქირავებია. ბინაში ყოველთვიურად 150 ლარს ვიხდი; ასევე, კომუნალურ გადასახადებსაც. სახლში ნორმალური ცხოვრებისთვის საჭირო არანაირი პირობა არაა…

აქ როგორ აღმოჩნდით?

ირინა:ოთხი წლის წინ ქმარს დავშორდი. საამისოდ სერიოზული მიზეზი მქონდა. იმ დღეების გახსენება ძალიან მიჭირს… ჩემმა ქმარმა დალევა დაიწყო, ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და გვცემდა. ერთხელ ისე დათვრა, კინაღამ მომკლა. ბავშვებს ძალიან შეეშინდათ, ჩემი ლიზი კი, – რომელიც იმ დროს მხოლოდ ათი წლის იყო… ღმერთო! ჩემმა საბრალო გოგონამ ჩემი გამოსარჩლება გადაწყვიტა, ყოფილმა ქმარმა კი ამის გამო ისე მაგრად სცემა, პირდაპირ თავში ურტყამდა… არ შემიძლია, არ შემიძლია ამის გახსენება! (ტირის.) დღემდე გული მტკივა…

და დაშორდით

ირინა:დიახ, იმავე დღეს! ნივთები ჩავალაგე, ბავშვებს ხელი მოვკიდე და მივატოვე. ექვსი თვე თავშესაფარში ვცხოვრობდით. დაწესებულების ყველა პერსონალი ძალიან დაგვეხმარა. ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩემი ლიზი ფსიქოლოგთან დადიოდა. ბავშვი ჭკუაზე არ იყო, ოთახიდან გამოსვლისაც კი ეშინოდა, არ ლაპარაკობდა… დღემდე ცოტა მოუსვენრადაა… მოკლედ, თავშესაფრის შემდეგ დედაჩემთან გადავედით საცხოვრებლად, მაგრამ მასთან ისეთი სივიწროვე იყო, იქ ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე, ეს სახლი მექირავებინა.

თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით?

ირინა: მეგობრებმა გამირიგეს. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა. რევაზი მეარშიყებოდა, ისეთი თავაზიანი იყო… შემდეგ დავქორწინდით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ერთმანეთის გვესმოდა, ყველაფერში მეხმარებოდა; მერე კი, რაღაც მომენტში, თითქოს გამოცვალეს. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემ წინაშე კარგი ქმრის როლს თამაშობდა; ან იქნებ მართლა ალკოჰოლმა შეცვალა? უკვე აღარ ვიცი! ჩვენი გოგონას ცემისთვის რევაზი ორი წელი იჯდა ციხეში.

რა სახსრებით ცხოვრობთ? შემოსავალი რამდენი გაქვთ?

ირინა:სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 400 ლარს და ბავშვთა კვების 150 ლარიან ვაუჩერს. ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი…

ეს ფული რაზე გყოფნით?

ირინა:თითქმის არაფერზე! ამ სახლის ქირა და კუმუნალურები გადასახდელი მაქვს; ხუთი შვილი მყავს, რომლებსაც ბევრი რამ სჭირდებათ… მაგრამ ყველაფერი გავიწყდება, როცა საჭმელი არ გაქვს და მთელი დღე მშიერი ხარ. ყველაზე საშინელი კი ის არის, როცა შენს შვილებს მშივრებს ხედავ, რომლებიც იმის გამო ტირიან, რომ ჭამა უნდათ.

ბავშვებს რას აჭმევთ?

ირინა:წვნიანებს და ბურღულეულს. თითოეულ გრამს ვწონი და ვითვლი, რომ მეორე დღისთვისაც გვეყოს. საშინელებაა! ზოგჯერ სახლში საერთოდ არაფერია! ზოგჯერ მთელი ჩვენი დღიური რაციონი ჩაი და პურია.

ნათესავებიდან არავინ გეხმარებათ?

ირინა:სამწუხაროდ, არა.ყველას თავისი პრობლემები და საზრუნავი აქვს. თუ საშუალება აქვთ, სურსათს ჩემი და-ძმები მიგზავნიან. დედა პენსიონერია, თვითონ ძლივს გააქვს თავი; მამა კი უკვე ორი წელია, რაც გარდაიცვალა. მე და ჩემი შვილები სულ მარტო ვართ…

მთავრობისთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ირინა:ბევრჯერ, მაგრამ უშედეგოდ. სულ უარს მეუბნებიან! ამბობენ, რომ ბიუჯეტში ფული არაა, რომ დაგვეხმარონ. ჰოდა, თქვენს ფონდს მივმართე. სხვა არავინ მყავს, ვისაც დახმარებას ვთხოვდი. თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ!

რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

ირინა:საჭმელი არ გვყოფნის!  ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ჩემს შვილებს სჭირდებათ! თუ შეძლებთ, რომ საკვები პროდუქტებით დაგვეხმაროთ, ძალიან გაგვახარებთ!

და სახლში რა გჭირდებათ?

ირინა: საწოლები არ გვყოფნის. რაც გვაქვს, ისიც იშლება. ახლა ექვსივეს ორ საწოლზე გვძინავს, ძლივს ვეტევით, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის. შვილებს იატაკზე ხომ არ დავაწვენ, არა? სახლში წყალი არაა. ეზოში ჭაა – წყალს იქიდან ვიღებთ და სამზარეულოში შეგვაქვს. ძალიან გვჭირდება მაცივარი. გაკეთებულ საჭმელს ვერსად ვინახავ. რომ გაფუჭდეს, საჭმელად აღარაფერი გვექნება;  არადა, ისეც მომხდარა, რომ სურსათი დამპალა, გადაყრა მომიწია და ორი დღე მშივრები ვიყავით. რომ არა მეზობლები და ნათესავები, რომლებიც მაშინ დაგვეხმარნენ, შეიძლება შიმშილით მოვმკვდარიყავით.

სარეცხი მანქანაც გვჭირდება. ახლა ყველაფერს ხელით ვრეცხავ, ცივ წყალში. როცა სახლში ამდენი ბავშვია, რეცხვა ხშირად გიწევს. გოგონები ცდილობენ დამეხმარონ, მაგრამ არ მინდა, რომ თავიანთი პატარა ხელებით სარეცხ ფხვნილში რეცხავდნენ…

თქვენი შვილების შესახებ გვიამბეთ.

ირინა:ლიკა უკვე დიდი გოგოა, ხატვა უყვარს. ის და ორი უფროსი გოგონა, – ლიზი და მარიამი, – საოჯახო საქმეებში ძალიან მეხმარებიან. რეცხვა, დალაგება, საჭმლის კეთება – არაფერი ეზარებათ, ყველაფერს აკეთებენ. ისინი რომ არა, ალბათ სახლში ვერაფრის გაკეთებას მოვასწრებდი. გოგონები ცეკვებზე დადიან, შეჯიბრებებში მონაწილეობენ; ირმა სულ თავის ძმას ეთამაშება და ართობს. ეს ჩემთვის უდიდესი დახმარებაა. ისე მინდა, რომ ჩემს შვილებს ნორმალური ბავშვობა ჰქონდეთ… მე კი მათთვის ყველაზე ძირითად ნივთებსაც კი ვერ ვყიდულობ. აღარც კი მახსოვს, ბავშვებს ტკბილი ან რამე გემრიელი ბოლოს როდის ვუყიდე. გული მიკვდება, მათთვის ყველაფერზე უარის თქმა რომ მიწევს. უფროსები უკვე დიდები არიან, ყველაფერი ესმით, მაგრამ ივანეს ვერ აუხსნი, რატომ არ გვაქვს საჭმელი. პატარაა, თანაც მორცხვი. როცა ვეუბნები, რომ უფულობის გამო სურსათის ყიდვა და საჭმლის გაკეთება ვერ შევძელი, მაშინვე ტირილს იწყებს. ეს ცრემლები ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია!

ირინა, შეიძლება ბავშვებსაც გავესაუბრო? ლიკა, შენ შესახებ მომიყვები? რა გიყვარს? რაზე ოცნებობ?

ლიკა: ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ყველაფერი კარგად გვქონდეს! დედას ძალიან უჭირს; ცდილობს ცრემლები დაგვიმალოს, მაგრამ ხშირად ვხედავ, როგორ ტირის. ძალიან მინდა, რომ უფრო ხშირად იღიმოდეს!

და შენთვის რას ისურვებდი?

ლიკა: დიდი გეგმები მაქვს, მინდა ცხოვრებაში ბევრს მივაღწიო, რომ აღარაფერი გვაკლდეს. მინდა, სტილისტი გავხდე. სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებ და ბევრ წიგნს ვკითხულობ ამ თემაზე, ვცდილობ განვვითარდე. მაკიაჟის და ვარცხნილობების კეთება ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, ყველაფერი გამომივა!  

– დარწმუნებული ვარ, რომ შეძლებ შენი ოცნების ასრულებას. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მთელი გულით! შენ, ლიზი, ვინ გინდა გამოხვიდე?

ლიზი: მინდა მზარეული გავხდე! როცა სახლში სურსათი გვაქვს, საჭმლის კეთება ძალიან მიყვარს; მაგრამ სამწუხაროდ, საჭმლის კეთების შესაძლებლობა ხშირად არ მეძლევა… ზოგჯერ სახლში მხოლოდ პური და წყალია, მხოლოდ ამას ვჭამთ. მე კი ძალიან მინდა მზარეული გავხდე და ჩემი ძმისთვის და დებისთვის უჩვეულო და ყველაზე გემრიელი კერძები ვაკეთო!

ყველაზე კარგად რომელი კერძის მომზადება გეხერხება?

ლიზი: სალათები გამომდის ძალიან გემრიელი. დედაც მაქებს და დებიც სულ მეუბნებიან, რომ გემრიელი ხელი მაქვს. ყველაზე გემრიელი ვინეგრეტი გამომდის.

ირმა: მე კი ყველაფერი მომწონს, რასაც ლიზი აკეთებს! საჭმელს დედასავით გემრიელად ამზადებს!

– პატარავ, გემრიელობებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონს?

ირმა: შოკოლადი! მაგრამ იმდენი ხანია არ მიჭამია… როცა გავიზრდები და ბევრი ფული მექნება, ბევრზე ბევრ შოკოლადს ვიყიდი და ყოველდღე შევჭამ!

მარიამი: მე კი ბევრ ძეხვს და არაჟანს ვიყიდი… და ხინკალს! ისეთი გემრიელია!..

– ირინა, ძალიან კარგი და საყვარელი შვილები გყავთ! ღმერთმა მათ ჯანმრთელობა და ყოველივე საუკეთესო მისცეს! ადამიანების სიკეთის გჯერათ?

ირინა: რა თქმა უნდა, მჯერა! ვიცი, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ და მჯერა, რომ შეუძლიათ დაგვეხმარონ. თქვენს ვებ-გვერდზე ამბებს ხშირად ვკითხულობ და ვხედავ თქვენ და კეთილი ხალხი ჩვენნაირ ოჯახებს როგორ ეხმარებით. ეს მაძლევს იმედს, რომ არც ჩემი შვილები დარჩებიან მშივრები და ბედნიერებას განიცდიან იმ ყურადღებით, რასაც თქვენ ჩუქნით!

***

მეგობრებო, ნუ მივატოვებთ მაწონაძეების შვილებს! ჩვენ მორალური უფლება არ გვაქვს, რომ უბედურ ბავშვებს არ დავეხმაროთ! მოდი ვილოცოთ ამ ოჯახისთვის და შევთხოვოთ უფალს, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს!

მაწონაძეების ოჯახს ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ პირველ რიგში, მათ ძალიან სჭირდებათ საკვები. დავეხმაროთ მათ გადარჩენაში!

მაწონაძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება პირადად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ქარელი, მგალობლიშვილის ქ. №1

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მაწონაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

რა ბედნიერებაა, ჩემს შვილებს კარგად ნაჭამს რომ ვხედავ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
«მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა საშინელი დღეების გადატანა მოგვიხდა მე და ჩემს შვილებს, – ამბობს მრავალშვილიანი დედა ირინა – იმედს არ ვკარგავდი, ვლოცულობდი. და უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება! დადგა ის დღე, როცა თქვენ გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში! ამ დღემ, თან მოიტანა ნამდვილი სასწაული – თქვენი ყურადღება და მზრუნველობა ჩვენი ოჯახის მიმართ, ბავშვების დაპურების შესაძლებლობა! მივხვდი, რომ ცხოვრებას აზრი აქვს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!“
ცოტა ხნის წინ, გიამბეთ მაწონაძეების ოჯახის სულის შემძვრელი ისტორია – მარტოხელა მრავალშვილიან დედასა და მის ხუთ მოშიმშილე ბავშვზე.
საბრალო ირინას იმდენი ტანჯვა ხვდა წილად: ღალატიც, ძალადობაც და ლუკმა-პურისთვის ყოველდღიური ბრძოლაც, რომ კარგი ახალი ამბებისთვის მოუმზადებელი იყო. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როცა თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, მისი სახლი,  გაივსო არა მხოლოდ საკვები პროდუქტით, არამედ სხვა საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთებითაც, რომელსაც თავად, ნამდვილად ვერასდროს შეიძენდა.
 „ბედნიერებისთვის რა ცოტა ყოფილა საჭირო… ჩემი შვილებისთვის სულ ცოტა საჭმელიც საკმარისია“ – იღიმის ირინა.
რამდენადაც საჭირო და მხსნელი არ უნდა იყოს ეს საჩუქრები, მაწონაძეების ოჯახისთვის, ირინასთვის და მისი შვილებისთვის, ყველაზე დაუჯერებელი და ფასეული – ადამიანების სიკეთის რწმენაა. ჩვენ ეს შევძელით – დავუბრუნეთ მათ ეს რწმენა!

 „ჩვენი დედიკო ისევ იღიმის“
– ძვირფასო ირინა, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ირინა: როგორ აგიღწეროთ ის ტკივილი და უიმედობა, რომელსაც ვგრძნობდი მაშინ? როგორ გგონიათ, შემეძლო ჩემი შვილებისთვის სანუგეშო სიტყვების პოვნა, როცა შიმშილი არ აძინებდათ და ლუკმა პურს მთხოვდნენ? არა, არ შემეძლო! თავი საკუთარი უძლურობის გამო მეზიზღებოდა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემი შვილები შიმშილით სიკვდილისთვის არ გაეწირა!
ჯერ არც ვიცოდი, რომ ჩვენი ისტორია გამოქვეყნებული იყო. და უცებ ჩემთან დაიწყეს რეკვა, სოციალურ ქსელში მწერდნენ, მეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, დახმარებას მთავაზობდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ერთად. სრულიად უცნობებისგან იმხელა ყურადღება და სითბო ვიგრძენი!
მე მხოლოდ საკვები პროდუქტი ვითხოვე. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი პირობებისა, ავეჯსა და ტექნიკაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი. და უცებ ამდენი რამ! მაცივარი, სარეცხი მანქანა, ავეჯი, რომელიც ფონდმა გვიყიდა ჩვენთვის შეგროვებული სახსრებით. ამ ყველაფერს, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევიძენდი! რომელ სარეცხ მანქანაზეა საუბარი, როცა ფიქრობ იმაზე, პური ხვალ ხუთ ბავშვს ეყოფა, თუ არა?! რა მაცივარი, როცა იმის საშუალებაც არ მქონდა, შოკოლადის ერთი ფილა რომ მეყიდა. თქვენ ძალიან შეგვიმსუბუქეთ ცხოვრება! დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვა!

ახალმა ავეჯმა, ჩვენი სამზარეულო ბევრად უფრო მყუდრო გახადა
ირინა, იცით, ჩვენს მკითხველებს ეს სიტყვები როგორ გაუხარდებათ?! მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ გსურთ, რომ თქვენი ახალი მეგობრებიდან, ვინმე ხაზგასმით აღნიშნოთ?
ირინა: ვაიმე, დაწერეთ, გადაეცით, რომ ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან, ოქროს გული აქვთ. გადაეცით ჩემი სიხარული და მადლიერება. უთხარით, რომ ირინა და მისი შვილები ძალიან ბედნიერები არიან.
თქვენი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება და საჩუქრებია… თქვენი დამსახურებით, გავიცანი ნათია დათუნაშვილი – ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გულგრილი არ დარჩა ჩემი მშიერი ბავშვების ისტორიის მიმართ, და დაგვიკავშირდა. მან ტანსაცმლის კარადა გვაჩუქა, სადაც ჩემი და ჩემი შვილების ნივთები დავაწყვე. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დევს, ლამაზად, თვალსაც უხარია. ვცდილობ ბავშვები წესრიგს მივაჩვიო და მგონი, მათაც ძალიან მოსწონთ ის, რომ სახლი უფრო მყუდრო და ლამაზი გახდა. მოკლე ხანში, ნათია ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა. ხშირად მირეკავს და მეკითხება, როგორ არიან ბავშვები, რამე ხომ არ გვჭირდება? ხანდახან კი, უბრალოდ გინდა ყველაფერს მოწყდე და სხვადასხვა თემებზე ისაუბრო, და ის სწორედ ის ადამიანია, რომელიც მეხმარება იმაში, რომ მარტოსულად არ ვიგრძნო თავი! თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა გვერდში ისეთი ადამიანის ყოლა, ვისთანაც უბრალოდ გულითადი საუბარი შეგიძლია!

 „ძნელი დასაჯერებელია, რომ ყველაფერი ლამაზად გვაქვს და ადამიანურად. შეხვალ სამზარეულოში და კარგ ხასიათზე დგები“
– ირინა, იქნებ, ადგილობრივი მმართველობაც გამოეხმაურა ჩვენს პოსტსა და თქვენს დახმარებას თხოვნას?
ირინა: ყველაფერი ძველებურად არის. არანაირი სიახლე. სოციალური დახმარება 400 ლარის ოდენობით და ბავშვებისთვის კვების 150-ლარიანი ვაუჩერი, ერთადერთია, რასაც სახელმწიფო აკეთებს ჩვენთვის. იმედიც არ მქონია, ვის აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა?
– სამწუხაროა. აი, კიდევ ერთი მიზეზი, იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის.
ირინა: წლების მანძილზე ვცხოვრობდით გაჭირვებასა და სიღატაკეში და ბევრი რამ მინახავს. იყო მომენტები, როცა დამიკარგავს ადამიანების რწმენა. მაგრამ ყოველთვის, როცა ჩვენს ოჯახში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, როცა ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავდა, ან შვილისთვის სიცხის დამწევის ყიდვის შესაძლებლობა არ მქონდა, გამოჩნდებოდა ხოლმე კეთილი ადამიანი, რომელიც მეხმარებოდა.
ასეთ მომენტებში ძალიან მძაფრად ვგრძნობ, რომ უფალი ჩვენს გვერდითაა! აბა, დღემდე რანაირად მოვაღწევდით, გულისხმიერი ადამიანების დახმარება რომ არა?!
ახლა კი, უფალმა თქვენი სახით მოგვივლინა ხსნა! რა თქმა უნდა, მქონდა იმედი, რომ ხალხი ჩემი გულის ძახილს გამოეხმაურებოდა. დიდი ხანია, ვადევნებ თვალ-ყურს, ასეულობით ადამიანს როგორ ეხმარებით. მაგრამ ამხელა მასშტაბის დახმარებას არ ველოდი, მე ხომ საკვების გარდა არაფერი მითხოვია… თქვენ ჩემი სულიერი ჭრილობები განკურნეთ. გვაგრძნობინეთ, რომ ჩვენც ვიღაცას ვჭირდებით. გვიხსენით სასოწარკვეთისა და დარდისგან. თავიდან დავიბენი, ვერ ვიჯერებდი, რომ კვლავ შემიძლია სიხარულისა და ბედნიერების განცდა! თურმე შემძლებია! ღმერთია მოწმე, სწორედ ამას ვგრძნობ ახლა!

 „სიგიჟემდე გვიყვარს ტკბილეული! ნამდვილად გამოიცანით, რომ ძალიან გვინდოდა!“
– ძალიან გვინდა, რომ ბავშვებსაც გავესაუბროთ, ირინა. როგორ ხართ ბავშვებო? ვის რომელი საჩუქარი მოგეწონათ?
ირმა (8 წლის): მე ყველაზე მომეწონა სავარძელ-საწოლი! სამ დას ძალიან ცუდად გვეძინა ერთ საწოლში, სივიწროვეში, ხელს ვუშლიდით ერთმანეთს!
ლიზი (14 წლის): ირმა სულ მეუბნებოდა: „მიიწიე!“ (იღიმის)
ირმა: ახლა ბევრი ადგილი მაქვს, და ხელს არავინ მიშლის. (იცინის და ეჯღანება ლიზისა და მარის. მარისგან კი მრავლისმეტყველ გამოხედვას იღებს პასუხად)

ეს კი კომფორტული სავარძლები და დივანია! ახლა ბავშვებს აქვთ დასაძინებელი ადგილი!
ლიზი: მე ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა მიხარია. ჩვენ ხომ, როცა დედას ვეხმარებოდით, ცივ წყალში გვიწევდა რეცხვა.  ხელები წითელი გვქონდა და გათოშილი (გააჟრჟოლა.) მერე სურდო, გაციება. ეს ნამდვილად ყველაზე მაგარი საჩუქარია ჩვენთვის, ყველასთვის! ივანეს, ჩვენი უმცროსი ძმის გარდა, რა თქმა უნდა, მას ხომ მხოლოდ საჭმელი და მანქანები აინტერესებს. (როცა ივანეზე საუბრობენ, ბიჭუნა დედასთან მალავს სახეს, ის კი ალერსიანად იხუტებს გულში)
ლიკა (15 წლის): ახლა უფრო ლამაზი სახლი გვაქვს, ვიდრე ადრე. სახლი ლამაზი უნდა იყოს. თორემ ხასიათი საშინლად გიფუჭდება. რაც მთავარია, დედა ახლა კარგ ხასიათზეა, თორემ ბოლო დროს ძალიან ბევრს ტიროდა…

 „ძალიან მოგვწონს ახალი მაცივარი. ნეტავ საჭმელი გვქონდეს!“

 „დების და ძამიკოს ტანსაცმლის ცივ წყალში რეცხვა, აღარ მოგვიწევს“
მარიამი (12 წლის): თქვენ ნამდვილი ჯადოქრებივით ხართ! თუ შეიძლება, ერთ სურვილს ჩავიფიქრებ!
– კი, მარი, რა თქმა უნდა, საყვარელო! ირინა, თქვენ თუ იცით, რაზე ოცნებობს მარიამი? არის კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც დახმარება შეგვიძლია?
ირინა: კი, ვიცი, მარიამს ერიდება თქმა, მაგრამ მე გეტყვით… კორონავირუსის გამო, ბავშვები ონლაინ სწავლობენ, და რიგ-რიგობით იყენებენ ჩემს მობილურ ტელეფონს, რათა გაკვეთილებს დაესწრონ. წარმოგიდგენიათ, რა დისკომფორტია? ხშირად უწევთ გაკვეთილების გაცდენა, ამიტომაც ჩამორჩნენ პროგრამას. მარიამს თანაკლასელების ერიდება, იმის გამო, რომ ვერ სწავლობს ისე, როგორც ყველა. თანაც ძალიან მოსწონდა საგნები, სულაც არ მყავს ზარმაცი გოგო. არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, ძალიან გვჭირდება კიდევ ერთი მობილური ტელეფონი, ან პლანშეტი, თუნდაც ძველი. არ მინდა, რომ ბავშვებმა ამის გამო სწავლა შეწყვიტონ!
რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს… ღმერთო, ისე მერიდება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ. ისედაც შეუძლებელი შეძელით. გეფიცებით, ასე, არასდროს, არავინ დაგვხმარებია. მაგრამ, თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება… ჩვენ არ გვაქვს წყლის გამაცხელებელი და ვწვალობთ, ბანაობა ნამდვილ სატანჯველად გვექცა. განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს. ჩემი ბიჭუნა ველოსიპედზე ოცნებობს, ირმა კი დიდ თოჯინაზე. უმცროსებს, სამწუხაროდ, თითქმის არ აქვთ სათამაშოები… მაგრამ ჩვენს მთავარ პრობლემად, ისევ საკვები პროდუქტი რჩება, უფრო სწორად, მისი არქონა! ექვსნი ვართ ოჯახში. მე კი შემიძლია ერთი-ორი დღე შიმშილობა, მაგრამ ბავშვებს… მოზარდის ორგანიზმი აქვთ, ვიტამინები აკლიათ, მეშინია, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე აისახება… მადლობას გიხდით გაწეული დახმარებისთვის და ძალიან გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს შვილებს და შიმშილისგან ავადმყოფობასა და ტანჯვისთვის ნუ გაიმეტებთ!
 „წყლის გამაცხელებელი გაფუჭებულია, ბავშვებმა როგორ უნდა დაიბანონ მთელი ზამთრის განმავლობაში?“ 
***
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ ერთად ბევრი რამ შევძელით: ერთობლივი ძალისხმევით, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ვაჩუქეთ დადებითი ემოციები და იმედი, გავუმარტივეთ ყოფა და ყველაზე მძიმე ჟამს გვერდში ამოვუდექით! მაგრამ მაწონაძეების ოჯახის პრობლემები არსად გამქრალა… ბავშვებს და ირინას, კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! ხუთ ბავშვს, კვლავ მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, მათი ძირითადი საკვები კი – პური და წყალია! მაინც რა ძნელია შეგუება იმ აზრთან, რომ ახლანდელ დროში, ადამიანები ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს მწარე სიმართლეა, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით და გულგრილად ვერ შევხედავთ იმას, თუ როგორ იტანჯებიან შიმშილით ბავშვები!
ყველაზე მწვავე პრობლემა – პროდუქტის არქონაა, მაგრამ მრავალშვილიან დედას, ირინას, ნებისმიერი სახის დახმარება გაუხარდება, ეს იქნება მობილური ტელეფონი ბავშვებისთვის, რათა ონლაინ-გაკვეთილებს დაესწრონ, სათამაშოები პატარებისთვის, თუ წყლის გამაცხელებელი! ირინა და ბავშვები სრულიად მარტონი დარჩნენ, მათ მხოლოდ ჩვენ ვყავართ – მათი უკანასკნელი იმედი! გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათი საყრდენი ვართ, არ შეეშინდეთ შიმშილის და იცოდნენ – ჩვენ მათ გვერდით ვართ, და ყველაფრისგან დავიცავთ.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
             ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე –  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაწონაძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: 
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 ივნ 29
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1261.00₾
2021 ივნ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
950.00₾
2021 აგვ 17
ავეჯი
2600.00₾
2022 იან 13
ველოსიპედი
260.00₾
2022 იან 13
თოჯინა
49.00₾

სულ ხარჯები:

5120.00₾

დარჩა:

0.22₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ჯგუშია ბექა
11.01.2022 20:00:00
₾1.00
აბულაძე მადონა
11.01.2022 20:00:00
₾3.00
იზა პაპიაშვილი
11.01.2022 20:00:00
₾5.00
დავითი გელენიძე
06.01.2022 20:00:00
₾20.00
იაკობაშვილი ზურაბ
06.01.2022 20:00:00
₾50.00
ბერდია ახვლედიანი
04.01.2022 20:00:00
₾100.00
ზუხბაია ალექსი
24.12.2021 20:00:00
₾50.00
ზუხბაია ალექსი
10.12.2021 20:00:00
₾50.00
მანანა ბეჟიტაშვილი
08.12.2021 20:00:00
₾30.00
ზუხბაია ალექსი
25.07.2021 20:00:00
₾50.00
მახარაძე გიორგი
04.07.2021 20:00:00
₾10.00
სამხარაშვილი დავით
21.06.2021 20:00:00
₾5.00
კეთილი გული
21.06.2021 19:49:04
₾10.00
ვანო ხვადაგიანი
20.06.2021 20:00:00
₾25.00
თეონა მჟავანაძე
20.06.2021 20:00:00
₾10.00
გურამ ხეცურიანი
19.06.2021 20:00:00
₾30.00
ლევან კაპანაძე
18.06.2021 20:00:00
₾10.00
თარიმან პეტრიაშვილი
17.06.2021 20:00:00
₾10.00
შავლეგ ფოფხაძე
17.06.2021 20:00:00
₾10.00
ნუგზარი ჯოხარიძე
17.06.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾5,120.22

255 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,120.22

255 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება