ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

გული მოგიკვდებათ, ისეთი მარტოსულები არიან. გახდით მათი ახლობელი ადამიანები!

calendar იანვარი 30, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

გიორგი (12 წლის): იცი, ხანდახან მათეს ცხვირიდან სისხლი მოსდის და ვერ სუნთქავს. ძალიან მეშინია ხოლმე. ბურთით დიდხანს ვერ თამაშობს, ამბობს, რომ ყველაფერი სტკივა.
მათე (9 წლის): აი, აქ მტკივა (მუცელზე იდებს ხელს.) დედა კი, ხანდახან, ძირს ეცემა და ფართხალებს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
გული მოგიკვდებათ, ისეთი მარტოსულები არიან. გახდით მათი ახლობელი ადამიანები!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„ტელევიზორი არ გვაქვს და ხანდახან, ასე ვმაიმუნობთ, ვითომ  ახალ ამბებს ვყვები“

„მართლა ბევრი კეთილი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში?“ – „მართლა, შვილო! და შენ აუცილებლად უამბობ ყველას ამის შესახებ ახალი ამბების მომავალ გამოშვებაში!“

სულ ვცდილობ ამ „ჯართის“ შეკეთებას, როდესაც ჩემი ძმა არ ყვება ახალ ამბებს! ვხუმრობ, რა თქმა უნდა! მაგრამ, ველოსიპედით სეირნობა ძალიან მინდა!“

        გიორგი (12 წლის): იცი, ხანდახან მათეს ცხვირიდან სისხლი მოსდის და ვერ სუნთქავს. ძალიან მეშინია ხოლმე. ბურთით დიდხანს ვერ თამაშობს, ამბობს, რომ ყველაფერი სტკივა.
        მათე (9 წლის): აი, აქ მტკივა (მუცელზე იდებს ხელს.) დედა კი, ხანდახან, ძირს ეცემა და ფართხალებს.
         – ლია, რას ამბობს მათე?
          ლია: ეპილეფსია მაქვს. დედაჩემი მშობიარობას გადაჰყვა, რთული ორსულობა ჰქონდა. არ ვიცი, შესაძლოა ამის ბრალია, თუ რის, 5 წლის ასაკში დამეწყო შეტევები. ძალიან ხშირი და ძლიერი. მიმკურნალეს. ახლა, მედიკამენტებზე ვარ. თუ ვერ მივიღე, ან ვინერვიულე, შეიძლება ისევ დამეწყოს შეტევები და კრუნჩხვებში ჩავვარდე. ბავშვების შეშინება კი, არ მინდა. ძალიან ეშინიათ. მე რომ მოვკვდე, მათ აღარავინ, საერთოდ აღარავინ ეყოლებათ.
   

   ლიას მეორე შვილს ელოდებოდა, როდესაც მეუღლე გარდაეცვალა. სასმელმა მოკლა. რთული იყო მასთან ერთად ცხოვრება, მაგრამ მის გარეშეც არ აღმოჩნდა იოლი. ერთადერთმა ახლობელმა ადამიანმა ლიას უთხრა: „მოიშორე ბავშვი, ორს ერთად ვერ გაზრდიო.“ საკუთარმა ძმამ უთხრა ეს სიტყვები თავის დაქვრივებულ დას. ალბათ, არც ღირს მოყოლა, როგორ განიცდიდა, რამდენი ცრემლი დაღვარა. ნერვიულობის ნიადაგზე, ლიას ორსულობა რთულად მიმდინარეობდა, მათე კი, გულის თანდაყოლილი მანკით დაიბადა.  ექიმთან წაყვანა რომ დასჭირდა, ლიამ ძმას სთხოვა სამგზავრო ფული, მან კი უპასუხა: „ხომ გითხარი, მოიშორე. ახლა, რაც გინდა ის მოუხერხე შენს ავადმყოფ შვილს“ – ამის მერე ლიამ დაივიწყა, რომ საერთოდ ჰყავს ახლობელი და მხოლოდ ღმერთისა და სრულიად უცნობი ადამიანების იმედით ცხოვრობს.

          – ლია, ალბათ, საყვარელი ადამიანისგან ზურგში დანის ჩარტყმა ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს, ასეთ მდგომარეობაში.
          ლია: ამას აღარც ვიხსენებ. ვაპატიე და სამუდამოდ დავივიწყე. თითქოს, არასდროს მყოლია. გულის მანკის გარდა, მათეს უამრავი დაავადება აწუხებს. დიაბეტი და ასთმა, ხშირად აქვს მაღალი წნევა. მსოფლიოს ყველა დაავადება ერთად დაატყდა თავს. უკვე სამი ოპერაცია გაუკეთდა, კიდევ ორი დარჩა. უფალი მოწყალეა, ყველაფერი კარგად იქნება. გიორგის ცუდი მხედველობა აქვს, მინუს შვიდი, სათვალე სჭირდება. 18 წლის რომ გახდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ოპერაციის გაკეთება. საჭმელზე მეტად, მედიკამენტები გვჭირდება, როგორ ვახერხებთ შიმშილით არ დავიხოცოთ და თან წამლებიც ვიყიდოთ, არ ვიცი.

„მათე ვერ დარბის და ვერ დახტის. ჩვენ არც ტელევიზორი  გვაქვს, არც პლანშეტი. ვერთობით, რითაც შეგვიძლია.“

ამ სამ საბრალო ადამიანს, ერთი ახლობელიც კი არ ჰყავთ ამქვეყნად

          – როგორ ცხოვრობთ, როგორ ახერხებთ თავის გატანას?
          ლია: სოციალური შემწეობისა და პენსიის თანხა საკვებზე ძლივს მყოფნის. ახლახან, მაღაზიაში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. მხარში დამიდგნენ, ნახეს, მე და ჩემი შვილები რა სიღატაკეში ვცხოვრობთ და სამსახური შემომთავაზეს. მეც, რა თქმა უნდა, სიხარულით დათანხმდი, შვილს მედიკამენტები რომ ვუყიდო. მაკარონის და ფქვილის ფული მაქვს, შეიძლება ითქვას, ბავშები შიმშილით არ დაიხოცებიან, მაგრამ ხორცისა და ყველის გემო არ იციან. რაღაა სალაპარაკო, ზამთარში სახლსაც ვერ ვათბობ. ერთად ვსხედვართ, შეფუთულები, ღამითაც ერთად გვძინავს – ვათბობთ ერთმანეთს. აბა, რა ვქნათ?
         – არავინ გეხმარებათ?
          ლია: მშობლები არ მყავს, ჩემი მეუღლეც ობოლი იყო. ერთი და ჰყავს, ის გვეხმარება, ხანდახან. ჩემი მხრიდან კი – არავინ. არა უშავს, თქვენ გამოჩნდით და მთელი საქართველო გაიგებს ჩვენზე. ვიცი, თქვენი ფონდის გამოჩენის მერე, ყველას ცხოვრება იცვლება. ძალიან დიდი ხანია თვალყურს ვადევნებ თქვენს გვერდს, ამიტომაც მოგმართეთ.
        გიორგი: მე ვნახე, ვიღაც ბიჭს ველოსიპედი რომ აჩუქეთ, მის ძმას კი – პლანშეტი. მართალია?
          – კი, ასეა. შენ რაზე ოცნებობ?
          გიორგი: დედას ფული არ აქვს. ამიტომ, არაფერზე ვოცნებობთ მე და ჩემი ძმა. მაგრამ, რადგან მკითხეთ, დედა თუ არ ინერვიულებს, გეტყვით. როგორც ყველა ბიჭი, მეც ველოსიპედზე და პლანშეტზე ვოცნებობ. სანაგვიდან, ერთი კი მოვათრიეთ, მაგრამ, ვერაფრით შევაკეთე. ხან იქ დავაწებებ, ხან აქ დავამაგრებ, ვაბამ თოკებით – არაფერი გამოდის. ორ მეტრს გავივლი და იშლება.
         მათე: ჩემთვის კი, ველოსიპედით სიარული არ შეიძლება. მალ-მალე ვიღლები და ყველაფერი მტკივა. ფეხბურთის თამაშის უფლებასაც არ მაძლევენ. ამიტომ, მხოლოდ პლანშეტზე ვოცნებობ. იქ სირბილიც შეიძლება და ხტუნაობაც, შენი გმირი რომც „დაჭრან“, მაინც ცოცხლდება. და კიდევ, ისეთი მანქანებია, თვითონ დადის, ღილაკებს რომ აჭერ.
          გიორგი: მე ცეკვაზე მინდა სიარული და სპორტზე. ჩვენს სოფელში არ არის ეს სექციები. ქალაქში უნდა ვიაროთ, ჩვენ კი ამის ფული არ გვაქვს. ძალიან მიყვარს სპორტიც და ცეკვაც.
          მათე: მე კი, ხატვა მიყვარს. ნახე, რა მაგარ რამეებს ვაკეთებთ სკოლაში.

„ეს მე დავხატე, ნაგავს როგორ ვაგროვებ და ვყრი, ვინმემ ტყეში თუ დატოვა“

         – სწავლა ვის უყვარს უფრო მეტად?
         გიორგი: რა თქმა უნდა, მე. მაგრამ, მართალი გითხრათ, ერთი გოგოს გამო მომწონს სკოლაში სიარული. მგონი, ის მიყვარს.  ყველაზე ლამაზია და ჭკვიანი, დავალებებსაც მაწერინებს. საერთოდ, ყველაზე კარგია. აი, ფული რომ მქონდეს, ყოველდღე შოკოლადებს მივუტანდი.

„ერთხელ, მე და ჩემს ძმას ფულის შეგროვება გვინდოდა და დედიკოსთვის სარეცხი მანქანის ყიდვა. მაგრამ, კეთილმა ადამიანებმა გვაჩუქეს.“

         – ნამდვილი ჯენტლმენი ხარ! კიდევ რას გააკეთებდი, ფულს თუ შეაგროვებ?
         გიორგი: სულ მინდოდა ფულის შეგროვება და დედიკოსთვის სარეცხი მანქანის ყიდვა, მაგრამ ძალიან კეთილმა მამა ბორისმა დაინახა, როგორ ვცხოვრობთ და გვაჩუქა! ღმერთო, რამდენი კეთილი ადამიანია ამქვეყნად! თქვენც ესეთები ხართ?
        – კი, მართალი ხარ ამქვეყნად და განსაკუთრებით საქართველოში, უამრავი კეთილი ადამიანი ცხოვრობს. თქვენი მთავარი პრობლემები ჩამოგვითვალეთ, ლია. რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
         ლია: საწოლები არ გვაქვს, არც ლეიბები. ბავშვებს ფეხსაცმელი არ აქვთ. ახალი კი არა, საერთოდ არ აქვთ. გიორგი ჩუსტებით დადის, მათეს ფეხსაცმელს კი, ძირი გასძვრა. კიდევ, ძალიან გვჭირდება მაცივარი. ბავშვებს რაიმე ხორცის ნაწარმს თუ მოუტანთ, ძალიან გაუხარდებათ.

„ეს ერთადერთი საწოლია ამ სახლში, რომელზეც მორიგეობით სძინავთ“

* * *
         აი, ღვთის შვილები, კიდევ ერთი ოჯახი თავისი ტკივილით. სწორედ ასეთი ადამიანების დახმარებით, გულს ვუხსნით უფალს! ჩვენ ხომ სიკეთეს „მადლობის“ გამო კი არა, მხოლოდ საკუთარი სულის გადასარჩენად ვაკეთებთ.
         მათე, გიორგი და მათი დედა ლია ჩვენს დახმარებას ელიან. ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. ეს ოჯახი, მარტო ვერ გაუმკლავდება, ახლობელი კი, არავინ ჰყავთ ჩვენს გარდა. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან!
          საწოლები, საწოლის თეთრეული, ფეხსაცმელი, მაცივარი და პროდუქტი სჭირდებათ, ცოტა რომ შეუმსუბუქდეთ ყოფა. ბავშებს კი, სჭირდებათ ველოსიპედები და პლანშეტები. ჩვენ ხომ, შევძლებთ ამას? ხომ ასეა?
        ვინმეს თუ ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მათი მისამართია: გორის რაიონი, სოფელი სკრა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას!
 არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
 მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ჩხიკვაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
         თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus) 
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund       
 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund   
          სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

უფლის და თქვენი დახმარებით, დავიწყეთ ადამიანურად ცხოვრება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მათე: „ახლა, მთელი „იუთუბი“ ჩვენია – რასაც გვინდა, იმას ვუყურებთ!“

 – დედიკომ მთხოვა, ასე ძალიან არ ვიმხიარულო და არ ვიგიჟო – მოგვახალა 10 წლის მათემ – მე ხომ, სუსტი გული მაქვს. მაგრამ, რა უნდა ვქნა, როდესაც ძალიან, ძალიან, აი, ცამდე გახარებული ვარ?! ველოსიპედით, რომელიც თქვენ მოიტანეთ, ტელევიზორით, ფუნჯებითა და საღებავებით… მერე რა, რომ ჩემს ძმას მოუტანეთ ველოსიპედი, მე კი – ტელევიზორი. 

 მეც ხომ ბავშვი ვარ. „ხელგაშვებული“ ველოსიპედს მეც ვატარებ. ისეთი ბედნიერი ვარ, ხოლმე! ხომ შეიძლება, ცოტა ხანს მაინც ვისეირნო! ოჰ, მაცადე, გულო, კიდევ ორ ოპერაციას გამიკეთებენ და ნახავ, რა მაგრად ვივლი ველოსიპედით!

 საოცარ მათეს, მის არაჩვეულებრივ ძამიკოს გიორგის და მათ დედიკოს ლიას, სერიოზულ პრობლემებთან ბრძოლაში, თქვენმა მხარდაჭერამ შეჰმატა ძალა

ბიჭებს მოეწონათ ახალი საწოლი: „ძალიან მოხერხებულია და ტკბილად გვძინავს!“

 – მათე, ჩემო ლამაზო ბიჭო! როგორ მინდა, ყველაზე სწრაფად ირბინო და არაფერი გტკიოდეს. აბა, მომიყევი, რა გითხრეს ბავშვებმა, როდესაც ნახეს პირველი ვიდეორგოლი?

 მათე: მეგობრები და ნაცნობები მეუბნებიან: „რა მაგარია!“, „რამდენი საჩუქრები მოგიტანესო.“ ათასჯერ მითხრეს: „ძალიან მაგარიაო!“ ტვინი შემიჭამეს. (იცინის.) ერთი გოგო სულ მიყურებს, ხოლმე. მოკლედ, მომწონს ეს ყველაფერი. ძალიან მომწონს, ყველას ასე რომ უხარია ჩემი ამბავი. მიხარია, დედა უკეთ რომ არის, აღარ იღლება და აღარ ტირის. სარეცხი მანქანა და მაცივარი არ ჩამიფიქრებია. მხოლოდ ის მინდოდა, რომ დედიკო ჯანმრთელად ყოფილიყო და ხშირად გაეღიმა. მაგრამ ახლა, ვხედავ, რომ ამ ნივთების დახმარებით, ჩემი სურვილიც ახდა, დედა ბევრად უკეთ გრძნობს თავს.

 ლია: მეც ბავშვივით მიხარია. ამხელა პრობლემა მოგვარდა. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იყო! 16 წელი ვრეცხავდი ხელით. ორ დიდ ტაშტს ვავსებდი ხოლმე, მერე მივათრევდი და ვაქცევდი წყალს. ახლა, თავზე თოფიც რომ დამადონ, აღარ ვარ მაგის გამკეთებელი. ვაიმე, რა კარგია კომფორტში ცხოვრება, რა კარგია ეს სარეცხი მანქანა. რამდენი წელიწადი დამჭირდა იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, მღირსებოდა ადამიანური ცხოვრება. ძალიან ბევრი სარეცხი გვიგროვდება, სამ დღეში უკვე გორა დგას. მათე ხომ, ისეთი სუსტია და ხშირად ავადმყოფობს…

ლია: „16 წელი ვცხოვრობდი სარეცხი მანქანის გარეშე! და აი, უფლის წყალობით და ხალხის დახმარებით, ჩემს ქუჩაზეც გამოიდარა!“

 მაცივარიც ძალიან კარგია. მოვამზადებ ხოლმე, ბულიონს ან რაიმე წვნიანს, შევინახავ და მორჩა, მშვიდად ვარ. ცოტა რძის პროდუქტიც რომ ვიყიდო, მშვენივრად ინახება.

 გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ ყველას ყველაზე ლამაზი სიტყვებით ვუთხრა, რომ ძალიან კმაყოფილი და უზომოდ მადლობელი ვარ მათი? თუ უბრალოდ ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანები ხართ და ყველაფერს ისედაც მიხვდებით. ღმერთმა ყველას სიკეთე მოგცეთ, სიხარული და ბედნიერება, ჩემს შვილებს ასე რომ დაეხმარეთ! მე ხომ, სწორედ მათთვის მინდოდა ეს დახმარება.

ლია: „ბავშვივით მიხარია! შეხედეთ, საყინულეც რა კარგია.“

 გიორგი: ვერასდროს ვიფიქრებდი,  რომ „დახმარება“ ნიშნავდა ველოსიპედს და ტელევიზორს.

 – რაო, გიო, წაგართვა მათემ ველოსიპედი?

 გიორგი: ჩემს ხელში არ არის? (იღიმის.) უბრალოდ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს ძმასაც უნდა, როგორ არ ვათხოვო? მაგრამ, მისთვის დიდხანს სიარული არ შეიძლება, ყურადღებას ვაქცევ, რომ არ გადაიღალოს. გოგოებზეც შთაბეჭდილებას ახდენს. ერთ გოგოს მასთან შეჯიბრებაც კი მოუნდა.

გიო: მათესაც უნდა ვათხოვო ხოლმე, ის ხომ ჩემი ძმაა, მაგრამ მაინც ამ ველოსიპედის მთავარი პატრონი მე ვარ“

 მათე: ისინი ადრეც მიყურებდნენ.

 – ოჰ, როგორი თავდაჯერებული ხარ! მაგრამ, შეგშვენის! 

 გიორგი: მე დიდხანს ვსეირნობ ხოლმე, არ ვზოგავ ძალას. ტაძართანაც და აქაც, ჩვენს ქუჩაზე. ძალიან მაგარ განწყობაზე მაყენებს ველოსიპედი, ყველაზე მაგარი საჩუქარია.

გიო: „სუპერ განწყობა მაქვს!“

 მათე: მე კი ველოსიპედიც და „იუთუბიც“ მიქმნის კარგ განწყობას. „მისტერ ბინს“ ვუყურებთ, ხოლმე. ძალიან მაგარია. კიდევ, ქართველ ბლოგერებს, ხატვის გაკვეთილებს.

მათე: „კიდევ, სიმღერის გაკვეთილების ყურება შეგვიძლია „იუთუბზე“

 გიორგი: ცხოველების და ფრინველების ხატვა იქიდან ვისწავლე. კონკურსშიც კი გავიმარჯვე, სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში, მესამე ადგილზე გავედი. სიგელიც მომცეს.

 მათე: იქ მისი სახელი წერია, მაგრამ ჩემია ეს ჯილდო!

 – ეგ როგორ, მათე?

 მათე: მე უკეთესად ვხატავ და მე უნდა ვიყო გამარჯვებული. 

 გიორგი: კარგი, ძამიკო, შენი იყოს სიგელი და შენ იყავი გამარჯვებული.

 – ორივე ძალიან კარგები ხართ, ერთიც და მეორეც. სახატავი მასალა თუ გაქვთ, ბიჭებო? 

 მათე: რა თქმა უნდა! ფონდიდან მოგვიტანეს ფუნჯები, საღებავები, ალბომები. ძალიან გვიხარია ხოლმე, თქვენი მანქანა ჩვენს ქუჩაზე რომ გამოჩნდება.

 – ლია, ადგილობრივი ხელისუფლება რამით თუ დაგეხმარათ?

 ლია: მსგავსი არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ, ორი სოციალური მუშაკი იყო მოსული, არკვევდნენ, რა პირობებში ცხოვრობენ ბავშვები, ხომ არ ვაშიმშილებ? რატომ ვთხოვე ხალხს დახმარება, იქნებ, ჩემს დედობრივ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ვასრულებ?

 – და თავის მართლებაც მოგიწიათ, რომ დედობრივ მოვალეობებს უმკლავდებით? რა კარგი მიდგომაა, ვერაფერს იტყვი.

 ლია: ავუხსენი, სად მეხარჯება სოციალური შემწეობის თანხა და რატომ არ გვყოფნის. ვუთხარი: „სახელმწიფოს ხომ ვთხოვე სარეცხი მანქანა? რამდენჯერ დავწერე განცხადება? სულ უარს ვიღებ. დავიღალე მათხოვრობით. აი, ხალხი კი მაშინვე დამეხმარა, რა არის ამაში ცუდი?“

 – კიდევ რით დაგეხმაროთ, ლია?

 ლია: ძალიან მიხარია, ჩემს ბიჭებს ახალი საწოლი რომ აქვთ და ახლა, ყველას ნორმალურად რომ გვძინავს. მაგრამ, არ მაქვს ახალი თეთრეულის, ბალიშების და ლეიბების შეძენის საშუალება. თუ მოახერხებთ და გვაჩუქებთ, ჩვენთვის  ბედნიერება იქნება. ყველაზე მეტად საკვები მადარდებს, შიში მიპყრობს, როდესაც ბავშვებს საკმარისი პროდუქტი არ აქვთ. განსაკუთრებით, მათეს ამბავი მაღელვებს, ძალა უნდა მოიკრიბოს მეოთხე ოპერაციისთვის.

 – როდის უტარდება ოპერაცია?

 ლია: თებერვალში უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გადადეს. გვითხრეს, რომ თრომბების გაჩენის რისკი დიდია. ივლისში ისევ მივდივართ კვლევებზე. იქნებ, კარგად იყოს ყველაფერი, უფლის წყალობით. ისე მეშინია…

 მეგობრებო, მოდით, მხარში ამოვუდგეთ მათეს! ის, რა თქმა უნდა, ცდილობს არ დაგვანახოს, რომ ეშინია, ძალიან ყოჩაღი ბიჭია, მაგრამ… ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა – მეოთხე ოპერაცია გულზე! კარგი უნდა იკვებოს, ძალები მოიკრიბოს. მას ჩვენი მზრუნველობა ძალიან სჭირდება. დაე, მისი ოცნება ახდეს და ყოველგვარი შიშის გარეშე ირბინოს და ისეირნოს ველოსიპედით!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:

office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ჩხიკვაძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ იპოვეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

  სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 თებ 21
ორსართულიანი საწოლი მატრასით
950.00₾
2023 მარ 11
მაცივარი
650.00₾
2023 მარ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
520.00₾
2023 მაი 22
სარეცხი მანქანა
620.00₾
2023 ივლ 19
პროდუქტები
215.00₾

სულ ხარჯები:

2955.00₾

დარჩა:

0.37₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.04.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.04.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.04.2023 13:18:42
₾300.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.04.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.03.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.03.2023 11:19:06
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2023 12:05:29
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.03.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.03.2023 07:47:55
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.03.2023 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.02.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾2,955.37

214 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,955.37

214 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება