„უკვე ოცდაათი წელია ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჩემი ერთადერთი შვილი. გესმით ჩემი ტკივილი და ჩემი უმწეობა? არა, არ გესმით და უფალს ვთხოვ, არც არასდროს არცერთს ეს სიმწარე არ გაგაგებინოთ, არ გამოგაცდევინოთ! შვილის ტანჯვის ყურება ოცდაათი წელიწადის განმავლობაში… ეს… ეს ყველაზე მძიმე განაჩენია, მძიმე ჯვარი, რომლის ტარებაც მარტოს უკვე ძალიან მიჭირს. ამიტომ, მინდა ჩემი განწირული ვედრება თქვენც გაგაგონოთ… ხმამაღლა ამოთქმაც ისეთივე რთულია, როგორც თავად ეს ტანჯვა, მაგრამ ახლა თუ არ ამოვთქვი, თუ არ მომეხმარეთ, თუ არ შემეხიდეთ… ჩვენ დავიღუპებით!“ – ცრემლებს ვერ იკავებს ქალბატონი ლალი კოპლატაძე და ისე გვიყვება თავისი უბედურების შესახებ.