რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„სიცილისგან და სიხარულისგან ლოყები გვტკივა! დღეს მთელ ჩემს ოჯახს სურათებს გადავუღებ და დიდხანს მემახსოვრება ეს დღე!“

calendar ოქტომბერი 10, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

ტყუპები, ლაზარე და გიო, გოგონებთან ერთად არიან ყველგან! არ იფიქროთ, რომ პატარები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის რამე! აბა, ჭიშკართან მიუშვით, უნდა ნახონ, ახალი გაზქურა როგორ შემოაქვთ ბიძიებს სახლში, თორემ ახლა ეზოს კივილით აიკლებენ! ტყუპები რომ ყველა ახალ ნივთს ხელით შეეხონ და ყველაფერს მისწვდნენ, ხელში აყვანა და ტარება უნდათ. გასაგებია?! „ახალ მაცივართან!“ – თითს იშვერს ლაზარე, დები კი აიტაცებენ ხელში და მიჰყავთ. „ახალ კარადასთან!“ – ითხოვს გიო და ყველაფერს აჩვენებენ, თან კარადაში ცოტა ხნით ჩაჯდომის უფლებასაც აძლევენ. ფონდისგან საჩუქრების მიღების დღეს, ასე, ხელით ატარებდნენ მთელი დღის განმავლობაში ძამიკოებს მარიამი, შორენა, ხატია, ბარბარე და ანი, ყველაფერს აჩვენებდნენ მათ და მთელი გულით უხაროდათ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შვიდი შვილი ვყავართ ჩვენს, ამქვეყნად ყველაზე კეთილ დედიკოს! წარმოგიდგენიათ, ფული საერთოდ არ აქვს! დამხმარეც არავინ ჰყავს! ჩვენ რომ გვშია, სულ ტირის! გთხოვთ, გააკეთეთ ისე, რომ აღარასდროს იტიროს ჩვენმა დედიკომ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მეგობრებო, ჩვენს ფონდს დახმარებისთვის მიმართა ოჯახმა, სადაც შვიდი მცირეწლოვანი იზრდება. პატარები ერთ ოთახში არიან შეყუჟული, სადაც წყალი ჩამოდის ჭერიდან. მათი ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა. სიმართლე გითხრათ, გაუგებარია, როგორ ახერხებს თავის გატანას ოჯახი, სადაც ორი მძიმედ დაავადებული ადამიანია – მამა და ქალიშვილი!

ბარბარე განსაკუთრებული ბავშვია, 8 წლის არის და გონებრივად ჩამორჩენილია. გოგონა ადვილად ღიზიანდება – მუდივად თუ არ მიიღებს წამლებს, მთელი ღამე ვერ დაიძინებს. ესაჭიროება სახლში სწავლება, მაგრამ მის მშობლებს საშუალება არ აქვთ, რომ სპეცმასწავლებელს თანხა გადაუხადონ.

მამას თიაქარი აქვს და ხერხემლის ოპერაცია სჭირდება. მაგრამ შვილები რომ არ დატოვოს მშიერი, საავადმყოფოში წასვლის ნაცვლად, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებს, რადგან აკრძალული აქვს სიმძიმეების აწევა. დედა დამლაგებლად მუშაობს სოციალური პროგრამის ფარგლებში და უფროს ქალიშვილებს უტოვებს ორი წლის ტყუპებს. მაგრამ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მშობლები იძულებული არიან, პროდუქტები ვალად აიღონ მაღაზიაში, რომ ბავშვებმა არ იშიმშილონ. თინათინმა ქორწინებამდეც იცოდა, რომ მისი მომავალი მეუღლის ოჯახი ღარიბი იყო. მაგრამ ფინანსურ სირთულეებს არ შეუშინდა. მთავარი ხომ სიყვარული და ურთიერთგაგება არის!

ხატია (11 წლის): „გთხოვთ, გააკეთეთ ისე, რომ აღარასოდეს იტიროს დედამ! ჩვენი დედიკო გმირია, 7 შვილს გვზრდის! ძალიან გვიყვარს და ჩვენი თხოვნებით არასდროს ვაწუხებთ. არც სათამაშოები გვაქვს, არც მობილური ტელეფონები, არც კომპიუტერი. ყველა ჩვენს კლასელს აქვს, ჩვენ გარდა. იცით, რა გულსატკენია?!“

ბავშვებმა ცრემლები ვერ შეიკავეს, როდესაც მაჩვენებდნენ, რა პირობებში უწევთ ცხოვრება. არც საწოლი აქვთ, არც ლეიბები. დანგრეულ ტახტზე სძინავთ.

მარიამი( 13 წლის): „თანაკლასელების სტუმრად დაპატიჟებაც კი არ შეგვიძლია. რა სირცხვილია! დაგვცინებენ, თუ დაინახავენ, როგორ ვცხოვრობთ“.

სახლი მართლაც სავალალო მდგომარეობაშია: სახურავიდან ნიაღვრად ჩამოდის წყალი, წვიმის დროს სახლშიც ისე იწვიმს, როგორც გარეთ. ფანჯრები დალეწილია, ქარი უბერავს, ბზარებს ხან ტილოებს, ხან გაზეთებს აფარებს დედა, მაგრამ ეს დიდად არ გვშველის.

თინათინი, დედა (33 წლის): „არაერთხელ მივმართე ადგილობრივ გამგეობას და სახურავის შეკეთებაში ვთხოვე დახმარება. მაგრამ, უშედეგოდ. მგონი, ამ ზამთარს ვეღარც გაუძლებს ეს სახლი. როგორ მეშინია, არ მინდა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდნენ ჩემი შვილები. მაგრამ არსად გვაქვს წასასვლელი“.

ტყუპებს, გიოს და ლაზარეს, ყურები სტკივათ, მაგრამ მათი ექიმთან წაყვანის საშუალება არ არის. ზამთარი მოდის, ღუმელი კი გაფუჭებულია. დედამ გაზქურა ანთებული უნდა დატოვოს ღამით, რომ ბავშვები როგორმე გაათბოს. პატარები ხშირად ცივდებიან. ოჯახს კი წამლების ყიდვის საშუალება არ გააჩნია.

სახლში ერთადერთი საწერი მაგიდა ეს არის, აქ რიგრიგობით მეცადინეობენ გოგონები. ხანდახან ღამის 12 საათამდე უწევთ ლოდინი, სანამ ადგილი გათავისუფლდება.

„დეიდა, არ გშია? პური არ გინდა? მიირთვი!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

მოდით, ერთად დავეხმაროთ მათ! თქვენ მიერ გაღებულ ყოველ შემოწირულობას, თითოეულ თბილ სიტყვას, ნამდვილად შეუძლია ამ ოჯახის დახმარება. მოდით, ერთად შევუქმნათ პირობები, სადაც თინათინი და მისი შვილები ცხოვრებით ტკბობას, განვითარებას და ოცნებების ასრულებას შეძლებენ, და არა მხოლოდ გადარჩენისთვის ბრძოლას.

გახსოვდეთ, უმცირეს სიკეთესაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამქვეყნად. გამოეხმაურეთ ჩვენს მოწოდებას! მოდით, ერთად შევცვალოთ უკეთესობისკენ ეს სამყარო!

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცხრამუხა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: დემურაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

„სიცილისგან და სიხარულისგან ლოყები გვტკივა! დღეს მთელ ჩემს ოჯახს სურათებს გადავუღებ და დიდხანს მემახსოვრება ეს დღე!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!


თინათინი: „დღეს მთელ ხაშურში ჩემს შვილებზე უფრო ბედნიერ ბავშვებს ვერ ნახავთ!“

ტყუპები, ლაზარე და გიო, გოგონებთან ერთად არიან ყველგან! არ იფიქროთ, რომ პატარები არიან და მათი მონაწილეობის გარეშე ჩაივლის რამე! აბა, ჭიშკართან მიუშვით, უნდა ნახონ, ახალი გაზქურა როგორ შემოაქვთ ბიძიებს სახლში, თორემ ახლა ეზოს კივილით აიკლებენ! ტყუპები რომ ყველა ახალ ნივთს ხელით შეეხონ და ყველაფერს მისწვდნენ, ხელში აყვანა და ტარება უნდათ. გასაგებია?!
„ახალ მაცივართან!“ – თითს იშვერს ლაზარე, დები კი აიტაცებენ ხელში და მიჰყავთ. „ახალ კარადასთან!“ – ითხოვს გიო და ყველაფერს აჩვენებენ, თან კარადაში ცოტა ხნით ჩაჯდომის უფლებასაც აძლევენ. ფონდისგან საჩუქრების მიღების დღეს, ასე, ხელით ატარებდნენ მთელი დღის განმავლობაში ძამიკოებს მარიამი, შორენა, ხატია, ბარბარე და ანი, ყველაფერს აჩვენებდნენ მათ და მთელი გულით უხაროდათ.
მარიამი: ტყუპებს იოგურტები და ბარნი უნდა მივცეთ, მერე კი ტანსაცმლის, კოსმეტიკური საშუალებებისა და სათამაშოების დათვალიერებას შევძლებთ.

მარიამი: „ტყუპებს იოგურტები და ბარნი უნდა მივცეთ, რომ საჩუქრებით სავსე პარკების გახსნა და დათვალიერება მშვიდად შევძლოთ“.

ბიჭუნა: „იოგურტს დავლევ და ისევ მოვიცლი თქვენთვის“.
ბარბარე: უკვე გადავხედე, კარგი შარვალი ვიპოვე და ჩავიცვი კიდეც. აი!
ანი: ყველამ ერთად უნდა დავათვალიეროთ, ჩუმად კი არა.
ბარბარე: იქ არის კიდევ რამდენიმე მსგავსი. კიდევ, ზამთრის ქუდები და ზედები არის. ლამაზი ჟილეტებიც და კაბებიც. თოვლის ბაბუის ფორმაც კი! ახლა ყველაფერს, რასაც ავარჩევ, წავიღებ და შევინახავ ახალ კარადაში.

სანამ ყველა ფუსფუსებდა და ახალ ტექნიკას ათვალიერებდა, ბარბარემ სუპერ შარვალი იპოვა, მოისინჯა და თაროც აირჩია თავისთვის ახალ კარადაში
ხატია: ახალ საწოლზე წამოვწვები ცოტა ხნით ტყუპებთან ერთად, მერე კი ტანსაცმელს შევინახავ კარადაში. მარი, ტკბილეული მეც მომაწოდე, მხოლოდ ტყუპებს აძლევ? ორეო, ვაფლი და წვენი მომეცი.
მარიამი: კარგი, დაიკო, წამოწექი. მაგრამ, როგორც ყური მოვკარი, შენი ტელეფონიც დევს ფონდის თეთრ მანქანაში.
ხატია: რას ამბობ, მართლა?!
კორ.: ნამდვილად!
შორენა: ჩემიც ჩამოიტანეს?!
ბარბარე: და ჩემი პლანშეტიც?!
— ყველაფერი ჩვენს თეთრ მანქანაშია, დღეს ყველაფერს გადმოგცემთ საჩუქრად.
ხატია:
სიხარულისგან უკვე ლოყები მტკივა, იმდენი ვიცინე დღეს. ჯერ სკამები გამიხარდა, მერე ახალი კარადა და საწოლები, მაცივარიც და გამათბობელიც ძალიან გამიხარდა… დღეს რა დღეა? უნდა ჩავიწერო და გავიხსენო ხოლმე, როგორ ვიმხიარულეთ. ჩემს ტელეფონს როგორც კი მომცემთ, ასი სელფი უნდა გადავიღო. ყველას უნდა გადავუღო — ჩემს დებს, ძმებს და დედას. დღეს ყველას კარგი განწყობა გვაქვს — კარგი სურათები გამოვა!

ახალი სკამების ირგვლივ დარბიან და თამაშობენ – ვინც დაჯდომას ვერ მოასწრებს, ვარდება თამაშიდან!
შორენა: მე კი, ჩემს ახალ ტელეფონს რომ მომცემთ, რეპს ჩავწერ. მალე მომცემთ?! ვაშა! ვაშა! რეპის წაკითხვა კარგად გამომდის, მერე კი ინტერნეტში გამოვაქვეყნებ.
თინათინი, დედა: აცადეთ ხალხს მუშაობა. საიდან სად ჩამოვიდნენ ჩვენ გამო!
— ჩვენი სამუშაო სწორედ ეს არის — ფონდის მეგობრებისგან სასიხარულო ამბები და საჩუქრები ჩამოგიტანოთ და ისე გაგახაროთ, რომ სიცილისგან ლოყები გტკიოდეთ. მოდით, მანქანასთან წავიდეთ, პლანშეტი და ტელეფონები უნდა დაგირიგოთ!

ხატია:
„როგორც კი ტელეფონს მომცემთ, ასი სელფი უნდა გადავიღო! მერე კი სურათებს გადავუღებ ყველას. დღეს ისეთი მაგარი დღეა!“


შეუძლიათ პარკში ისეირნონ და თან „ფიფქიას და შვიდ ჯუჯას“ უყურონ ახალი პლანშეტით! ბარბარე ისეთი აღფრთოვანებულია, ხმას ვერ იღებს!
თინათინი (რამდენიმე წუთში): ემოციებისგან ლაპარაკი მიჭირს. მაგრამ თავს ხელში ავიყვან და გეტყვით: დიდ მადლობას ვუხდი ჩერნოვეცკის ფონდს, ჩვენი გასაჭირის შესახებ ვიდეო რომ გამოაქვეყნა. ფონდის მეგობრების დამსახურებით მოკლე დროში მოგვარდა ჩვენი პრობლემები, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვაწუხებდა.

როგორც თინა ოცნებობდა, ამ ღუმელში პურის გამოცხობასაც შეძლებს სახლში

მრავალშვილიან ოჯახს დიდი მაცივარი უნდა ჰქონდეს
საწოლების უქონლობის გამო, ბავშვებს სივიწროვეში ეძინათ ყველას ერთად. მაღაზიაში პურის ყიდვის საშუალება არ გვქონდა, სახლში კი ვერ ვაცხობდი ძველ მაგიდის ქურაზე. მაცივარი ვერაფერს ყინავდა… ახლა გაცილებით ნაკლები საყოფაცხოვრებო პრობლემა მაქვს და მეტი შესაძლებლობა, ნორმალურად მივხედო ბავშვებს.

ფონდის თანამშრომელმა ახალი გაზის გამათბობლის პრეზენტაცია ჩაატარა

პატარას ახსოვს, რომ ეს ნივთი სითბოს გამოსცემს
პირველ რიგში, სიყვარულისთვის მინდა გადავუხადო მადლობა ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს. თქვენი გული სავსეა სიყვარულით და არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ. ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა — ემიგრანტები დაეხმარნენ ჩვენს ოჯახს, საქართველოს მაცხოვრებლები კი პროდუქტებით და საჩუქრებით გვსტუმრობდნენ. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა, ვინც დაგვეხმარა. ამდენი შრომისთვის, ძალისხმევისთვის, გულკეთილობისთვის დააჯილდოოს ყველა. ჩემი გულის ერთი ნაწილი ჩემს თანამემამულეებს ეკუთვნის, მეორე კი — ჩემს ემიგრანტებს. დღეს მთელ ხაშურში ჩემს შვილებზე უფრო ბედნიერ ბავშვებს ვერ ნახავთ! მართლა! (იცინის.) ტყუპები საწოლზე ხტუნაობენ და მღერიან, გოგონები კი რეპს კითხულობენ. ასე რომ, დღეს არსად გაგიშვებენ, სანამ კონცერტს არ მოუსმენთ. (იცინის.)

ტყუპები ახალ საწოლებზე ხტუნაობენ და მღერიან


მოსიყვარულე გოგონები
— არსად წავალთ, სანამ ყველას არ მოგისმენთ და სანამ დარჩენილ პრობლემებზე არ ვისაუბრებთ თქვენთან.
თინათინი:
ეს არის ჩემი პრობლემა, ეს სახურავი. რაიონის გამგეობამ ლითონის მასალა მოგვცა, რომ გადავხუროთ. მაგრამ არ მითხრეს, დამპალ ხეს რა ვუყო. გაურკვევლობაში ვარ. ხის გადახურვა?.. წვიმის დროს საშინლად ჩამოდის წყალი…
ფანჯრები ჩამტვრეულია, აქ ყინვა და ნესტი იქნება, სანამ არ შევაკეთებთ…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მზიან ამინდშიც კი გაიყინებით ამ სახლში. სხვა საჩუქრების გარდა, მათ შესანიშნავი გაზის გამათბობელიც გადაეცათ. მაგრამ სახურავი და ფანჯრები თუ არ შეკეთდა, ბავშვები ნამდვილად ვერ გათბებიან. ახლა ამ სახლში სითბოს შენარჩუნებაა აუცილებელი. სწორედ ამ საკითხის გადაჭრაში სჭირდებათ ჩვენი დახმარება.
ყველა საჩუქრისთვის და ბავშვების ბედნიერი ემოციებისთვის მადლობას გიხდით!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: დემურაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ: მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
24.10.2024
პროდუქტები
300.00₾
30.10.2024
პროდუქტები
413.91₾
30.10.2024
ავეჯი
2350.00₾
01.11.2024
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2200.00₾

სულ ხარჯები:

5263.91₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ი/მ ელზა თოფურია
21.11.2024 00:00:00
₾2.00
გიორგი კაპანაძე
21.11.2024 00:00:00
₾10.00
ნესტან მარჯანიშვილი
21.11.2024 00:00:00
₾5.00
ეთერ ნოზაძე
21.11.2024 00:00:00
₾5.00
ირინა ჭრიკიშვილი
21.11.2024 00:00:00
₾10.00
მერაბი ბოჭორაძე
21.11.2024 00:00:00
₾5.00
ჯუნა პაჭკორია
21.11.2024 00:00:00
₾150.00
ი/მ ირაკლი კოპალიანი
21.11.2024 00:00:00
₾10.00
ი/მ ირაკლი შენგელაია
21.11.2024 00:00:00
₾5.00
თამარ აფციაური
21.11.2024 00:00:00
₾5.00
ლომიძე დავით
21.11.2024 00:00:00
₾2.00
ძლიერიშვილი ელგუჯა
21.11.2024 00:00:00
₾10.00
ბექა ცერცვაძე
21.11.2024 00:00:00
₾20.00
თეონა გაბუნია
21.11.2024 00:00:00
₾50.00
თამარი ადამაძე
04.11.2024 00:00:00
₾1.00
კელენჯერიძე ზვიადი
03.11.2024 10:55:34
₾10.00
კობახიძე ლევან
28.10.2024 10:15:20
₾5.00
ბოჩიკაშვილი გიორგი
27.10.2024 10:25:48
₾1.00
ბახურაული გიორგი
27.10.2024 10:25:41
₾1.00
მოძმანაშვილი ქეთევანი
26.10.2024 19:37:16
₾15.00

შემოწირულია:

₾5,263.84

362 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,263.84

362 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება