რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ორსულობის პერიოდში მაიას ფეხები წაერთვა. ულამაზესი ბიჭუნა გააჩინა, საბა, თავად კი სიარული ვეღარ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის ანთება იყო მიზეზი. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საბა იზრდებოდა, მე კი დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემეძლო, — ამბობს მაია. — ფეხზე წინდასაც კი ვერ ვისწორებდი. წამოდგომა არ შემეძლო, არც საპირფარეშომდე მისვლა. უბრალოდ, ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი. კაპიკია ასეთი სიცოცხლის ფასი!“ გაჩვენებთ, რა შედეგი მოიტანა გამოკვლევებმა და მკურნალობამ, რომელიც მაიამ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად. მაიას ყავარჯნების მეშვეობით შეუძლია სიარული, ვარჯიში, მარტივი საქმის კეთება სახლში. მაია გათავისუფლდა შავბნელი პესიმიზმისგან და სჯერა, რომ შეძლებს, შვილი ბაღში თავად წაიყვანოს! მკურნალობის შედეგად მაიამ ბევრს მიაღწია. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ, გაამხნევეთ და პრობლემის წარმატებულად გადაჭრის შესაძლებლობაში დაარწმუნეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა და მას კვლავაც სჭირდება თქვენი დახმარება. მაიას არ აქვს იმის საშუალება, რომ აჭამოს და ჩააცვას თავის პატარა შვილს. საწოლების გარდა, სახლში ავეჯი არ დგას, არ არის კომფორტული საცხოვრებელი პირობები. შენც შეუერთდი პროექტის მუდმივ მხარდამჭერებს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მძიმედ დაავადებული მაიასთვს სიკვდილი იქნებოდა ყველაზე მარტივი გამოსავალი, მაგრამ უდიდესი დარტყმა, მისი პატარა შვილისთვის.
როდესაც მაია ორსულად იყო და ამ ანგელოზს ელოდებოდა, ფეხები წაერთვა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ მშობიარობას ვერ გადაიტანდა. მაგრამ მაიამ გადაწყვიტა, თუ მაინც სიკვდილი უწერია, აჯობებს თვითონ მოკვდეს, ვიდრე მოკლას შვილი, რომელიც ჯერ არ დაბადებულა.თავად ცოცხალი გადარჩა და ულამაზეს საბასაც აჩუქა სიცოცხლე. მაგრამ, ბავშვის შენარჩუნების გადაწყვეტილებამ, მისი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქცია. უკვე სამი წელია, ის გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება, რომლის გამოც, ხანდახან ფეხზეც ვერ დგება. მხოლოდ შვილის მოფერებით დაძახებული „დედიკო“ აცოცხლებს.
ის მხოლოდ საბასთვის ცოცხლობს. იტანჯება, ტირის, მაგრამ ცოცხლობს!
„მკურნალობის, ყველა გამოწერილი მედიკამენტის მიღების, პროცედურების ჩატარების საშუალება რომ მქონოდა, ასეთ დღეში არ ვიქნებოდი და სხვებისთვის ხელებში ყურება არ მომიწევდა,“ – ამბობს მაია და ცრემლები ახრჩობს.
– მაია, ეს ტკივილები როდის დაგეწყოთ?
მაია: დედაჩემი ამბობს, რომ პოლიკლინიკაში წაყვანაც კი არასდროს დამჭირვებია. რამე სერიოზული კი არა, ბავშვობაში გაციებაც არ ვიცოდი რა იყო. სკოლაშიც, სხვებს გრიპი ჰქონდათ, ყელი სტკიოდათ და მე ერთი დღეც კი არ გამიცდენია. ახლა კი, ამინაზღაურდა მთელი ჩემი ცხოვრების „ჯანმრთელი“ წლების სამაგიეროდ ვარ ავად. ორსულად რომ ვიყავი, ფეხები ამტკივდა. სიარული ვეღარ შევძელი, ფეხები მეკვეთებოდა, საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ასეთი შეტევები სულ უფრო ხშირად მეორდებოდა და საბოლოოდ, ფეხზე დგომა ვეღარ შევძელი. ექიმებმა მითხრეს, რომ ძალიან სახიფათო იყო მშობიარობა, რომ შეიძლებოდა დავღუპულიყავი. სწორედ ასეთ უმძიმეს მომენტში, მეუღლემ მიმატოვა… არ მკითხოთ, რატომ – არ ვიცი. ალბათ, ავადმყოფ ქალთან ერთად ცხოვრება არ მოისურვა. დავრჩი მარტო, პატარა შვილთან ერთად. დედაჩემი რომ არა, ალბათ, უკვე დიდი ხნის დახოცილებიც ვიქნებოდით. ფაქტობრივად, მან ჩემი შვილიც გაზარდა და მეც მივლის.
„ვერასდროს დავიჯერებდი, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ოდესმე მაწანწალას რომ დავემსგავსებოდი“
– უფალმა გააძლიეროს!
მაია: ის მხოლოდ ჩემი კი არა, ჩემი ძმის, მისი შვილის და დისშვილის – 30 წლის მარიამის მფარველი ანგელოზია. მარიამი ობოლია. არ ჰყავს ნათესავები ჩვენს გარდა, დედაჩემი კი პატრონობს. მარიამიც ავად არის, განუვითარებელი კიდურები აქვს და გონებრივად ჩამორჩენილია.
„ბავშვებს მუდმივად სჭირდებათ ყურადღება, მე კი ჩემი ავადმყოფობით ვუმატებ საზრუნავს. საერთოდ ვერ ვხვდები როგორ უძლებს დედაჩემი ამ ყველაფერს“
– რა არის თქვენი საარსებო წყარო, მაია?
მაია: დედაჩემს საჭმელი მოაქვს უფასო სასადილოდან, სოციალური შემწეობის ჩარიცხვა კი, სახელმწიფომ გადაწყვიტა შეეჩერებინა. არ ვიცი, რისთვის ვისჯებით ასე. მე ვერ გავარკვიე. იქნებ, თქვენ მოახერხოთ? მე ხომ, სახლიდან ვერ გავდივარ, დედა კი საათობით ვერ დადგება რიგებში და შემწეობის გამო ვერ იმათხოვრებს.
საქართველოში ავადმყოფობა სასჯელს ნიშნავს! წამლები ძალიან ძვირია, ექიმთან მისვლა მაგაზე ძვირი, საავადმყოფოში ტაქსით რომ წახვიდე, უნდა იყო მილიონერი. ასეთ მდგომარეობაში მე ავტობუსში ვერაფრით ავალ. ან ვინ ამიშვებს საერთოდ? კათეტერი მიდგას.
„შარდის კათეტერი უნდა გამოიცვალოს ორ კვირაში ერთხელ. მე ამის საშუალება არ მაქვს, უკვე ორი თვეა არ შემიცვლია. მეშინია, არ დალპეს“
– პენსიას რამდენს იღებთ?
მაია: ვერ ვიღებ. როგორც ჩანს არ ვარ „საკმარისად ავადმყოფი“. კომისია ვერ გავიარე, პოლიკლინიკებშიც არეულობაა. არც ფული მაქვს, არც ძალა. ყველგან მიყვირიან, მე კი ისე სწრაფად ვეღარ ვაზროვნებ, როგორც ადრე. არავის ვწყევლი, მაგრამ ყველას ჯვარი ეწეროს, ვინმეს რომ სტკიოდეს ისე, როგორც მე მტკივა, სრულ ჭკუაზე თუ იქნებოდა? ისინი კი მიყვირიან, რაღაცას რომ ვერ გავიგებ. ექიმებიც და „სოციალურებიც“.
– მაია, ამჟამად რა გჭირდებათ იმისთვის, თავი ცოტათი მაინც უკეთ რომ იგრძნოთ?
მაია: ძალიან მჭირდება გამოკვლევები. ასევე სამკურნალოდ და მედიკამენტების შესაძენად სახსრები მჭირდება. კიდევ, პროდუქტი. ძალიან ბევრი რამ მჭირდება. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩავიტარო მრტ კვლევა, რათა გავიგო, როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. იქნებ მოახერხოთ პენსიისა და სოციალური შემწეობის საკითხის მოგვარება? ეს თანხა რომ ავიღო, ბავშვი მაინც აღარ მეყოლება მშიერი!
„მაიას სულაც არ სჭირდება ბევრი, ისეთივე რომ გახდეს, როგორიც უწინ იყო. შესაძლოა ვეღარ შეძლოს ხტუნვა და სირბილი, მაგრამ ნამდვილად შეძლებს სიარულს და ადამიანურად ცხოვრებას.“
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია?
მაია: ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, და ასევე იმას, რომ თანაგრძნობა გამოიჩინონ ავადმყოფების მიმართ. როდესაც ჯანმრთელი ვიყავი, მეც ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავს ტკივილის მოთმენა. როდესაც მუდმივად გტკივა, ადამიანი კი ისეთი უსუსურია, რომ ერთი უხეში სიტყვაც კი გულს სტკენს. როდესაც მეუბნებიან: „ადექი, მოითმინე, მარტო შენ კი არ ხარ ასე“, ტირილს ვიწყებ. მე ხომ, არ ამირჩევია ასეთი ხვედრი?! განა ჩემი ბრალია, ასეთ დღეში რომ ჩავვარდი და აღარაფერი შემიძლია?
„მხოლოდ საბა აკავებს თავის დედიკოს ამ ქვეყნად. მაგრამ დიდხანს ვერ შეძლებს, ის ხომ, ჯერ პატარაა!“
უფალმა გამოგვიგზავნა მაია, რათა ვიზრუნოთ მასზე. იქნებ იმ სიკეთემ და გულისხმიერებამ რომელსაც მის მიმართ გამოვიჩენთ, შეიძლება ჩვენც გადაგვარჩინოს? მას ხორციელად გადავარჩენთ, საკუთარ თავს კი, სულიერად! თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი წვლილის შეტანა და იმ ადამიანების დახმარება, ვისაც სჭირდება თანადგომა და მზრუნველობა. როდესაც სიკეთეს ვუკეთებთ სხვებს, ვუახლოვდებით უფალს და ამ სამყაროს ყველასთვის უკეთესს ვხდით. მაიას სჭირდება სახსრები სამკურნალოდ, პროდუქტი და პამპერსი.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიკეთის კეთებით ჩვენ არა მხოლოდ სხვის, არამედ საკუთარი სულის გადარჩენაც შეგვიძლია. მოდით, ეს სამყარო უკეთესობისკენ ერთად შევცვალოთ, მაიას ისტორია კი გახდება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ მზრუნველობას და თანადგომას შეუძლია ამ სამყაროს შეცვლა.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, კუპრაძის ქ. 72, კორპუსი 26, მე-2 სადარბაზო, მე-3 სართული, ბინა 301.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
„რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. თქვენ კი ნელ–ნელა დამიბრუნეთ სიცოცხლის წყურვილი“
ორსულობის პერიოდში მაიას ფეხები წაერთვა. ულამაზესი ბიჭუნა გააჩინა, საბა, თავად კი სიარული ვეღარ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის ანთება იყო მიზეზი. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საბა იზრდებოდა, მე კი დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემეძლო, — ამბობს მაია. — ფეხზე წინდასაც კი ვერ ვისწორებდი. წამოდგომა არ შემეძლო, არც საპირფარეშომდე მისვლა. უბრალოდ, ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი. კაპიკია ასეთი სიცოცხლის ფასი!“
გაჩვენებთ, რა შედეგი მოიტანა გამოკვლევებმა და მკურნალობამ, რომელიც მაიამ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად. მაიას ყავარჯნების მეშვეობით შეუძლია სიარული, ვარჯიში, მარტივი საქმის კეთება სახლში. მაია გათავისუფლდა შავბნელი პესიმიზმისგან და სჯერა, რომ შეძლებს, შვილი ბაღში თავად წაიყვანოს!
მაია: „მინდა, დამოუკიდებლად ვაკეთო ყველაფერი! ცხოვრების ინტერესი დამიბრუნდა! ისეთი კარგია, ისეთი ტკბილია სიარული!“
საბა: „ჩემი დედიკო ბევრს ივარჯიშებს და საბავშვო მოედანზე წამიყვანს ხოლმე! ბაღშიც წამიყვანს!“
— მაია, სპეციალურად გესტუმრეთ დილით, რომ მენახა, როგორ იწყება თქვენი დღე.
მაია: ერთი სული მაქვს ხოლმე, როდის გათენდება, რომ ვივარჯიშო, ნევროლოგი მავალებს, ვარჯიშები სახლშიც გავაკეთო. მინდა, დამოუკიდებლად ვაკეთო ყველაფერი: საწოლიდან ავდგე, ჩავიცვა, ოთახი ცოტათი მოვაწესრიგო და რამე საჭმელი მოვუმზადო ჩემს შვილს. 15-20 წუთის განმავლობაში შემიძლია ფეხზე დგომა, მერე უნდა შევისვენო. ცალი ხელით ყავარჯენს ვეყრდნობი და შემიძლია, ოთახი გამოვხვეტო, აი, ასე (მაჩვენებს), კვერცხი შევუწვა ჩემს ბიჭს, პური დავჭრა, მაგიდა გადავწმინდო ან ჭურჭელი დავრეცხო. იმასთან, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი შარშან და შარშანწინ, რა შედარებაა! მაშინ არაფერი შემეძლო და არც არაფრის კეთების სურვილი მქონდა. სასოწარკვეთილი ვიყავი, უხასიათოდ, არ მაინტერესებდა არცერთი დღესასწაული. ახალი წელი, აღდგომა, ყველაფერმა გვერდით ჩამიარა…
მაია: „შემიძლია პური დავჭრა და არ შემეშინდეს, რომ მუხლები მომეკეცება და წავიქცევი“
„იმდენად თავდაჯერებული ვარ უკვე, რომ ხახვის გაფცქვნაც შემიძლია“
„ცალი ხელით ყავარჯენს ვეყრდნობი და ისე ვხვეტავ“
მიზანიც დავისახე — ყველანაირი ვარჯიში გავაკეთო, რაც კი არსებობს, რომ ნორმალურად სიარული შევძლო. მით უმეტეს, რომ უკვე გამომდის კიდეც. სიცოცხლის დავიწყებული გემო გავიხსენე, ჩათვალეთ, ხელახლა დავიბადე.
ექიმმა საშინაო დავალება მისცა: ბუქნები, წარმოსახვითი დაბრკოლებების გადალახვა და სხვა. მაიას შესანიშნავად გამოსდის ეს ყველაფერი!
საბა (4 წლის): ჩემი დედიკო ვარჯიშობს, რომ საბავშვო მოედანზე ერთად წავიდეთ. იქ ბავშვები არიან ყოველდღე. მესმის ხოლმე, როგორ თამაშობენ და მხიარულობენ. მეც მინდა მათთან ერთად. დღეს წამიყვან, დე? უკვე კარგად ივარჯიშე?
მაია (შვილს კოცნის): ხედავთ, რამხელა სტიმული მაქვს?! ჩემი ბიჭი მელოდება, ძალიან მთხოვს, იმედი აქვს. ჩერნოვეცკის ფონდს 1 500 ლარის ღირებულების წამლები რომ არ ეყიდა ჩემთვის, თავის ტვინისა და ხერხემლის ტომოგრაფია, ფეხის დოპლერის (ულტრაბგერითი კვლევა – რედ.), სხვადასხვა ანალიზის საფასური რომ არ გადაეხადა და არ შეთანხმებულიყო ექიმ–ნევროლოგთან, არავითარი პროგრესი არ მექნებოდა! შესაძლოა, უფრო დამძიმებულიყო კიდეც ჩემი მდგომარეობა.
ფონდმა იზრუნა და ყველაფერს ორგანიზება გაუწია, ჯანდაცვამ რეაბილიტაციის საფასური გადაიხადა. მე ხომ კლინიკაში წასასვლელად სამგზავრო ფულიც კი არ მქონდა, ჩერნოვეცკის ფონდი ჩემს გადაადგილებაზეც ზრუნავს, ტაქსით ვმგზავრობ. ეს ყავარჯნებიც ფონდისგან მივიღე. უკვე რამდენი ხანია, ფონდის მეგობრები მეხმარებიან!
ახლა მაიას დამოუკიდებლად შეუძლია კიბეზე ასვლა!
ეს მხოლოდ რეპეტიცია გახლავთ, სავარჯიშო — კიბის ერთ აყოლებაზე ასვლა. მაგრამ ჩვენ ხომ შევძლებთ, რომ უწინდებურად სიარული ვასწავლოთ მაიას? ჩვენ ხომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ?!
საბა: ეს დიდი ყუთიც გვაჩუქეს. მაგრამ შიგნით რა დევს? როგორია? როგორ გამოვიყენოთ?
მაია: საბუნა, ეს გაზქურაა. დედა და ბებო გამოგიცხობენ ნამცხვარს, ხაჭაპურს… გააჩნია, სახლში რა პროდუქტი გვექნება.
საბა: მაშინ გახსენი, ჩქარა, ხაჭაპური მინდა! მე თვითონ გავხსნი! (მუყაო გადასწია.) შიგნით ხაჭაპური ვერ ვნახე. სად არის?
საბა: „აქ რაღაც წიგნი ვიპოვე. ხაჭაპური სად არის?”
მაია: საბუნა, ყველაფერს მოგიმზადებთ, მოითმინე (იღიმის). ძველი ორკამფორიანი ქურა რომ მახსენდება… გაზი ჟონავდა, ქრებოდა კიდეც… მადლობა ფონდის მეგობრებს გულუხვი საჩუქრისთვის, ძალიან დროული იყო. დედაჩემი განსაკუთრებით იტანჯებოდა, საჭმელს ხომ ის ამზადებს. ასევე ძალიან გაგვიხარდა ახალი მაცივარი, უფრო ეკონომიურად ვხმარობთ პროდუქტებს და საჭმელიც არ ფუჭდება.
მაია: „თქვენ გვაჩუქეთ ჩემი ცარიელი სახლისთვის პირველი ტექნიკა. ახლა სარეცხ მანქანას, რომელიც ადრე მოგვიტანეთ, გაზქურა და მაცივარიც შეემატა. დიდი მადლობა!”
— კიდევ ბევრი რამ გჭირდებათ. ამჟამად რა არის ჩვენი საზრუნავი?
მაია: ვიმუშავებდი, ყველაფერს თავად შევიძენდი და არ შევაწუხებდი ხალხს. მაგრამ ჩემი დაავადება ამის საშუალებას არ მაძლევს და სიხარულით ვიღებ დახმარებას. ავეჯი არ გვაქვს, დიდ კარადასა და სკამებზე ვოცნებობ. სავარძელს ან დივანს გთხოვთ, თუნდაც, არ იყოს ახალი, არ ვარ პრეტენზიული, მაგრამ ისეთი, კომფორტულად დაჯდომა რომ შეიძლებოდეს. სკამზე დიდხანს ჯდომა რთულია, თანაც კათეტერით… ძალიან დროულად დაგვეხმარეთ პროდუქტებით. საბაზე ვდარდობ, რადგან საკმარისი საჭმელი არ აქვს.
— მაია, არის თუ არა სამომავალოდ იმის შესაძლებლობა, რომ კათეტერი აღარ დაგჭირდეთ?
მაია: შესაძლოა, ასეთი დღეც დადგეს. ნახეთ, რამხელა წინსვლა მაქვს. მაგრამ, როდის მოიხსნება, ექიმის გადასაწყვეტია. კონსულტაცია, ანალიზები, მედიკამენტები, ნემსები მჭირდება ამისათვის — ზოგადად ის ყველაფერი, რის საშუალებაც მე თვითონ არ მაქვს. ისევ და ისევ, თქვენ თუ გამიშვებთ იქ, სიხარულით დაგიჯერებთ და ყველაფერს გავაკეთებ.
ახლა უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ თავს! ავადმყოფობის გამო ყველაფრის მიმართ გულგრილი გავხდი. იმის იმედიც არ მქონდა, რომ ოდესმე შევძლებდი სიარულს. ტაქსით პირველად რომ წავედი ექიმთან, თვალებს ვხუჭავდი, რომ ფანჯრიდან არ დამენახა ის ქუჩები, სადაც საკუთარი ფეხით სიარული შემეძლო ადრე. გაუსაძლისი ტკივილია, მტერს არ ვუსურვებ! მაგრამ ნელ–ნელა იმედი დამიბრუნდა.
სწორედ ფონდის მეგობრებმა დამიბრუნეს სიცოცხლის ხალისი, ყველანაირად მიდგანან მხარში! მხარში მაშინ ამომიდგნენ, როდესაც ერთი მეგობარიც კი არ დარჩა ჩემ ირგვლივ, მეუღლემ მიმატოვა… შინაგანად უფრო მშვიდი გავხდი, რომ დავდივარ, თუნდაც ყავარჯნებით. ბედნიერების შეგრძნება არ მტოვებს, არცერთი წუთით, არცერთი დღით… ისეთი კარგია სიარული, ისეთი ტკბილი! ამ შანსისთვის მადლობელი ვარ თქვენი! სიხარულს, წარმატებებს, ბედნიერებას ვუსურვებ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს, მთელი ჩემი მადლიერებით აღსავსე გულით!
მკურნალობის შედეგად მაიამ ბევრს მიაღწია. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ, გაამხნევეთ და პრობლემის წარმატებულად გადაჭრის შესაძლებლობაში დაარწმუნეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა და მას კვლავაც სჭირდება თქვენი დახმარება. მაიას არ აქვს იმის საშუალება, რომ აჭამოს და ჩააცვას თავის პატარა შვილს. საწოლების გარდა, სახლში ავეჯი არ დგას, არ არის კომფორტული საცხოვრებელი პირობები. შენც შეუერთდი პროექტის მუდმივ მხარდამჭერებს!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა იმისა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
კორ: მედეა
სულ ხარჯები:
4580.98₾დარჩა:
741.55₾