ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„მხოლოდ ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა, აქამდე ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ“. სიყვარულის გულში ჩამწვდომი ამბავი გაჭირვებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან ბრძოლაზე

calendar იანვარი 12, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო“ – ზუსტად ჩემზე და ჩემს ცოლზეა ნათქვამი“ – ამბობს აკაკი და სევდიანად უყურებს დალის, რომელსაც ფეხი მოჰკვეთეს დიაბეტის გამო, დაკარგა მხედველობა და ცუდად გრძნობს თავს. აკაკის კი, ღია გულზე ოპერაცია ჩაუტარდა – ინფარქტის გამო შუნტირება და ფეხი აქვს მოტეხილი. ორი ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე, მაგრამ მოტეხილობა არაფრით ხორცდება. მესამედ ვეღარ გარისკეს, უთხრეს, რომ გული ვერ გაუძლებდა. ძლივს დადის, ყავარჯნებით. ძლივს სუნთქავს, მისი მეუღლე კი, ეტლს არის მიჯაჭვული, ისიც არ იცის, საით გააგოროს, ვერაფერს ხედავს. მათ არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა. ვერ გაიგებ, ვის უფრო უჭირს, რომელი უფრო იტანჯება.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„მხოლოდ ჩვენი სიყვარულის დამსახურებაა,
აქამდე ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ“. სიყვარულის გულში ჩამწვდომი ამბავი გაჭირვებასთან, ავადმყოფობასა და სიკვდილთან ბრძოლაზე
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„მკვდარი მკვდარს აეკიდა, სამარემდე მიმიყვანეო“ – ზუსტად ჩემზე და ჩემს ცოლზეა ნათქვამი“ – ამბობს აკაკი და სევდიანად უყურებს დალის, რომელსაც ფეხი მოჰკვეთეს დიაბეტის გამო, დაკარგა მხედველობა და ცუდად გრძნობს თავს. აკაკის კი, ღია გულზე  ოპერაცია ჩაუტარდა – ინფარქტის გამო შუნტირება და ფეხი აქვს მოტეხილი. ორი ოპერაცია გაუკეთეს ფეხზე, მაგრამ მოტეხილობა არაფრით ხორცდება. მესამედ ვეღარ გარისკეს, უთხრეს, რომ გული ვერ გაუძლებდა. ძლივს დადის, ყავარჯნებით. ძლივს სუნთქავს, მისი მეუღლე კი, ეტლს არის მიჯაჭვული, ისიც არ იცის, საით გააგოროს, ვერაფერს ხედავს. მათ არავინ ჰყავთ ერთმანეთის გარდა. ვერ გაიგებ, ვის უფრო უჭირს, რომელი უფრო იტანჯება.

        – გიყურებთ და ვერ გამიგია, როგორ ცხოვრობთ? როგორ უძლებთ ამ ყველაფერს და არ ნებდებით?
        აკაკი: რა ვქნათ, აბა? თავს ხომ ვერ მოვიკლავთ, მაგრამ ალბათ, ვეღარ გადავიტანთ ამ ზამთარს, შიმშილი მოგვკლავს ან სიცივე, ან მედიკამენტების უქონლობა. კაციშვილი ვერ გაიგებს. მხოლოდ მეზობლები თუ შეწუხდებიან, ვინც ხანდახან გვაკითხავს და საჭმელი მოაქვს. იმდენი წელია, არ გავსულვართ ამ კედლებს, ამ ეზოს მიღმა. ალბათ, ვინც გვიცნობდა, როდესაც კარგად ვცხოვრობდით, დიდი ხნის დახოცილები ვგონივართ.

„თუ დავიხოცეთ, არავის გავახსენდებით“

        – ნუთუ, არავინ გყავთ ახლობელი?
         არკადი: შვილები არ გვყავს, არაფერი გაგვაჩნია ჩვენი სიყვარულის გარდა. 20 წელზე მეტია ერთად ვცხოვრობთ, ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. გარშემო ყველა ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. ალბათ, მხოლოდ ეს გრძნობა თუ გადაგვარჩენს, ჭკუიდან რომ არ შევიშალოთ. ნათესავთან სტუმრად ვიყავი, რაჭაში  და იქ დავინახე. დავინახე და მივხვდი, რომ თან უნდა წავიყვანო. ბევრი არც მიფიქრია. ერთ კვირაში მივაკითხე და ვუთხარი: „წამოდი, ლამაზო, ცოლად გამომყევი“ – ისიც დამთანხმდა! 
           იცით, როდესაც გადაწყვეტილებას შეგნებულ ასაკში იღებ, ის ჭეშმარიტია. ძალიან რომ გამიჭირდება ხოლმე, სარეცხის რეცხვა ან საჭმლის მომზადება, დალი ტირილს იწყებს და მეუბნება, კარგი შესახედაობის კაცი ხარ, მერე რა, რომ ფეხი გაქვს მოტეხილი და ინფარქტი გადაიტანე, მოიყვანე ცოლი, არ ვარ წინააღმდეგი. ბედნიერი ვიქნები, მომვლელი თუ გეყოლება. რა სასაცილო მყავს! ჩემი საყვარელი ქალი. სწორედ ეს არის ნამდვილი სიყვარული.

„როდესაც დავინახე, მივხვდი, რომ სწორედ ამ ქალთან ერთად მსურდა მთელი ცხოვრების გატარება. ის ჩემთვის ულამაზესია, ახლაც, 20 წლის შემდეგ“

         – თქვენ რა პასუხოს სცემთ ხოლმე?
         აკაკი: რა უნდა ვუთხრა? მას არ დაუმსახურებია ჩემგან ასეთი საქციელი, არც ახალგაზრდობაში, არც ახლა. რას ამბობთ?! 
        – ადრე როგორ ცხოვრობდით?
        აკაკი: მე მაღაროში ვმუშაობდი, მექანიკოსი ვიყავი, დურგალი, მეგობრები ამბობდნენ, რომ ოქროს ხელები მქონდა. მერე კი, სამსახური რომ დავკარგე, არანაირ საქმეს არ ვთაკილობდი – ეზოებს ვალაგებდი, შეშას ვჩეხავდი, ბოსტნებს ვბარავდი. ცოტას მიხდიდნენ – მაგრამ ოჯახში პურის და კომუნალური გადასახადების ფული ყოველთვის გვქონდა. 4 წლის წინ, დალის განგრენა დაემართა, ითმენდა, არაფერს მეუბნებოდა. სანამ მუხლამდე არ დაულპა ფეხი. არ უნდოდა, რომ მენერვიულა, იცოდა, რომ სუსტი გული მაქვს. ტკივილისგან გონება დაკარგა, სასწრაფო გამოვიძახეთ, საავადმყოფოში წაიყვანეს და აღარც გამოუშვეს. ასე თქვეს, თუ არ მოვკვეთავთ, ვერ გადარჩებაო. მერე კი, ინსულტმა დაარტყა და მხედველობა დაკარგა. ჩემმა გულმა მისი ტანჯვის ცქერას ვერ გაუძლო და ინფარქტმა დამარტყა. შუნტირება გამიკეთეს. უამრავი წამალი დამინიშნეს. მერე კი, წავიქეცი და ფეხი მომტყდა.

„რადგან დღესაც ცოცხლები ვართ, სუფთა ჰაერი მაინც ჩავისუნთქოთ“

          – თითქოს, სამყაროს ყველა უბედურებამ თავი თქვენს ოჯახში მოიყარა!
           აკაკი: ეს სახლიც არ არის ჩვენი! საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ყველაფერი, რაც გვქონდა, გავყიდეთ, რომ გვემკურნალა და წამლები გვეყიდა. ახლა კი, მხოლოდ შშმ პირის პენსიებს ვიღებთ – 140 ლარი თითო ადამიანზე. აბა, მითხარით, რაზე უნდა გვეყოს? მეც და დალისაც ისეთი მედიკამენტები გვაქვს დანიშნული რომელიც, ექიმების თქმით, ჰაერზე მეტად გვჭირდება. მათ გარეშე, შეიძლება შეუქცევადი პროცესები დაიწყოს. მაგრამ, წამლებზეც კი არ გვყოფნის პენსია. თან დენისა და გაზის გადასახადებიც უნდა დავფაროთ. არ გადაიხდი და მაშინვე ჩასაჭრელად მოდიან! არც გეკითხებიან, იქნებ კვდება ოჯახში ვინმე… დიდი ხანია ყველაფერზე ხელი მაქვს ჩაქნეული. ვიცი, რომ ხელისუფლებას უბრალო მოქალაქეები არ ადარდებს. აი, შეშა არ გვაქვს, გემუდარებით, დაგვეხმარეთ შეშით! უბრალოდ გავიყინებით. თითქოს, არასდროს ვემსახურებოდი ჩვენს სამშობლოს, კოსმოსიდან ვარ ჩამოვარდნილი – უცხო ვარ აქ და ჩემი ხმა არავის ესმის. არავის აინტერესებს, სული როგორ ტანჯვაში ამოგვხდება.

„ბედისწერის დარტყმისგან არავინაა დაზღვეული“

         – რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?
         აკაკი: მადლობელი დაგრჩებით, თუ შეძლებთ, ვინმეს რომ მიაწვდინოთ ჩვენი ხმა. რაც გვეკუთვნის, ის რომ მივიღოთ. ძალიან მადლობელი დაგრჩებით ამისთვის! დალის ეტლი არ აქვს, დროებით გვათხოვა მეზობელმა. ახლა კი, დაბრუნებას გვთხოვს, ჩემს დალის კი, მის გარეშე გადაადგილება არ შეუძლია. ხელში აყვანილს ვერ ვატარებ, თავადაც ხეიბარი ვარ. ყველაზე მეტად გვჭირდება პროდუქტი, შეშა და მედიკამენტები. კიდევ, სარეცხი მანქანა. წარმოგიდგენიათ, როგორია ჩვენთვის სარეცხის რეცხვა? ჯობს, არც ეცადოთ.
        – იქნებ, კიდევ გჭირდებათ რამე?
         აკაკი: თავად გადაწყვიტეთ. უკვე ჩამოგითვალეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რა არის ჩვენთვის. ძალიან გვჭირდება ეტლი, სარეცხი მანქანა, ალბათ, პატარა მაცივარიც. ტელევიზორიც არ გვაქვს, მაგრამ აქამდე ვცხოვრობდით მის გარეშე და კიდევ გავძლებთ. მედიკამენტები და პროდუქტი. იცით, დავითვალე, მე და ჩემმა მეუღლემ რომ ვიარსებოთ, მხოლოდ მედიკამენტებს და საკვებს თუ ვიყიდით, კომუნალურ გადასახადებს თუ დავფარავთ, თვეში 300 ლარი გვჭირდება თითოს! ჩვენ კი, მხოლოდ 140-ს ვიღებთ! ხომ გეუბნებით, მეზობლები რომ არა, დიდი ხნის დახოცილები ვიქნებოდით. ან იქნებ, ახალი კანონი შემოიღეს ჩვენს ქვეყანაში, ასე, ნელა და ტანჯვით რომ მოიშორონ თავიდან ჩვენნაირები? ცოცხლად მკვდრები ვართ – სახელმწიფოსთვის ზედმეტი ტვირთი!
* * *
         კეთილი საქმეები მხოლოდ დღესასწაულებზე კი არა, ყოველდღე უნდა ვაკეთოთ, მთელი წლის მანძილზე. როდესაც გვხვდებიან ისეთი ადამიანები, ვინც ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გადარჩება, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ, რომ ისინი გამოგვიგზავნა, რათა ვიზრუნოთ ჩვენს სულზე. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ამაზე უფრო საშინელი ამბავი თუ გსმენიათ ოდესმე? ოდესმე თუ წარმოგედგინათ, რომ ადამიანებმა შეიძლება ასე „იცხოვრონ“?
         თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართი ეს არის: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბანოჯა.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ აკაკისა და დალის გადარჩენას. მათ ხომ, არავინ ჰყავთ ჩვენს გარდა.
        არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კახიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
თიბისი ბანკი (GeoPay), საქართველოს ბანკი (e-commerce), ლიბერთი ბანკი (PayGe), PayPal.
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 მარ 01
პროდუქტები
149.95₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
230.00₾
2023 ივნ 08
მაცივარი
790.00₾

სულ ხარჯები:

1169.95₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2023 05:01:23
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.04.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.03.2023 08:23:42
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.03.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2023 07:41:33
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.03.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2023 11:29:17
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2023 18:40:11
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2023 20:00:00
₾35.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2023 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾1,169.64

99 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾1,169.64

99 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება