რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
ავადმყოფი ბავშვები
დედამ, მარი ხახალაშვილმა, გოგას სიცოცხლე ორჯერ აჩუქა: პირველად – როცა გააჩინა, მეორედ კი მაშინ, როცა, მწუხარებისგან გონების დაკარგვამდე მისულმა, საკუთარ თავში იპოვა იმის ძალა, რომ შვილის სიცოცხლე გადაერჩინა, სანამ ის საოპერაციო მაგიდაზე კვდებოდა!
შემოწირულია
$15171.07
დონორი
918
ის თექვსმეტი წლისაა. მაკარონის სუპი, „გოჭი პეპა“ და დედა უყვარს, მაგრამ დედა – უფრო მეტად! ნინო დაბადებიდან ავად არის. წერა-კითხვა არ შეუძლია. დედის გარეშე სიარულიც კი არ შეუძლია. არადა, როგორ უნდა!.. მას მხოლოდ დედის დაძახება შეუძლია, როცა რაღაც აწუხებს.
$1075.13
91
თორმეტი წლის ერეკლე ოჯახის თავია: დილით ადრე დგება (8 საათზე), დედას სამსახურში აცილებს, სახლს ალაგებს და მერე თავისი ხუთი წლის ძმის, დემეტრეს გაღვიძებას ელოდება. ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა მარტოხელა დედისა და მისი ორი შვილის შესახებ… რა არის უცნაური იმაში, რომ უფროსი ძმა უმცროსს უვლის?.. მაგრამ! დემეტრეს ძალიან მძიმე დაავადება აქვს – ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყლული.) მას არც სიარული შეუძლია, არც ლაპარაკი და არც დამოუკიდებლად ჭამა. ასეთ მძიმედ სნეულ ბავშვთან გამკლავება ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა, აქ კი საქმე თორმეტი წლის ძმას ეხება!
$2584.54
233
მისი ცხოვრება ყოველ 30 წამში იწყება და მთავრდება. ანა ვერ ლაპარაკობს, მაგრამ აშკარად ბევრი რამ ესმის და თავის ემოციებს ძალიან მძაფრად გამოხატავს. მის ბებიასაც ბევრი რამ ესმის, მათ შორის ისიც, თუ რამხელა ძალა სჭირდება, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეს.
$1884.00
155
მეგობრებო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი ყველაზე კარგი და ყველაზე ლამაზი შვილი ტკივილგამაყუჩებელ აბებზე ცხოვრობს, რომლებიც მის პატარა სხეულს ნელ-ნელა კლავს?
$4755.50
366
„იატაკზე ვგდივარ, პირიდან დუჟი გადმომდის, თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ დედაჩემი და ჩემი ძმა თავზე მადგანან და ტირიან… მაშინვე ვხვდები, რომ ისევ შეტევა მქონდა. პირველი, რასაც ამ დროს ვაკეთებ, – პირჯვარს ვიწერ და ვამბობ: მადლობა ღმერთს, რომ სახლში ვიყავი!“
$3419.61
263