ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

შემდეგი გაჩერება – ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის!

calendar სექტემბერი 6, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

21-ე საუკუნის საქართველოში, როგორც შორეულ წარსულში, ზოგიერთმა ბავშვმა, აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ადამიანებივით უნდა იბრძოლოს ლუკმა პურისთვის. ჩვენი დღევანდელი გმირები გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც იზრდება შვიდი ბავშვი, მოზარდით დაწყებული, ჩვილით დამთავრებული. ისინი შიმშილობენ და იძულებულები არიან, თვითნებურად დაკავებულ შენობაში, კარ-ფანჯრისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე იცხოვრონ.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

შემდეგი გაჩერება – ბავშვების შიმშილითა დ სიცივით სიკვდილი! მრავალშვილიანი ოჯახი საქონლის ფერმებსა და დანგრეულ, მიტოვებულ შენობებს აფარებს თავს და ეს მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 21-ე საუკუნის საქართველოში, როგორც შორეულ წარსულში, ზოგიერთმა ბავშვმა, აფრიკის ჯუნგლებში მობინადრე ადამიანებივით უნდა იბრძოლოს ლუკმა პურისთვის. ჩვენი დღევანდელი გმირები გახლავთ მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც იზრდება შვიდი ბავშვი, მოზარდით დაწყებული, ჩვილით დამთავრებული. ისინი შიმშილობენ და იძულებულები არიან, თვითნებურად დაკავებულ შენობაში, კარ-ფანჯრისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე იცხოვრონ.

 ლია: წინა წელს, საქონლის ფერმას შევაფარეთ თავი და ზამთარი ასე გადავაგორეთ. იცით, იქ უკეთესი პირობებია და ბავშვები, ასეა თუ ისე, სითბოში მყავდა. საპირფარეშოც იყო. თავზარი მეცემა, როდესაც ვფიქრობ, რომ მალე ისევ სიცივეები დადგება. ამჯერად, ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ!

ფანჯრებში მინები არ არის ჩასმული. ბავშვებს შიმშილი თუ არა, სიცივე მოკლავთ. როგორ მოგწონთ ასეთი არჩევანი?

– რას ამბობთ, ლია? საქონლის ფერმაში როგორ აღმოჩნდით?

ლია: ჩემი მეუღლე მწყემსად მუშაობს, ამით შოულობს ლუკმა- პურს. მაგრამ, შვიდი ბავშვის გამოკვება ძალიან რთულია. ამიტომ, მე და ჩემს შვილებს ზამთრის იქ გატარების უფლება მოგვცეს. სივიწროვეა, მაგრამ სითბო მაინც იყო.

ეს სახლი არ არის დაბომბილი. აქ შვიდი ბავშვი ცხოვრობს, მშვიდობიან დროს

– და რანაირად ცხოვრობთ ამ შენობაში? ალბათ, აქ ცხოვრება ზაფხულშიც არ არის მარტივი?

ლია: არ თქვათ. აქ, ექვსი წლის წინ გადმოვედით საცხოვრებლად. თვითნებურად დავიკავეთ ეს შენობა. უსახლკაროდ დარჩენილებს, არჩევანის უფლება ვინ მოგვცა? რაც მთავარია, კედლები არის და სახურავი. ეს შენობა თავიდანვე დაბომბილს ჰგავდა, არაფერი შეცვლილა მას შემდეგ. მდგომარეობა უარესდება. ბავშვები იზრდებიან, ავეჯი ფუჭდება, კედლები იშლება! მთავრობას ვეხვეწებით, ეს გაუბედურებული ბინა მაინც რომ გადმოგვცენ საკუთრებაში, მაგრამ ჯერჯერობით, არაფერი გამოდის. ან როგორ უნდა შევაკეთოთ? საჭმლის ყიდვის საშუალებაც კი არ გვაქვს.

აი ეს გაურკვეველი ნივთიერება, არის სადილი შვიდი ბავშვისთვის. ალბათ, ყველაზე საშიში ბოროტმოქმედებიც კი უკეთეს საკვებს აძლევენ თავიანთ მძევლებს, ვიდრე სახელმწიფო ამ ბავშვებს

– რით იკვებებით? როგორ ცხოვრობთ? ალბათ, შვიდი ბავშვისთვის საჭმლის მომზადება, თანაც ასეთ პირობებში, ძალიან რთულია?

ლია: სოციალური სასადილოდან მოტანილი საჭმელი ძალიან გვშველის. მაგრამ, ისიც არ არის ყველასთვის საკმარისი. ასე გვითხრეს: „დაელოდეთ, ვინმე რომ მოკვდება, მაშინ დადგება თქვენი ჯერი.“ წარმოიდგინეთ, როგორია, ელოდო ვინმეს სიკვდილს, შენი შვილები შიმშილით რომ არ დაიხოცონ? აი, ნახეთ, ჩვენი დღევანდელი ულუფა ეს არის. რაღაც გაურკვეველი სითხე, ბრინჯისგან და ლობიოსგან მომზადებული. ეს როგორ უნდა ჭამო? როგორ უნდა აჭამო ბავშვებს? მაგრამ, როდესაც სახლში პურიც კი არ გვაქვს, ბავშები იჯღანებიან, მაგრამ ჭამენ.

 „მეზობელმა ერთი ცალი პომიდორი მაჩუქა. ვერ გადამიწყვეტია, მარტომ ვჭამო თუ გავუნაწილო ყველას?“

– ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით, ლია?

ლია: პირველ მეუღლესთან ერთად რომ ვცხოვრობდი, უარეს დღეში ვიყავი. მანუჩართან ერთად კი, ბევრად უკეთესია ჩვენი ცხოვრება. ის ზრუნავს ჩვენზე, არ სვამს, არ გვცემს, რასაც იშოვნის, ოჯახში მოაქვს.

ეს ულამაზესი ბავშვები ყოველი ლუკმა პურისთვის იბრძვიან

 – როდის დაშორდით პირველ მეუღლეს? დიდხანს ცხოვრობდით მასთან ერთად?

 ლია: არ მგონია, ვინმეს აინტერესებდეს მაგრამ, რადგან იკითხეთ, გეტყვით. პირველად ძალიან ადრე გავთხოვდი. 19 წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე კი – 38-ის! წესიერად არც ვიცნობდი.

 – თქვენი მშობლები არ იყვნენ წინააღმდეგი?

 ლია: არა, რას ამბობთ, პირიქით! ექვსი შვილი ვყავდით და ძალიან გვიჭირდა. ალბათ ეგონათ, რომ უფროს მამაკაცთან ერთად უკეთესი ცხოვრება მელოდებოდა. ან შესაძლოა, უბრალოდ  ჩემი სახლიდან წასვლა უნდოდათ. თავიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში, არ გვიჭირდა ასე ძალიან. ნორმალურად მიმაჩნდა ჩხუბი და ყვირილი. მეგონა, ყველა ცხოვრობდა ასე. მაგრამ, წლები გადიოდა და მდგომარეობაც სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ბოლოს დალევა დაიწყო, ძალადობდა კიდევაც ჩემზე. სამი წლის წინ კი, გადავწყვიტე, რომ მარტოობა ჯობდა ტირანთან ერთად ცხოვრებას. სწორედ ამ დროს, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მანუჩარი. მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ოჯახი სიყვარულს ნიშნავს. ჩვენი ულამაზესი ანა კი, ნაყოფია ამ სიყვარულის.

„მხოლოდ ლოცვით მოვედით დღემდე, მხოლოდ უფლის რწმენით ვსულდგმულობთ“

– ესე იგი, პირველი ქორწინებიდან ექვსი შვილი გყავთ.

ლია: დიახ, ასეა. ძალიან კარგი ბავშვები არიან. ნებისმიერ დედას შეშურდებოდა ჩემი. ერთმანეთზე ზრუნავენ. მეტ-ნაკლებად ჯანმრთელია ყველა. მხოლოდ ყველაზე უფროსს, ლუკას არ გაუმართლა, ცერებრული დამბლა აქვს. მაგრამ, უფლის წყალობით, მძიმე ფორმაში არა. სიარული შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ სხეულის მარჯვენა მხარე არ ემორჩილება. ნათელი გონება აქვს, ლაპარაკობს. ძალიან კარგი ბიჭი მყავს.

 „დამცინიან… ყველაფერი რაც მაცვია, ძველია და დახეული“

მარიამი (11 წლის): ანა სანამ დაიბადებოდა, ერთადერთი გოგო ვიყავი. ჩემი ძმები კი, არასდროს მაბრაზებენ.

– ერთმანეთსაც არ აბრაზებენ?

მარიამი: რატომ უნდა გააბრაზონ ერთმანეთი? ბავშვები რის გამო ჩხუბობენ, ხოლმე? ერთმანეთს სათამაშოებს რომ არ აძლევენ, ან მულტფილმების ყურებაში უშლიან ხელს. ჩვენ კი, არც სათამაშოები გვაქვს, არც ტელევიზორი, არც პლანშეტი. ბიჭებს ერთ საწოლზე სძინავთ. ყველას ერთად. მე და ანას კი – დედასთან ერთად.

 „ერთ საწოლზე არ ვეტევით, უფროსი ძმები კი ძილში გვირტყამენ“

– აქ როგორ ეტევით, ბავშვებო?

გიორგი (6 წლის): ლუკა, ნიკა და ნიკოლოზი იმხელები არიან, ხანდახან გვირტყამენ ძილში. მე და დათუნა ვართ ყველაზე პატარები. ძალიან მინდა, ჩვენ ორს საკუთარი საწოლი გვქონდეს. პირობას გაძლევთ, ორივე დავეტევით და არავის შევაწუხებთ!

 „ამ პურის ნაჭერს დილიდან ვინახავ, ძილის წინ გემრიელად რომ ვჭამო. თორემ, ცარიელი კუჭი არ მაძინებს“

დათუნა (5 წლის): ა მიდა საწოლი. ტევევიზორი მიდა მულტფილმებით. კიდე ველო მიდა, ბუთი და კაკები. ეს ყველაფერი მიდა!

 – ოჰ, რა კარგი ხარ! ალბათ, ბაღში ძალიან მოსწონხარ გოგონებს?

 დათუნა: კი-ი! მე კაგი ვარ. დედა ამბობს, ძალიან კარგი ვარ. იცი, მალე სკოლაში წავალ. ბაღში ალავინ მომწონს, ალბათ, სკოლაში მეყოლება შეყვარებული.

პატარა ანას ერთადერთი დაგლეჯილი სათამაშო – ამ ნაცრისფერ სამყაროში მხოლოდ ის უხარებს გულს

 გიორგი: მე უკვე ექვსი წლის ვარ და სკოლაში უნდა წავსულიყავი. მაგრამ, დედიკომ თქვა, რომ ჯობია, ჩემს ძმას დაველოდო და ერთად წავიდეთ. ტყუპებივით ვიქნებით და ვერავინ გაგვაბრაზებს.

ღარიბი ბავშვების გულის ტკენა ყველას შეუძლია

 – გაბრაზებთ ვინმე?

 მარიამი: მე, კი. არ მაქვს არც ჩანთა, არც ლამაზი ტანსაცმელი სპორტის გაკვეთილზე რომ ჩავიცვა. ჩემი ოცნებაა, წელს მაინც მქონდეს ლამაზი ჩანთა და ფორმა სპორტისთვის.

გოგონებს ამ საწოლზე სძინავთ, მაგრამ ისიც, სადაცაა დაიშლება

 ლუკა (17 წლის): კი-ი, ხანდახან ბავშვებს ჩვენი წყენინება ძალიან მოსწონთ. ისეთ რამეს იტყვიან ხოლმე, გულს ისე გატკენენ, ტირილი მოგინდება. მაგრამ, მე ბევრი მეგობარი მყავს, მიუხედავად იმისა, რომ ავად ვარ. ყველა ძალიან მიყვარს! ძალიან მინდა, ტელეფონი რომ მქონდეს. ხანდახან, ვერ გავდივარ სახლიდან, მაგრამ ვინმესთან ლაპარაკი ძალიან მინდა, დავრეკავდი და ვინმეს ხმას მაინც გავიგონებდი! ნორმალურად სიარული რომ შემეძლოს, ალბათ, მეც ჩემი ძმებივით ვიოცნებებდი ველოსიპედზე.

ასე ცხოვრება არ შეიძლება!!! ჩვენ ამას ბოლო უნდა მოვუღოთ! ისინი ბავშვები არიან, ცხოველები კი არა!

– შევაჯამოთ, ლია. ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ფანჯრების ჩასმა და კედლების მოწესრიგება დაგჭირდებათ.

ლია: ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავ. ძალიან ძვირია. მინდოდა მაცივარი და სარეცხი მანქანა მეთხოვა თქვენთვის. შვიდი ბავშვის სარეცხის ხელით რეცხვა შეუძლებელია. არ მინდა, თავი დამცირებულად იგრძნონ და მაწანწალებივით ჩაცმულებმა იარონ. კიდევ, მინდოდა მეთხოვა საწოლები. ამ ორადგილიან საწოლზე, ბიჭები, მართლაც, ძლივს ეტევიან. მაცივარი თუ მექნება, პროდუქტსაც გთხოვთ. კიდევ, ძალიან გვჭირდება სველი წერტილის მოწესრიგება. აქ ბავშვებს ვერ ვაბანავებ. მეზობლებს ვეხვეწები ხოლმე, თავიანთ სააბაზანოში შეუშვან. თანაც, ყოველდღე ხომ ვერ შეაწუხებ? ალბათ, სულ ეს არის.

რა პასუხს გავცემთ ამ ბავშვებს, როდესაც გაიზრდებიან? რომ ვიცოდით, როგორ იტანჯებოდნენ და არაფერი მოვიმოქმედეთ მათ გადასარჩენად? რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმეები და რთული პრობლემები გვქონდა? რა პასუხს გავცემთ საკუთარ თავს, როდესაც ჩვენს შვილებს ჩავხედავთ თვალებში?

 მეგობრებო, ამ ბავშვებს არ დაუმსახურებიათ ასეთი ხვედრი. ცხოველებივით ცხოვრობენ და უბრალო პირობებიც კი არ აქვთ. ბავშვობა წართმეული აქვთ, იმედი გადაწურული, მომავალი კი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, უღიმღამოა და ბურუსით მოცული.

 ასეთ საშინელ მდგომარეობას, გულგრილად გვერდს ვერ ავუვლით. ბავშვებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ბედნიერად და საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად გაიზარდონ. მოდით, დავეხმაროთ მათ, მხარში დავუდგეთ და ბედნიერი ბავშვობა დავუბრუნოთ.

 ბიბლიაში ნათქვამია: „კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს.“ (იგავნი 22:9). ამ სიტყვებით ვიხელმძღვანელოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთოთ ცხოვრებაში. სულ მცირე დახმარებასაც კი, შეუძლია მომავლის შეცვლა. ერთად შეგვიძლია ჩვენი შვილებისთვის უკეთესი სამყაროს შექმნა, სადაც არავინ დაიჩაგრება და ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი და საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდროს.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი 19, ბინა 83.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ლია ბაჩოშვილი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

უფალო, დალოცე ყველა ადამიანი, ვინც დაგვეხმარა! გმადლობთ,  ასეთი თბილი და კეთილი გულები რომ გაქვთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

სითბო, სიხარული, მადლიერება – მათ პატარა გულებში ახლა სწორედ ეს გრძნობებია!

 „იცი, იხვის ხორცი გვაქვს მაცივარში,“ – გვეუბნება გიო. – „ყველას გვაინტერესებს, როგორი გემო აქვს. ერთი ძია გვესტუმრა და მოგვიტანა. კიდევ, ხორცის კონსერვი, წიწიბურა და კანფეტები. გვითხრა, რომ ფონდის მკითხველია და ზაზა ჰქვია. ისედაც ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ არიან ეს მკითხველები? მაცივარი რომ მოგვიტანეს, დედამ თქვა: „მკითხველებმა გამოგვიგზავნესო“. საწოლებიც გადმოგვცეს მკითხველებმა. ფანჯრებიც მკითხველებმა ჩაგვისვეს, იცი? როგორც იქნა, გავიგე, როგორებიც არიან მკითხველები!“

– და როგორები არიან მაინც? 

გიო: არაფერი ენანებათ, ყველაფრის გიწილადებენ. ბევრს იღიმიან და გულკეთილები არიან, როგორც ზაზა.

– საქართველოში ბევრია ასეთი ადამიანი?

გიო: მილიონ ხუთასი…

ახალი და ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ და მშვენიერ ხასიათზე არიან!

– ბავშვებო, კიდევ რა „გიწილადეს“ ფონდის მკითხველებმა?

მარიამი: კარგი და ლამაზი ტანსაცმელი. წაუკითხავთ, რომ სპორტულები ძალიან მიყვარს და გამომიგზავნეს. კიდევ, ახალი ქურთუკი და კაბა, ახალ წელს ლამაზად ჩაცმული რომ შევხვედროდი. ლამაზი სურათები გადავიღე ჩვენს ნაძვის ხესთან, საგარეჯოში.

გიო: მე და დათუნას კი, ველოსიპედი გვაჩუქეს. მკითხველებმა ყველაფერი იციან ჩვენზე: რა ზომის ველოსიპედი მჭირდება, რომელი საჭმელი მინდა. თქვენ უთხარით, მწვადი რომ მინდოდა? დედიკოს ხორცი ჰქონდა და მწვადი შევწვით ჩემს დაბადების დღეზე. სიგიჟემდე მიყვარს! კიდევ დედიკოს ლობიო, მაკარონი, ბარდა და შოკოლადი გვაქვს ახლა… ზოგი ზაზა ძიამ მოგვიტანა, ზოგიც სხვა სტუმრებმა. „სოციალურმა“ დედას ფული მისცა, ოღონდ, ჯერ ნერვები მოუშალა.

გიო: „მკითხველები ისეთი ადამიანები არიან, ვისაც არაფერი ენანება. აი, როგორი ველოსიპედები გვაჩუქეს მე და დათუნას!“

ლია (დედა): ახლავე მოგიყვებით. ჯერ იმ ადამიანების შესახებ, ვინც გვესტუმრა. ჩემმა შვილმა უკვე ახსენა ზაზა, რომელიც, სხვათა შორის, დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს და არაჩვეულებრივი ადამიანია. ასევე გვესტუმრნენ ორგანიზაციიდან „გული გულს“, საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ქიმია მოგვიტანეს. რა თქმა უნდა, ბავშვები ეიფორიაში იყვნენ! მათ ხომ, პურისა და უფასო სასადილოს უგემური წვნიანების გარდა, არაფერი ჰქონდათ ნანახი აქამდე.

ოჰ, ეს სოციალური აგენტები! არ ესიამოვნათ, სახალხო დამცველის დახმარებით, ხმა რომ მიაწვდინეთ. მივიღეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება – 600 ლარი. მაგრამ, რამდენი ნერვებისა და თავის ტკივილის ფასად! ბავშვების წაყვანით მემუქრებოდნენ, ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, საცხოვრებელი პირობები რომ არ გვაქვს. ძლივს მოვიგერიეთ!

ამ თანხით, რომელიც ამხელა ბრძოლის შედეგად მივიღე, პროდუქტით შევავსე ჩვენი ახალი მაცივარი. ადრე, საჭმელს საერთოდ ვერ ვინახავდით, ყველაფერი გვიფუჭდებოდა, დილასაც ვამზადებდი და შუადღესაც. ახლა, ბევრად უფრო გამიმარტივდა საქმე და იმდენად აღარ ვიღლები.

მარიამი: „მკითხველებმა მაცივარი გვაჩუქეს, შიგნით კი იხვის ხორცი დევს, რომელიც ასევე საჩუქრად მივიღეთ.“

– ბავშვებო, უფრო თბილა თქვენს სახლში, იმის მერე, რაც ფანჯრები ჩასვეს ხომ ასეა? თქვენ როგორ ფიქრობთ?

გიო: ადრე, მხოლოდ ბაღში ვიყავი თბილად. სახლში კი, სულ ვიყინებოდი. ახლა, კარგად ვარ.

გიო: „როგორც იქნა, გავთბი! ადრე კი, სულ გაყინული ვიყავი!“

მარი: მეც მხოლოდ სკოლაში ვიყავი თბილად. სახლში კი, ხელები და ფეხები სულ გაყინული მქონდა. ახლა, კარგად ვარ.

ანანო (3 წლის): თბია…

მანუჩარი (ოჯახის უფროსი): ძალიან მადლობელი ვართ თქვენი ამ ფანჯრებისთვის! ოთხ ოთახში მეტალო პლასტმასის ფანჯრები ჩავსვით და ისეთივე კარები დერეფანში. თქვენი ასეთი მზრუნველობა, უდიდესი დახმარებაა ჩემთვის. მინდა, თითოეული თქვენგანი ჩავიკრა გულში! ჩემი დები და ძმები ხართ! უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობას გისურვებთ და კეთილდღეობას!

ოთხ ოთახში მეტალო პლასტმასის ფანჯრები ჩავსვით

– დათუნა, შენ რა მოგეწონა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად?

დათუნა: საწოი და ველო.

ლია: ბავშვებს ისე უხარიათ, რომ თქვენი დამსახურებით ახლა, ყველას საკუთარ საწოლზე სძინავს. მშვიდად და ლაღად.

ადრე ბავშვებს ერთადერთ საწოლზე ეძინათ. ახლა კი, ცალ-ცალკე აქვთ გოგონებს და ბიჭებს საძინებლები!

ანანო ჯერ ვერ ლაპარაკობს კარგად, მაგრამ, ახალი საწოლები ძალიან მოსწონთ

სწორედ ასე გამოიყურება ბედნიერება – ხტუნავს და დაფრინავს!

ანანოს უნდა, ბიჭების საწოლზე რომ ჩამოჯდეს ცოტა ხნით

ლია: გლოცავთ იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ! მთელი ცხოვრება მემახსოვრება როგორ გაგვათბეთ და ჩემი შვიდი შვილი სიცივისგან რომ გადაარჩინეთ! თქვენმა გულმა მათი ტანჯვისა და ცრემლების, ჩემი და ჩემი მეუღლის სასოწარკვეთილების ცქერას ვერ გაუძლო. ადამიანებისთვის ჩვენი საცხოვრებელი პირობების დანახვა შოკის მომგვრელი იყო. ცრემლებს ძლივს იკავებდნენ, რომ მირეკავდნენ. მადლობას გიხდით,  ასეთი თბილი და კეთილი გული რომ გაქვთ! ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, როგორ იზრუნეთ ჩვენზე! ჩემს გოგონებსა და ბიჭებზე. ყოველდღე ვილოცებ თქვენთვის… შევევედრები ღმერთს, წმინდა მარიამ ღვთისმშობელს, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს და მამა გაბრიელს… ძალიან დაგვეხმარეთ და უდიდესი იმედი გვაჩუქეთ! მინდა, საკუთარი შრომით მივაღწიო ყველაფერს, რომ აღარ შევაწუხო ადამიანები. უფალო, დამეხმარე!

– ლია, ჯერ კიდევ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა დაგრჩათ. ბანაობა ნამდვილი სატანჯველია. არ გაქვთ გაზი, დენი, წყალი…

ლია: გთხოვთ, სააბაზანოსა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაში რომ დამეხმაროთ. ძალიან გვინდა, ეს საქმე რომ დავასრულოთ. ჩემმა მეუღლემ მოახერხა და გადადო ცემენტის თანხა, მაგრამ მეტის საშუალება არ გაგვაჩნია. გვჭირდება მილები, ტრაპი… ძალიან ბევრი რამ… ცხოვრება ხომ გვინდა, ბავშვებს სჭირდებათ ბანაობა… ტაშტში ბანაობენ… და ეს მართლა ძალიან მადარდებს…

თქვენი დახმარებით ამ არაჩვეულებრივმა ქართულმა ოჯახმა გაუძლო ზამთრის პერიოდს. შვიდი ბავშვი გაყინვას გადაარჩინეთ. რაოდენ ძლიერია დღეს მათი რწმენა ადამიანების მიმართ! რამხელა სიხარული, სითბო და მადლიერება გაჩნდა მათ გულებში!  მიუხედავად იმისა, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ჯერ კიდევ ძალიან მძიმეა: არ არის დენი, გაზი, წყალი, არ აქვთ დაბანის საშუალება… არ აქვთ საკუთარი ჭერი…

დიდებული საქმეები მთელი საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევითა და უფლის დახმარებით კეთდება მხოლოდ! მოგიწოდებთ, დავეხმაროთ მათ და გვჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

მეგობრებო, თუკი რომელიმე თქვენგანი, არის უსაზღვროდ დიდსულოვანი ადამიანი და იმის ფინანსური შესალებლობაც აქვს, რომ იტვირთოს ამ ოჯახზე მუდმივად ზრუნვა, ამ ადამიანის შესახებ ყველას ვუამბობთ და მთელი საქართველო გაიცნობს მას! ერთ-ორ თვეში ხომ, აღარ ექნებათ იხვის ხორცი და გემრიელი ორცხობილებიც გამოელევათ! უფალო, დაეხმარე! სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობს 100 000 მეტი ასეთი ოჯახი! ვეცდებით, არავინ გამოგვრჩეს! სწორი ადამიანების პოვნა ხომ, ძალიან რთულია…

 სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ბაჩოშვილების ოჯახი).

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 სექ 20
ორსართულიანი საწოლი
1680.00₾
2023 სექ 20
მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა
1500.00₾
2023 სექ 20
მაცივარი
499.00₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
830.00₾

სულ ხარჯები:

4509.00₾

დარჩა:

0.71₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.02.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2023 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.12.2023 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾12.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.12.2023 20:00:00
₾30.00

შემოწირულია:

₾4,509.71

378 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,509.71

378 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება