რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ისე მოხდა, რომ ჩვენ, მეგობრებო, ამ მარტოხელა ცოლ-ქმრისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ, სხვა არავის. მძიმედ დაავადებულ დალის და აკაკის არც სახლი აქვთ, არც წამლები და არც საკვები. ყველაფერი რაც გააჩნდათ, მკურნალობისთვის გაყიდეს. იძულებული გახდნენ, ერთი სახლიდან მეორეში იხეტიალონ, რომ არ იხადონ ქირა. დალი (60 წლის): „ჩვენი მეზობლები რომ არა, დიდი ხანია აღარ ვიარსებებდით ამქვეყნად, შიმშილით ან სიცივით დავიხოცებოდით. ყველაზე გულკეთილი ქალია თეა, ლუკმა პურსა და შეშას გვიზიარებს. არადა, თავადაც ხომ ოჯახი ჰყავს, მრავალშვილიანი დედაა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ღმერთმა დალოცოს! საკუთარი შვილები არ გვყავს, საერთოდ არავინ გვყავს, ვინც იზრუნებს ჩვენზე.“ განა, რამდენ ტკივილს და განსაცდელს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დალის განგრენა დაემართა და ფეხი მოჰკვეთეს, მხედველობა თითქმის დაკარგა და ეტლს არის მიჯაჭვული. აკაკი ყავარჯნებით დადის ინფარქტის შემდეგ. მეზობლები რომ არა, შიმშილის, სიცივისა და წამლების უქონლობის გამო, დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა ეს ცოლ–ქმარი. მეგობრებო, ისინი პატარა ბავშვებივით, აბსოლუტურად უსუსურები არიან!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ისე მოხდა, რომ ჩვენ, მეგობრებო, ამ მარტოხელა ცოლ-ქმრისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები ვართ. მხოლოდ ჩვენი იმედი აქვთ, სხვა არავის. მძიმედ დაავადებულ დალის და აკაკის არც სახლი აქვთ, არც წამლები და არც საკვები. ყველაფერი რაც გააჩნდათ, მკურნალობისთვის გაყიდეს. იძულებული გახდნენ, ერთი სახლიდან მეორეში იხეტიალონ, რომ არ იხადონ ქირა.
დალი (60 წლის): „ჩვენი მეზობლები რომ არა, დიდი ხანია აღარ ვიარსებებდით ამქვეყნად, შიმშილით ან სიცივით დავიხოცებოდით. ყველაზე გულკეთილი ქალია თეა, ლუკმა პურსა და შეშას გვიზიარებს. არადა, თავადაც ხომ ოჯახი ჰყავს, მრავალშვილიანი დედაა. ძალიან მადლობელი ვართ მისი. ღმერთმა დალოცოს! საკუთარი შვილები არ გვყავს, საერთოდ არავინ გვყავს, ვინც იზრუნებს ჩვენზე.“
განა, რამდენ ტკივილს და განსაცდელს შეიძლება გაუძლოს ადამიანმა?
დალის შაქრიანი დიაბეტი აქვს. ექვსი წლის წინ, უბედურება შეემთხვა – ქალს განგრენა დაემართა და მისი სიცოცხლე რომ გადაერჩინათ, მარცხენა ფეხი მოჰკვეთეს მუხლს ზემოთ. მერე, ინსულტი დაემართა და დაკარგა მხედველობა. ასეთ შემთხვევებში ასე წერენ ხოლმე: „მისი ცხოვრება ორად გაიყო“, „ერთ წამში შეიცვალა მისი ცხოვრება.“
მანამდეც, სანამ ფეხს მოჰკვეთდნენ, დალის ცხოვრებას მარტივს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. ახლა კი, ქალმა ზუსტად იცის, რომ ის სირთულეები, რაც აქამდე გადაიტანა, არაფერია უმწეო ადამიანის მდგომარეობასთან შედარებით. ყველაზე მარტივ ყოველდღიურ საქმეშიც კი, ოცდაოთხი საათის განმავლობაში სჭირდება დახმარება. საბედნიეროდ, დალის მუდამ გვერდით ჰყავს ის, ვინც მას 20 წელზე მეტი ხნის წინ შეუყვარდა, მისი მეუღლე აკაკი.
დალი: „ახლა, უკვე ოცნებად გვექცა ის, რაზეც ჩვეულებრივი ადამიანები არც კი ფიქრობენ, ხანდახან. როგორ დაიბანონ პირი, ჩაიცვან, დამოუკიდებლად როგორ გავიდნენ გარეთ…“
აკაკი (61 წლის): „თითქმის არ მძინავს. სიმშვიდე დავკარგე. ავადმყოფ მეუღლეს ვდარაჯობ სასთუმალთან. დილით ღუმელი უნდა ავანთო და ჩაი მოვამზადო. ის ნახევრად ბრმაა. თვალის ოპერაცია გადაიტანა, ახლა კი, მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება, მაგრამ, მისი ექიმთან წაყვანის საშუალება არ გაგვაჩნია.“
აკაკიმ კარგად იცის, ბრძოლა რას ნიშნავს. მაღალი, ტანადი, ძლიერი – სწორედ ეს სიტყვები შეეფერება. ყოველ შემთხვევაში შეეფერებოდა მაშინ, როდესაც ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო. ახლა, მუშაობა აღარ შეუძლია, რადგან დაავადებამ სრულიად დააუძლურა. აკაკიმ ფეხი მოიტეხა, კაცი ძალიან დარდობდა იმის გამო, რომ ავადმყოფი ცოლის მოვლას ვერ ახერხებდა. გულმა ვერ გაუძლო მისი ტანჯვის ყურებას და ინფარქტი დაემართა. ექიმებს ელექტრო სტიმულატორის გამოყენება დასჭირდათ, საიქიოდან რომ დაებრუნებინათ აკაკი. შუნტირებისთვის თანხა მთელმა სოფელმა შეაგროვა. დალი კი, დარწმუნებული იყო, რომ აკაკი გადარჩებოდა, რადგან მარტოს ვერ მიატოვებდა მას. ასეც მოხდა!
კაცმა ცხოვრების ბოლომდე, მუდმივად უნდა მიიღოს წამლები, მაგრამ აბების ყიდვის საშუალება არ გააჩნია. სწორედ ამიტომ აქვს არტერიული წნევის ასეთი საშინელი მაჩვენებლები!
აკაკი: „ერთხელ, საავადმყოფოს კართან კინაღამ მოვკვდი. კარდიოლოგთან ვიზიტისთვის და გამოკვლევისთვის 195 ლარი მომთხოვეს. მე კი, მხოლოდ 170 მქონდა. ამ ოცდახუთი ლარის გამო, უკან გამაბრუნეს. ამ ადამიანებს ჰიპოკრატეს ფიცი აქვთ დადებული? ვეხვეწებოდი, გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ არც კი მომისმინეს. თვალცრემლიანი და საშინელი გულის ტკივილებით სახლში დავბრუნდი.“
ოჯახი ფაქტობრივად პენსიითა და სოციალური შემწეობით არსებობს. უფასო სასადილოში იკვებებიან.
ისინი ხუთი წელია წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში, პატარა ნაკვეთზე ცხოვრობენ. ეს ტერიტორია, სადაც ადრე ბუჩქნარი იყო, მოაწესრიგეს და ქოხი ააშენეს. მაგრამ მოულოდნელად, მიწის ნაკვეთის პატრონი გამოჩნდა და ახლა, ამ საბრალო ადამიანების გაგდება სურს. მათ კი, არსად აქვთ წასასვლელი. მარტის თვის მერე, ისინი ან მოხუცთა თავშესაფარში, ან ქუჩაში აღმოჩნდებიან.
დალი: „არ ვიცი, სად წავიდე, ვის ვთხოვო, რომ შემიფაროს. მოხუცთა თავშესაფარში არ წავალ. მირჩევნია, ღამე ქუჩაში გავათენო, მაგრამ არ წავალ იქ. დიდი თხოვნით მივმართავ ყველა კეთილ ადამიანს: იქნებ, პატარა მიწის ნაკვეთი გამოგვიყონ, ქოხის აშენება რომ შევძლოთ. მინდა, უკანაკნელ გზაზე საკუთარი სახლიდან რომ გამაცილონ.“
სახურავიდან წყალი ჩამოდის, სახლი ჩვენს თვალწინ ინგრევა. თუ გსურთ გაიგოთ, გაუსაძლისი პირობები რას ნიშნავს, მაშინ ამ ოჯახს ესტუმრეთ, საკუთარი თვალით რომ ნახოთ. სხვებს რომ ვეხმარებით, თითქოს, თავადაც უკეთესობისკენ ვიცვლებით და ძალა გვემატება.
ჩახედეთ ამ თვალებს, რომელიც ტკივილითა და უიმედობით არის სავსე. გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო! ნუთუ, დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა კეთილმა და კარგმა ადამიანებმა ღამე ქუჩაში გაათენონ? მათ დახმარება სჭირდებათ, რომლის გარეშეც, ვერ გადარჩებიან. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ბედნიერების ყიდვა არის შესაძლებელი. დალისა და აკაკის ბედნიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წამლები, საკვები და საცხოვრებელი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: კახიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: