რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მთვრალმა ნაძირალებმა სასიკვდილოდ სცემეს მურმანს საკუთარი შვილების თვალწინ! ახალგაზრდა მამაკაცს რეანიმაციაში გული სამჯერ გაუჩერდა! თუ არ დავეხმარებით, ბავშვები სამუდამოდ დაკარგავენ საყვარელ მამას და ერთადერთ მარჩენალს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მურმანმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, გვერდში დაუდგა ნათესავს, რომელსაც ორი მთვრალი მამაკაცი სცემდა. მან მათი გაშველება სცადა და შეხლა–შემოხლის დროს თავის ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი მცირეწლოვანი შვილების – რვა წლის თიკოსა და ცხრა წლის ოთოს თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი იყო ეს ბავშვებისთვის!
თიკა, მურმანის შვილი (8 წლის): „მამიკო ძალიან მეცოდება! ძალიან მიყვარს! მინდა, რაც შეიძლება მალე დადგეს ფეხზე! ადრე გვეთამაშებოდა, პარკში ვსეირნობდით, ხელით მატარებდა. ახლა კი აღარ შეუძლია, სულ წევს; თავი, ფეხები და ხელები ძალიან სტკივა. მამას მკურნალობა სჭირდება! დედას კი ფული არ აქვს, რომ დაეხმაროს! ღმერთს ვთხოვ, ჯანმრთელობა მისცეს ჩემს მამიკოს!“
ის ფაქტი, რომ მურმანი ცოცხალია, ნამდვილი სასწაულია, რეანიმაციაში ორი თვე გაატარა; წონაში ძალიან დაიკლო და მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა.
ნათია, მურმანის მეუღლე (32 წლის): „მტერსაც არ ვისურვებდი იმას, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ! მზად ვარ ვიშიმშილო, ოღონდ ჩემს მეუღლეს საჭირო მედიკამენტები ჰქონდეს! ახლა მურმანმა წამლები ერთი დღეც რომ ვერ მიიღოს, საშინელი კრუნჩხვები ემართება. მეხსიერების ჩავარდნებიც აქვს და არაფერი ახსოვს!“
მურმანმა თავის ტვინის სამი რთული ოპერაცია გადაიტანა. ერთი უმნიშვნელო სამედიცინო შეცდომაც კი შეიძლებოდა სრული დამბლის ან სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.
მაგრამ არც ოპერაციებმა და არც სარეაბილიტაციო კურსმა მურმანს ნორმალურად მეტყველების, გადაადგილებისა და დამოუკიდებლად ჭამის უნარი ვერ დაუბრუნა. ახალგაზრდა კაცი საწოლს არის მიჯაჭვული! უმარტივეს ყოველდღიურ საქმეშიც კი ოცდაოთხი საათის განმავლობაში სჭირდება დახმარება. საბედნიეროდ, მურმანის ცოლი და შვილები მუდამ მის გვერდით არიან და ზრუნავენ საყვარელ მამიკოზე. ისინი მისი გამოჯანმრთელებისთვის მუდმივად ლოცულობენ!
რა ბედნიერი იყო ოჯახი, სანამ ის საშინელება მოხდებოდა! მურმანი პოლონეთში მუშაობდა და სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო. ბავშვებს მამა რვა თვე არ ჰყავდათ ნანახი. მაგრამ მათი სიხარული წამში იქცა დიდ მწუხარებად!
მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს.
შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი.
მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია!
თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქობულეთი, რუსთაველის ქუჩა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: შაინიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
3540.00₾დარჩა:
6836.70₾