რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
გულომ იმდენი ცრემლი დაღვარა, რომ ვეღარავის და ვეღარაფერს ხედავს. მაგრამ, მოხუცთა თავშესაფარს ვინმე რომ სტუმრობს, სთხოვს მიაწოდოს სამი სურათი, რომელსაც კარადაში ინახავს. უნდა, რომ თავისი შვილები და შვილიშვილები ანახოს და ჰკითხოს: „შეხედე, რა კარგები და ლამაზები არიან, არა? აი, ასეთი ლამაზები დავასაფლავე სამივე, მიწაში ჩავდე.“ ის მხოლოდ იმისთვის ცოცხლობს, რომ იტიროს. დაკარგა თვალის ჩინიც, საბუთებიც და სახლ-კარიც. ყველამ მიატოვა, გარდაცვლილმა შვილებმაც და ქალიშვილმაც, რომელიც ცოცხალია, მაგრამ კეთილი ადამიანები ვერ პოულობენ.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„მიმატოვეს ჩემმა შვილებმა, გარდაცვლილმაც და ცოცხალმაც“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„უპატრონო ვარ, ყველასგან მიტოვებული. ყველაფერი დავკარგე, საბუთებიც, სახლ-კარიც და თვალის ჩინიც“
გულომ იმდენი ცრემლი დაღვარა, რომ ვეღარავის და ვეღარაფერს ხედავს. მაგრამ, მოხუცთა თავშესაფარს ვინმე რომ სტუმრობს, სთხოვს მიაწოდოს სამი სურათი, რომელსაც კარადაში ინახავს. უნდა, რომ თავისი შვილები და შვილიშვილები ანახოს და ჰკითხოს: „შეხედე, რა კარგები და ლამაზები არიან, არა? აი, ასეთი ლამაზები დავასაფლავე სამივე, მიწაში ჩავდე.“ ის მხოლოდ იმისთვის ცოცხლობს, რომ იტიროს. დაკარგა თვალის ჩინიც, საბუთებიც და სახლ-კარიც. ყველამ მიატოვა, გარდაცვლილმა შვილებმაც და ქალიშვილმაც, რომელიც ცოცხალია, მაგრამ კეთილი ადამიანები ვერ პოულობენ.
გულო ბებია: 77 წლის ვარ. აღარაფერი შემიძლია, შვილო. საჭმელს თუ მომაწვდის ვინმე – შევჭამ. და გაუნძრევლად ვზივარ მთელი დღე. ძალიან მრცხვენია, მაგრამ საპირფარეშომდეც კი, მარტო ვერ მივდივარ. აქაც მეზობელმა მომიყვანა, ქუჩაში რომ დავრჩი და ვტიროდი, შევეცოდე.
„აქ ძალიან გულკეთილი ადამიანები მუშაობენ, საპირფარეშომდეც მაცილებენ და ბაღშიც გავყავარ“
– ქუჩაში რატომ დარჩით, გულო ბებია? ახლობელი არავინ გყავთ?
გულო: იმიტომ, შვილო, რომ ყველამ მიმატოვა, უპატრონო ვარ. ერთი გოგო მყავს მაგრამ, ის უკვე 10 წელია აღარ მკითხულობს. საქართველოში არ ცხოვრობს. მე კი არ ვიცი, სად უნდა ვეძებო.
– და მან არც კი იცის, რომ აქ ხართ?
გულო: არ იცის. სიკვდილს ვნატრობ, გეფიცები. ასეთ დღეში ყოფნას, ხომ ნამდვილად ჯობია.
– გვიამბეთ რა მოხდა, გთხოვთ.
გულო: ე-ე-ე-ეჰ… თვალებიც აღარ მივარგა, იმდენი ცრემლი ვღვარე, რომ დავბრმავდი. იცი, ძალიან მიმძიმს. სამი ყველაზე ძვირფასი ადამიანი დავასაფლავე. ჩემს შვილს მერაბს, ინფარქტი დაემართა. 37 წლის იყო და ასე, ერთ წამში მოკვდა.
“ჩემი შვილი მერაბი ერთ წამში მოკვდა”
ჩემი ზურიკო, ჩემი უსაყვარლესი შვილიშვილი, რა მიქნა, ვაიმე… (ტირის.)მაღალი, ლამაზი, ვაჟკაცი, ვაიმე-ე-ე… მხოლოდ 19 წლის იყო, ცოდო არ არის? აბა, არ გაგიჟდები?.. მერაბის შვილი. თავი მოიკლა, ზურიკომ, ნეტავ მე მოვეკალი… (ტირის.) მე-9 სართულიდან გადახტა, თავისი სახლის ფანჯრიდან. გგონია, ვინმემ მითხრა, რა მოხდა? ჩემმა გოგომ დამირეკა, მითხრა: „ზურიკო ცუდად არის და მიდიო.“ მივედი და ზურიკო აღარ დამხვდა, გესმის?.. სახლში გლოვა, ჩემი რძალი გაგიჟებული ტირის და მოთქვამს. მანქანების სადგომის დარაჯებმა მითხრეს, რომ თითქოს, აფეთქების ხმა გაიგეს. ბაჰ! ნახეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ეგდო მიწაზე… ჩემი ზურიკო ეგდო მიწაზე… მეც გადახტომა მინდოდა. მერაბის და ზურიკოს მერე. უნდა გადავმხტარიყავი…
„ჩემი ლამაზი, ჩემი უსაყვარლესი ზურიკო, მიწაზე ეგდო, მკვდარი…“
იცი, როგორ მიყვარდა ჩემი შვილიშვილი? მეშინოდა, ხულიგნებს ან ნარკომნებს არ აჰყოლოდა. ელიავას ბაზრობაზე ვმუშაობდი და ისიც იქ წავიყვანე. კარგად მოეწყო, ხელფასიც ჰქონდა. იმ დღეს, დედასთან და ბებიასთან ჩხუბი მოუვიდა იმის გამო, რომ მამამისის მანქანა გაყიდეს. მერე კი, გადახტა. ასე იყო, შვილო.
„მეც თავი უნდა მომეკლა! ფანჯრიდან უნდა გადავმხტარიყავი, შვილი და შვილიშვილი როდესაც დავკარგე…“
– რამხელა ტკივილია, გულო ბებია… შეიძლება, ჩაგეხუტოთ?
გულო: მოდი, ჩამეხუტე, ე-ე-ეჰ. (მძიმედ ამოიოხრა.)
– და მეორე შვილი, ბებო? მას რა დაემართა?
გულო: მოსკოვში ცხოვრობდა, მე შორს ვიყავი. არავინ უთხრა, რომ თავს გაუფრთხილდეს. ყინვაში მუშაობდა. მკერდზე ცხიმგროვა გაუჩნდა და ცხიმგროვა კი არა, კიბო აღმოჩნდა. 48 წლის იყო, ისიც ახალგაზრდა დაიღუპა… აი, ასე დავბრმავდი, ჩემი შვილების გამო…
„თვალებზე ბინდი მაქვს გადაკრული. აღარ მაქვს თვალები, დავბრმავდი ამდენი ტირილით“
– გულო ბებია, როგორ დარჩით ასე, ქუჩაში, უსახლკაროდ?
გულო: ბანკიდან სესხი გამოვიტანე, შვილი და შვილიშვილი, რომ დამესაფლავებინა. მაგრამ, ვერ გადავიხადე და დავკარგე ბინა. კიდევ კარგი, ინგამ გადამარჩინა. (ინგა მოხუცთა თავშესაფრის დირექტორია. – რედ.) დღეში სამჯერ გვაჭმევენ, გვაბანავებენ, საპირფარეშოშიც გვაცილებენ. ძალიან გულკეთილი ადამიანები არიან.
„მე აღარაფერი შემიძლია, საჭმელს რომ მომაწვდიან, ვჭამ“
– ოდესმე თუ გიფიქრიათ, რომ ასეთი სიბერე გელით?
გულო: არასდროს! ბედნიერი ვიყავი, სიცოცხლე მიხაროდა, კარგი ოჯახი მყავდა, კარგი მეუღლე, სამი შვილი. ჩემი სამსახურიც მიყვარდა. მართალია, მინისტრი არ ვყოფილვარ, უბრალო დამლაგებლად ვმუშაობდი, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე რომ იყო. ახლა რომ მითხრან: „გულო, თავიდან დაიწყე ცხოვრება“, ისევ ვიმუშავებდი დამლაგებლად.
„კარგი ოჯახი მყავდა, კარგი მეუღლე, ბედნიერი ქალი ვიყავი“
სწორედ ამ პროფესიით ვინახავდი ჩემს ოჯახს, როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ჯერ პენსიაზეც არ იყო გასული, ინფარქტით რომ გარდაიცვალა. ახალგაზრდობაში ძალიან ყოჩაღი ვიყავი, მერეც, სანამ მხედველობა მქონდა. ოთხ ადგილას ვმუშაობდი, ქუჩებს ვხვეტავდი, სადარბაზოებს ვალაგებდი, შვილები რომ დამეპურებინა… აბა… მაშინ არც დენი იყო ქალაქში, არც გაზი, ძალიან გვიჭირდა.
„სანამ მხედველობა მქონდა, ყოჩაღი ვიყავი. ახლა კი, კედელ-კედელ ძლივს დავდივარ“
– აქ მეგობრები თუ გყავთ?
გულო: ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. აბა, გაიკითხე, არავინ გეტყვის, რომ გულოს ვინმესთან კამათი მოსვლია. 8 თვეა აქ ვარ. ჩემს პრობლემებსაც არავის ვახვევ თავს. თუ ვინმე რამეს მკითხავს, ვეტყვი. აქ ყველას თავისი დარდი აქვს, ხვდები? ვინმე ახალი ან სტუმარი თუ მოდის და ჩემს ამბავს იგებენ, ასე მეუბნებიან: „ვაიმე, რა საწყალი და უბედური ქალი ყოფილხარო.“
„აქ ყველას თავისი დარდი აქვს, ხვდები?“
– რა გჭირდებათ, გულო ბებია? რით შეუძლია ჩვენს ფონდს, რომ დაგეხმაროთ?
გულო: საკუთარი არაფერი გამაჩნია. შემომხედე, ამ სიცხეში ფეხზე თბილი ჩუსტები მაცვია… მინდა, ერთი ახალი საწოლი და ტუმბო რომ მქონდეს. უნდა დამეხმაროთ. პენსიასაც კი ვერ ვიღებ. მე ხომ ვერაფერს ვხედავ, საბუთები დავკარგე, აღარ მახსოვს, სად შევინახე. ახლა კი, პენსიას ვეღარ ვიღებ. ადამიანს კი, ფული სჭირდება, ექიმთან წასასვლელად, წამლების შესაძენად. მეც ხომ, ადამიანი ვარ. ბევრი რამ მაწუხებს: გული მტკივა, კუჭიც, ჰაერი არ მყოფნის, ვერ ვსუნთქავ, მაღალი წნევაც მაქვს. ძალიან მინდა კიტრი და ვერ ვჭამ, საერთოდ არ მაქვს კბილები… მინდა, რომ ისევ მქონდეს ჩემი პენსია, ძალიან გამიხარდებოდა.
„ნახე, ამ სიცხეში ფეხზე რა თბილი ჩუსტები მაცვია“
– გულო ბებო, ახლა, თქვენს შვილთან დალაპარაკება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით? ნაწყენი ხართ?
გულო: რანაირად უნდა ვიყო ნაწყენი? არაფერი ვიცი მის ცხოვრებაზე, არ ვჭირდები. (ცრემლებს იკავებს.) მადლობა ღმერთს, ინგა მყავს და მას ვჭირდები. არ მინდა, ხელი შევუშალო რამეში ჩემს შვილს, მის ცხოვრებაში ჩარევა არ მსურს. ალბათ, თავისი ოჯახური პრობლემები აწუხებს, ჯანმრთელობაც სუსტი აქვს. მისთვის ხელის შეშლას, რამის თხოვნას, ისევ მარტოობა მირჩევნია. მირჩევნია, მარტომ ვიტირო. სიცოცხლის დიდი სურვილი არ მაქვს. შესაძლოა, ჩემთვის ყველაფერი მალე დასრულდეს კიდეც.
– გულო ბებო, აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, გული რომ გაგიხაროთ. თქვენ აღარ იქნებით მარტო. თქვენს ისტორიას წაიკითხავს ძალიან ბევრი ადამიანი და თქვენი დახმარება მოუნდებათ. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს?
გულო: იმუშავეთ, ისწავლეთ, ნამუსით იცხოვრეთ. სასმელს არ მიეკაროთ, ნუ გახდებით ცუდი ადამიანები. უერთგულეთ საყვარელ მათ, ვინც გიყვართ და თქვენს მშობლებს ნუ ატკენთ გულს…
მოდით, მარტოსულ გულო ბებიას გავუთბოთ გული! მოდით, ვაჩუქოთ მას სითბო და სიხარული, მზრუნველობა გამოვიჩინოთ. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბუთების აღდგენა, ტანსაცმლის ყიდვა, კბილების ჩასმა, მისთვის სივრცის კეთილმოწყობა მოხუცთა თავშესაფარში, საწოლისა და ტუმბოს შეძენა. ნებისმიერი სახის დახმარება სიყვარულს გამომხატველი იქნება, რომელიც ასე ძალიან აკლია მას.
თუ გსურთ, პირადად მოინახულოთ გულო ბებია, მოხუცთა თავშესაფრის მისამართია: თბილისი, ვასილ კაკაბაძის ქ. 23.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გულო ალიევა)
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!
სულ ხარჯები:
3339.48₾დარჩა:
0.01₾