ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

“გულში 200 ნემსი მერჭობა”: როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

calendar ივლისი 24, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ – „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

“გულში 200 ნემსი მერჭობა”: როგორ ებრძვის სიკვდილს, გაჭირვებასა და უსახლკარობაში 8 წლის ულამაზესი ბიჭუნა ბექა

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

“პირველ ფოტოზე რომ სახლს ხედავთ, მანდ ჩვენი ისტორიის გმირები: 9 წლის გოჩა, 8 წლის ბექს და 4 წლის მათე ცხოვრობენ. მეორე ფოტო კი ინტერნეტში ვიპოვეთ – აფრიკის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაშია გადაღებული. ხედავთ განსხვავებას?”

8 წლის ბექას თანდაყოლილი უმძიმესი გულის მანკი აქვს. 

ქართველმა ექიმებმა უარი უთხრეს ოპერაციის ჩატარებაზე, ამბობენ, რომ შესაძლებელია პაციენტი ვერ გადარჩეს. მარტოხელა დედას ძალიან „სასარგებლო“ რჩევას აძლევენ – „გაუფრთხილდითო“. საინტერესოა, თავიანთ შვილებსაც ასე ეტყოდნენ „ვაიმრჩევლები“. ასევე, ამბობენ, რომ გერმანიიდან და თურქეთიდან მიღებულმა პასუხებმაც იგივე თქვეს: „რისკი ძალიან დიდიაო“. ჩვენ კი, მეგობრებო, ასეთი „რჩევების“ არ გვჯერა. ნუთუ შეიძლება, 8 წლის ბიჭუნა „დავიცვათ“ თანატოლებთან და ძმებთან თამაშისგან? ის ხომ ბავშვია? 8 წლის ბავშვზე გვაქვს საუბარი! დაზუსტებით ვიცით, რომ რიგ შემთხვევებში გულის გადანერგვაც ხდება. ჩვენ, „არაექიმ“, მაგრამ ღმერთისთვის გულანთებულ ადამიანებს გვჯერა სასწაულების, ჩვენ ხომ ასობით ბავშვი და ახალგაზრდა გამოვგლიჯეთ ხელიდან სიკვდილს და ჯანმრთელობა ვაჩუქეთ! ჩვენ სხვა, პასუხისმგებლობებით სავსე გზა გვაქვს გასავლელი და ამიტომ ვიწყებთ თანხის შეგროვებას.

აი ასეთები არიან ეს ულამაზესი ბავშვები, რომლებიც თამილამ საქართველოს გაუჩინა!

თამილა: რა უნდა ქნა, როცა ცხოვრება თავზე გენგრევა და ღია ცის ქვეშ გტოვებს? როგორ შევეგუოთ მეუღლის ღალატს და როგორ გავნაგრძოთ ბრძოლა სიცოცხლისთვის? 

ეს 32 წლის თამილას ისტორიაა, რომელიც არ შეუშინდა განსაცდელს და დახმარების თხოვნით მოგვმართა.

 – ძნელია იყო სამი ბიჭის მარტოხელა დედა, როცა არც ჭერი გაქვს თავზე და დამხმარეც არავინ გყავს?

 თამილა: ყოველდღიურ ომს ჰგავს, როდესაც გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღე გიწევს. გული მიკვდება, როდესაც ბავშვები მშიერი თვალებით მიყურებენ, მე კი ამ დროს, ნორმალური საჭმელიც არ მაქვს. ბექა გულზე რომ იკიდებს ხელს, სიკვდილი მინდა! ექიმთან წასასვლელად თანხა არასდროს მაქვს გადადებული. ჩვენს მდგომარეობაში კი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ვერც კი ავუხსნი ჩემს საბრალო შვილებს, რას ნიშნავს ბედნიერება.

ამ ხუხულას სიგრძე-სიგანე სამი მეტრია. ეს ბავშვები აქ ცხოვრობენ დედასთან ერთად. თაგვი კუდს ვერ მოიქნევს, ისეთი სივიწროვეა

 – რა არის თქვენი საარსებო წყარო და უსახსრობის გამო, რა პრობლემებს ხვდებით?

 თამილა: ჩვენი ცხოვრება გაუთავებელი დაბრკოლებებით სავსე ბილიკს ჰგავს. ბავშვებს ყოველთვის ძონძები აცვიათ. თითქოს, უფსკრულისკენ მიექანება ყველაფერი. მათი სკოლის ჩანთა კი, ნაწყვეტია იუმორისტული შოუდან, ყველაფერი მიწაზე ცვივა, ირგვლივ კი, ყველა დასცინის ჩემს საბრალო შვილებს.

„აქაც მშვენივრად ვმეცადინეობ… დედა კი იმის გამო დარდობს, რომ მაგიდა არ გვაქვს“

 გოჩა (9 წლის): დედა, ნუ აზვიადებ! დიდი ამბავი, ერთი-ორჯერ თუ დამცინეს. კი, საწყენია, მაგრამ უკვე მიჩვეული ვარ! არასდროს მქონია ახალი ჩანთა. სამაგიეროდ, კარგად ვსწავლობ. საუკეთესო მოსწავლე ვარ ჩემს კლასში! და იცით, რატომ? მინდა, მეზღვაური გამოვიდე! იმიტომ, რომ ისინი დიდ ფულს შოულობენ!

 – რომელი საგნები მოგწონს ყველაზე მეტად? 

 გოჩა: კარგი მეზღვაური რომ დადგე, კარგად უნდა იცოდე მათემატიკა და ინგლისური ენა. ამ საგნებს ვსწავლობ ყველაზე კარგად. მაგრამ, ლიტერატურაც და ისტორიაც მეადვილება. ერთხელ წაკითხვაც მყოფნის, რომ დავიმახსოვრო.

„დედას თვალზე ცრემლი არ უშრება, როცა წარმოიდგენს, რომ ხვალ შეიძლება შვილებს პურიც ვერ აჭამოს“

 ბექა (8 წლის): მეც კარგად ვსწავლობ, მე მინდა გემის კაპიტანი გამოვიდე! მეზღვაურებზე დიდი ხელფასი მაგათ აქვთ.

 გოჩა: ყველაფერს იმეორებს რასაც მე ვაკეთებ. ის ყველაფერი მოსწონს, რაც მე, და ჩემსავით აკეთებს  ყველაფერს.

 ბექა: არაფერიც! მე გული მტკივა, შენ კი არა! თან, მე შეყვარებული მყავს, შენ – არა!

„კარგი სწავლისთვის სკოლაში სიგელებსაც კი ვიღებთ“

 – რა საინტერესო რამეებს ამბობ!

 ბექა: აი, კაპიტანი რომ გავხდები და ბევრ ფულს ვიშოვნი, ჩემთვისაც მანქანას ვიყიდი და დედიკოსთვისაც.

 – შენს შეყვარებულსაც უყიდი მანქანას?

 ბექა: არა, იმას ვარდებს და ბეჭედს ვაჩუქებ. 

 გოჩა: საერთოდ რაზე ლაპარაკობ? ჯერ მხოლოდ 8 წლის ხარ! რა შეყვარებული?! სულ გაგიჟდი?

 – შენ ჯერ არ გყავს შეყვარებული?

 გოჩა: ჯერ რა დროსია ამაზე ფიქრი? ჩვენ ხომ, ჯერ ბავშვები ვართ? რომ გავიზრდები, მერე ვილაპარკოთ!  უკვე 8 წლის არის და ისე იქცევა, გეგონება, პატარა ბავშვი იყოს!

„კაპიტანი რომ გავხდები, ჩემს შეყვარებულს ვარდებს და ბეჭედს ვაჩუქებ, დედას და ჩემს ძმებს კი – მანქანებს!“

 – კარგი, დიდო ბიჭო, გავიგეთ, რომ კარგად სწავლობ და ძალიან სერიოზული ბიჭი ხარ. ახლა კი, გვითხარი, ოცნება თუ გაქვს?

 გოჩა: კი, მე მაქვს ერთი… უფრო სწორად ორი ოცნება. მინდა, რომ სახლში საჭმელი ყოველთვის გვქონდეს და კიდევ, ველოსიპედზე და პლანშეტზე ვოცნებობ. ველოსიპედით სეირნობა ძალიან, ძალიან მიყვარს, ეზოში კი ბავშვები არ მაძლევენ, მეუბნებიან რომ ყველას საკუთარი უნდა ჰქონდეს.

 – საკუთარი რომ გექნება, სხვა ბავშვებს ათხოვებ ხოლმე? 

 გოჩა: რა თქმა უდა.

 –  რომ გაგიფუჭონ?

 გოჩა: არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ალბათ, ძალიან ბევრს ვიტირებ… კიდევ, ფეხბურთზე მინდა სიარული, მაგრამ დედა ფორმას ვერ მიყიდის. ხანდახან, პურსაც კი ვერ ყიდულობს ჩვენთვის. კიდევ, ახალი ჩანთა მინდა სკოლისთვის. ვაიმე, ორი ოცნება უნდა მეთქვა და ათასი გმომივიდა!

„ახლა, მხოლოდ სწავლაზე უნდა ვიფიქრო. რა დროს გოგონებზე ფიქრია?“

 ბექა: მე კი, მართლა მხოლოდ ორ რამეზე ვოცნებობ! ველოსიპედი მინდა, პლანშეტი და ბურთი. და კიდევ, ნორმალური ფეხსაცმელი, ფეხბურთი რომ ვითამაშო… უი, მეც ორზე მეტი გამომივიდა! და თითქმის იგივე, რაც გოჩას. კიდევ, ისეთი ჩანთა მინდა, აღარავინ რომ არ დამცინოს!

 მათე (4 წლის): მე კი, მხოლოდ „პულტიანი“ მანქანა მინდა… ოღონდ დიდი. 

„მე მხოლოდ მანქანაზე ვოცნებობ… და კანფეტებზე“

 თამილა: ძალიან მებრალებიან ჩემი შვილები. გული მეწვება, გულნატკენს და თვალცრემლიანს რომ ვხედავ. მინდა, ამ სასტიკი და უსამართლო სამყაროსგან რომ დავიცვა, მაგრამ არ გამომდის. ხან სკოლაში დასცინიან, ხან ეზოში ველოსიპედს არ აძლევენ ან ფეხბურთს არ ათამაშებენ… კანფეტს რომ მთხოვენ და თვეში ერთხელაც კი ვერ ვყიდულობ, სიკვდილი მინდა.

„ჩვენი ჩანთის შესაკრავი გაფუჭებულია და წიგნები მიწაზე იყრება“

 – რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეიცვალოს ეს მდგომარეობა?

 თამილა: ყოველდღე ვეძებ სამსახურს, ბავშვების დედაჩემთან დატოვებას თუ ვახერხებ, მაშინვე დალაგებაზე გავრბივარ ხოლმე, ცოტა ფული რომ ვიშოვნო და საჭმელი ვიყიდო. მძიმე ავადმყოფი ქალია დედაჩემი, კიბო აქვს, მამაჩემმა კი, 8 წლის წინ ინფარქტი გადაიტანა და დღემდე ვერ გამოსულა მდგომარეობიდან. ჩემს მშობლებს თავად სჭირდებათ მოვლა, მე კი, ჩემი შვილებით საზრუნავს ვუმატებ. მხოლოდ ისინი დამიდგნენ მხარში, როდესაც მეუღლემ 8 თვის ორსული მიმატოვა… არც კი ვიცი, ეს სულიერი ტრავმები საერთოდ როგორ გადავიტანე.

„წარმოვიდგენთ ხოლმე, ვითომ, ფაფას კი არა, ხინკალს ვჭამთ და ჭიქებში, ლიმონათი ასხია, წყალი კი არა“

 – დახმარებისთვის ჩვენს ფონდს მიმართეთ, რა სახის მხარდაჭერის მიღება გსურთ ხალხისგან?

 თამილა: ღმერთს და კეთილ ადამიანებს ვთხოვ, დახმარების ხელი რომ გამიმართონ. არ გვაქვს საშუალება, ნორმალურად რომ ვიკვებოთ. საცხოვრებელ პირობებზე უკვე ხმას აღარ ვიღებ. ეს ოთახი, უფრო სწორად ჩემი მშობლების სახლზე მიშენებული საკუჭნაო, ჩვენი ერთადერთი თავშესაფარია. მისი ფართი მხოლოდ 8, თუ 9 კვადრატული მეტრია და აქ ვცხოვრობთ. ორ საწოლზე გვძინავს, პატარა მაგიდაზე ან სკამზე ვჭამთ და ვმეცადინეობთ კიდეც. შეიძლება ითქვას, ეს დახეული სკოლის ჩანთა ჩვენი დანგრეული ცხოვრების სიმბოლოა.

„ეს ორი საწოლია ჩვენი საცხოვრებელი, ამ ოთახში მეტი არაფერი ეტევა“

 – ამჟამად რა სახის დახმარება გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 თამილა: რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ყველაფერს ვართ მოკლებულები. მაგრამ მთავარი მაინც, ჩემი ბექას ჯანმრთელობაა! ბავშვებს ძონძებით აცვიათ, ახალი ტანსაცმლის შეძენის საშუალება არ გაგვაჩნია. არ შემიძლია, ბავშვებს ნორმალურად რომ ვაჭამო, ეს ჩვენი საწოლებიც თითქმის დაშლილია. კიდევ, სარეცხი მანქანა მჭირდება და ტელევიზორი, ბავშვები რაღაცით მაინც რომ გაერთონ. ძალიან კარგი იქნებოდა, პატარა მაცივარიც რომ გვქონდეს.

 მეგობრებო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორია, როდესაც მარტო იბრძვი შენი შვილების მომავლისთვის. თამილა, სამი არაჩვეულებრივი ბიჭუნას, 9 წლის გოჩას, 8 წლის ბექას და 4 წლის მათეს ახალგაზრდა დედიკო გახლავთ. მეუღლის ღალატის მერე, ის ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე დარჩა. მას არა მხოლოდ სულიერ ტკივილთან, არამედ ფინანსურ სირთულეებთან უწევს ბრძოლა, რათა ღირსეული პირობები შეუქმნას თავის შვილებს. 

 გვჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს ბედნიერი მომავლის შანსს, მით უმეტეს, როდესაც ბავშვებზე ვსაუბრობთ. მოდით, მხარში დავუდგეთ თამილას და მის შვილებს, შემოუერთდით სახსრების საჯარო შეგროვების აქციას მათ დასახმარებლად. თქვენს მიერ გაღებულ შემოწირულობას, შეუძლია მათი ცხოვრების შეცვლა. შეუძლია, ამ ბავშვებს დაეხმაროს, გულის მანკით დაბადებულ 8 წლის ბექას მკურნალობაში, 9 წლის ბექას კი იმაში, რომ ოცნება აიხდინოს და გემის კაპიტანი გამოვიდეს. პატარა მათეს კი, რომელსაც საკუთარი მამა ნანახიც არ ჰყავს, იმაში, რომ დადგეს ნამდვილი ვაჟკაცი.

 თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ხელვაჩაური, ფრიდონ ხალვაშის ქ. №188, „ოცნების ქალაქი“.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თამილა მახარაძე)

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ყველას „სიკეთის კრუიზში“ გეპატიჟებით!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ  ღვთისნიერ საქმეში!

 8 წლის პატარა ბექამ უკვე იცის, რომ ქვეყანაზე მხოლოდ შიმშილი, სიცივე და ბოროტება არ დათარეშობს… არც უმამოდ ცხოვრებაა ყველაფრის დასასრული… თურმე, ლამაზი და ბედნიერი დღეები, შეიძლება, გაჭირვებულ, უსახლკარო  ბიჭუნებსაც გაუთენდეთ!

 სიკეთე საუკეთესო მკურნალია ამ სამყაროში. „სიკეთის თერაპიას“ სასწაულები მრავალჯერ მოუხდენია და თქვენც შესანიშნავად იცით ეს! 

 „ჩემო ხალხო, ჩემო ქართველებო, მეორედ დავიბადეთ! თქვენი წყალობით, ახალი ცხოვრება დავიწყეთ, სიმშვიდე მოვიპოვეთ და რაც მთავარია, იმედის ნაპერწკლები აინთო ჩემი პატარა ბიჭუნების თვალებში!“ – გვეუბნება დედა თამილა  და ახლა, უკვე სიხარულის ცრემლებს იწმენდს. ქმრისგან გაჭირვებაში მიტოვებული ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამ არაჩვეულებრივ ვაჟკაცს უზრდის საქართველოს, 8 კვადრატული მეტრის ფართის ქოხში, უფრო სწორად, სათავსოში იყო შესახლებული და ძლივს ახერხებდა შვილების გამოკვებას. შუათანას, ბექას თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. უსახსრობის გამო, ექიმის კონსულტაციაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, არათუ მკურნალობაზე. 

 „ვნერვიულობდი მე და ნერვიულობდა ბავშვი. უკვე ოთხი წელი იყო გასული, მას შემდეგ, რაც  შესაბამისი მკურნალობა ვერ ჩავიტარეთ. არ ვიცოდით, რა ხდებოდა იქ, მის პაწია გულში. ბავშვი მალე იღლებოდა, ტკივილებს უჩიოდა. მეგონა, საშინელება გვიახლოვდებოდა… ალბათ, გახსოვთ, რა თხოვნით მივმართე ფონდს, მის ერთგულ მეგობრებს  და… მათ მომისმინეს!  წაიკითხეს ჩვენი ამბავი. გაითავისეს ჩემი პრობლემები. ღმერთო, დალოცე ყველა კეთილი ადამიანი, ვინც საკუთარ ლუკმას უნაწილებს შეჭირვებულს.“ – ხელაპყრობილი ლოცულობს მრავალშვილიანი დედა

 – თამილა, გვიამბეთ, ასეთი რა „გადატრიალება“ მოხდა თქვენს ცხოვრებაში? 

მათ თვალებში იმედის და სიხარულის  ნაპერწკლები თქვენ აანთეთ! 

 თამილა: არ ვიცი, საიდან დავიწყო…  მთელმა საქართველომ შეიტყო ჩვენი ტანჯვის შესახებ. პოსტის დადების შემდეგ, მოვლენები სწრაფად  განვითარდა.  ბექას ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი პრობლემა. ფონდის დახმარებით, დაუყოვნებლივ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში წავედით. ჩემს პატარას ჩავუტარეთ ყველანაირი გამოკვლევა. გულის სარქველი ღიაა, ამას ვერაფრით ვუშველით! გაფრთხილება, ყურადღება და მუდმივი კონტროლი სჭირდება ჩემი ბიჭის პატარა გულს, რის ფუფუნებაც ჩვენ არ გვქონდა თქვენს გამოჩენამდე. სასიხარულო ის იყო, რომ გართულებული ან დამძიმებული არ აღმოჩნდა მდგომარეობა. გადავრჩით! აქაც უფალმა გადმოგვხედა. თქვენ რომ არა, ახლაც გაურკვევლობაში ვიქნებოდი და ალბათ,  გულიც გამისკდებოდა ამდენი ნერვიულობით.

 – სხვა სახლში გვმასპინძლობთ, ამის შესახებ გვიამბეთ…

 თამილა: დიახ! პოსტი ნახეს ჩვენმა ყოფილმა მეზობლებმაც. ორი ახალგაზრდა ძმა. აქ პატარა სახლი ჰქონდათ, თვითონ  კი სხვაგან გადავიდნენ. გაფართოვდნენ. ეს სახლი კი ცარიელი დარჩათ.  ჰოდა, ჩვენ დაგვითმეს. წარმოგიდგენიათ? საკუთარ სახლში შეგვიშვეს! სახურავია ცოტა შესაკეთებელი, თორემ სხვა რა უჭირს? საკუჭნაოს სჯობია. თანაც ახლა, უკვე  ორი ოთახი გვაქვს:  ერთ ოთახში საძინებელი მოვაწყვეთ. საწოლები ფონდის დახმარებით შევიძინეთ. სამზარეულო ცალკე იქნება. ჩემი შვილები აღარ ისადილებენ გატეხილ სკამებზე დამჯდარი. 

ეს მათი ახალი საცხოვრებელია, აქამდე ისინი საკუჭნაოში ცხოვრობდნენ.

 ბექა: ისე მინდოდა საკუთარი ლამაზი საწოლი მქონოდა –  პატარა და ღუნღულა. ხშირად ვიღლები და ხანდახან, შუადღითაც ვიძინებ, ხოლმე. იმ საკუჭნაოში ცუდი საწოლი იყო,  ძალიან ცუდი. ღამითაც ვერ ვიძინებდი, მეგონა ჩავვარდებოდი… მეშინოდა…

ისე უხარია ახალი საწოლი, რომ სულ ეძინება… 

 – გაგიხარდათ, როდესაც დედამ გითხრათ, რომ ახალ საწოლებს მიიღებთ?

 გოჩა: თქვენ არ გაგიხარდებოდათ? ვის არ უნდა ტკბილად დაძინება?! ამაზე რამდენ ხანს ვოცნებობდით. ყველა ბავშვს ხომ, ლამაზი ნივთები თუ არა, საწოლი და საჭმელი მაინც უნდა ჰქონდეს?

 – ბავშვებს, ჩემო პატარა მეგობარო, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ყველაფერი საუკეთესო! 

ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს საჭმელი და თბილი საწოლი.

 თამილა (თბილად ეღიმება გოჩას სიტყვებზე.):  მალევე გამოგვეხმაურა ერთი არაჩვეულებრივი ოჯახი ბათუმიდან, მათ ორადგილიანი საწოლი გვაჩუქეს. ჩამოტანაში ხელვაჩაურელი მძღოლი მოგვეხმარა. ფული არ გამოგვართვა. „რას ამბობთ, ქალბატონო, ნეტავ, უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შემეძლოსო…“  – ასე გვითხრა.

 ბექა: ახლა, ყველას ჩვენ-ჩვენი საწოლი გვაქვს!  მართალია, დედას და მათეს ერთად სძინავთ, მაგრამ მათე ჯერ მაინც პატარაა, სულ დედა უნდა.

 მათე (5 წლის): შენ არ გინდა დედა? „ფუა“ რომ გტკივა, შენ ვის ეძახი? დეიდა, იცი, მე ბევრი კანფეტები და „შოკოლადები“ მომიტანეს. ბევრი შევჭამე და კიდევ ბევრი მაქვს.  შენც გაჭმევ, თუ კარგად მოიქცევი.

ათე კანფეტებს აჭმევს მათ, ვინც კარგად მოიქცევა. დავპირდი, რომ კარგად მოვიქცევი.

 თამილა: ჩემს შვილებს ყოველთვის ენატრებოდათ ტკბილეული. ახლა, დაინახეს ამდენი ერთად… უნდა გენახათ, როგორ დახტოდნენ.

 გოჩა: მე სკოლის ჩანთაც მაჩუქეს. სკოლის ნივთებთან ერთად. იცით, რა ლამაზია? 

 ბექა: ჩანთა მეც მაჩუქეს! ჩემი უფრო მაგარია!

 გოჩა: რამე ვთქვა და არ გაიმეოროს, არ შეიძლება რა-ა-ა-ა…

 ბექა: თუკი მეც მაჩუქეს, არ უნდა ვთქვა?

 „პირველად შევხვდი სკოლის დაწყებას ასეთი ახალი და ლამაზი  ჩანთით“.

 გოჩა: მეზღვაურობაზეც ხომ მომბაძე?

 ბექა: სულაც არ მოგბაძე, მე კაპიტნობა მინდა! აი, ნახავ,  დიდი გემი მექნება! ყველა კეთილ ადამიანს ჩავსვამ ჩემს გემში და წავალთ სამოგზაუროდ… დიდ მოგზაურობაში… დამავიწყდა, მაგას რა ჰქვია?

 გოჩა: კრუიზი. 

 ბექა: ჰო, კრუიზში. ეს იქნება „სიკეთის კრუიზი“. ყველას გადავუხდი მადლობას, ვინც დაგვეხმარა, ყველას. მაცალეთ, ჯერ გავიზარდო-ო-ო…  ნახავთ, არ დამავიწყდება!

 – ბიჭებო, მეც ხომ წამიყვანთ „სიკეთის კრუიზში“? 

 ბექა: თუ ბევრ ბავშვს გაახარებთ, თქვენც წაგიყვანთ.

 – კიდევ რა გაგიხარდათ, ბავშვებო, საჩუქრებიდან?

 გოჩა: ტელევიზორი. აი, ისეთი მაგარია… სულ მინდოდა, მოგზაურობასთან დაკავშირებული გადაცემების ყურება. ტელევიზორი კი არ გვქონდა. ახლახან ვნახე ფილმი –  „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“. ისე მომეწონა-ა-ა,  ჩემი საყვარელი ფილმი გახდა. ახლა კი მინდა, წიგნიც რომ წავიკითხო.

 „ჩემი შვილები ასეთი მხიარულები არასდროს ყოფილან!“

ბექა: ეს  ტელევიზორი ჭკვიანია, მაგრამ გოჩა უფრო ჭკვიანია! 

 – იცი, ვინ დაწერა?

 გოჩა: როგორ არა!  მე კარგად ვსწავლობ სკოლაში, კითხვაც მიყვარს და სწავლაც. ჟიულ ვერნმა დაწერა. წარჩინებული სწავლისთვის, თქვენმა ფონდმა დამაჯილდოვა კიდეც. ინტერნეტი რომ გვქონდეს, სხვა ფილმებსაც ვნახავდი „იუთუბ“-ზე, მაგრამ ინტერნეტი რომ არ გვაქვს, ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვუყურებ, რაც ეთერში გადის.

გოჩა სიგელით დააჯილდოვა ფონდმა.

 თამილა: თქვენი წყალობით, არა მხოლოდ ტელევიზორი, არამედ მაცივარი და სარეცხი მანქანაც კი გვაქვს უკვე. ისეთი მოულოდნელი იყო ეს საჩუქრები… ეს ამბავი უნდა გიამბოთ:  მოვდიოდი წვიმაში. ქოლგაც კი არ მქონდა, რომ არ დავსველებულიყავი. უცებ, რეკავს ტელეფონი. ქალის ხმა მეუბნება: „ელიტ ელექტრონიქსიდან გიკავშირდებით და თქვენ რომ ტექნიკა შეუკვეთეთ, დღეს უნდა მოგიტანოთო“. არა, ქალბატონო, შეგეშალათ, მე არაფერი შემიკვეთავს-მეთქი – ვუპასუხე და გულში ვფიქრობ: „რა ტექნიკა? ნეტავ, ამის ფული თუ მექნება ოდესმე?“ გაირკვა, რომ ეს მოულოდნელი, ბედნიერი ზარი ფონდის სიურპრიზი იყო. ღმერთო, მართლაც რომ შესანიშნავად გამოვიდა! როგორ გამახარეთ! მოვდიოდი წვიმაში და ვტიროდი. წვიმის წვეთები, სიხარულის ცრემლები ერთად მისველებდა სახეს. ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ! 

 „როგორი სიურპრიზი მომიწყვეთ, სიკეთის ლამაზად კეთებასაც ხომ, ნიჭი უნდა…“

 „მოიცა, გამოვძვრე… დედიკომ ტანსაცმელთან ერთად მეც არ გამრეცხოს…“

 – თამილა, მეუღლემ რომ მიგატოვათ, ფაქტობრივად ქუჩაში დარჩით ორი შვილით და თანაც, ორსული.  რასაკვირველია, რთულია ყველაფრის ნულიდან დაწყება ამ დროში, ამ ქვეყანაში. ჩვენ,  ჩვენს კეთილ მეგობრებთან ერთად,  ვცდილობთ, მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ ყოფა და დაგეხმაროთ.  ერთხელ უკვე შევძელით ეს, მაგრამ ამით თქვენი პრობლემები არ დასრულებულა და კიდევ უამრავი დარჩა. თავად რომ გვითხრათ,  ამ ეტაპზე კიდევ  რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 თამილა: ძალიან მრცხვენია, ასე დაუსრულებლად გთხოვოთ და გთხოვოთ, მაგრამ მართლა ძალიან მიჭირს… 

 გოჩა: იცით, დედას რამდენჯერ უტირია? ჩვენ რომ საჭმელი გვითავდება, ტირის. ავად რომ ვხდებით და წამლის ფული არ აქვს, ტირის. ერთხელ, იცით, რაზე იტირა? მშიერი რომ დავრჩი სკოლაში. ბავშვებს ფული ჰქონდათ და სკოლის სასადილოში შევიდნენ საჭმელად. მე არ მქონდა ფული. არასდროს არ მაქვს, ხოლმე. დედას ხურდებიც კი არ რჩება, რომ გამატანოს, იმდენი რამ აქვს მოსაგვარებელი. მერე მუცელი მეტკინა და სხვებს რომ ვუყურებდი, უფრო მტკიოდა… მე არ ვიტირე, მაგრამ დედას რომ მოვუყევი, მან იტირა…

 თამილა: ეს ამბავი დღესაც არ მახსენდება ცრემლების გარეშე. საღამოს დამრიგებელმაც გაიგო ეს ყველაფერი. არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, გულნარა მასწავლებელმა ყველა მშობელთან დარეკა და სთხოვა: უმცროსი კლასია მაინც და ფულს ნუ გამოატანთ სკოლაში, სახლიდან ნასადილევი გამოუშვითო. მაშინ, ამათი კლასი მეორე ცვლა იყო.  სწავლა სადილის შემდეგ იწყებოდა. ძალიან კი მომერიდა დამრიგებლისაც, სხვა მშობლებისაც…  მაგრამ, დედისთვის სიკვდილის ტოლფასია,  შვილი ნერწყვებს ყლაპავდეს და  უყურებდეს სხვის ლუკმებს. 

 გოჩა: ეს ორი წლის წინ მოხდა. ახლა, უკვე გავიზარდე და მუცლის ტკივილსაც ვითმენ.  მე გეტყვით, დეიდა, რა გვჭირდება. დედას ერიდება. ჩვენ არ გვაქვს სამზარეულოს კარადები. არც სხვა ავეჯი გვაქვს საწოლების გარდა. თუ არ გჭირდებათ, ჩვენ მოგვიტანეთ, მე კი ჩემს მეგობრებს დავპატიჟებ სახლში. აღარ შემრცხვება. 

 – თამილა, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაგეხმარათ ან დაგეხმარებიან მომავალში?

 თამილა: უდიდეს მადლობას! ალბათ, ამ დალოცვილ ქართულ ენაშიც კი არაა შესაბამისი სიტყვა, იმ გრძნობის აღსაწერად, რასაც განვიცდი თქვენს თანადგომას რომ ვხედავ.  როგორ მიყვარხართ. მიყვარხართ, რადგან ასე გულისყურით კითხულობთ სხვის გაჭირვების ამბებს და ეხმარებით სრულიად უცნობ ადამიანებს. ისევ მეტირება… რა ვქნა, სულ ცრემლი მომდის, ხან მწუხარების და ხან  სიხარულის… 

ბექა თქვენგან სიკეთეს და სიყვარულს  კვლავ ელოდება.

 ძვირფასო მეგობრებო, ამ ოჯახს თქვენი დახმარება კვლავ სჭირდება. ვინ მოთვლის, რამდენი რამ აკლიათ ბავშვებს. ისინი კარგად სწავლობენ. ძალიან მონდომებულები არიან. გაიხსენეთ, თქვენს შვილებს რამდენი რამ უყიდეთ და კიდევ რამდენს უყიდით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ან მის განმავლობაში? არ დაივიწყოთ ეს ხალასი და ლამაზი ბიჭებიც, იქნებ, მათთვისაც გამოიძებნოს ადგილი თქვენს გულებში და საჩუქარი თქვენს კალათაში. ყველა ერთად დიდი საქმეების კეთებას შევძლებთ!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მახარაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ივლ 28
კონსულტაცია
80.00₾
2023 აგვ 02
კონსულტაცია
80.00₾
2023 აგვ 03
გამოკვლევა
296.50₾
2023 სექ 09
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2184.00₾
2023 სექ 09
საწოლი
840.00₾
2023 სექ 20
პროდუქტები
147.94₾
2023 სექ 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
945.00₾
2024 თებ 28
პროდუქტები
200.00₾

სულ ხარჯები:

4773.44₾

დარჩა:

0.44₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2024 07:41:27
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.11.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.10.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2023 20:00:00
₾5.80
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2023 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.09.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.09.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.09.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.09.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.09.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.09.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.09.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.09.2023 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.09.2023 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾4,773.88

357 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,773.88

357 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება