რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მხოლოდ დაობებული პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებოს ადამიანმა? ჩვენი შვილისთვის საკვები არ გვაქვს! ყველაზე საშინელი განსაცდელია იმის ყურება, შენი შვილი შიმშილისგან რომ ტირის!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოკვდება ჩემი შვილი? დაობებული პური ვაჭამე, არ მქონდა სხვა… ძალიან ვეცადე, მთლიანად მომეშორებინა ობი. პური ჩაიში დავალბე და ვაჭამე… თორემ ისე ტიროდა, ჩაბჟირებამდე, კინაღამ დაიხრჩო… ვაჭამე, ახლა კი მეშინია, რომ მოკვდეს?”
ბავშვს ჩაბღაუჭებული აქვს ხმელი პური. ვერ ღეჭავს, მაგრამ დედასაც არ აძლევს, წყალში რომ დაალბოს
ეს გახლავთ ახალგაზრდა გოგონას, ნათია ტოლიაშვილის სიტყვები, მისი შვილი ალექსანდრე შიმშილისგან ტირის და ერთი წუთითაც ვერ ჩუმდება. რამდენიმე დღეა ბავშვს არაფერი უჭამია და დედა ჩაის „აჭმევს“ კუჭის მოსატყუებლად… დიახ, არ მოგჩვენებიათ: ჩაი ერთადერთი „საჭმელია“ ამ ოჯახში. და კიდევ პური, რომლსაც ნათიამ ობი მოაშორა, საშინელი შესახედავი რომ აღარ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ სუნსა და გემოს არაფერი ეშველებოდა. მაგრამ, ბავშვი მაინც ხელს არ უშვებს და გამწარებული ჭამს. ეს მისთვის ერთადერთი გემრიელობა იქნება, სანამ სოციალური შემწეობის თანხა არ ჩაირიცხება. მერე დედამისი ფაფას აჭმევს რამდენიმე დღის განმავლობაში, მაკარონს მოუხარშავს, შესაძლოა კომბოსტოს და მწვანილის წვნიანის მომზადებაც კი მოახერხოს. მერე კი, ისევ პური და ჩაი ექნებათ საჭმელად… დედა კი უმღერებს, რომ რამდენიმე წუთით მაინც გადაატანინოს შვილის ყურადღება.
ნათია: წინა თვეში ჩემს შვილს ყელი სტკიოდა, სულ ჩირქიანი ჰქონდა. ექიმმა კი იმდენი წამლები დაგვინიშნა, ყველას ვერ გავწვდით. მხოლოდ ყველაზე აუცილებელი ვუყიდეთ და შემწეობის თანხაც ამოიწურა. ალექსანდრე კი ძალიან ხშირად ავადობს. სხვანაირად ვერც იქნება. ცარიელი პურით მყავს გაზრდილი.
“ჩემი მეუღლე ტირილს იწყებს, სიტყვა “დედა”-ს თუ მოჰკრა ყური“
– არავინ გეხმარებათ? საერთოდ როგორ ცხოვრობთ?
ნათია: არავინ გვეხმარება. ჩემი ქმარი ბავშვთა სახლშია გაზრდილი, მას არავინ ჰყავს ამ ქვეყნად. ჩვილი იყო, რომ მიატოვეს და არც კი იცის, რა არის მშობლების სითბო. სიტყვა „დედა“-ს თუ გაიგებს, ტირის. ბევრჯერ უთქვამს, რომ უბედნიერესი ადამიანი იქნებოდა, თუ უბრალოდ ეცოდინება, ვინ იყვნენ მისი მშობლები. მათი სახელებიც კი არ იცის. თითქოს, ყველამ პირი შეკრა და უმალავენ. მისთვის ოჯახი წმიდათა წმიდაა. იცით, როგორ ვუყვარვართ? დღედაღამ ფიზიკურად მუშაობს, პამპერსის და პურის ყიდვა რომ შეძლოს. მაგრამ სამუშაოც ყოველთვის არ არის და ამიტომაც ვშიმშილობთ.
“სამივეს ამ გატეხილ საწოლზე სძინავთ”
– და თქვენი მშობლები?
ნათია: დედა მყავს და ძმა, რომელიც ეტლს არის მიჯაჭვული. ცუდ დღეში არიან. ჩვენ ვერანაირად ვერ გვეხმარებიან, თავადაც ძლივს გააქვთ თავი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედაჩემთან ვცხოვრობდით, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი ოთახია. გაუსაძლისი იყო. ჩემს ძმასაც უჭირს მთელი დღე ბავშვის ტირილის მოსმენა. ასე რომ, ღმერთმა გამოგვიგზავნა ეს კეთილი ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნით ამ შენობაში შეგვიშვა საცხოვრებლად. ხანდახან, სრულიად უცნობი ადამიანები ჩვენთვის დიდ სიკეთეს აკეთებენ!
“საპირფარეშო ჰქვია ამ ნაგებობას. მაგრამ, ამაზეც ძალიან მადლობელი ვართ”
– კარგია, რომ ჭერი მაინც გაქვთ თავზე.
ნათია: ზუსტად. მხოლოდ ჭერი გვაქვს, სხვა არაფერი. არც საპირფარეშო, არც აბაზანა. ნახეთ, სად გვძინავს. სკამებიც კი არ გვაქვს. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ავეჯის გამო გაწუხებთ. საჭმელი და პამპერსი მჭირდება ჩემი შვილისთვის. სულ ეს არის! რამდენიმე თვის საკვების მარაგი მაინც რომ მქონდეს და შიმშილისგან არ იტიროს, უბედნიერესი ქალი ვიქნები.
ჩემი პურია, არავის მივცემ!
– ნათია თქვენ ჯერ ისეთი ახალგაზრდა ხართ! დედა რა ასაკში გახდით?
ნათია: არ თქვათ! 19 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე პანსიონატში რომ გავიცანი. ერთად ვსწავლობდით. ჩემზე შვიდი წლით უფროსია. ძალიან ვმეგობრობდით. როდესაც პირველად გავიგე მისი სევდიანი ისტორია, უფრო სწორად, თუ როგორ მიატოვეს მშობლებმა, ძალიან შემეცოდა. მინდოდა, ჩავხუტებოდი და არასდროს გამეშვა, რომ სითბო ეგრძნო. ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, მერე კი ოჯახიც შევქმენით. დედაჩემი თავიდან ძალიან წინააღმდეგი იყო. თქვა, რომ საკუთარ ცხოვრებას ვანგრევ. მაგრამ მერე დაინახა, რომ გიორგი შრომისმოყვარეა, რომ ოქროს ხელები აქვს და დაგვლოცა.
“არ მეგონა, რომ ოჯახური ცხოვრება იქნებოდა ამდენად რთული “
– ასე წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება?
ნათია: არა! ვფიქრობდი, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მეგონა, ოჯახს შევქმნიდი და ზღაპრულად ვიცხოვრებდი. მაგრამ, ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა. მარტო სიყვარულით ვერ იკვებება ადამიანი და ბავშვიც ვერ განიკურნება. ძალიან მინდოდა სტილისტად მემუშავა, ჩემი პატარა, მაგრამ ბედნიერებით აღსავსე კუთხე მქონოდა. მაგრამ, ჩემს ოცნებებს ახდენა არ ეწერა.
„როგორ შეიძლება ამ ანგელოზის შემხედვარე რამე ინანო? შეხედეთ, ულამაზესია, როდესაც არ ტირის!“
– ნანობთ?
ნათია: როდესაც შვილი რამდენიმე დღე მშიერი მყავს და საჭმელი არ მაქვს, როდესაც იძულებული ვარ დასვრილი პამპერსი ვრეცხო, ვფიქრობ ხანდახან, ხომ არ ვიჩქარე? მაგრამ მერე, გულში ვიკრავ ჩემს შვილს, ქმარს ვეხუტები და ვხვდები, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით ყველაფერს. ვოცნებობ, ალექსანდრეს საბავშვო ბაღში რომ მივიყვან, მაინც გავხდები სტილისტი და მუშაობასაც დავიწყებ. ქმარს მივეხმარები და აღარ გაგვიჭირდება ასე ძალიან. მაგრამ, ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებებია. იქამდე თავი როგორმე უნდა გავიტანოთ და ამიტომაც მოგმართეთ თქვენ.
„ასე შორს რატომ დამიდეთ პური? მინდა შევჭამო!“
– რით შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ?
ნათია: უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა კვება მჭირდება, ადამიანურად რომ ვაჭამო შვილს. მშვიდად რომ ვიყო და არ მეშინოდეს, რომ შიმშილით მომიკვდება. კიდევ პამპერსი გვჭირდება. საწოლი, ერთი სკამი მაინც რომ გვქონდეს. ახლა, სხვა არაფერი მახსენდება. მაცივარი ნორმალურად არ მუშაობს, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ ჩემმა შვილმა შიმშილისგან არ იტიროს და აღარ მომიწიოს, დაობებული პური რომ ვაჭამო.
სხვის გულის ტკივილის გაგება რთულია, თუ ერთხელ მაინც არ გამოგიცდია საკუთარ თავზე. მაგრამ, ღმერთმა ნუ ქნას, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ, რას აჭმევდით? ამაზე დაფიქრდით ერთი წუთით. როგორ შეხედვდით თქვენს პატარა ბიჭს ან გოგონას, შიმშილისგან რომ ტიროდეს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილები ჩაის სვამენ და მიირთმევენ სახლში ერთადერთ საჭმელს – ობიან პურს, თქვენ კი იძულებული ხართ, ეს ობი როგორმე ჩამოფხიკოთ. რამდენ ხანს შეიძლება, ადამიანმა გაუძლოს ასეთ ცხოვრებას?
ჩვენს შვილებს აქვთ შანსი, რომ გაიზარდონ ჯანმრთელი და ძლიერი ადამიანები, ჯანსაღი საკვები აქვთ. მაგრამ, რა დააშავა ათასობით ბავშვმა, ვისაც ბედნიერი ცხოვრების მცირე შანსიც კი არ გააჩნია?!
ნათიას და მისი შვილის, ალექსანდრეს ისტორია, ტკივილსა და ტანჯვაზე მოგვითხრობს. ნუ დავრჩებით გულგრილნი მათი ტკივილის მიმართ. ნათია და ალექსანდრე – უბრალოდ სახელები კი არ, ცოცხალი ადამიანების ბედია და ჩვენ შეგვიძლია მისი შეცვლა.
სახარებაში ნათქვამია: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.“ თქვენი დამსახურებით, ეს საშინელი ისტორია შეიძლება გახდეს იმედის, თანადგომისა და ახალი ცხოვრების დაწყების მაგალითი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი კრწანისი, (გიგანტის დასახლება).
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: სელეზნიოვების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მეგობრებო, გაუღიმეთ ამ საოცარ პატარა ბიჭუნას! მისი ცხოვრება ხომ, სწორედ თქვენი სიკეთის დამსახურებით შეიცვალა! გისურვებთ, თქვენი ცხოვრებაც ღიმილით აღსავსე იყოს!
ალექსანდრესთვის დადგა ბედნიერი ახალი წელი – მანდარინებითა და საჩუქრებით!
ოქროსქოჩრიან პატარა ანგელოზს, ალექსანდრეს, ფაფებისა და პამპერსის რეკლამირება შეეძლო, მაგრამ ამ დროს, არაადამიანურ პირობებში უწევდა ცხოვრება. პამპერსის ნაცვლად, მისი საბრალო დედა, ნათია, ტილოებს ხმარობდა, ფაფების ნაცვლად კი, ჩაიში დამბალ დაობებულ პურს აჭმევდა ბავშვს. საჭმლის ნარჩენებს კი, თაგვები ჰპარავდნენ მაცივრიდან. ბიჭუნას ავადმყოფობას ბოლო არ უჩანდა…
შიმშილისა და ტკივილის გამო, ალექსანდრე გაუჩერებლად ტიროდა!
ჩვენს მკითხველთაგან ათას ხუთასზე მეტმა ამ ახალგაზრდა ოჯახს დახმარება სასწრაფოდ გაუწია! თქვენ მათთვის ტომრებით მიგქონდათ პროდუქტი, პამპერსით ამარაგებდით, გაციების წამლებსა და სათამაშოებს აწვდიდით. ჩვენმა ალექსანდრემ ნორმალური საკვების მიღება დაიწყო და წონაშიც იმატებს. ახლა, საკმაოდ მძიმეა და ლოყებიც დაეტყო. პატარას თავადაც ძალიან მოსწონს ახალი ცხოვრება და მზესავით ბრწყინავს.
პატარას ძალიან მოსწონს ახალი ცხოვრება, მისი დედიკოც იცინის და ეთამაშება. ფაფებიც და სათამაშოებიც არ აკლიათ!
ნათია: უამრავი ოჯახი გვესტუმრა, მოგვიტანეს პამპერსი, საკვები პროდუქტი, სათამაშოები. დღემდე მირეკავენ და მეკითხებიან: „ბავშვი როგორ არის? რამე ხომ არ გჭირდებათ? კარგად ხართ?“ მკითხველებიდან ყველაზე მეტად დავუახლოვდი ნატალიას, ის თბილისში ცხოვრობს. ჩვენი ამბები იცის და ალექსანდრესთვის ნივთებსაც ხშირად გვაწვდის. კიდევ ერთი ჩვენი ახალი მეგობარია აჩი ვაშაყმაძე, ისიც თბილისში ცხოვრობს. როდესაც ალექსანდრემ თვალი მიარტყა და დაიზიანა, ქუთუთო გაუსივდა, ისე ვნერვიულობდი, აჩის ბავშვის სურათი გავუგზავნე. არც კი დაფიქრებულა, მაშინვე დაგვეხმარა. მკითხველებმაც ჩემზე არანაკლებ ინერვიულეს. წამლების საყიდელი თანხა შეგროვდა, უფლის წყალობით, თვალი მოურჩა ბავშვს.
ახლა, წამლებით სავსეა ჩემი აფთიაქი: ყელის, ცხვირის, საინჰალაციო ხსნარებით. სუსტი ყელი აქვს ალექსანდრეს. ოდნავი გაციებისას, მაშინვე ზომებს ვიღებ, რომ არ გაურთულდეს.
ჩემს მეუღლეს ფილტვების ანთება რომ ჰქონდა, მაშინაც გადაგვარჩინეთ. გამუდმებით ზრუნავთ ჩვენზე და ამისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!
ჩემს უნარშეზღუდულ ძმაზეც, ლევან ტოლიაშვილზეც ზრუნავთ, ცალკე პროექტი მიუძღვენით და დიდ ყურადღებასაც აქცევთ. ჩვენი ოჯახის ქომაგები და მფარველები ხართ, უზომოდ მიხარია, ჩვენს გვერდით რომ ხართ!
– საჩუქრებზე როგორი რეაქცია ჰქონდა ჩვენს პატარას? რა მოეწონა ყველაზე მეტად ჩვენ ბაჭიას?
გიორგი: ჩემი შვილი ასეთი ბედნიერი არასდროს მინახავს! სამბორბლიანი ველოსიპედი რომ მოუტანეთ, დახტოდა, კიოდა, იცინოდა. ემოციებისგან კინაღამ ავტირდი მეც. მე ხომ, ბავშვთა თავშესაფარში ვარ გაზრდილი, ბავშვობაში არასდროს მქონია და ამას მაინც ჰქონდეს. ვაიმე! როგორ უხარია კუბიკები და მანქანები, ცრემლებს ძლივს ვიკავებ ხოლმე. მადლობა, ხალხო!
დედა ველოსიპედს ატარებს, საშკა კი „აპიპინებს“!
ნათია: ადრე, ალექსანდრე მხოლოდ შორიდან უყურებდა, როგორ თამაშობდნენ სხვა ბავშვები. ახლა კი, მთელი დღე ველოსიპედზე დაჯდომას ცდილობს. თვითონ ჯერ ვერ ძრავს, მე ვატარებ, საჭეს მოვკიდებ ხელს და ვექაჩები. წივის, კივის, იცინის… ზღვა ემოციები აქვს!
ადრე საშკა მხოლოდ შორიდან უყურებდა, როგორ თამაშობდნენ სხვა ბავშვები. ახლა კი, უამრავი სათამაშო აქვს თავადაც!
– რა საყვარელი ჩასაკოცნი ლოყები აქვს! წონაშიც მომატებულია, არა?
ნათია: კი, უფლის წყალობით მოპუტკუნდა. 11 თვის ასაკში, ალექსანდრე 11 კილოგრამს იწონიდა და წონაში მატება შეწყვიტა, ძალიან ვდარდობდი ამის გამო. როგორ მეშინოდა, ღმერთო! ფონდმა გამოკვლევები დაგვიფინანსა, არ აღმოაჩნდა არავითარი სერიოზული პათოლოგია ან პრობლემა. ცუდი კვების ბრალი ყოფილა. გვითხრეს, რომ D და B ვიტამინების ნაკლებობა ჰქონდა.
როგორც კი, თქვენ დაიწყეთ მის კვებაზე ზრუნვა, მაშინვე წონასა და სიმაღლეში დაიწყო ზრდა. ახლა, ალექსანდრეს წონაა 13 კგ, სიმაღლე კი – 78 სმ. (შედარებისთვის ადრე, 70 სმ იყო მისი სიმაღლე.)
მაღაზიიდან ყოველთვე 300 ლარის პროდუქტი მომაქვს, ყველაფერი, რაც ჩემს ბიჭს სჭირდება.
შოკოლადის იოგურტისთვის დიდი კოვზი აქვს ალექსანდრეს!
– მოდით, ჩვენს მკითხველებსაც ვაჩვენოთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები რამდენად შეცვლილია.
გიორგი: ძველი მაცივარი ფერმის უფროსმა გვათხოვა, სადაც დროებით ვმუშაობ, დავუბრუნე. ახალი მაცივრიდან კი, საშკას საჭმელს ვეღარავინ მოიპარავს. ისე კარგად იკეტება კარი, რომ ცხვირსაც ვერ შეჰყოფს წრუწუნა. რომც შეძვრეს, მაშინვე მოკვდება, ისე ცივა და პროდუქტიც კარგად ინახება (იღიმის.)
ახალი მაცივრიდან წრუწუნები ვეღარ მოიპარავენ საშკას საჭმელს!
ნათია: პამპერსი არ მქონდა და ალექსანდრეს სველი და დასვრილი ტილოების რეცხვა მუდმივად ხელით მიწევდა. ახლა კი, პამპერსიც გვაქვს და სარეცხი მანქანაც. აღარ მრცხვენია ჩემი ხელების და აღარ ვმალავ. ადრე, სულ დასიებული და დამსკდარი მქონდა თითები (გვაჩვენებს.)
ნათია: „ადრე, ხელით ვრეცხავდი და თითებიც სულ დაწითლებული და დასივებული მქონდა. ახალი სარეცხი მანქანის დამსახურებით კი შემიძლია, ხელებიც და საკუთარი ძალებიც დავზოგო.“
აი, ეს კარტოფილის ღვეზელი დღეს გამოვაცხვე ახალ ღუმელში. უკვე სამი ცალი შეჭამა ალექსანდრემ. მკითხველებმა მომიტანეს ეს პროდუქტები: ბლომად ფქვილი, კარტოფილი, ხახვი და საფუარი. ახალი გაზქურის დახმარებით კი, ხაჭაპურს, ლობიანს და ღვეზელსაც ვაცხობ. ძველ ორკამფორიან ქურაზე კი, მხოლოდ ერთფეროვანი საჭმლის მომზადებას თუ მოვახერხებდი.
„ახლა, უკვე იმის განწყობაც მაქვს, ღვეზელი, ლობიანი, გუფთა რომ მოვამზადო…“
ადრე, სახლში სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველაფრის სურვილი გეკარგებოდა. ტანსაცმელი იატაკზე, პარკებში გველაგა, საწოლი გატეხილი, მაცივარში კი – თაგვები… ხშირად ვნერვიულობდი და ვტიროდი კიდეც.
ძალიან მიხარია, ამდენი ახალი ნივთი რომ შეემატა ჩვენს ოჯახს, ჩემი, ალექსანდრეს და გიორგის ცხოვრება რომ შეიცვალა. ახალი კარადა და ორადგილიანი საწოლიც მახარებს… რა მაგარია! ყველანი უფრო ხშირად ვიღიმით და ვიცინით კიდეც. ეს პრობლემები რომ არა, ჩვენს ბედნიერებას არაფერი უშლიდა ხელს. ჩვენ ხომ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ჩვენს ბიჭუნას ჩავიწვენთ ხოლმე შუაში, ახალ საწოლზე, ჩვენი უბედნიერესი საღამო ასე გამოიყურება!
მთელი ოჯახი ახალ საწოლზე ისვენებს საღამოობით
ნათია: „უფრო ხშირად ვიღიმით და ვიცინით ყველანი.“
გიორგი: „გაფრინდა, გაფრინდა!“
– წრუწუნები თუ მოიშორეთ, ნათია?
ნათია: ვაიმე, ბევრია კიდევ და ძალიან გვაწუხებენ. ვერ ვხვდები, როგორ მოვიშრო. სპეციალურ წებოს ვუსმევ ყველგან, მეუღლის უფროსმა მოგვცა.
– რას ეტყოდით ჩვენს მკითხველებს, ნათია?
ნათია: ყველას გკოცნით და გეხვევით, მადლობელი ვარ, შვილი რომ გადამირჩინეთ! ჩემი ოჯახის ბედნიერებისთვის, თქვენც ასევე გისურვებთ, სიხარული არ მოგაკლოთ ღმერთმა! ჩემს ძმაზე, ლევანზე ზრუნავთ, ღმერთს ვთხოვ, თქვენც ჯანმრთელობა რომ მოგცეთ. ბედნიერებისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს ეს ახალი წელი. ჩვენი პატარა ოჯახი გისურვებთ კეთილდღეობას! აყვავებას ვუსურვებთ მთელ საქართველოს! ძალიან გვიყვარხართ! ჩვენი უსაყვარლესი ადამიანები ხართ!
ახალი ეტლით სეირნობით გულს რომ იჯერებს, უკეთესად ეძინება საშკას.
– საუკეთესო სურვილებია, ნათია! ერთად უნდა ვეცადოთ, ჩვენი პატარა და ლამაზი ქვეყანა რომ ავაყვავოთ. აქვე გკითხავთ: ადგილობრივი ხელისუფლება თუ დაგეხმარათ რაიმე პრობლემის მოგვარებაში?
ნათია: მერიაში ბინასთან დაკავშირებით განცხადება გვაქვს შეტანილი. გვეუბნებიან: „განხილვაშია“. გული მიგრძნობს, პასუხს ტყუილად ველით. ვნახოთ, რა იქნება. შეშაზე კი, ადგილობრივ გამგეობაში გვითხრეს: „განცხადების დაწერას აზრი არ აქვს, აღარ გვაქვს ასეთი პროგრამა.“ ამიტომ, შეშის მოსატანად ტყეში გვიწევდა სიარული მე და გიორგის. დატანჯულები ვიყავით ყოველდღე ძებნით და დაჭრით… და სწორედ ამ დროს, თქვენგან საჩუქრად გაზის გამათბობელი მივიღეთ!
– ნათია, კიდევ რა საკითხების მოგვარებაში გჭირდებათ დახმარება?
ნათია: თუ შეიძლება, პატარა დასაკეცი მაგიდა და რამდენიმე სკამი რომ გთხოვოთ? საწოლზე ვსხედვართ და ისე ვჭამთ ხოლმე. კიდევ, ფაფები ჩემი შვილისთვის? ასეთი გულისხმიერებისთვის უდიდეს მადლობას გიხდით!
დედიკოსთვის დადგა სერიალის ყურების დრო. ამ ოჯახის უღიმღამო ცხოვრებაში ოდნავი კომფორტი გაჩნდა – გამათბობელი და ტელევიზორი.
ამ ახალგაზრდა ოჯახს, საკუთარი ჭერი არ გააჩნია. ეს ქოხიც, კრწანისში, დროებითი თავშესაფარია, სანამ გიორგი მწყემსად მუშაობს. მაგრამ, მათი სიყვარული სიცივესა და შიმშილზე ძლიერია. მოდით, დავეხმაროთ მათ პროდუქტითა და ტანსაცმლით, რათა გადარჩნენ. რათა გადარჩეს ჩვენი გენოფონდი და აყვავდეს საქართველო!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
სულ ხარჯები:
15158.35₾დარჩა:
9115.19₾