რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას „გახდი თოვლის ბაბუა“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მალე მოვა ახალი წელი – ყველა ბავშვი ამ დღესასწაულის დადგომას დიდი სიხარულით ელოდება, რადგან ამ დღეს შეიძლება მათი ყველა ოცნება ასრულდეს. ბავშვებმა მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან უკვე დაუწერეს თოვლის ბაბუას წერილები თავიანთი სურვილებით, მაგრამ იმედი არ აქვთ, რომ ნაძვისხის ქვეშ საჩუქრები დახვდებათ, იმიტომ, რომ ზოგიერთს ნაძვისხეც არ აქვს!
მათი სურვილები კი ძალიან უბრალოა. ზოგს სათამაშო მანქანა უნდა, ზოგს თუთიყუშები,ზოგი კი თოჯინა ბარბიზე ოცნებობს…
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს აქციას „გახდი თოვლის ბაბუა“
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში და გახდეთ რომელიმე ბავშვისთვის თოვლის ბაბუა და დაეხმაროთ მას სანუკვარი ოცნების აუსრულებაში, თქვენ შეგიძლიათ ბავშვს საოცნებო სათამაშოუყიდოთ და მოიტანოთ ჩვენს ოფისში ან გადასცეთ პირადად.( ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ამ ბავშვეზე და მათ ოჯახებზე).
ხოლო თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფინანსური დახმარების აღმოჩენა, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგრიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულებაში მიუთითეთ იმ ბავშვის სახელი და გვარი, ვისი სურვილის ასრულებაც გინდათ).
მოდით, ერთად ავუსრულოთ ბავშვებს ოცნებები ამ ჯადოსნურ დღეს!
გურანდა კაპანაძე – 16 წლის – ტორტი (35 ლარი)
გურანდა 16 წლისაა, მას თოვლის ბაბუის აღარ სჯერა, მაგრამ სჯერა სასწაულების… ბავშვობიდან ოცნებობს, რომ დაბადების დღეზე, 1 იანვარს, დიდი ტორტი ჰქონდეს. ფიქრობთ ეს საახალწლო სურვილი არაა? გოგონასთვის, რომელსაც არასოდეს ჰქონია ტორტი დაბადების დღეზე – ეს ყველაზე დიდი ოცნებაა.
ზაზა ბიჭიაშვილი – 3 წლის – სათმაშო მანქანა – 35 ლარი
ზაზას ამ მანქანის დახატვაში უფროსი ძმა დაეხმარა. ბავშვებს სათმაშოები არ აქვთ, ასეთი მანქანაც სხვა ბავშვებთან აქვთ ნანახი… კიდევ მას ძალიან უნდა კანფეტები, თოვლის ბაბუას რომ მიართვას, რომელსაც ასე ელოდება
ნიკოლოზ ბიჭიაშვილი 3 წლის – სათმაშო თოფი – 25 ლარი
ნიკას ძალიან უყვარს კანფეტები, მაგრამ მშობლები ვერ ანებივრებენ ბავშვებს ტკბილეულობით, ამიტომ ნიკასთვის კანფეტები უკვე საჩუქარია. მაგრამ, ძმებმა უთხრეს, რომ შეუძლია კიდევ რამე ისურვოს და გახარებულმა ნიკამ თოვლის ბაბუას სათამაშო თოფი სთხოვა…
ლექსო კაპანაძე 5 წლის – დისტანციური მართვის პულტიანი მანქანა – 50 ლარი
2 წლის წინ, ლექსომ ასეთი მანქანა ნახა და მას შემდეგ ეს მისი ყველაზე დიდი ოცნებაა. მან იცის, რომ ოჯახს ასეთი სათამაშოს ყიდვის საშუალება არ აქვს. თოვლის ბაბუასაც უფრთხილდებოდა, „უბრალო“ სათამაშოს სთხოვდა, მაგრამ როდესაც ვუთხარით, რომ თოვლის ბაბუას სხვებიც დაეხმარებოდნენ, მან ასეთი მანქანა დახატა და თქვა, რომ თუ ეს სურვილი აუსრულდება, ყველაზე კარგად ისწავლის, დაუჯერებს მშობლებს და უფროს და-ძმას
ლუკა მელქაძე – 6 წლის თუთიყუშები.
ლუკა ოცნებობს, რომ მას ნამდვილი თუთიყუშები ჰყავდეს. დარწმუნებულია, რომ ლაპარაკს ასწავლის და ისინი დიდ ბედნიერებას მოიტანენ მათ ოჯახში.
მათე მელქაძე 1 წლის – ფუმფულა დათვი და კუბიკები – 30 ლარი
მათე ჯერ ვერ ლაპარაკობს, და ხატვაც არ იცის, ამიტომ მის მაგივრად უფროსმა ძმებმა გადაწყვიტეს. მათ ყველაზე კარგად იციან ერთმანეთის სურვილების და ოცნებების შესახებ.
©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.
სულ ხარჯები:
778.00₾დარჩა:
0.00₾