ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

გაჭირვებულები

შიმშილით რომც დავიხოცოთ, ვერავინ გაიგებს…

ციცქნა ბარბარე, უკვე ორი დღეა ტირის სიცივისგან და შიმშილისგან. ბალონში გაზი აღარ არის, ელექტრო გამათბობელს კი ვერ რთავენ – ბევრი დენი იხარჯება და ვეღარ გადაიხდიან კომუნალურს. საჭმლის ფულიც აღარ აქვთ. სოციალური დახმარება თვეში ერთხელ ერიცხებათ, მაგრამ, ერთი კვირაც კი ძლივს ჰყოფნით. როგორ უნდა ეყოს ოთხ ადამიანს 250 ლარი მთელი თვე, როდესაც 100 ლარს მხოლოდ ქირაში იხდიან.
იცით პასუხი? ყველანაირად გადავითვალე – არ გამოდის. მაგრამ, ეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბარბარე, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება როგორ გაუძლოს შიმშილს და სიცივეს, როგორღაც ახერხებს არსებობას.

შემოწირულია

$2965.10

დონორი

222

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება.

„სურათების ალბომიც კი არ შემოგვრჩა, ჩვენი ცხოვრების მოსაგონებლად. თითქოს, არც ვარსებობდით – ამბობს დიანა და თან ფერფლს ქექავს. – აქ ხშირად მოვდივარ, გული მტკივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრებიდან ვიპოვი რამეს“.
2021 წლის 18 ნოემბერმა, ამ ოჯახის ცხოვრება, ახალ და ძველ ცხოვრებად გაყო. ერთმა ნაპერწკალმა, ფერფლად აქცია ოცნებები, იმედები და მოლოდინი.
ოჯახი ქუჩაში დარჩა, მათი ლამაზი სახლი კი, რამდენიმე წუთში დაიწვა. მათი ძველი ცხოვრებისგან დარჩა მხოლოდ ნამწვის საშინელი სუნი და ფერფლი… უკვე ეძინათ, როდესაც ცეცხლმა მათი ნივთების განადგურება დაიწყო. ბეწვზე გადარჩნენ, გარეთ საღამურებით გამოცვივდნენ. მეზობლებმა ათხოვეს ჟაკეტები, პლედები და წინდებიც კი.

შემოწირულია

$5352.45

დონორი

295

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

გაჭირვებულები

დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში

ეს პატარა, საყვარელი გოგონა, ცხოვრობს დედიკო ანასტასიასთან და ძამიკო გიორგისთან ერთად რუსთავში, ძველისძველ ერთოთახიანში. ომის დროინდელ ბინაში! სამზარეულოსა და სააბაზანოს შიშველი კედლები დაფარულია ობით, დერეფანში დაბუნდული სარკე, ღრიჭოები ძველ ფანჯრებში. სახლის სადილის ნაცვლად კი – სოციალურ სასადილოს საჭმელი.

„რას ნიშნავს სოციალური სასადილო?“ – ვეკითხები იანას. ბავშვი კი მიხსნის: „იქ ყველა ჩვენნაირი ღარიბი იკრიბება, ვისაც საჭმელი არ აქვს“.

შემოწირულია

$3927.76

დონორი

239

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 8 9 10 11 12 19