ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

„გვჯერა რომ ღმერთი არ დაგვტოვებს გასაჭირში“ ხანძრის შემდეგ სახლისგან არაფერი დარჩა, ხოლო ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან!

calendar ივლისი 21, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

სასწაულია ცოცხლები რომ გადარჩნენ, და უფრო დიდი სასწაულია, შიმშილით, ავადმყოფობით და უკიდურესი გაჭირვებით რომ არ დაიღუპნენ! ბავშვებმა შეიძლება დედა დაკარგონ. მათ დახმარება სჭირდებათ! სასწაულია, ამ ქოხში რომ კიდევ ცოცხლები ვართ, სამ პატარა ბავშვთან ერთად თვეში 250 ლარად.
წელიწადნახევრის წინ, ფეხი ორ ადგილას მოვიტეხე, ისე ძლიერად, რომ ძლივს ამიწყეს ძვლები და რკინის ფირფიტაც ჩამისვეს. ეს ფირფიტა ერთი წლის წინ უნდა ამოეღოთ, რომ განგრენა არ განვითარდეს და არ მომკლას. მე კი საერთოდ არ მაქვს ფული. ოჯახს მე ვუვლი, მეუღლე კი ავადაა და ვერ მუშაობს.
შიმშილი, ჩვენი ყოველდღიური პრობლემაა. ჯანმრთელობას, ვერც მე, ვერც მეუღლე ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ერთი ზედმეტი ლარიც არ გვაქვს ხოლმე კლინიკამდე მისასვლელად, არამც თუ სამკურნალოდ. ყოველ თეთრს ვუფრთხილდებით, შვილები მშივრები რომ არ დაგვეხოცნონ. ეს რკინის ფირფიტა აუცილებლად უნდა ამოვიღო, თორემ ბავშვები დედას დაკარგავენ. მე არ მაქვს სიკვდილის უფლება, ჩემი შვილები კი უსახლკაროებივით არ უნდა ცხოვრობდნენ: მუდმივ შიმშილში და ელემენტარული ნივთების გარეშე.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„გვჯერა რომ ღმერთი არ დაგვტოვებს გასაჭირში“ ხანძრის შემდეგ სახლისგან არაფერი დარჩა, ხოლო ბავშვები შიმშილით გვეხოცებიან!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 ყველაფერი 4 წლის წინ დაიწყო, სწორედ იმ საშინელ დღეს, როდესაც ხანძარმა გაანადგურა მათი სახლი. 

სასწაულით გადარჩა ოჯახი. მათი სახლისგან და ბედნიერი ცხოვრებისგან კი, აღარაფერი დარჩა. შემდეგ, მამას კენჭები აღმოაჩნდა თირკმელებში და უარის თქმა მოუწია მძიმე ფიზიკურ შრომაზე, რომლითაც მანამდე არჩენდა ოჯახს…  წელიწადნახევრის წინ კი, ქალმა ფეხი მოიტეხა მამამთილის გასვენების დროს და თანაც ისე, რომ ნაწილ-ნაწილ აუწყეს ძვალი, რკინა ჩაუდგეს და უთხრეს, რომ „სასწაული იქნება, კვლავ სიარული თუ შეძლო.“ 

ხანძრის შემდეგ ნაცრად არა მხოლოდ სახლი, არამედ მთელი ჩვენი ცხოვრება იქცა

 ინეზა: საერთოდ სასწაულია ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. სულ ვამბობ იმას, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ და გვიცავს. ნამდვილი სასწაულია, რომ იმ დღეს ჩვენს სახლთან ერთად არ დავიწვით და ისიც, რომ ახლა, სიარული შემიძლია. ყველაზე დიდი სასწაული კი ის არის, რომ დღემდე შიმშილით არ დავიხოცეთ.

„ახლავე თუ არ შევჭამ, მეც ვიტირებ ჩემი მტირალა თოჯინასავით.“

 – თქვენი საარსებო წყარო რა არის?

 ინეზა: ნამდვილად სავალალო არის ჩვენი მდგომარეობა. სოციალური შემწეობა – 750 ლარი არის ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო. 400 ლარს ქირაში ვიხდით, კომუნალურ გადასახადებს ვფარავთ, თვეში 70 ლარს. ახლა კი, თავად იანგარიშეთ, საჭმლის საყიდლად რა თანხა გვრჩება. ხახვის, მაკარონის და ფქვილის გარდა, ვერაფერს ვყიდულობ. მშივრები ვრჩებით. მე და ჩემი მეუღლე კი, ჩვენს ჯანმრთელობას საერთოდ ვერ ვაქცევთ ყურადღებას. ძვირადღირებული კვლევების ჩატარების კი არა, სამგზავრო ფულიც კი არ გვაქვს! ყოველი კაპიკი, რომელიც არ იხარჯება საჭმელზე, ზურგში დანის ჩარტყმაა ჩვენთვის. ვიცით, რომ ბავშვები შიმშილისთვის არიან განწირულები. გათვლილი გვაქვს ყოველი თეთრი! რომელ მკურნალობაზეა საუბარი?

„ზოგჯერ უბრალო წნევის წამლების ან გამაყუჩებლების ყიდვაც არ შეგვიძლია“

 – მხნეობის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ? 

 ინეზა: მუდმივად ვცდილობთ, ერთმანეთი რომ გავამხნევოთ, ერთად რომ დავდგეთ. მარიამი და ავთანდილი მოწყენის საშუალებას არ გვაძლევენ. ისე ცდილობენ ჩვენს გამხიარულებას, რომ მოწყენა შეუძლებელია. მაგრამ, უკვე გაუსაძლისია ასეთ გაჭირვებაში ცხოვრება. ვერაფრით ამოვედით იმ ჭაობიდან, რომელშიც აღმოვჩნდით 4 წლის წინ.

ამ სათამაშო სახლის ქირაობა ოჯახს ერთადერთი შემოსავლის – სოციალური დახმარების ნახევარზე მეტი უჯდება, აქ კი წვიმის დროს წყალი ჩამოდის

 – სახელმწიფოსგან არ მიგიღიათ საცხოვრებელი? ქირის გადახდაში მაინც თუ გეხმარებიან?

 ინეზა: რას ამბობთ?! ქირას არავინ გვიხდის. არ ვიცით, ეს რატომ ხდება, ალბათ, არ მოვწონვართ.

 ავთანდილი (7 წლის): ჩვენ ყველას მოვწონვართ! არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობ! მე სკოლაში ყველა მეუბნება: „რა კარგი ბიჭი ხარო!“

 – შენ ვინ მოგწონს? 

 ავთანდილი: ორი „შეყვარებული“ მყავს. ნინი და მარი. ყველაზე ლამაზი გოგონები არიან.

 – „შეყვარებული“ რას ნიშნავს?

 ავთანდილი: აი, დედა და მამა როგორც არიან „შეყვარებულები“. ერთმანეთი ხომ უყვართ, ჰოდა, მეც ასე ვარ. მაგრამ, მამას ერთი შეყვარებული ჰყავს, დედიკო, მე კი – ორი! ვერ ამირჩევია. ორივე ძალიან ლამაზები არიან. გადავწყვიტე, რომ ორივე უნდა მიყვარდეს.

„შეუძლებელია ეს ანგელოზები ერთი ნახვით არ შეგიყვარდეთ. ისინი ყველას უყვარს ხელისუფლების გარდა.“

 – საჩუქრებს არ ჩუქნი? 

 ავთანდილი: ვერა, ვერ ვჩუქნი! დედაჩემს ფული არ აქვს. ფული რომ მქონდეს, ყველას საჩუქრებს ვაჩუქებდი. ჯერ ჩემს დას თოჯინას ვაჩუქებ, მერე დედიკოს ახალ ფეხს, მამასაც იმას, არ ვიცი, რა ჰქვია, რაღაც რომ სტკივა მუცელში. მხოლოდ მიშიკოს იმედი მაქვს. 

 – მიშიკო ვინ არის?

 ავთანდილი: ჩემი უფროსი ძმა. ჭიდაობაზე დადის და უნდა, რომ მეზღვაური გამოვიდეს. შემპირდა, რომ პირველი ხელფასით ყველას საჩუქრებს გვიყიდის. მარისთვის და ნინისთვის საჩუქრების საყიდელი ფულიც მას უნდა ვთხოვო, კეთილია და უარს არ მეტყვის.

 მარიამი (4 წლის): მე უკვე ვიცი, რა უნდა ვთხოვო! ლამაზი თოჯინები. ჩემი თოჯინები ულამაზოები და შიშვლები არიან, არც კი რცხვენიათ! იცი, როგორი თოჯინა მინდა? ტანსაცმელი რომ ჰქონდეს და სიმღერა იცოდეს! კიდევ, ველოსიპედი მინდა. და კიდევ, „არასადაბადებისდღეო“ ტორტი.

„ულამაზო თოჯინები მყავს… ახლა, ცრემლებს დავუხატავ, ვითომ შიათ და ტირიან.“

 – როგორი ტორტი გინდა?

 მარიამ: ზამთარში მაქვს დაბადების დღე, მე კი ახლა მინდა ტორტი, „არასადაბადებისდღეო“, მიხვდი? მე ხომ, ძალიან ლამაზი გოგო ვარ, მაგრამ ულამაზო „ტანსაცმელები“ მაქვს, მომიტან ლამაზებს? 

 – ახლა კი ვხვდები, როგორ ახერხებს თქვენი ოჯახი ამხელა სირთულეების დაძლევას.

 ინეზა: გვწამს  და ვიცით, რომ ღმერთი არასდროს მიგვატოვებს. უფლის სათქმელს ჩვენი შვილები გვეუბნებიან. როგორ შეიძლება, რამეზე ვიდარდოთ, როდესაც ისინი ხანძარს გადაურჩნენ? ჯანმრთელად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება ბოლო 4 წლის განმავლობაში. ასევე ძალიან მადლობელი ვართ იმ ადამიანების, ვინც მხარში დაგვიდგა და დაგვეხმარა ასეთ მძიმე ჟამს. მაშინაც ძალიან დაგვეხმარეთ, როდესაც სამი წლის წინ მივმართეთ თქვენს ფონდს. მაშინ, თქვენი თანადგომის გარეშე, ვერ გადავრჩებოდით. ახლაც გვაქვს იმედი, რომ თქვენ შეძლებთ ჩვენს გადარჩენას.

„შეიძლება, ერთი ნორმალური მანქანა რომ მქონდეს?“

 – პირველ რიგში რა გჭირდებათ, ამ სირთულეებსა და შიმშილს რომ გაუმკლავდეთ?

 ინეზა: ჩვენი მდგომარეობა ძალიან ცუდად ისახება ბავშვებზე. ძონძები აცვიათ, აკლიათ საკვები. მაგრამ, ერთი საყვედურიც არ წამოცდებათ. აუცილებლად გვჭირდება საკვები პროდუქტი. კიდევ, ბავშვებისთვის საწოლები და ტანსაცმელი.

„ოჯახი ვერაფერს ყიდულობს საკვების გარდა.“

 – ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, ბოლოს და ბოლოს, უნდა ამოიღოთ ფეხიდან ეს რკინა. ბავშვებს უნდა ჰყავდეთ ჯანმრთელი დედა!

 ინეზა: მართალი ბრძანდებით! მაგრამ, ხომ იცით, დედები საკუთარ თავზე არასდროს ვფიქრობთ დროულად. მაგრამ, გეთანხმებით, ეს რკინა ფეხში ლპობას თუ დაიწყებთ, მდგომარეობა ძალიან გართულდება! ჩემს მეუღლესაც თირკმელების მკურნალობაში სჭირდება დახმარება. კიდევ, იმაზე ვოცნებობთ, რომ ოდესმე დავდგებით ფეხზე და ყველაფრის ნოლიდან დაწყებას შევძლებთ. როდესაც უფლის გწამს, შეუძლებელი არაფერია!.

 – რამდენად მნიშვნელოვანია რწმენა თქვენს ცხოვრებაში?

 ინეზა: სწორედ რწმენაა ის ძალა, რომელიც გვეხმარება ყველაზე მძიმე წუთებში. ვლოცულობთ, ვკითხულობთ სახარებას და ვიცით, რომ უფალი არ მიგვატოვებს. სასწაულების გვჯერა და გვწამს, რომ ადამიანების დახმარებით, უკეთესობისკენ შეიცვლება ჩვენი მდგომარეობა.

 ახლა, დადგა სწორედ ის ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც ჩვენმა კეთილმა გულმა ამ დახმარების თხოვნას უნდა უპასუხოს. ეს არაჩვეულებრივი ოჯახი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე აღმოჩნდა, მათ ჩვენი თანადგომა სასწრაფოდ სჭირდებათ! გვერდს ნუ ავუვლით მათ გაჭირვებას, მივცეთ უკეთესი მომავლის შანსი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები არიან, ცხოვრობენ საშინელ პირობებში, არ აქვთ საშუალება, შვილები რომ გამოკვებონ და ყველაზე აუცილებელი ნივთებით რომ უზრუნველჰყონ.

 მათ სასწრაფოდ სჭირდებათ საკვები პროდუქტი, საწოლები და ტანსაცმელი. ბავშვები ოცნებობენ სათამაშოებსა და გემრიელობებზე, რომელიც ჩვენთვის შესაძლოა წვრილმანი იყოს, მათთვის კი, უსაზღვრო ბედნიერებას ნიშნავს.

 დღეს გვაქვს შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება. ნუ დაველოდებით, სანამ მთავრობა ან ვინმე სხვა გააკეთებს ამას ჩვენს ნაცვლად. ჩვენ შეგვიძლია თავად გავხდეთ ამ ოჯახის მფარველი ანგელოზები.

 თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, ფერაძის ქ. №3.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: დოლიძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 სექ 09
საწოლი
900.00₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
445.00₾
2023 დეკ 17
პროდუქტები
250.00₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
100.00₾
2024 თებ 16
პროდუქტები
300.00₾
2024 აპრ 02
კომოდი
500.00₾
2024 აპრ 20
პროდუქტები
300.00₾
30.05.2024
პროდუქტები
200.00₾

სულ ხარჯები:

2995.00₾

დარჩა:

0.32₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.01.2024 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.01.2024 18:27:47
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2023 11:26:22
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.12.2023 13:02:43
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.12.2023 20:00:00
₾0.50
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.12.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.12.2023 20:00:00
₾1.00

შემოწირულია:

₾2,995.32

136 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾2,995.32

136 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება