რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ქალბატონ თამარ გუჯეჯიანის დასახმარებლად.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ვარკეთილის ბაზრობაზე ყოველთვის ხალხმრავლობაა. ზოგი
ყიდულობს, ზოგი ყიდის… ეს მოხუცი ქალბატონი, რომელსაც აქ თითქმის ყველა იცნობს, თამარ გუჯეჯიანია, იგი აქ არც მუშაობს და მითუმეტეს
არც რამის შესაძენად მოსულა… თამარი აქ ცხოვრობს!
დიახ, ბაზრობაზე, ყოფილ საწყობში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
როგორი შენობაა საწყობი? ცივი ბეტონის კედლები და მეტი არაფერი… ეს შენობა საცხოვრებლად
არაა გამოსადეგი, აქ ადრე პროდუქტებს ინახავდნენ.
როგორ მოხვდა ასეთ მდგომარეობაში ქალბატონი თამარი?
ეს ძალიან გრძელი ისტორიაა, ტკივილით და სისასტიკით სავსე.
სოხუმში დაიბადა, აქ ცხოვრობდა, სწავლობდა და მუშაობდა.
საქართველო-აფხაზეთის ომის დროს მშობლიური ადგილების დატოვება არც უფიქრია, მაგრამ
როდესაც 1993 წელს, სოხუმის აღების შემდეგ
ქალაქში შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა
მოაწყვეს, თამარი იძულებული გახდა დაეტოვებინა აფხაზეთი. ერთადერთი რამ, რაც სახლიდან
დიდი რისკის ფასად გამოიტანა, ძველი ფოტოალბომი იყო. ამ ფოტოალბომში მისი ცხოვრებაა:
ახალგაზრდობა, ბედნიერება, ახლობლები, საქართველო – მთლიანი, ჯერ კიდევ ერთიანი…
ახლა ეს სურათები მისთვის ყველაზე ძვირფასია, რაც გააჩნია. თამარი ყოველდღე ათვალიერებს
ძველ ალბომს, და ცხოვრობს მოგონებებით.
ომის შემდეგ, როდესაც აფხაზეთში დაბრუნების ყოველგვარი
იმედი გადაეწურა, თამარი თბილისში, ძმასთან ჩამოვიდა. თავი რომ ერჩინა, ვარკეთილში
მდებარე „სვანების ბაზრობაზე“ დაიწყო მუშაობა გამყიდველად. 5 წლის წინ ძმა ინსულტით
გარდაიცვალა, თამარი კი ბინიდან გამოასახლეს…
თამარი ბაზრობის ტერიტორიაზე შეიფარეს, საცხოვრებლად
ერთ-ერთი საწყობის შენობა დაუთმეს. ადრე უფასოდ ცხოვრობდა, ახლა ქირას იხდის- 50 ლარს
თვეში. ამ საწყობში არანაირი პირობები არ არის, არც წყალია გაყვანილი, არც საპირფარეშოა,
ირგვლივ მხოლოდ ცივი ბეტონის კედლებია… თამარი პირდაპირ ოთახში ბანაობს, წყალი ბაზრობის
ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოდან მოაქვს.
თამარი ძალიან მორწმუნე ადამიანია, მთელი დღეები
ლოცვაში ატარებს. ლოცულობს, რომ საქართველო გაძლიერდეს და გაერთიანდეს, რომ არავის
მოუწიოს თავის ქვეყანაში დევნილი გახდეს, რომ ყველას ჰქონდეს თბილი სახლი. ასევე ლოცულობს
ყველა კეთილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენი ფონდის თანამშრომლებს, რომლებიც ქალბატონ
თამარს საკვები პროდუქტებით და წამლებით უზრუნველყოფენ, სიყვარულით ღმერთის მიერ გამოგზავნილ
ანგელოზებს უწოდებს.
თამარ გუჯეჯიანი ერთ-ერთია იმ 500 ადამიანს შორის,
რომლებზეც ჩვენი ფონდი ზრუნავს. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ჩვენს მიერ გაწეული დახმარება,
პროდუქტების და მედიკამენტების სახით ამ ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქალბატონ თამარს ამჟამად ძალიან სჭირდება თბილი ტანსაცმელი
და შეშა გასათბობად, ასევე მაგიდა და რამოდენიმე სკამი. მას ნებისმიერი სახის დახმარება
ცხოვრებას შეუმსუბუქებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ქალბატონი თამარის დახმარების
სურვილი გაგიჩნდებათ, მოგწერთ მის საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო თუ თქვენთვის
უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის
ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულებაში მიუთითეთ: თამარ გუჯეჯიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდის საშუალებით https://fsp.ge/ge/donate/108/.
ერთად დავეხმაროთ ქალბატონ თამარს, რომელიც ახლა
ძალიან საჭიროებს ჩვენს თანადგომას.
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
1188.00₾დარჩა:
0.00₾