რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მათი სახლი დაიწვა, მხოლოდ ქვის კედლები დარჩა. ეს ფიცრული, საქათმეს რომელიც წააგავს, თავისი ხელით ააშენა მამამ, მიხეილმა, გადაყრილი ფიცრებით. ასე უკეთესია, თავს უსახლკაროდ არ გრძნობ. „22 ნოემბერს, ჩემი საყვარელი სახლიდან წავედი სკოლაში, რომ დავბრუნდი, უკვე უსახლკარო ვიყავი. ყველა ტიროდა, სახლს ცეცხლი ეკიდა, საშინელი კვამლი იდგა და ვიფიქრე, რომ ობლად დავრჩი.“ – ამბობს 10 წლის ნოდიკო და ფერფლში იქექება, ცდილობს, იპოვოს საყვარელი ნივთების რაღაც ნაწილი მაინც, რაც ხანძარს გადაურჩა.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
მათი სახლი დაიწვა, მხოლოდ ქვის კედლები დარჩა. ეს ფიცრული, საქათმეს რომელიც წააგავს, თავისი ხელით ააშენა მამამ, მიხეილმა, გადაყრილი ფიცრებით. ასე უკეთესია, თავს უსახლკაროდ არ გრძნობ.
წუთებში 10 წლის ნოდიკო უსახლკაროდ დარჩა
„22 ნოემბერს, ჩემი საყვარელი სახლიდან წავედი სკოლაში, რომ დავბრუნდი, უკვე უსახლკარო ვიყავი. ყველა ტიროდა, სახლს ცეცხლი ეკიდა, საშინელი კვამლი იდგა და ვიფიქრე, რომ ობლად დავრჩი.“ – ამბობს 10 წლის ნოდიკო და ფერფლში იქექება, ცდილობს, იპოვოს საყვარელი ნივთების რაღაც ნაწილი მაინც, რაც ხანძარს გადაურჩა.
„ამ ფერფლში შეიძლება რაღაც ნარჩენის შეგხვდეს, იმ ბედნიერი ბავშვობის, რომელიც აღარ მაქვს.“
ნოდიკო (10 წლის): ჩემი მანაქანის ნაწილები ვიპოვე. კიდევ, კომპიუტერი მქონდა, მაგრამ მის ერთ პატარა ნაწილაკსაც ვერ ვპოულობ. დედიკო ამბობს, რომ თამარი რომ არა, ახლა, აქ მისი ძვლების ძებნა მომიწევდა. რომ წარმოვიდგენ ხოლმე, გული მისკდება, ისე მეშინია!
– ვაიმე, რა საშინელებებს ამბობ!
ნოდიკო: კი, უკვე ამდენი დღე გავიდა, დედა კი ისევ ტირის, ის საშინელი დღე რომ ახსენდება.
„ამ ხანძრის დროს, შეიძლებოდა ბავშვები დაღუპულიყვნენ, მაგრამ უფალმა ისინი დაიფარა!“
– ირმა, გვიამბეთ, რა მოხდა იმ დღეს, როდესაც სახლი დაკარგეთ და კინაღამ თავადაც დაიღუპეთ?
ირმა: 22 ნოემბერი! ეს იყო უსაშინლესი დღე და მუდამ მემახსოვრება. ნოდიკო სკოლაში იყო, თამარი და ბარბარე კი, სახლში დარჩნენ. უცებ, ღუმელიდან ნაკვერჩხალი გადმოცვივდა. ერთი ცალი ტახტზე დაეცა, საბანი დავაფარე, რამდენიმე წამში კი – ბუმ! შეშის ღუმელი აფეთქდა და გარშემო ყველაფერს, ტახტს, საწოლებს, კედლებს ცეცხლი მოედო, მე კი ვიდექი და ამ ყველაფერს ვუყურებდი! დავინახე, რომ ჩემმა შვილებმა მოასწრეს გარეთ გასვლა, მე კი ვერ ვინძრეოდი, გავქვავდი შიშისგან. მეც ცეცხლში გავეხვიე, ვგრძნობდი, რომ ვიწვოდი. მაგრამ, ვერ ვინძრეოდი! ჩემი შვილების კივილი მესმოდა: „დედა, დედა, მოკვდები, გამოდი!“ თვალიდან ცრემლები მდიოდა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი ვერ გადავდგი. ჩემი შვილის, თამარის დამსახურებაა, ახლა ცოცხალი რომ ვარ. ალმოდებულ სახლში შესვლა გაბედა.
„აქ ჩვენი ოთახი იყო. დიდი წიგნების კარადა იდგა. აქ, მე და ჩემი დები ვმეცადინეობდით… ახლა კი, მხოლოდ კედლები დარჩა!“
– როგორ ფიქრობთ, ასეთ მტანჯველ სიკვდილს რამ გადაგარჩინათ?
ირმა: ჩემი აზრით, გადავრჩი იმიტომ, რომ ჩემი თამარი ასეთი გაბედულია და უშიშარი. დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოიკრიბა ძალა, არ შეეშინდა და იქიდან გამომიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან საშიში იყო, მან სიცოცხლე მაჩუქა.
„დამწვარი ფეხი და ჭრილობა ხელზე კიდევ დიდი ხანს გაახსენებს ირმას იმ საშინელ დღეს. მკურნალობისთვის ხომ მას არანაირი საშუალება არ აქვს“
თამარი (12 წლის): წარმოვიდგინე, რომ დედიკო შეიძლება დაიწვას, რომ ძალიან ეტკინება, სახლში შევვარდი და იმ საშინელი ოთახიდან გამოვიყვანე. რომ გამოვაღწიეთ, ჩვენმა ძველმა ტელევიზორმა, დაიგრუხუნა და აფეთქდა. რკინა და შუშები კედელს შეერჭო, რამდენიმე წამით გვიან რომ შევსულიყავი, დედას ის ნამსხვრევები მოკლავდა… ცეცხლში რომც გადარჩენილიყო, მაინც. იმ დღის გახსენებაც კი არ შემიძლია. ძალიან შეშინებული ვარ, ვერც კი ვუყურებ ჩვენს სახლს.
„ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შეძლონ, სახლი უნდა გადაიხუროს… დროთა განმავლობაში კი, დანარჩენსაც ეშველება!“
– ნამდვილად მძიმეა თქვენი მდგომარეობა, რთულია ყველაფრის ნულიდან დაწყება. რა იქნებოდა თქვენთვის ახალი ცხოვრების საწყისი?
ირმა: არც კი ვიცი. ნამდვილად ახლიდან უნდა დავიწყოთ ცხოვრება. ყველაფერი ახლიდან უნდა შევქმნათ… მაგრამ, როგორ? ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ჩვენი სახლის აღდგენის იმედის ნატამალიც არ დაგვიტოვა. 4 000 ლარი მოგვცეს და გვითხრეს: „აჰა და თქვენი ხმა აღარ გავიგოთო.“ გეფიცებით, როგორც ვირთხებს, ისე გველაპარაკებიან. რაზე უნდა გვეყოს ეს თანხა? ყველაზე იაფფასიანი მასალითაც კი ვერ გადავხურავთ სახლის სახურავს. მინიმუმ ორჯერ დიდი თანხა გვჭირდება. დღეს, მხოლოდ სახურავზე ვოცნებობთ, მერე სახლსაც ნელ-ნელა შევაკეთებდით… აღვდგებით ფერფლიდან.
აქ არც ფანჯარაა, არც კარი. სამაგიეროდ სახურავი აქვთ და თავზე არ აწვიმთ. ამ საქათმეში 8 ადამიანი ეტევა
– ამჟამად სად ცხოვრობთ?
ირმა: ქმარმა ნაგვისგან და ფიცრებისგან ააშენა საქათმისხელა ოთახი. აქ როგორ ვეტევით – არც კი ვიცი. ჩვენს გარდა აქ კიდევ მეუღლის მამა, ძმა და დისშვილი ცხოვრობენ. მათ ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, თავის თავსაც ვერ უვლიან და ბავშვებივით მიხდება მათი მოვლა. უნდა ჩავაცვა, ვაჭამო… არაფერი გაგვაჩნია, არც საწოლები, არც ავეჯი, აბსოლუტურად არაფერი!
„ჩემი ქმრის მამა, ძმა და დიშვილი ბავშვებივით არიან. მათ უნდა ვაჭამო, ჩავაცვა. მუდმივი ყურადღება სჭირდებათ, რომ თავის თავს არაფერი ავნონ“
– თქვენი საარსებო წყარო რა არის?
ირმა: სოციალური შემწეობა, ჩემი მეუღლე ფიზიკურად შრომობს და სამწუხაროდ, არ აქვს მუდმივი სამსახური…
ბარბარე (7 წლის): აი, ჩემი ძამიკო შემპირდა, რომ გაიზრდება, მუშაობას დაიწყებს და მიყიდის ყველაფერს, რაც დამეწვა. ისეთ კარგ რაღაცეებს ამბობს, ხანდახან!
„ჩემი ძმა ამბობს, რომ გაიზრდება და ახალ სახლს გვიყიდის.“
– ვინ გინდა გამოხვიდე, ნოდო?
ნოდიკო: ბევრი ვიფიქრე და ალბათ, მოჭიდავე გამოვალ. ძალიან მიყვარს კრივი და ММА ბრძოლა. იცი, რამხელა ფულს შოულობენ, როდესაც ჩემპიონებთან „ჩხუბობენ“? მილიონებს! ზუსტად ვიცი, ვის რას ვუყიდი, მილიონი როდესაც მექნება.
– შენთვის რას იყიდი?
ნოდიკო: რაღა უნდა მომინდეს?! ადამიანს თუ მილიონი გაქვს, სხვა აღარაფერი უნდა.
„ყველაზე ძლიერი მოჭიდავე უნდა გამოვიდე.“
ირმა: მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მდგომარეობაში ვართ, მეც და ჩემი მეუღლეც, ვცდილობთ, ჩვენს შვილებს დარდი არ დავანახოთ. ვცდილობთ, სიმტკიცე შევინარჩუნოთ და ვამბობთ, რომ უფალი ხედავს, როგორ ვწვალობთ და რამდენს ვშრომობთ. ის ხედავს, რომ ზედმეტს არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რაც გვეკუთვნის… ალბათ, თქვენი თავიც ამიტომ ამოგვიგზავნა!
– შევაჯამოთ, რა გჭირდებათ ახალი ცხოვრების დასაწყებად?
ირმა: უპირველეს ყოვლისა, სახლი უნდა გადაიხუროს. კედლები ჩემი მეუღლის პაპის დროს არის აგებული და მყარი გამოდგა. უბრალოდ მოპირკეთება უნდა. ბეტონის იატაკზეც ვიცხოვრებთ, მთავარია სახურავი იყოს და წვიმის დროს წყალი არ ჩამოვიდეს სახლში. ავეჯი და ტექნიკა კი, დროის ამბავია. კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან, ან ფიცრებისგან ავაწყობთ… ოღონდ ჩვენს სახლში დავბრუნდეთ და იატაკზეც კი დავიძინებთ! ძალიან გვენატრება ყველას.
„სანამ ჩემი ძმა გაიზრდება და ბევრ ფულს იშოვნის, თქვენ ხომ დაგვეხმარებით?“
ნოდიკო: კი, მაგრამ ფიცრებით, ვერც კომპიუტერს ააწყობ და ვერც ველოსიპედს… რა ცუდია… არადა, ხომ მქონდა. ბევრი წიგნებიც მქონდა. ერთი წიგნებით სავსე დიდი კარადა. საწერი მაგიდაც მქონდა.
ბარბარე: მე კი, სათამაშოებიც მქონდა და ლამაზი კაბებიც. ახლა კი, დახეულია ყველაფერი, რაც მაცვია. ზოგს ვერც დაკემსავ.
„კანფეტებს მხოლოდ სიზმარში ვხედავთ.“
ნოდიკო: გახსოვს, მამას კანფეტები რომ მოჰქონდა ჩვენთვის?
ბარბარე: როგორ არა… შენ გახსოვს, დედიკო „ალადიკებს“ რომ გვიცხობდა ხოლმე და რძეც გვქონდა ყოველთვის…
ირმა: ორი ძროხა და ღორი გვყავდა. ხანძრის მერე, გაყიდვა მოგვიწია, შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით. ყველაფერი გაიყიდა, ყველაფერი დაიწვა… უფლის წყალობით, სიკვდილს მაინც გადავურჩით.
დღეს, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება. შეგვიძლია, გავაფერადოთ მათი პირქუში ყოველდღიურობა, ვაჩუქოთ მომავლის რწმენა და იმედი. არ შეიძლება გულგრილად ვუყუროთ, როგორ კარგავენ ყველაფერს თანდათან.
უპირველეს ყოვლისა, ოჯახს სახლის აღდგენა უნდა. მათ ყველაზე მთავარი დაკარგეს – საკუთარი ჭერი. ეს ჭერი მათთვის ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლო უნდა გახდეს.
მოდით, გავერთიანდეთ და ჩვენი პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ ამ ოჯახის აღორძინების ისტორიაში. თქვენს მიერ შემოწირული ყოველი ლარი, დაეხმარება და უკეთესი მომავლის იმედს აჩუქებს მათ.
სახარებაში ნათქვამია: „რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.“ (მათეს 25:40) შემოგვიერთდით დღეს და თქვენი წვლილი შეიტანეთ ხარებოვების ოჯახის აღორძინების ისტორიაში.
თუ გსურთ, მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი ყინწვისი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თამარი: „ჯერ დავიბენი და თვალებს არ დავუჯერე, მერე კი სიხარულისგან ვკიოდი: „ეს ტელეფონი ჩემია!“
„ყველაფერი გვქონდა, გლეხის ოჯახს რაც უნდა ჰქონოდა, უბრალო ტექნიკაც, მუშა მდგომარეობაში, – ამბობს ირმა. – საქონელიც გვყავდა – ძროხა და ღორები. ყველაფერი წამებში ნაცარტუტად აქცია ცეცხლმა – ჩვენი სახლიც და ნივთებიც… უფლის წყალობით, ჩვენ მაინც გადავურჩით ცოცხლები ხანძარს.“
„უსახლკაროდ, ულუკმაპუროდ, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარეშე დავრჩით რვა ადამიანი! ასეთ მძიმე ჟამს, ერთი ჭიქა წყალიც კი გაგვახარებდა, – იხსენებს ირმა. – თქვენ კი, საოჯახო ტექნიკის სრულ კომპლექტთან ერთად, ბავშვებს ველოსიპედები მოუტანეთ, რაც ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილი ფუფუნებაა. იმედიც არ ჰქონდათ, მე რომ მოვახერხებდი ყიდვას. რამხელა ბედნიერებაა! მგონი, ამ ველოსიპედებს ძილშიც კი გვერდიდან არ იშორებენ!“
თამარი: „ნოდიკო და ბარბარე გიჟდებიან ველოსიპედებზე. სეირნობის გარდა, აღარაფერი ახსოვთ – არც ჭამა, არც სწავლა!“
ირმა: შვიდ ადამიანს ვუვლი, სამს გონებრივი ჩამორჩენილობა აქვს: მაზლს, მამამთილსა და მეუღლის ძმიშვილს. როგორ მოვუვლიდი ტექნიკის გარეშე? სანამ ხანძარი მოხდებოდა, ჩემს „OKA-7“-ში ვრეცხავდი სარეცხს. უბრალო სარეცხ მანქანაში, რომელიც ბაკს ჰგავს, მაგრამ საქმეს კი მიკეთებდა. მერე, თავად ვიქეცი სარეცხ მანქანად, ერთი წელი ვრეცხავდი ხელით, სანამ თქვენ გვიშველიდით. უდიდეს მადლობას გიხდით! ახლა, ერთ ჯერზე ბევრად მეტ სარეცხს ვრეცხავ, ვიდრე ჩემს „OKA“-ში.
ირმა: „მთელი წელი, თავად ვიყავი სარეცხი მანქანა. ბავშვებს უხარიათ, რომ გამანთავისუფლეთ ამ საქმისგან.“
წინა ზაფხულს სარეცხი მანქანის გარეშე ვიტანჯებოდი. დროულად რომ არ გვეჭამა, საჭმელი გადასაყრელი იყო. ბავშვები ხომ, მთელი დღე გარეთ არიან და არ სცალიათ საჭმელად. მერე კი, საჭმელიც აღარ იყო… ახლა კი, აღარ ვდარდობ, რადგან ეს პრობლემაც მოგვარებულია. გაზქურას ვერ ვხმარობთ ჯერჯერობით, რადგან სახლში გაზია შესაყვანი. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში, მოგვარდება ეს ყველაფერი. ახლა, მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს და ვცდილობ, არაფერზე ვიდარდო წინასწარ. განა, უფლის ნება არ იყო, თქვენ რომ ჩვენს დასახმარებლად მოხვედით? სწორედ ასე აღვიქვი გამოხმაურება მკითხველთა მხრიდან. იცით, პატარა სასწაულებიც მოხდა!
„ახლა, ხანძრის დროს დამწვარი მაცივარი აღარ გვენანება, რადგან სრულიად ახალი აჩუქეთ ჩვენს ოჯახს!’
– გვიამბეთ, ირმა!
ირმა: სექტემბერში, სწავლის დაწყების წინ, ერთი თეთრიც კი არ მქონდა. ბავშვები დარდობდნენ, რადგან ვერაფერი ვუყიდე ახალი – ვერც ტანსაცმელი, ვერც სასკოლო ნივთები. მე და ჩემი მეუღლეც უმუშევრად დარჩენილი და დამწუხრებულები ვიყავით. მოულოდნელად გვესტუმრა ოჯახი – ცოლ-ქმარი, ორი შვილით, თქვენი მკითხველები. თითქოს შეკვეთით, ბავშვებს სკოლის ჩანთები აჩუქეს – თამარს, ნოდიკოს, ბარბარეს. რვეულებით, კალმებით, ფლომასტერებით, საჭმლის კონტეინერებით, წყლის ბოთლებით მოამარაგეს… გარდა ამისა, სათამაშოები, პროდუქტი, ტკბილეული ჩამოუტანეს… გვკითხეს, კიდევ რა გვჭირდებოდა. ბავშვებიც მაშინვე გამოცოცხლდნენ, გაინაწილეს საკანცელარიო ნივთები და ტკბილეული. ეს საჩუქრები ყველაზე აუცილებელი და დროული იყო! მთელი გულით მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავ ოჯახს!
თამარი (13 წლის): ენა ჩამივარდა, მობილური ტელეფონი რომ მაჩუქეს, ხმა ვერ ამოვიღე! მერე კი, სიხარულისგან ხმამაღლა კივილი დავიწყე: „დედა, ეს ტელეფონი ჩემია!“ თქვენი თანამშრომელიც, ძია ცისფერი თვალებით და კეთილი ღიმილით, გახარებული იყო და იცინოდა.
ადრე, სკოლის დავალებებს საერთოდ ვერ ვაკეთებდი, ყოველთვის ვაცდენდი გაკვეთილებს, ინტერნეტით რომ ტარდებოდა. ახლა, არ ჩამოვრჩები. თანაც, ფეისბუქის, ვატსაპის, მესინჯრის გარეშე, ვიყავი ძალიან მოწყენილი. ახლა, მეც შემიძლია პოსტების გამოქვეყნება, სიახლეების კითხვა, ბავშვებთან დარეკვა და მიმოწერა.
„მშობლები ჩემთვის ტელეფონის ყიდვას ვერასდროს შეძლებდნენ, მხოლოდ პროდუქტებს ვყიდულობთ. რა მაგარია, რომ მაჩუქეთ, ძალიან მჭირდებოდა!“
– ნოდიკო და ბარბარე, დედიკო ამბობს, რომ ველოსიპედებთან ჩახუტებულებს გძინავთ. როგორ უვლით თქვენს საკუთარ ტრანსპორტს?
ნოდიკო (10 წლის): სეირნობის მერე, ყოველდღე ვრეცხავ. რაც არ უნდა დაღლილი ვიყო. ყოველთვის ისეთივე სუფთაა, როგორიც იყო, რომ მომიტანეთ. ველოსიპედი საუკეთესო რამ არის ამქვეყნად! მთელი დღე შემიძლია ვისეირნო, ფეხები საერთოდ არ მტკივა.
ნოდიკო: „ცივ ნიავს არ ვაკარებ ჩემს ველოსიპედს. სეირნობის შემდეგ, ყოველდღე ვრეცხავ“
ბარბარე (8 წლის): მეც მთელი დღე შემიძლია სეირნობა.
ნოდიკო: შენზე უკეთესად გამომდის ტარებაც და მოტრიალებაც. შენ კი აჩერებ და ისე ატრიალებ, მერე კი აგრძელებ გზას.
ბარბარე: მეც ვრეცხავ ხოლმე.
თამარი: ველოსიპედებმა ეს ორი სულ გააგიჟა. არც ჭამა ახსოვთ, არც სწავლა… გაიღვიძებენ თუ არა, მხოლოდ სასეირნოდ გასვლაზე ფიქრობენ.
ირმა: გაიხარონ ბავშვებმა, იმხელა უბედურება გადავიტანეთ, რომ ახლა, ეს ყველას გვჭირდება. მინდა ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო ყველას, ვინც ჩვენზე იზრუნა. ღმერთი აუცილებლად გაგახარებთ და დაგაჯილდოვებთ, ნახავთ. მინდა, საქართველოში ყველა ოჯახს წარმატება და კეთილდღეობა ვუსურვო! მინდა, მშვიდ და აყვავებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ, სადაც გაჭირვებას, უმუშევრობას და უიმედობას აღარ ექნება ადგილი. როგორ მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ამდენი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი, ვინც სხვებზე ფიქრობს. სიხარულით ჩავიკრავდი გულში თქვენს მკითხველებს!
ამხელა უბედურების მერე, გვჭირდება სიხარული, ტკბილეული კი, ნამდვილად საუკეთესო თერაპიაა!
„გულში ვიკრავთ თქვეს მკითხველებს და ჩვენს გულებს ვჩუქნით!“
– ირმა, ამჟამად, ხანძრის მერე, როგორია თქვენი სახლის მდგომარეობა? რა არის საჭირო მის აღსადგენად და ადგილობრივმა ხელისუფლებამ რა მოიმოქმედა?
ირმა: მაშინ, როდესაც ხანძარი მოხდა, გამგეობამ ერთ თვეში ჩაგვირიცხა 4 000 ლარი, სახლის გადასახურად. მაგრამ, მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა გადახურვა, თანხა არ გვეყო. აღარ გვეხმარებიან. ახლა კი ვდარდობთ, რომ წვიმა იმასაც გააფუჭებს, რაც უკვე გაკეთდა. კიდევ ორი ოთახი უნდა გადავხუროთ. სახურავისთვის და კედლებისთვის სამშენებლო მასალა გვჭირდება; კარ-ფანჯარა და გაყვანილობა… არ ვიცით, როდის შევძლებთ ჩვენს სახლში დაბრუნებას. ისევ იმ ნაგებობაში ვცხოვრობთ, რომელიც ფიცრებით, მუყაოთი და საბნებით ავაგეთ დროებით…
გადაუდებელი დახმარება გაუწიეთ ხანძრის დროს დაზარალებულ ხარებოვების ოჯახს, რომელმაც დაკარგა ყველაფერი – თქვენი დახმარებით, მათი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა. მეგობრებო, მადლობას გიხდით, გულთან ახლოს რომ მიიტანეთ მათი ტკივილი! მაგრამ, მათი ხანძრისგან განადგურებული სახლი სერიოზულ პრობლემად რჩება, მხოლოდ მეოთხედი ნაწილის აღდგენა მოხერხდა და სამშენებლო მასალა სჭირდებათ. იმისთვის, რომ ოჯახმა აღარ იცხოვროს არასაიმედო, დროებით ნაგებობაში და საკუთარ სახლში დაბრუნდეს, ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობა მნიშვნელოვანია.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
2850.00₾დარჩა:
0.09₾