ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბრმა სიყვარული!

calendar მაისი 31, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

„რაში გჭირდებათ ასეთი ბავშვი?“ – არაერთხელ უკითხავთ მისი დედისთვის. „ის ხომ, დიდხანს ვერ იცოცხლებს! შეხედეთ მშობლებს, რომლებმაც ჩააბარეს ასეთი ბავშვი, ისინი ახლა ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას. ვერც კი წარმოიდგენთ, უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდა რამხელა ტვირთია, მითუმეტეს, რომ უკვე გყავთ ჯანმრთელი გოგონა. წარმოიდგინეთ, იმას როგორ გაუჭირდება. როგორ შერცხვება, ასეთი და რომ ჰყავს.“ იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა დედიკო გაემხნევებინათ, თითქოს, ყველამ პირი შეკრა და სურდათ, რომ ბავშვი ხორცის ნაჭერივით ჩაებარებინა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბრმა სიყვარული!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ელენე ვადაზე ადრე დაიბადა. ძალიან სუსტი იყო, ძლივს სუნთქავდა… 

„რაში გჭირდებათ ასეთი ბავშვი?“ – არაერთხელ უკითხავთ მისი დედისთვის. „ის ხომ, დიდხანს ვერ იცოცხლებს! შეხედეთ მშობლებს, რომლებმაც ჩააბარეს ასეთი ბავშვი, ისინი ახლა ბედნიერად გააგრძელებენ ცხოვრებას. ვერც კი წარმოიდგენთ, უნარშეზღუდული ბავშვის აღზრდა რამხელა ტვირთია, მითუმეტეს, რომ უკვე გყავთ ჯანმრთელი გოგონა. წარმოიდგინეთ, იმას როგორ გაუჭირდება. როგორ შერცხვება, ასეთი და რომ ჰყავს.“ იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდა დედიკო გაემხნევებინათ, თითქოს, ყველამ პირი შეკრა და სურდათ, რომ ბავშვი ხორცის ნაჭერივით ჩაებარებინა.

 სოფია: ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა ჩვენი გოგონა, მეც და ჩემს მეუღლესაც. ის ორ-ორ ცვლაში მუშაობდა, რომ არაფერი მოგვეკლო ელენეს. სამუშაოდ თურქეთშიც კი დადიოდა. მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლა ერთად ბევრად მარტივი იყო, მაგრამ ნიკოს გულმა ვერ გაუძლო და შვიდი წლის წინ, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგონა, რომ მე და ბავშვები მის გარეშე ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებდით, მაგრამ ვცოცხლობთ. ერთი დღე და ერთი თვე კი არა, მთელი შვიდი წელია უკვე…

 „ელენე ერთი ნაბიჯითაც ვერ შორდება დედას, გულამოსკვნილი ტირის“

 – ამ ყველაფრის შემხედვარე, ალბათ, უფრო მარტივი იქნება იმის თქმა რა არ გჭირდებათ…

 სოფია: ნამდვილად ასეა. ჩვენი საცხოვრებელი შემზარავად გამოიყურება, ნეტავ განახათ, შიგნით რა ხდება, იტირებთ… ჩემი მეუღლე შვიდი წლის წინ გარდაიცვალა და ცხოვრება კოშმარად გვექცა! გვერდით არავინ გვყავს, სიტყვიერად მაინც რომ გაგვამხნევოს.

 ამ რკინით მოჭედილ კედლებს, სახლს ეძახიან

 –  მარტო როგორ უმკლავდებით უნარშეზღუდული შვილის მოვლას?

 სოფია: ვერ ვუმკლავდები! ელენე იზრდება და სულ უფრო რთულდება მისი ცხოვრებაც. როდესაც ბავშვი პატარაა, დედებს ეუბნებიან ხოლმე: „წამოიზრდება და აღარ გაგიჭირდება ასე ძალიან.“ ელენეს შემთხვევაში ყველაფერი პირიქით არის. ვერაფერს ხედავს და ეს აღიზიანებს, ძალიან ემოციურია. 2 წლის წინ, ემოციურ ფონზე კრუნჩხვები დაეწყო. მუდამ მის გვერდით უნდა ვიყო, ხელი არ უნდა გავუშვა ან განუწყვეტლივ უნდა ველაპარაკო. თუ იგრძნო, რომ მის გვერდით არ ვარ, ტირილს იწყებს… ეს კი, კატეგორიულად აკრძალულია მისთვის. ყოველდღიურად მეცლება ძალა. ნინი წამოიზარდა და ძალიან მეხმარება. მას სიგიჟემდე უყვარს თავისი და, მაგრამ მე სამსახურში მაინც ვერ გავალ, მათი მარტო დატოვების მეშინია.

 ელენესთვის მისი და მეორე დედიკოა

 – გვიამბეთ, რა აწუხებს ელენეს?

 სოფია: ექვსი თვის ორსული ვიყავი, გრიპი რომ დამემართა. ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობა საფრთხეში იყო. მაგრამ, მე და ჩემმა მეუღლემ ზუსტად ვიცოდით, რომ ბავშვი როგორიც არ უნდა დაიბადოს, ის მაინც ჩვენი უსაყვარლესი შვილი იქნება. ელენე ვადაზე ადრე დაიბადა, ექვსთვიანი, ძლივს სუნთქავდა. ექიმებმა მაშინვე დაუსვეს დიაგნოზი – ცერებრული დამბლა. ვიცი, რომ ეს არ იკურნება, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რაც შეგვეძლო ყველაფერს გავაკეთებდით, ელენეს კარგად რომ ეგრძნო თავი. ორნი რომ ვიყავით, ყველაფერი ბევრად მარტივი იყო. ნიკო ძალიან მეხმარებოდა. სულ ხელით დაჰყავდა ჩვენი გოგონა.

 – მეუღლის გარდაცვალების მერე, მარტო როგორ უმკლავდებით მის მოვლას?

 სოფია: მხოლოდ ბავშვისთვის პამპერსის საყიდლად, თვეში 100 ლარი მჭირდება. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, მე ვაჭმევ და მე ვაცმევ… მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში, ერთი სიტყვაც კი არ აქვს ნათქვამი. მხოლოდ ზმუის და ისე მახვედრებს, რა უნდა. იცით, მისთვის საშიშია უბრალო გაციებაც კი! საშინელებაა, ავად თუ გახდა. ისე ცუდად არის, ისე წუხს… წელიწადში რამდენიმეჯერ ვხვდებით საავადმყოფოში და ყოველი მისი გაციება მინიმუმ 200 ლარი ჯდება!

 ოღონდ შენ იყავი კარგად, შენს მაგივრად დედიკო იავადმყოფებს

 – რას ეტყოდით დედებს, ვინც ისეთივე რთულ მდგომარეობაშია, როგორც თქვენ?

 სოფია: დედიკოებო, ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო! ჩვენ ვართ ამ პლანეტაზე ყველაზე ძლიერი ადამიანები! ჩვენ, უნარშეზღუდული ბავშვების დედები ყველაზე ამტანები ვართ, რკინაზე მტკიცე. სანამ განსაკუთრებულ შვილებს გვაჩუქებდა, უფალმა გვარგუნა ათი კაცის და ათი ქალის სამყოფი ძალა. იცოდეთ, რომ მაშინაც კი, როდესაც მარტონი რჩებით, ფრთები გაქვთ! და ეს ფრთები თქვენი შვილები არიან, ისინი იმას არ დაუშვებენ, რომ დაეცეთ. გამაგრდით! და მაშინაც კი, თუ ვეღარ ადგებით ფეხზე, იცოდეთ, რომ ხელით გატარებენ უფლის ანგელოზები!

 „უნარშეზღუდული ბავშვების დედები ყველაზე ძლიერი ადამიანები არიან პლანეტაზე!“

 – საოცარი სიტყვებია! გმადლობთ. ეს სიტყვები ბევრისთვის სტიმული იქნება.

 სოფია: როდესაც არჩევანი არ გაქვს, სისუსტე სიკვდილის ტოლფასია. ჩემს ნინისაც ამ პრინციპებით ვზრდი.

 ნინი (12 წლის): ძალიან მიყვარს დედიკო! ის ჩემთვის მაგალითია. ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, უკეთესად რომ იგრძნოს თავი!

„ჩემი შვილები – ჩემი ფრთებია, ისინი არ დაუშვებენ, რომ დავეცე“

 –  თუ შეგიძლია, დაიკოს მიხედო ხოლმე, დედამ ცოტა ხანს მაინც რომ დაისვენოს?

 ნინი (12 წლის): მე სიხარულით მივხედავ, მაგრამ ელენეს მხოლოდ დედიკოსთან უნდა. თუ სადმე გადის დედიკო, ყველანაირად ვცდილობ, გავართო. ვუმღერი, სულ კალთაში მიზის… მაგრამ, თუ იგრძნო, რომ დედა შორს არის, ისტერიკა ემართება… ისეთი უმწეოა, როდესაც ტირის…

 „მალე მოვა დედიკო, მანამდე კი, ბუშტით ვითამაშოთ!“

 – სოფია, მესმის, რომ თქვენი ოჯახის პრობლემებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მაგრამ, მოდით ყველაზე რთულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლემებს გავუსვათ ხაზი, რომლის მოგვარებაში ჩვენი მკითხველები დაგეხმარებიან.

 სოფია: ყველაზე მეტად სპეციალური ეტლი მჭირდება, ელენეს სუფთა ჰაერზე გაყვანა რომ  შევძლო. კიდევ, ძალიან მჭირდება სპეციალური მაგიდა და სკამი, ელენემ რომ შეძლოს დაჯდომა და არ გადმოვარდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინჰალატორი, ელენე შეტევების დროს რომ არ გაიგუდოს. არის კიდევ მეორეხარისხოვანი ნივთებიც, რომელზეც უბრალოდ ვოცნებობთ: სარეცხი მანქანა, ტელეფონი ნინისთვის. გვჭირდება პროდუქტი, პამპერსი… ე-ე-ეჰ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს… 

* * *

 მეგობრებო, ამ ოჯახს არავინ ჰყავს, დახმარება რომ სთხოვონ. მათი უკანასკნელი იმედი, სრულიად უცნობი ადამიანები არიან. სოფია ძალიან დარდობს, როგორც უნარშეზღუდული, ასევე ჯანმრთელი შვილის გამო. ცუდი კვებისა და საცხოვრებელი პირობების გამო ხომ, მასაც შეიძლება გაუჩნდეს ჯანმრთელობის პრობლემები.

 ამ კეთილ ქართულ ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება: საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი მანქანა, ინჰალატორი და მობილური ტელეფონი. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ამ საბრალო ადამიანების დახმარებას. ისევე, როგორც უკვე დავეხმარეთ ათასობით ქართულ ოჯახს, რომელიც იყო სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე.

 შეგიძლიათ მოინახულოთ და რითაც შეძლებთ პირადად დაეხმაროთ, მისამართზე: ახლაციხის მუნიციპლაიტეტი, ვალე, სტალინის ქ. 34.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

 #GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ელენე მინაშვილი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს – ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund

 და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თქვენი თბილი სიტყვები სიცოცხლის ძალას მმატებს

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

როდესაც ელენე გრძნობს, რომ ის უყვართ, ბედნიერია და იღიმის. თქვენ უამრავი ბედნიერი წამი აჩუქეთ ამ უსინათლო პატარა გოგონას!

პატარა ელენე სრულიად უსინათლოა, ცერებრული დამბლა აქვს. მაგრამ, მან თავისებურად, ხელის შეხებით შეძლო ყველა თქვენი საჩუქრის „დანახვა“ და შეფასება. ძალიან მოეწონა ახალი საწერი მაგიდა, თავისი სასეირნო ეტლი. უხარია, რომ მისთვის არის ეს ყველაფერი, იღიმის და უზომოდ ბედნიერია.

მისი დედიკო, სოფია ამდენ ხანს ოცნებობდა ამ ყველაფერზე. უნდოდა, მისი გოგონები ცოტათი მაინც უფრო ბედნიერები რომ ყოფილიყვნენ. ცოტათი მაინც გაეხარებინა მძიმედ დაავადებული და უმწეო ელენეც და უფროსი შვილი, ნინიც, რომელიც ძალიან გაიზარდა და დამშვენდა, მაგრამ ამ ქვეყნად ყველაფერს მოკლებულია. მეუღლის გარდაცვალების მერე, სოფია ვეღარაფერს აკეთებს თავისი შვილებისთვის.

მინაშვილების ოჯახის საცხოვრებელი საშინელ მდგომარეობაშია. მათ არც საჭმელი, არც მედიკამენტები, არც ყველაზე აუცილებელი ნივთები არ ჰქონდათ, სანამ შეგხვდებოდნენ თქვენ – მათ უდიდეს მეგობრებსა და ქომაგებს.

ელენეს ნამდვილად ძალიან მოსწონს, სპეციალური მაგიდა ჭამისთვის.

სოფია, თქვენს ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები. გვიამბეთ, რა არის ყველზე მნიშვნელოვანი?

სოფია: თქვენ მთელი ჩვენი ოჯახი გაახარეთ, ყველას ცხოვრება შეცვალეთ. ახლა, მე და ელენეს 1,5-2 საათი შეგვიძლია სეირნობა. ადრე, ეტლი არ გვქონდა და ხელით ჩამყავდა ბავშვი ეზოში. ძალიან გამხდარია, 12 კილოგრამს იწონის, მაგრამ მაინც ძალიან ძნელი იყო. ახლა კი, სრული თავისუფლება გვაქვს. მხოლოდ ჩვენთან, ვალეში კი არა, ახალციხეშიც დავდივართ ავტობუსით. ეტლი მსუბუქია, მარტივად იკეცება, ავტობუსშიც ადვილი ასატანია. ელენე მოხერხებულად ზის, ზურგი არ ეღლება, აღარ ტირის ჩემი გოგო.

ეტლით უფრო დიდხანს შეუძლიათ სეირნობა. ელენე ვალედან ახალციხეშიც კი მოგზაურობს.

რამდენიმე დღის წინ, ელენე კინაღამ გაცივდა, უკვე ახველებდა კიდეც. მაშინვე ახალი ინჰალატორით, გავუკეთე ინჰალაცია, ფიზიოლოგიური ხსნარი ჩავასხი (5 მლ.). ძალიან კარგად ეხმარება ბავშვს ნახველის მოშორებაში. ინჰალატორი რომ არ გვქონოდა, ისევ მოგვიწევდა წასვლა საავადმყოფოში. თქვენ ხომ, იმდენი მედიკამენტები მოგვიტანეთ, მათ შორის ბევრი გაციების საწინააღმდეგოც. ძალიან გვჭირდებოდა ეს ყველაფერი.

მედიკამენტებისა და პამპერსის ამხელა მარაგი, ძალიან ამშვიდებს დედიკოს, სოფიას.

სოფია: „ჩემთვის საუკეთესო საჩუქრებია წნევის საზომი აპარატი და ლეიბი. ძალიან გამახარეთ.“

– ცოტა არ იყოს, მტკივნეული მოსასმენია, ახალგაზრდა ქალბატონს წნევის საზომი აპარატი ასე ძალიან რომ ახარებს.

სოფია: ძალიან დატანჯული ვარ ცხოვრებისგან. შვილის ავადმყოფობა, მეუღლის გარდაცვალება. უკვე მივეჩვიე, წნევა რომ მაწუხებს. მთავარია ვაკონტროლო, ჩემს ნორმას რომ არ აცდეს (80 60-ზე). ახლა, ის მაინც მეცოდინება, რა მჭირს. თორემ, ხანდახან ვკვდები, ისე ცუდად ვარ და წნევას ვერ ვიზომავ.

ახლა, ადამიანურად მძინავს. აღარ ვარ დღისით უძილო და გათიშული, საქმის კეთებაც შემიძლია. აქამდე, შეკერილ ლეიბზე გვეძინა, საშინელ მდგომარეობაში იყო და უძილობაც მაწუხებდა. თან, ზურგიც მტკიოდა. დილაობით ყოველთვის მტკიოდა წელი. ახლა კი, თქვენი დამსახურებით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

სოფიას უძილობა აღარ აწუხებს და ზურგიც აღარ სტკივა – მას ახალი, მოხერხებული ლეიბი აქვს.

სარეცხის რეცხვის პრობლემაც დავივიწყე. ძველ სარეცხ მანქანას წყალი გასდიოდა, ხან გუბე დგებოდა, ხან ნივთებს ვერ ვიღებდი, იბლოკებოდა კარი. ახალი სარეცხი მანქანა კი, ძალიან „კარგად იქცევა“. (იღიმის.) რამდენჯერაც დამჭირდება, იმდენჯერ ჩავრთავ და გავრეცხავ.

ძველი სარეცხი მანქანა „ურჩი“ იყო. ახალი კი, სოფიას ყველა დავალებას ასრულებს.

სამზარეულოსთვის გამწოვი იყო მოულოდნელი საჩუქარი, რომელზეც ვერც ვიცონებებდი. მაგრამ, თქვენ ისეთი ყურადღებიანები ხართ, ყველაფერს ამჩნევთ და აკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე გავბედავდი, რომ მეთხოვა. აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ აგვარებთ პრობლემებს. მიხარია, რომ ასე გვეხმარებით და გვიდგახართ მხარში. თქვენი შუამდგომლობით, ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მივიღე დახმარება, რასაც ნამდვილად არ ველოდი.

გამწოვი უცებ აშორებს სამზარეულოდან ყოველგვარ ზედმეტ სუნს და ავეჯიც აღარ ისვრება.

– სოფია, გვიამბეთ, ხელშეწყობით ხელისუფლებისგან რა დახმარება მიიღეთ ფონდის?

სოფია: ერთ დღეს მერიიდან დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. შემატყობინეს, რომ ფულადი დახმარება მეკუთვნის – წელიწადში ერთხელ 200 ლარი. შემიძლია, ამ თანხის პროდუქტის მიღება. მერე კი, საყვედურები მოვისმინე: „აქამდე დახმარება არ მიგიღია? რატომ ხარ ასეთი უმადური და რატომ ჩივი?“

სახალხო დამცველისგან წერილი მიუღიათ. ხანდახან, მართლაც მეხმარებოდნენ, მაგრამ რატომ არ უნდა მცოდნოდა, რომ უკვე სამი წელია მეკუთვნის ეს დახმარება? სამჯერ ვისარგებლებდი უკვე. უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი, ასე რომ მიდგახართ მხარში და ყველას აწუხებთ. ყველა იმხელა ყურადღებას იჩენს ჩვენს მიმართ. სხვა უწყებაში მითხრეს: „ბავშვისთვის ეტლი გეკუთვნის. ასევე სპეციალური სკამი, რომ დაბანო“. თვითონ მთავაზობენ ამ ყველაფერს. (იღიმის.)

– ჩვენს მკითხველებს რას ეტყოდით? რა ემოციები, რა გრძნობები გეუფლებათ, ამხელა თანადგომას რომ ხედავთ?

სოფია: თქვენი ყოველი თბილი სიტყვა მახსოვს, სიცოცხლის ძალას მმატებს. „ფეისბუქის“ გვერდზე რომ წერთ: „ელენე  არის ულამაზესი, საოცარი, არაჩვეულებრივი გოგონა“, ძალიან ძლიერი ვხდები. როდესაც წერთ: „ჯანმრთელობა და უფლის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენს პატარა გოგონას“, ვგრძნობ, რომ ამ ქვეყნად მარტო აღარ ვარ. როდესაც ვკითხულობ: „არ დანებდე, სოფია, ნუ გეშინია, ელენესთვის განაგრძე ბრძოლა.“ ფრთები მეზრდება. საოცარი ადამიანები ხართ! ნამდვილად შეგიძლიათ ადამიანი გაამხნევოთ და ფრთები შეასხათ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. თქვენ ჩემს გულში ხართ! ძალიან გვიყვარხართ მეც და ელენესაც.

ნინი: მე კი, ყველას, ვინც დაგვეხმარა, მინდა ვუსურვო უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა. თავად რომ არასდროს დასჭირდეთ არცერთი ნივთი, არცერთი წამალი, რომელიც ჩემს დაიკოს სჭირდება.

– ნინი, პირადად შენთვის რა შეიცვალა? შენი დახმარება თუ შევძელით?

ნინი: ახლა, ზაფხულში, არცერთ ბავშვს არ უნდა სწავლა. მე კი, ისეთი ლამაზი საწერი მაგიდა მომიტანეს, რომ უკვე ძალიან მინდა დავჯდე და ვიმეცადინო. ლამაზად დავაწყობ ჩემს ბლოკნოტებს, რვეულებს, კალმებს. ხვალვე სიხარულით წავიდოდი სკოლაში. არა უშავს, 15 სექტემბრამდე როგორმე მოვითმენ. აი, ნახავთ, რა კარგად ვისწავლი! მერე დამირეკეთ და მკითხეთ. შეგიძლიათ, დედიკოს კი არა, მე დამირეკოთ. უკვე საკუთარი ტელეფონი მაქვს, ძალიან მაგარი. ძალიან დიდი მადლობა! ჩემმა თანაკლასელებმა, ვინც ჩემსავით არსად წავიდა დასასვენებლად, ჩემი ნომერი უკვე იციან. ერთმანეთს ვურეკავთ და სასეირნოდ დავდივართ ხოლმე.

ნინი: „ისეთი მაგარი საწერი მაგიდაა, მზად ვარ ახლავე შევუდგე სწავლას!“

– ძალიან გვიხარია! ბედნიერებაა, როდესაც ბავშვს სწავლა უნდა. სოფია, კიდევ თუ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომელსაც ამჟამად ვერ უმკლავდებით მარტო?

სოფია: ჩვენი ძველი გაზის წყლის გამათბობელი ისევ გაფუჭდა. ბანაობა და თავის დაბანა ცივი წლით გვიწევს. რამეს თუ მოგვიხერხებთ, უსაზღვროდ ბედნიერები ვიქნებით. თუ ამაში ვერ დაგვეხმარებით, არა უშავს. ოღონდ ელენე გვყავდეს ჯანმრთელად, დანარჩენს როგორმე ავიტანთ.

როდესაც უნარშეზღუდული ბავშვი იზრდება ოჯახში, სირთულეები ყოველთვის ბევრია. შეგვიძლია, მუდმივად დავეხმაროთ მძიმედ დაავადებული ელენეს ოჯახს. შესანიშნავი იქნება, რომელიმე თქვენგანი თუ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ამ ოჯახის ახლო მეგობარი თუ გახდება და მხარში ამოუდგება. პატარა უსინათლო ელენესთვის, პირად მფარველ ანგელოზს ვეძებთ.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მინაშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. 

 ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 04
სარეცხი მანქანა
790.00₾
2023 ივლ 04
ეტლი და სკამი
399.00₾
2023 ივლ 10
სამზარეულოს ინვენტარი
290.00₾
2023 ივლ 10
მედიკამენტები
1494.36₾
2023 ივლ 17
მაგიდა და ლეიბი
720.00₾
2023 ივლ 17
ეტლი და სკამი
419.00₾
2023 ივლ 19
მობილური ტელეფონი
429.00₾
2023 ივლ 19
პროდუქტები
299.93₾
2023 აგვ 09
მედიკამენტები
1377.66₾
2023 აგვ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1500.00₾

სულ ხარჯები:

7718.95₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2023 20:00:00
₾45.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.08.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.08.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.08.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.08.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.08.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.08.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.08.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.08.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.08.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.08.2023 15:07:37
₾300.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.08.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.07.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.07.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.07.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.07.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾7,718.63

563 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,718.63

563 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება