ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“

calendar აგვისტო 8, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

2 წელი ქეთევანს ნორმალურად არ სძინებია, ეშინია, რომ თუ ღრმად ჩაეძინება, შვილის ხმას ვერ გაიგებს. 12 წელია, ერთი წუთითაც არ დაუსვენია. ანა-მარიას ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

უკვე 12 წელია, გოგონას დედა, ქეთევანი შიშის ქვეშ ცხოვრობს: „თუ ჩამეძინა და შვილის კვნესა ვერ გავიგონე, ის შეიძლება მოკვდეს!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი!


დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

12 წელი ქეთევანს ნორმალურად არ სძინებია, ეშინია, რომ თუ ღრმად ჩაეძინება, შვილის ხმას ვერ გაიგებს. 

12 წელია, ერთი წუთითაც არ დაუსვენია. ანა-მარიას ცერებრული დამბლის რთული ფორმა აქვს. ზოგჯერ აუტანელი ტკივილებით იტანჯება, რომლებთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია. მისი სენის შესახებ გვიან გაიგეს. „წლამდე გვეგონა, რომ ბავშვი ჯანმრთელი იყო, უბრალოდ ძალიან წყნარი… მაგრამ ერთი წლისას ანა-მარიას ფილტვების ანთება დაემართა, როდესაც საავადმყოფოში წავიყვანეთ, ექიმებმა მას განაჩენი გამოუტანეს: „ბავშვს ცერებრული დამბლა აქვს და ის სიარულს ვერასოდეს შეძლებს. მკურნალობა დაგვიანებულია. ის სუსტია და წლების განმავლობაში მისი მგომარეობა სულ უფრო და უფრო დამძიმდება. არ გაგიმართლა, დედიკო.“ ეს იყო და ეს, მას შემდეგ ქეთევანი ბედნიერი აღარ ყოფილა.

«თორმეტი წელი დედა ანა-მარიას ხელის გულზე ატარებს»

– ქეთევან, მოდით ჯერ ანა-მარიაზე ვისაუბროთ. ახლა როგორ გრძნობს ის თავს?


ქეთევანი:
ის ძალიან სუსტადაა. ხშირად ავადმყოფობს. მთელი ზამთარი რეანიმაცაში გავატარეთ. თებარვალში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება უნდოდათ, ცუდისთვის მამზადებდნე. მაგრამ მე ნება არ მივეცი! ვუთხარი: „ჩემი გოგო ძლიერია და გადარჩება!“. მართლაც გადარჩა! თერთმეტი დღე არ ვიცოდი როგორ იყო, რა სჭირდა. ექიმები არ მაძლევდნენ უფლებას შვილი მენახა. ყოველ დღე საავადმყოფოს მიმღებში ვტიროდი. მეუბნებოდნენ რომ ჩემი ციცქნა გონზე არ იყო, რომ მისი ჯანმრთელობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა. მე კი ვიცოდი, რომ ჩემი გოგო გამოკეთდებოდა, რომ უკეთ გახდებოდა. ანა-მარია გონზე მოვიდა, ჭამა დაიწყო. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ. ზოგჯერ ჩვენ, დედებმა, ექიმებზე მეტი ვიცით. ჩვენ ხომ ვგრძნობთ ჩვენს შვილებს! ჩვენ გადაჯაჭვულები ვართ. ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს, ერთი გული ორი ადამიანისთვის. რაც მთავარია, ჩემი შვილი ცოცხალია. დილიდთ მე მას თოჯინასავით ტახტზე დავსვამ, ბალიშებს დავუდებ გარშემო და საღამომდე ასე ზის წყნარად და მელოდება.

“მარტო მე მესმის ჩემი შვილის. შემიძლია თვალებით ველაპარაკო და ვიგრძნო რას მპასუხობს“

– ანა-მარია მარტოა? თქვენ არ ხართ მასთან?


ქეთევანი:
მე მარტოხელა დედა ვარ. მეუღლე ორი წლის წინ გარდამეცვალა. შიმშლისგან რომ არ მოვკვდეთ, ორ სამსახურში ვმუშაობ. ავადმყოფი ბავშვებისთვის საქართველოშ არავის არ სცალია. ჩემი და რომ არა, ალბათ ცოცხლებიც არ ვიქნებოდით. ის მეხმარება, იტოვებს ანა-მარიას სანამ მე ვმუშაობ. მას თვითონ სამი შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც მიდგას გვერდში. მის გარდა არავინ მყავს.

„შვილი შიმშილისგან რომ არ მოკვდეს, დედა ორ ცვლაში მუშაობს“

– ალბათ ძნელია შვილის ასეთ მდგომარეობაში მარტო დატოვება.


ქეთევანი:
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ჩემს გულში როდესაც სამსახურში ვარ. გულს და სულს სახლში ვტოვებ. როდესაც ტელეფონი რეკავს, სანამ ყურმილს ავიღებ, სულ ცუდზე ვფიქრობ. „იქნებ ანა-მარია ცუდად გახდა, რამე ხომ არ გადასცდა, იქნებ ტირილისას ვერ ამოისუნთქა“ და ასე გრძელდება 12 წელი!

„როცა შვილს ვერ ვხედავ, თავში სულ ცუდი აზრები მიტრიალებს: როგორაა უჩემოდ, ხომ არ ტირის, ხომ არ შია…“

– როგორია თქვენი ერთი დღე?


ქეთევანი:
დილით 7 საათზე ვდგები, ყველაფერი რომ მოვასწრო. ანა-მარიას ვაღვიძებ, ვბან, ვუცვლი, ვაჭმევ. ამას ყველაფერს დიდი ფიზიკური ძალა სჭირდება. ჩემი ანა-მარია უკვე დიდი გოგოა, ნახეთ რა მაღალია! სულ იმაზე მეფიქრება, ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, ალბათ მოდელი იქნებოდა. მერე ვაღვიძებ ჩემ დას ან დისშვილს და მე სამსახურში გავრბივარ. 8:30 ზე უკვე სამსახურში ვარ. ნაყინის ქარხანაში ვმუშაობ. ერთ ცვლას რომ ვიმუშავებ, მერე მეორე სამსახურში მივდივარ. ან ვალაგებ ან მეორე ცვლაში ვმუშაობ. ჩემი შვილისთვის ერთადერთი იმედი ვარ. ერთი დღეც თუ ვერ მოვახერხებ სამსახურში გასვლას, უბინაოდ, უწამლოდ და მშივრები დავრჩებით.

«დილით, დავბან, გამოვუცვლი, ვაჭმევ და სამსახურში გავრბივარ, რომ არ დავაგვიანო»

– წარმომიდგენია როგორ იღლებით სამსახურში. ძალას სად პოულობთ მერე ბავშვის მოსავლელად?


ქეთევანი:
ვერ გიპასუხებთ. არ ვიცი. ახლა ცოცხალი რომ ვარ და ლაპარაკი შემიძლია – ეს ალბათ საოცრებაა. ალბათ ანა-მარია მავსებს ენერგიით. ის ჩემი ერთადერთი სტიმულია. თუ მოვდუნდები, მას რა ეშველება. ზოგჯერ თუ წარმოვიდგენ, რომ ვერ ავდექი და სამსახურში ვერ გავედი, ვინ გადაიხდის ქირის ფულს? ვინ იყიდის პროდუქტებს? პამპერსს? წამლებს? მე არ მაქვს უფლება ავად გავხდე. ხოლო თუ მოვკვდი, მაინც უნდა ავდგე და სამსახურში უნდა გავიდე.

«მე არ მაქვს უფლება ავად გავხდე. ხოლო თუ მოვკვდი, მაინც უნდა ავდგე და სამსახურში უნდა გავიდე. ანა-მარიამ ცემი ცრემლები არ უნდა ნახოს, ძალიან ნერვიულობს და თვითონაც ტირილს იწყებს»

– თქვენი მეუღლე ცოცხალი რომ იყო, ალბათ უფრო ადვილი იყო ცხოვრება?


ქეთევანი:
ჩემთვის ცხოვრება ადვილი არასოდეს ყოფილა. მთელი ცხოვრება ერთი დიდი ტანჯვაა. ქმრის ოჯახი ღარიბი იყო. ორსულად რომ ვიყავი, მაშინაც ნახევრად მშიერი ვიყავი. იცით რამდენჯერ წავსულვარ სახლიდან შორს და მიტირია? შიმშილისგან, უძლურებისგან, გამოუვალი მდგომარეობის გამო… მშობლებს ვერაფერს ვეუბნებოდი, ვიცოდი გამკიცხავდნენ არასწორი არჩევანის გამო. დედას მხოლოდ მაშინ გავუმხილე რა დღეები მქონდა გამოვლილი, რაც მეუღლე გარდამეცვალა. შიმშილისგან გულიც კი წამსვლია. ჩემი ქმარი ფიზიკურად ვერ შრომობდა, ამიტომ მას ვუტოვებდი ბავშვებს და მე გავდიოდი ვენახებში სამუშაოდ. მე რომ არ მემუშავა შვილები მშივრები მეყოლებოდა. ასე კი ვიცოდი, სახლში სამ პურს მაინც მივიტანდი. შვილების გამო ქალი ყველაფერს გაუძლებს!

„სულ იმაზე ვფიქრობ, ეს წყეული დაავადება რომ არა, ანა-მარია მოდელი იქნებოდა“

– შვილებიო, ახსენეთ და ანა-მარიას გარდა კიდევ გყავთ შვილები? სად არიან?


ქეთევანი:
დიახ, ორი ბიჭი მყავს. ილია 22 წლისაა, ლუკა – 18 წლის. ისინი ახლა ბებიასთან, სოფელში არიან. ახლა არ გვაქვს შესაძლებლობა ერთად ვიცხოვროთ. მათ გამო ჩემ გულში რა ხდება, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. ანა-მარია რომ დაიბადა, მათ ფაქტობრივად დედა დაკარგეს. მთელი ჩემი ყურადღება და რესურსები მხოლოდ ანა-მარიაზე იყო მიმართული.


– არც კი ვიცი როგორ განუგეშოთ…


ქეთევანი:
სიტყვები არ შველის. შინ, როცა დასვენება მინდა და მეორე დღისთვის ძალების მოკრება, ღმერთს ვთხოვ ხოლმე ენერგია გამომიგზავნოს. ჩემი გოგოს მომავალი მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, შევძლებ თუ არა გავუძლო ამ სირთულეებს და მყარად ვიდგე ფეხზე.

«უფალო დამეხმარე ვიყო კარგი და ძლიერი დედა ცემი პატარა გოგონასთვის»

– ჩვენ როგორ დაგეხმაროთ, ქეთევან?


ქეთევანი:
მოგმართეთ, იმიტომ რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვარ. ძალა აღარ მყოფნის მარტო გავუმკლავდე სირთულეებს. თანხა მჭირდება ანა-მარიას რეაბილიტაციისთვის. ეტლის ყიდვა მინდა, სასეირნოდ რომ გავიყვანო ხოლმე სუფთა ჰაერზე. პამპერსების ყიდვასაც ვეღარ ავუდივარ. საკვებიც გვჭირდება, საწოლი. ხოლო ვინმე თუ ძველ ტელევიზორს მაინც გვაჩუქებს, ეს ჩემი გოგოსთვის ახალი სამყაროს აღმოჩენის ტოლფასი იქნება. ფერადი სამყარო, ახალი ემოციები და განცდები.

ქეთევანის და მისი სნეული შვილის ამბავი, ჩვენთვის შეხსენებასავითაა. ის გვახსენებს, რომ მხოლოდ ყოველდღიური პრობლემებით არ ვიცხოვროთ და გავიხსენოთ ნამდვილი ფასეულობები, რსთვისაც ადამიანები არსებობენ. არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ვიღაცებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ღმერთმა ხომ ამისთვის გაგვაჩინა. მოგვცა კეთილი გულები, რომ გამოვავლინოთ სიყვარული, მზრუნველობა და ძნელბედობის დროს გვერდში დავუდგეთ სრულიად უცხო ადამიანს.

წარმოვიდგინნოთ თუ როგორ შეცვლის ჩვენი პატარა თუ დიდი დახმარება ქეთევანის და ანა-მარიას ცხოვრებას. რომ სიკეთე, რომელსაც მათ მიმართ ჩავიდენთ ჩვენს სულსაც წაადგება.

ეს მათი მისამართია: თბილისი, ლილოს დასახლება, კორპუსი N13, ბინა 77.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზეoffice-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

– თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

– ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000

        (დანიშნულება: ანა-მარია კოზმანაშვილი)

        თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

 
ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:   0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

მეგობრებო, თქვენ ორ ადამიანს უბრალოდ ეტლი კი არა, ნამდვილი ბედნიერება აჩუქეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ანა-მარიას ახალი ეტლი აქვს და შესაბამისად, უფრო დიდხანს შეუძლია სუფთა ჰაერზე სეირნობა და თავისი ეზოს ფარგლებს გარეთაც მოგზაურობა


როგორი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო დედიკო ქეთევანი,  ერთი და იგივე რთული რიტუალის ჩატარება უწევდა ყოველდღე. ხელში უნდა აეყვანა თავისი 13 წლის მძიმედ დაავადებული გოგონა, ანა-მარია, ლიფტით მე-8 სართულიდან პირველზე ჩაეყვანა და ეზოში გაეყვანა. დედის ხერხემალი ასეთ დატვირთვას მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში უძლებდა და ცერებრული დამბლით დაავადებული ანა-მარიას სეირნობაც  ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა.

მათი სეირნობა გრძელდებოდა 10 წუთს, დედიკოს ხერხემალი  მეტს ვეღარ უძლებდა

ახლა, ანა-მარიას აქვს ეტლი და მის დედიკოს, ქეთევანს ორი საათითაც შეუძლია მისი სასეირნოდ გაყვანა. გოგონა პარკში მიჰყავს, ბავშვებთან, საქანელებთან, მზეზე და ანა-მარიაც ძალიან კმაყოფილია. თქვენ იზრუნეთ იმაზე, რომ მარტოხელა, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვის დედამ, რომელიც მძიმედ შრომობს და ძალიან იღლება, აღარ იწვალოს სახლშიც. აჩუქეთ მაცივარი, სარეცხი მანქანა და ტელევიზორი… იზრუნეთ იმაზე, რომ ანა-მარიამ სუფთა ჰაერი ისუნთქოს, არა მხოლოდ თავისი ოთახის კედლებს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხედავდეს სამყაროს.

რა კარგია, რომ მიეფიცხები მზეს!

– ქეთევან, როგორ შეიცვალა თქვენი საცხოვრებელი პირობები პროექტის მსვლელობის დროს?

ქეთევან: ხომ გახსოვთ, მძიმე, თითქმის კაცური შრომა რომ მიწევს, ცხრა საათის განმავლობაში ფეხზე, კონვეიერთან დგომა. ერთი-ორი კაპიკი რომ ვიშოვო, ვირივით ვმუშაობ. სახლში კი, ვეღარ ვუმკლავდებოდი საქმეს. საღამოობით, ვტიროდი და ისე ვრეცხავდი სარეცხს. წელი მტკიოდა და ზურგით სადმე მიყრდნობა, დაჯდომა ან წამოწოლა ძალიან მინდოდა. ახლა, შემიძლია სარეცხ მანქანაში სარეცხის შეყრა და დაფენა, ჩემთვის ეს ნამდვილი ხსნაა.

 „წელში ვიყავი გაწყვეტილი და სარეცხი მანქანისთვის უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი!“

მე და ჩემი განადგურებული ხერხემალი ეტლისთვის უდიდეს მადლობას გიხდით. გული მიკვდებოდა, ჩემს შვილს ოთხ კედელ შუა გამოკეტილს რომ ვუყურებდი, მაგრამ ხელითაც დიდხანს ვერ ვატარებდი. ჩვენი ეზოს ფარგლებს გარეთ გასვლაც არ შეგვეძლო. ამხელა გოგო ხელით ამყავდა, ჯერ მე-8 სართულიდან ჩასვლა, მერე ამოსვლა, მერე რა, რომ ლიფტი გვაქვს. საშინლად ვწვალობდი! ახლა, ანა-მარია კომფორტულად სეირნობს თავისი ეტლით. ჩემთვისაც და მისთვისაც ძალიან კარგია. ჩემს გოგონას ძლიერი ემოციების გამოხატვის უნარი არ აქვს, მაგრამ იღიმის, აღარ წუხს, არ ნერვიულობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარგად გრძნობს თავს.

ანა-მარია გრძნობს, რომ ახლა, გასეირნების დროა

ანა-მარიას დეიდაშვილი: „სურათების გადაღება ძალიან ადვილია. გასწავლი, როგორ უნდა, დეიდას უყურე.“

ქეთევანს შვილის ხელით ტარება აღარ უწევს. ახლა, გოგონასთვის და მისი დედიკოსთვის კომფორტულია სეირნობა 

 „რაო, პატარავ, წავიდეთ პარკში?“

ჩემი გოგოსთვის მოსახერხებელი, ორთოპედიული საწოლი ვითხოვე. ახლახან, ფონდისგან და მისი მკითხველებისგან მივიღეთ საჩუქრად. ანა-მარიამ დამოუკიდებლად გადაბრუნება ისწავლა და საწოლიდან მისი გადმოვარდნის საშიშროებაც დიდია. მიხარია, ასე ოპერატიულად რომ დამეხმარეთ ამ პრობლემის გადაჭრაში. ძველ საწოლზე მისი დატოვება არაფრით არ შეიძლებოდა: უკვე ორჯერ გადმოვარდა და გონებაც დაკარგა. თავში კისტა აქვს და ნებისმიერ დარტყმას შეიძლება ტრაგიკული შედეგი მოჰყვეს.

ანა-მარია ორთოპედიულ საწოლზე დაიძინებს.

მადლობელი ვარ თქვენი იმისთვის, რომ ჰაერზე სეირნობის გარდა, ჩემს გოგონას იმის ბედნიერებაც აჩუქეთ, რომ სიამოვნებით უყუროს კლიპებს ახალი, პლაზმური ტელევიზორის ეკრანზე.

ანა-მარიას თვალები უბრწყინავს, ქართულ და თურქულ სიმღერებს როდესაც უსმენს.

– როგორ იგებთ, რომელი მუსიკა მოსწონს და რომელი არა?

ქეთევანი: ანა-მარიას მოსწონს ქართული და თურქული სიმღერები. ძალიან მარტივად მიხვდებით, როდესაც მუსიკა არ მოსწონს, წუწუნს იწყებს. ეს ნიშნავს: „სხვა ჩართე“. და მეც, მაშინვე ვურთავ სხვას. სხვათა შორის, ზუსტად ასე მაგებინებს, რომელი საჭმელი უფრო მოსწონს. საჭმელთან დაკავშირებით მისი გემოვნება, უკვე დიდი ხანია შესწავლილი მაქვს და ფონდი თანხას როდესაც რიცხავს, მის საყვარელ პროდუქტებს ვყიდულობ, რომლის შეძენის საშუალებაც აქამდე არ მქონდა.

პროდუქტისთვის ყოველთვიურად გამოყოფილი 300 ლარი, მნიშვნელოვანი დახმარებაა ჩემთვის. უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველას. სამსახურს თავს ვერ დავანებებ, მაგრამ ეს დახმარება, გულს მიმშვიდებს და იმედს მაძლევს.

ახლა, უკვე შემიძლია რძის ნაწარმის და სხვა პროდუქტების შენახვა, მაცივარი გვაქვს სახლში

ჩემი გოგოსთვის აუცილებლად მომაქვს მაღაზიიდან იოგურტები, მაწონი, არაჟანი, რძე. ქათმის ბულიონებს ვუმზადებ. კარტოფილს ვუწვავ ხშირად, სიგიჟემდე უყვარს. საერთოდ, ასეთ ბავშვებს, ვისაც ცერებრული დამბლის მძიმე ფორმა აქვს, ჭამა ძალიან უყვართ.

თქვენი დახმარებით, ანა-მარიას სრულფასოვანი სადილი აქვს. დღეს, ტოლმა მოუმზადა დედამ.

გახშირებული სუნთქვითა და წუხილით ვხვდები, რომ უკვე მოშივდა. ადრეც ვხვდებოდი, რა თქმა უნდა, მაგრამ უსახსრობის გამო, იმის მაგივრად, რომ ჩემი გოგოსთვის დღეში ოთხჯერ საჭმელი მეჭმია, ვიჭამდი თავს. 

 „ნახე, გემრიელობები მოგიტანეს. გასინჯე, ანა-მარია, მე უკვე შევჭამე ორი ორცხობილა.“

მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის! ნებისმიერი პრობლემით შემეძლო ფონდისთვის და მისი მკითხველებისთვის მიმემართა. სახელმწიფოსგან კი, ასეთი დამოკიდებულება არ მახსოვს, არც პროექტის დაწყებამდე, არც მისი მსვლელობის დროს. მხოლოდ თქვენი მხრიდან ვგრძნობ სიყვარულს, პატივისცემას, თანაგრძნობას და სითბოს.

– ქეთევან, შეგიძლიათ, კონკრეტულად რომ გვითხრათ, კიდევ რა საკითხების მოგვრება მოხერხდა? გაუხარდება ჩვენს მკითხველს.

ქეთევანი: თუნდაც ახლახან, ვირუსი რომ შეგვხვდა მეც და ჩემს შვილსაც. ორივე სიცხიანები ვიწექით. ანა-მარიას ხველა ახრჩობდა. ვდარდობდი, ჩემი გოგონას გამო და როგორც ახლობელ ადამიანებთან, ისე დავრეკე ფონდში. მაშინვე მოგვამარაგეს წამლებით: სიცხის დამწევი, ხველების საწინააღმდეგო, საინჰალაციო პრეპარატები.

ახლა, ანა-მარია ძალიან კარგად გრძნობს თავს, სწორედ თქვენი თანადგომის დამსახურებით, ყოველგვარი გართულებების გარეშე გამოკეთდა.

ანა-მარიას ძლიერი ემოციების გამოხატვის უნარი არ აქვს. მისი ღიმილი ნიშნავს იმას, რომ მშვიდად და კარგად გრძნობს თავს.

– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს?

ქეთევანი: ფასდაუდებელია, როდესაც საკუთარი შვილის მიმართ, სიყვარულს ხედავ. მე კი, დავინახე უსაზღვრო, გულისამაჩუყებელი სიყვარული, ყურადღება, თანაგრძნობა და სითბო. ხომ იცით, როგორ ამბობენ? „სანამ შეაფასებ სხვის ცხოვრებას, ჩაიცვი მისი ფეხსაცმელი და მისი გზა გაიარე.“ თქვენ კი ამის ნიჭი ნამდვილად გაქვთ, საუკეთესოები ხართ! თქვენ, ჩემი ფეხსაცმლით ჩემი გზა გაიარეთ, ჩემი მძიმედ დაავადებული გოგონა ხელით ატარეთ. ჩემსავით ცრემლები ღვარეთ და ჩემი ტკივილი გაითავისეთ.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში! ჯანმრთელობას, ბედნიერებას მუდამ დალოცვილები ყოფილიყავით უფლისგან!

– ჩვენ კვლავაც ერთად განვაგრძობთ ამ გზას, ქეთევან. თქვენს მიტოვებას არ ვაპირებთ. გვითხარით, რა გაწუხებთ და კიდევ რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

ქეთევანი: უკვე ცივა ჩვენს სახლში, ჩემი გოგონაც შეციებულია. მე კი, ვერ ვრთავ გაზის გამათბობელს, „კარმას“. ძალიან დიდი გადასახადი მოდის. ისედაც ქირის დავალიანება გვაქვს – 400 ლარი. ხან დროულად ვერ ვიხდი, ხან ვალებს ვიღებ, საშინელებაა. ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუკი ვინმეს სურვილი ექნება, რომ დაგვეხმაროს. ხშირად მეტირება, როდესაც ვოცნებობ, ერთი პატარა, მაგრამ საკუთარი ოთახი მაინც რომ გვქონდეს. სახელმწიფო ხომ, საკუთარი, თუნდაც ძალიან პატარა საცხოვრებელი ფართის გამოყოფის იმედსაც არ გვაძლევს…

მეგობრებო, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მძიმედ დაავადებული გოგონას, ანა-მარიას და მისი დედიკოს მიმართ მზრუნველობა გამოიჩინეთ. ჩვენი პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, ამ ოჯახის პრობლემები კი, გაგრძელდება ცხოვრების ბოლომდე. ანა-მარიას განკურნება ხომ, შეუძლებელია და მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩება. შეგიძლიათ, პამპერსით, პროდუქტით, მედიკამენტებით, საცხოვრებლის პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროთ მათ. თუკი არსებობს დაუსრულებელი პრობლემები, ხომ შეიძლება, სიკეთეც, დაუსრულებელი რომ იყოს… უფალმა დაგლოცოთ!

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: კოზმანაშვილების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 აგვ 17
ეტლი
920.00₾
2023 აგვ 30
პროდუქტები
227.90₾
2023 სექ 09
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1135.00₾
2023 სექ 20
სარეცხი მანქანა
675.00₾
2023 სექ 20
პროდუქტები
299.99₾
2023 სექ 20
მედიკამენტები
398.19₾
2023 ოქტ 06
პროდუქტები
299.81₾
2023 ოქტ 12
საწოლი
800.00₾
2023 ოქტ 14
მედიკამენტები
269.71₾
2023 ოქტ 14
მედიკამენტები
574.36₾
2023 ოქტ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1600.00₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
105.70₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
296.61₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
690.74₾
2023 დეკ 04
პროდუქტები
248.21₾
2023 დეკ 13
მედიკამენტები
214.01₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
150.00₾

სულ ხარჯები:

8905.23₾

დარჩა:

0.51₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.12.2023 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾8,905.74

760 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾8,905.74

760 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება