ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ…

calendar სექტემბერი 21, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. „ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება… თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს… მერე რა იქნება?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

თითქოს ზურგში ერთდროულად ათას ლურსმანს მაჭედებენ…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეკას ცხოვრება მუდმივი ტკივილი, ტანჯვა და სულიერი განსაცდელია. 

„ტკივილი დღითი დღე სულ უფრო გაუსაძლისი ხდება… თითქოსб ათასობით ლურსმანს მაჭედებენ ჩაქუჩით ზურგში. ტკივილის გამო ვერ ვსუნთქავ. ჩემი ხერხემალი იმდენად გამრუდებულია, რომ დეფორმირებული მაქვს ყველა შინაგანი ორგანო. მიკვირს კიდევაც, როგორ ფუნქციონირებენ დღემდე. სიცოცხლე ნაადრევად რომ არ დავასრულო, სასწრაფო ოპერაცია მჭირდება. ჩემთვის ეს ხელახლა დაბადება იქნება. მაგრამ, ჩვენი შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შევაგროვებთ. ამიტომ, მოგმართეთ თქვენ. ვიცი, თქვენი დახმარებით უფალი გამომიგზავნის ისეთ ადამიანებს, ვინც შეძლებს ჩემს გადარჩენას. ეკა სქოლიოზის უმძიმესი ფორმით იტანჯება, მთლიანად დეფორმირებულია მისი სხეული. ადრე დაავადება უბრალოდ დისკომფორტს უქმნიდა, ახლა კი, გოგონას ნელი სიკვდილით კლავს. ამ დაავადებამ არავინ დაინდო და ეკაც არ არის გამონაკლისი. კლავს არა სქოლიოზი, არამედ მისგან გამოწვეული გართულებები. ამჟამად, ეკას უჭირს სუნთქვა, შემდეგ ჭამასაც ვეღარ შეძლებს… მერე რა იქნება?

“ავადმყოფობისა და სიმაღლის გამო, ბევრის დათმობა მომიწია“

 ეკა: ყოველთვის ძლიერი გოგო ვიყავი. ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ჩემი დაავადება ხელს არ მიშლიდა ცხოვრებაში. სწავლა მინდოდა და ვსწავლობდი კიდეც! დეპრესიაც არ მქონია იმის გამო, რომ ასეთს არავინ შემიყვარებს, ვერ შევქმნი ოჯახს და არ მეყოლება შვილი.

„ძალიან გამიმართლა, სკოლაში მყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები, ისინი მეხმარებოდნენ ყველაფერში“

 – ბავშვობაში რა სირთულეები გქონდათ ავადმყოფობის გამო?

 ეკა: ყოველთვის ძლიერი გოგონა ვიყავი. ფარ-ხმალი არასდროს დამიყრია. ჩემი დაავადება ცხოვრებაში არასდროს მიშლიდა ხელს. სწავლა მინდოდა და ვსწავლობდი კიდეც! არასდროს მქონია დეპრესია, მაშინაც კი, როდესაც გავიაზრე, რომ ასეთს არავინ შემიყვარებს, ოჯახს ვერ შევქმნი და არასდროს მეყოლება შვილი… არასდროს ვემდუროდი ღმერთს, ასეთად რომ გამაჩინა. საკუთარი თავი მივიღე ისეთად, როგორიც ვარ. რა თქმა უნდა, დიდი სირთულეებიც მხვდება, მაგრამ არ ვნებდები. ჩემს ოცნებაზეც არ მითქვამს უარი და ვისწავლე თურქული ენა.

„ოცნებები ყოველთვის ხდება, მთავარია, უფალს დავუთმოთ ადგილი ჩვენს გულში“

– რატომ აირჩიეთ თურქული ენა?

 ეკა: ყოველთვის მომწონდა, მელოდიურია. სხვა ინტერესიც მამოძრავებდა. ოპერაცია, რომელიც მე მჭირდება, საქართველოში კი არა, თურქეთში კეთდება. ენის ცოდნა დამეხმარება უკეთ გავიგო, რას ექიმები რას იტყვიან. გარდა ამისა, თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მეც შევძლებ დავეხმარო მძიმედ დაავადებულ ადამიანებს საბუთების თურქულ ენაზე თარგმნაში. დღეს, მე მჭირდება დახმარება, ხვალ კი თავად დავეხმარები სხვებს.

„პატარა რომ ვიყავი, ვერ ვხვდებოდი, სხვებს რომ არ ვგავდი. დაახლოებით 14 წლის ასაკში კი, როდესაც ყველა სიმაღლეში გაიზარდა ჩემს გარდა, მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე“

 – ეკა, ოდესმე თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება დაავადება რომ არა? 

 ეკა: ვერ გეტყვით, რომ ამაზე ხშირად ვფიქრობ. ჩემი დაავადება მივიღე და შევეგუე. ალბათ, უფრო აქტიური ვიქნებოდი, მანქანის ტარებას ვისწავლიდი… ალბათ, ბევრად უფრო საინტერესოც იქნებოდა ჩემი ცხოვრება. ბავშვობიდან თვალებში ვუყურებ ჩემს მშობლებს, ჩემთვის ძალიან ბევრს აკეთებენ. როგორ უნდა ვიყო უკმაყოფილო? როგორ დავანახო, რომ თავს ბედნიერად არ ვგრძნობ? მგონი, დედაჩემი ჩემზე მეტად დარდობს ჩემი მდგომარეობის გამო. დედებისთვის ეს ყველაფერი ნამდვილად უფრო რთულია.

„დედიკოს თანადგომის დამსახურებაა, ასეთი ძლიერი რომ ვარ და ჩემი სულის გატეხვა არც ისე იოლია“

– რამხელა ძალა გაქვთ, ეკა! საიდან გაქვთ ასეთი სიმტკიცე?

 ეკა: ყოველთვის ვცდილობდი, ოპტიმისტური და მეგობრული განწყობის შენარჩუნებას. ჩემი ხასიათი დამეხმარა, საკუთარი თავის რწმენა არ დამეკარგა და ჩემი გარეგნობის გამო, არ მქონოდა კომპლექსი. ბევრი „უპრობლემო“ ადამიანი მინახავს, ვინც ჩემზე უარესად გრძნობდა თავს. მივხვდი, რომ ყველაფერს მართავს გონება! არ მაქვს უფლება, ჩემი მდგომარეობის გამო, ადამიანები ჩემს ჭკუაზე ვატარო. მე ხომ სამყაროს ცენტრი არ ვარ? ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს და ყველამ უნდა იცხოვროს ისე, როგორც თვითონ უნდა და შეუძლია.

„არ უნდა გეგონოს, რომ სამყარო შენს გარშემო ტრიალებს. მე არავისზე არ ვარ არაფრით უკეთესი”

 – როდის გააცნობიერეთ, რომ არ გავხართ სხვებს?

 ეკა: ალბათ, 14 წლის ასაკში. სკოლაში ყველა უცებ გაიზარდა სიმაღლეში, მე კი პატარა დავრჩი. მაგრამ, გამიმართლა, ყოველთვის მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ ჩემს გვერდით. არასდროს არავინ დამცინოდა და ჩემს ფიზიკურ ნაკლს ყურადღებას არ აქცევდნენ. მეც ძალიან მიყვარს ადამიანები. ყოველთვის სიხარულით მეხმარებოდნენ სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც.

„გაუსაძლის ტკივილს მანიჭებს ყოველი მოძრაობა. მაგრამ, საყვარელ ადამიანებს ჩემს ტანჯვას ვერ დავანახებ“

 – რას გრძნობთ, როდესაც ფიქრობთ, რომ ოპერაციას შეუძლია გიხსნათ ამ ტკივილისგან?

 ეკა: გვირაბის ბოლოს სინათლეს ჰგავს. ოპერაციაზე დიდ იმედებს ვამყარებ და ეს ძალას მმატებს, რომ განვაგრძო ბრძოლა. ვიცი, მხოლოდ ფიზიკური ტკივილისგან კი არა, სულიერი ტანჯვისგან უნდა მიხსნას. ეს გაუსაძლისი ტკივილი რომ არა, ასეთი რთული ოპერაციის გაკეთებას ვერც გავბედავდი, მაგრამ არჩევანის უფლება აღარ მაქვს. არ მინდა, ტკივილმა მომკლას. არც ჯდომა, არც დგომა  შემიძლია… ყველაფერი მაშინაც კი მტკივა, როდესაც ვწევარ.

 „თქვენს დახმარებას ველი! ჩემი მომავალი თქვენს ხელთაა!“

– რა ღირს ეს ოპერაცია?

 ეკა: ალბათ, ეს უბრალოდ ოპერაცია კი არა, სიცოცხლის დაბრუნებაა. მაქცევს ადამიანად, ვისაც აღარ აწუხებს ტკივილი! ჯამში 45 000 დოლარია გადასახდელი. ჩემი ოჯახი კი, ამხელა თანხას ცხოვრების ბოლომდე ვერ შეაგროვებს. მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, მერიას, თანხის ნაწილი როგორღაც შევაგროვეთ. დარჩენილია გადამწყვეტი – 11 000 ლარი. იმედი ამომეწურა და ამიტომ მოგმართეთ თქვენ. თქვენს ფონდს თითქმის მთელი საქართველო ჰყავს მეგობრებში და მე მჯერა, რომ შეძლებენ ჩემს დახმარებას!

ახლა, როდესაც ეკას ოცნებები და ტკივილი გავიგეთ, წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, თუ ოპერაცია არ გაკეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკა არის ანგელოზის გულისა და მტკიცე ხასიათის პატრონი, შეიძლება სულაც დაკარგოს სრულფასოვანი ცხოვრების შანსი. ტკივილები გაუარესდება და გადაადგილების უნარიც შეეზღუდება. მისი ოცნება კი, დაეხმაროს სხვა ადამიანებს, შეიძლება აუხდენელი დარჩეს. უბრალოდ ვეღარ დადგება ფეხზე და სამუდამო ტანჯვისთვის იქნება განწირული. 

 ნათელია, რომ თურქეთში გაკეთებულმა ოპერაციამ, შეიძლება ნორმალური ცხოვრება აჩუქოს ეკას. მან ბევრი გააკეთა საკუთარი მიზნების მისაღწევად და ახლა, ჩვენი დახმარება სჭირდება. რას მოიმოქმედებდით, მის ადგილას რომ იყოთ? ალბათ, მიმართავდით თხოვნით ყველა თქვენს მეგობარს, ახლობელს და უცხო ადამიანებსაც კი, ოპერაციისთვის საჭირო თანხა რომ შეგროვებულიყო. სწორედ ასეთი ისტორიები, არის მაგალითი იმისა, რომ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია, ვაჩუქოთ იმედი და ახალი ცხოვრება. ჯანდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფომ ეს ძვირადღირებული ოპერაცია ნაწილობრივ დააფინანსეს, შესაგროვებელი დარჩა დაახლოებით 11 000 ლარი. ეს თანხა რომ არ შეგროვდეს, ეკა უნდა დაემშვიდობოს თავის ოცნებებს. მოდით, დავეხმაროთ მას ამ მძიმე ჯვრის ზიდვაში და უკეთესი მომავლის იმედი ვაჩუქოთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, ხელვაჩაური, ხალვაშის მე-9 შესახვევი №20.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ეკა შავაძე)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თქვენი დამსახურებაა ჩემი ახალი ცხოვრება, ბედნიერება და გამარჯვება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

მხრებში გავიმართე და ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთ!

 „ხერხემალზე ოპერაცია რომ არ გამეკეთებინა, ალბათ, 5 წელიწადში ცოცხალიც არ ვიქნებოდი,“ – ამბობს ეკა შავაძე.

 „ჩემი სქოლიოზი 120 გრადუსიდან, 30-მდე არის შემცირებული! არა მხოლოდ გამართული მხრებისთვის, არამედ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის გიხდით მადლობას! თავისუფლად ვსუნთქავ, აღარაფერი აწვება ფილტვებს. სარკეშიც ვხედავ, როგორ შეიცვალა ჩემი სხეულის ფორმა. უფრო თავდაჯერებული გავხდი, მომავალზეც უფრო თამამად ვფიქრობ. ეს ნამდვილი სასწაულია! ჩემი ტანსაცმელი უკვე პატარა მაქვს, შესაცვლელია გარდერობი. მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ეს სასწაული რომ მოახდინეთ ჩემს ცხოვრებაში!“

ოპერაციამდე ეკას ზურგი ასე გამოიყურებოდა

ამჟამად, გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველია სქოლიოზი

– ეკა, ისევ გაწუხებთ ტკივილები, რომელსაც იწვევდა ხერხემლის ასეთი მძიმე დეფორმაცია?

ეკა: ახლა, მხოლოდ ოპერაციის შემდგომი მცირედი ტკივილი მაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში, ისიც გაქრება. მხოლოდ ვიტამინებს ვსვამ, გამაყუჩებლები არ მჭირდება. ფაქტობრივად, ხელახლა ააწყეს ჩემი ხერხემალი, ჩაატარეს მისი მთლიანი რეკონსტრუქცია. ჩემი ხერხემალი ტალღოვანი ზოლივით იყო, ახლა კი, გასწორდა პლატინის კონსტრუქციის ხარჯზე. ამჟამად ორგანიზმი ეჩვევა უცხო სხეულებს, ხერხემალი კი „სწორად დგომას“ (იღიმის).

ადრე, ჩემი ხერხემალი ტალღოვანი ზოლივით მრუდე იყო…

 „ხერხემალი ხელახლა ააწყეს, პლატინის კონსტრუქციის ხარჯზე გასწორდა. შეხედეთ, როგორ მოიმატა სიგრძეში ტორსმა!“

ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წლის ოცნება ამიხდა! ძალიან მინდოდა ოპერაციის ჩატარება, თან მეშინოდა. წლების განმავლობაში ვეძებდი ექიმს, რომელიც ამხელა პასუხისმგებლობას აიღებდა საკუთარ თავზე. თანხის მოძიებაზეც უნდა მეფიქრა. საქართველოში, სადაც არ უნდა მივსულიყავი, არავინ კიდებდა ხელს, მაშინებდნენ, რომ ხეიბრად ვიქცევი: „ახლა, დადიხარ მაინც. მერე, სიარულიც რომ ვეღარ შეძლო?“

საბედნიეროდ, თურქეთში, ქალაქ მერსინში დამთანხმდნენ ასეთი ოპერაციის ჩატარებაზე. მაგრამ, საჭირო იყო წარმოუდგენელი თანხა: 35 ათასი დოლარი დააფინანსა სახელმწიფომ, კიდევ 5 ათასი დოლარი კი ჩვენი გადასახდელი იყო. მთელი საქართველო პატივს სცემს თქვენს ფონდს! ბედნიერი დასასრულით იმდენი ისტორია ვნახე, რომ მეც დიდი იმედი მომეცა! ჩემთვის ჩერნოვეცკის ფონდი და მისი მკითხველი ბედნიერებასთან, გამარჯვებასთან სიხარულთან და ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება. თქვენი დახმარებით, ოცნება ამისრულდა!

თურქეთის კლინიკა

– ეკა, იცით, რამხელა სტიმულია ეს სიხარული ფონდის მკითხველებისთვის და თანამშრომლებისთვის?! მზად ვართ, მთები გადავდგათ და დავეხმაროთ კიდევ უამრავ ადამიანს, ბედნიერი ცხოვრებისკენ გადადგან ნაბიჯი! მინდა გკითხოთ, პირველად რა გაიფიქრეთ, როდესაც გაიღვიძეთ ნარკოზის შემდეგ? შიში თუ გქონდათ: ვაი, თუ რაღაც ისე არ წავიდა?

ეკა: ჩემთვის თავიდანვე არავის დაუმალავს, დამბლისა და სისხლდენის საშიშროება რომ იყო… მაინც გავრისკე. ურთულესი ოპერაციაა, ძალიან შრომატევადი, მთელი 9 საათი გრძელდებოდა… საქმე ხომ ცენტრალურ ნერვულ სისტემას ეხება და უდიდესი სიფრთხილით ეკიდებიან…

ვაიმე, როგორ მეშინოდა! როგორც კი გამოვედი ნარკოზიდან, მაშინვე მოვსინჯე სხეულის, ხელის, ფეხის მგრძნობელობა თუ მქონდა… უფლის წყალობით, მეორე დღესვე დავდექი ფეხზე და დავმშვიდდი კიდეც. სამი თვის განმავლობაში კორსეტით უნდა მევლო, მაგრამ ექიმი ორ თვეზე დავითანხმე.

– ჩვენთვის, ქალებისთვის, მართლაც მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურებით, არა?

ეკა: ამ მიზეზითაც. უბრალოდ, ეს კორსეტი თავიდან კარგად მქონდა, სანამ სხეული ოპერაციის შემდეგ შეშუპებული იყო, მერე კი ძალიან გადიდდა.

საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ და ვხედავ, რომ მართლაც შეცვლილია ჩემი სხეულის ფორმები. ტორსი გაიმართა! გვერდიდანაც და ზურგიდანაც კუზი აღარ ჩანს (ფოტოზე ვხედავ). თითქმის შეუმჩნეველია.

მარცხენა მხრიდანაც აღარ ჩანს სქოლიოზი

ჩემი ზედები და ქურთუკები პატარა მაქვს! დამოკლდა და ბავშვის ტანსაცმელივით არის. ყველაფერი გავაჩუქე. ახალი ვიყიდეთ.

როგორც დამპირდნენ, ჩემი სხეული გაიზრდება და სიმაღლეც მომემატება, ოპერაციის შემდგომი აღდგენის პერიოდი რომ დასრულდება.

– ეკა, განწყობა როგორი გაქვთ, როგორ გრძნობთ თავს?

ეკა: ნამდვილად ამიმაღლდა თვითშეფასება. უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს, გამბედაობა ყოველთვის მაკლდა. ძალიან სასიამოვნო და უჩვეულო გრძნობაა ჩემთვის. მართლაც კარგია, რა დაგიმალოთ…

უდიდესი სითბოთი ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც დამეხმარა. მათ საკუთარი სიცოცხლე მიწილადეს. ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დრო არის. ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. რომ ვფიქრობ, ეს ფასდაუდებელი საჩუქარი რამდენმა ადამიანმა გამიკეთა, საკუთარი დრო და სახსრები გამიზიარა, ყელში ბურთი მეჩხირება! აღდგენის პერიოდში თქვენი მორალური თანადგომაც ძალიან დამეხმარა.

ჩემო ძვირფასო ადამიანებო, უდიდეს მადლობას გიხდით! სიკეთე ყოველთვის ბრუნდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი დახმარებაც ვინმეს დასჭირდება და ჯანმრთელი როდესაც ვიქნები, შევძლებ, სხვასაც დავუდგე გვერდში.

– კიდევ რა პრობლემები დაგრჩათ, ეკა და რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ეკა: უფლის წყალობით და თქვენი დამსახურებით, ჩემს ცხოვრებაში მთავარი პრობლემა მოგვარებულია. დარჩა საკითხი, რომლის გადასაჭრელად კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება. ხერხემლის ოპერაციის შემდეგ მარცხენა ფეხი 4 სანტიმეტრით მოკლეა მარჯვენაზე. ამხელა ცვლილებების მერე, ეს მოსალოდნელიც იყო. ახლა, სპეციალური ფეხსაცმელი მაცვია და სიარულის დროს სხვაობა თითქმის შეუმჩნეველია. მაგრამ, ხერხემალი რომ არ დაზიანდეს, უნდა გათანაბრდეს ფეხების სიგრძე. დიდი იმედით მოგმართავთ და კვლავ გთხოვთ დახმარებას და თანადგომას.

ლამაზი, ათასნაირი შესაძლებლობით აღსავსე ცხოვრება ტკივილისა და შიშის გარეშე, ეკას თქვენ აჩუქეთ. სწორედ თქვენ დაეხმარეთ დაბრკოლების გადალახვაში, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები უქმნიდა. ახლა, ეკა თარჯიმნად აქტიურად მუშაობას, პირადი ცხოვრება აწყობას შეძლებს. ამ ყველაფერზე რომ ფიქრობს, ეკა სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს.

იმისთვის, რომ მკურნალობით მიღწეული შედეგი იყოს სრულფასოვანი, კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება. საოცარი გოგონა აჭარიდან გულითად მადლობას გიხდით, ლოცულობს და კვლავ მოგმართავთ დიდი იმედით.

 თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება! 

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ეკა შავაძე)

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

  ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 სექ 24
სამედიცინო მომსახურება
11188.38₾
2023 ოქტ 04
სამედიცინო მომსახურება
1047.15₾
2023 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
2530.00₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
420.00₾
01.07.2024
მედიკამენტები
200.10₾

სულ ხარჯები:

15385.63₾

დარჩა:

0.23₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.02.2024 00:00:00
₾12.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
07.02.2024 00:00:00
₾30.27
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.02.2024 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.02.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.02.2024 00:00:00
₾8.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾15,385.86

1032 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾15,385.86

1032 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება