დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

Projects/Beneficiaries Needs

Project

შეჭირვებულები

თუ შენც მშიერი ხარ, აიღე, ჭამე! აიღე, აიღე! მე უკვე მოვკბიჩე ქერქი. თუ შენ არ გშია, სხვა მშიერ ბავშვებს მიეცი. ცუდია, როცა პატარებს შიმშილისგან მუცელი უხმაურებთ და სტკივათ…

„ნახე, დეიდა, პურის ერთი ნატეხიღა დაგვრჩა!“ — ამ სიტყვებით შემეგება კარში ორი წლის ნიკუშა და მწარედ ატირდა. საშინელება ის არის, რომ ეს ნატეხი ხუთ ნაწილად უნდა გაიყოს. ნინო, დედა (30 წლის): „შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამხელა გამოცდაა დედისთვის იმის დანახვა, რომ შენი შვილი შიმშილის გამო ტირის! მე ძალიან ავად ვარ, ეპილეფსია მაქვს. ამიტომ, როცა ვაჟთან ერთად სამშობიაროდან გამომწერეს, ძუძუსაც ვერ ვაჭმევდი. ბავშვის საკვების ფული არ მქონდა, ელემენტარული, ბოთლიც კი არ მქონდა ხელოვნური კვებისთვის. ჩემი საწყალი ბიჭი! რა ძალიან ტიროდა, დაოსებამდე, მეგონა, რომ დაიხრჩობოდა! შემეშინდა და სასწრაფოს გამოვუძახე. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ ბავშვი მშიერი იყო და სასწრაფოს მძღოლმა ბავშვს მთელი ყუთი ხელოვნური საკვები და ბოთლი უყიდა. აი, ასე, კეთილი ადამიანების დახმარებით გავიტანეთ თავი!

შემოწირულია

$4348.17

დონორი

317

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

ჩემი ოცნებაა, ეთხელ მაინც დავიძინო ადამიანურად, საწოლზე, ლეიბით, საბნით და ბალიშით!

საბრალო მოხუცი ქალი ეზოში დადის და ლოყაში ირტყამს ხელს. ღმერთო, როგორ იტანჯება! ორ სიტყვას იტყვის და ტირილს იწყებს, კიდევ რაღაცას იტყვის და ისევ ცრემლები ახრჩობს.„ხანდახან მგონია, რომ ფასი არ აქვს ჩემს სიცოცხლეს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჯობს ამ წყეულ ვაგონში დავიწვა. აი, რა დღეში ჩავვარდი სიბერის ჟამს! ბედის ანაბარა ვარ დარჩენილი“. – ამბობს ასიატი. „აი, აქ იდგა ჩვენი სახლი, ჩემი მეუღლე დადიოდა ამ ეზოში, ის იყო ჩემი ცხოვრების ბედნიერება… ყველაფერი, რაც მიყვარდა, დავკარგე. მხოლოდ მოგონებები დამრჩა. ისიც, ძალიან მძიმე. ვერ ვსუნთქავ, ვერ ვიძინებ… თვალწინ სულ ცეცხლი მიდგას, რომელმაც ჩემი ცხოვრება შთანთქა!“ ხანძრის მერე, ასიატი ამ ნაგებობაში დასახლდა. მაგრამ, განა საცხოვრებლად გამოსადეგია? ზამთარში კი, ხან ერთმა ნათესავმა შეიკედლა, ხან მეორემ. „კარგია, რომ გულკეთილი ადამიანები არსებობენ ამქვეყნად, – ამბობს საბრალო მოხუცი. – ზოგს შეუძლია, უსახლკარო ცხოველებიც კი შეიფაროს. მეც გავხდი ერთერთი მათგანი.“

შემოწირულია

$5870.10

დონორი

353

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

მათი ფილტვები, სისხლი, თვალები, მუდამ მშიერი კუჭები — ყველა ორგანო მომწამვლელი მტვრით არის სავსე! ყურებს კი, როგორც საშინელებათა ფილმებშია, აყრუებს მანქანები, რომლებიც დღედაღამ ლოდებს ამტვრევენ, რომ ბიზნესმენების ჯიბეები ფულით აივსოს! შვიდი ადამიანის, საქართველოს შვიდი მოქალაქის, სიცოცხლე საფრთხეშია!

შვიდი უბედური ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი მძიმედ არის დაავადებული, ორ არასრულწლოვანს კი ბავშვობა აქვთ წართმეული და მომაკვდინებელი დაავადებები ემუქრებათ! ჩვენ გარდა, მათ ვერავინ დაეხმარება, მეგობრებო!
ხანდახან პატარა ანასტასიას და დარინას ხველა ახრჩობს და ღამით ვერ იძინებენ. მათ ხომ პირდაპირ ქვის სამტეხლო კარიერის ტერიტორიაზე ცხოვრება უწევთ, სადაც, როგორც საშინელებათა ფილმებშია, განუწყვეტლივ, დილიდან დაღამებამდე ხმაურობს და ქვებს ამტვრევს დიდი ჟანგიანი მანქანა… „ჩვენი ფილტვები მტვრით არის სავსე, ყურები გვტკივა ამ ხმაურის გამო. წყალს არ გვაძლევენ და გვაშინებენ, რომ ვაგონს დაგვინგრევენ“, – პატარა გოგონები ფონდის ჟურნალისტს სწორედ ამ სიტყვებით შეეგებნენ.

შემოწირულია

$3091.07

დონორი

192

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

დედა, მადონა, ბავშვობიდან ინვალიდია: „მე რომ მოვკვდე, ჩემს შვილებს ვინ მოუვლის? მათ არავინ ჰყავთ!“

7 წლის გიორგის ლამაზ, ქართულ თვალებში მთელი ჩვენი მიწის ტკივილი ჩანს! მას ძალიან შია! მაგრამ მას და მის უფროს ძმას, ლაშას, მთელი დღის საკვებად ერთი ნატეხი პური აქვთ! გიორგის ძალიან ეშინია, რომ ლაშამ სულ არ მიითვისოს ის! ასე ცხოვრობენ ამ დანგრეულ ადგილას, რომელსაც ფარდულსაც ვერ უწოდებ. ფანჯარაც კი არ აქვთ. ოთახში სინათლე მხოლოდ კარიდან შემოდის. ჭერსა და კედლებს იმდენად დიდი ბზარები აქვს, რომ შიგნით ქათმების დაბინავებაც კი საშიში იქნებოდა! აქ ცხოვრობს, თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, ორი მუდმივად მშიერი ბავშვი — გიორგი (7 წლის) და მისი უფროსი ძმა ლაშა (10 წლის) და მათთან ერთად მათი თითქმის უსინათლო და მძიმედ დაავადებული დედა, მადონა, რომელიც ბავშვობიდან ინვალიდია.

შემოწირულია

$15045.70

დონორი

729

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

ერთი ბედნიერი დღეც არ ახსოვს! დაბადებიდან მშობლებისგან მიტოვებული, სადისტი მეუღლისგან სასტიკად ნაცემი, ორი ლამაზი და საყვარელი ბავშვის დედა — მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქართველი ქალი, იამზე, დახმარებას გვთხოვს, რათა მისმა შვილებმა მაინც არ გაიზიარონ მისი ბედი.

იამზე (ამ ორი უსაყვარლესი ბავშვის დედა): ცოცხალი მშობლების ობოლი ვარ! ჩემს შვილებს არც ბებიები ჰყავთ, არც ბაბუები. ჩემი მეუღლე ციხეში უკვე მეორედ მოხვდა! ქურდობდა, მეც მომატყუა, რომ დავქორწინდით!.. სადისტი გამოდგა და ისე სასტიკად მცემდა ბავშვების თვალწინ, რომ მათი ფსიქიკური მდგომარეობა მადარდებს ახლა! ვხვდები… ჩემთან საცხოვრებლის გამო იყო, მოკვლა უნდოდა ჩემი! ბავშვები კი… ბავშვები არასდროს ჰყვარებია! უცხო ადამიანებს მიაბარებდა. ასეთ ბავშვებს!.. ჩემთვის არაფერს ვითხოვ, მაგრამ ვერ ვიცოცხლებ, შიმშილითა და ზამთრის სიცივით თუ დაიტანჯებიან ჩემი შვილები! ჩემი საშინელი ბედი არ უნდა გაიზიარონ!

შემოწირულია

$5026.71

დონორი

345

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project

შეჭირვებულები

საბრალონი და დაჩაგრულნი

საკუთარი შვილების საწამებელი ოთახი! თუ ჩვენი სიყვარულით არ გავათბობთ მათ, ძალიან მალე გამოუსწორებელი უბედურება მოხდება! გვთხოვს, რადგან არ სჯერა, რომ მთელი ოჯახი სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა უფალმა. მისი მეუღლე, ავთანდილი, ოჯახური ძალადობის გამო ერთხელ უკვე აღმოჩნდა ციხეში. მთვრალი მხეცი, რომელიც შიშის ატმოსფეროს ქმნიდა, მისი ცოლი და შვილები კი — რუსუდანი და ტარიელი — შიშისა და ძალადობის მუდმივი მსხვერპლი იყვნენ! როგორც კი მხეცი ციხიდან განთავისუფლდა, კვლავ აღმოჩნდნენ მის ტყვეობაში. რუსუდანი უკვე 23 წელია თავის სამყაროში ცხოვრობს. მას მეგობრები არასდროს ჰყოლია და მხოლოდ საკუთარ თავს ესაუბრება „ტარიელს ყველაფრის ეშინია. სიტყვა „მამის“ გაგონებაც კი მასში შიშს იწვევს, ხელები უკანკალებს და ენა ებმის“

შემოწირულია

$2315.00

დონორი

116

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 8 9 10 11 12 27

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის