ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ეს ბავშვი მოკვდება, თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს.

calendar ოქტომბერი 4, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ყოველი შემდეგი გულყრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს გიორგისთვის. გიორგის, ნინის და მათი დედიკოს, მეგის ტანჯვის ცრემლების გარეშე ყურება შეუძლებელია. შეუძლებელია გაიცნოთ ისინი და გული დარდით არ აგევსოთ. მხოლოდ დედას, უფლის გამოგზავნილ ანგელოზს, შეუძლია ამდენის ატანა.

მეგი: ჩემს ბიჭს მძიმე დაავადებების სრული კომპლექტი აქვს: ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და აუტიზმი. კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადაიტანა. იცით, რამდენჯერ შემომთავაზეს გიოს თავიდან მოშორება და ცხოვრების ახლიდან დაწყება? მეხვეწებოდნენ, ბავშვთა თავშესაფარში ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცილურ დაწესებულებაში ჩამებარებინა. თქვენ ამის გაკეთებას შეძლებდით? მე ვერ შევძელი. შეძლებდით თავიდან მოგეშორებინათ შვილი, რომელიც ოთხჯერ გამოგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ეს ბავშვი მოკვდება, თუ საჭირო მკურნალობას ვერ მიიღებს.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ყოველი შემდეგი გულყრა შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს გიორგისთვის

გიორგის, ნინის და მათი დედიკოს, მეგის ტანჯვის ცრემლების გარეშე ყურება შეუძლებელია. შეუძლებელია გაიცნოთ ისინი და გული დარდით არ აგევსოთ. მხოლოდ დედას, უფლის გამოგზავნილ ანგელოზს, შეუძლია ამდენის ატანა.

მეგი: ჩემს ბიჭს მძიმე დაავადებების სრული კომპლექტი აქვს: ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და აუტიზმი. კლინიკური სიკვდილი ოთხჯერ გადაიტანა. იცით, რამდენჯერ შემომთავაზეს გიოს თავიდან მოშორება და ცხოვრების ახლიდან დაწყება? მეხვეწებოდნენ, ბავშვთა თავშესაფარში ან გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვებისთვის განკუთვნილ სპეცილურ დაწესებულებაში ჩამებარებინა. თქვენ ამის გაკეთებას შეძლებდით? მე ვერ შევძელი. შეძლებდით თავიდან მოგეშორებინათ შვილი, რომელიც ოთხჯერ გამოგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან?

ალბათ, გიორგის ესმის, რომ დედამისი რომ არა, უკვე დიდი ხანია ცოცხალი არ იქნებოდა

 – პირველად როდის შეამჩნიეთ, რომ უცნაურად იქცევა გიორგი?

 მეგი: სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. 2 წლის იყო, ცრუ კრუპი რომ გადაიტანა და იმ დღიდან, ჩემი მშვიდი ცხოვრებაც დასრულდა. შეტევები იმდენად ძლიერი იყო, რომ შავდებოდა, სუნთქვას აჩერებდა და გონებას  კარგავდა. მერე უდიდესი საშინელება მოხდა, კომაში ჩავარდა! წყალტუბოს საავადმყოფოში, სადაც ის იწვა, ვერაფერს შველიდნენ. ბავშვი „ჩამოწერეს“. ჩემს მეუღლეს, რომელიც ამჟამად აღარ არის ცოცხალი, უთხრეს: „ჩათვალეთ, მკვდარია.“ იმას კინაღამ გული გაუსკდა, მე კი გავიქეცი, შევიჭერი რეანიმაციაში, მოვითხოვე ჟანგბადის ბალიში და ჩემს ბიჭს გვერდიდან არ ვშორდებოდი, სანამ თვალები არ გაახილა. მაგრამ კომის მერე, ძალიან შეიცვალა. მისი განვითარება შეჩერდა, დაუზიანდა ტვინის მარცხენა ნახევარსფერო. გიორგიმ სიარულიც და ლაპარაკიც ნელ-ნელა შეწყვიტა. დაეწყო შეტევები, კოორდინაციის კარგვა.

 – შეტევის დროს რა ემართება გიოს?

 მეგი: ღმერთმა ნუ დაგანახოთ. ძირს ეცემა, ხელს, ფეხს და თავს ურტყამს იატაკს. მერე, ცოტა ხნით ჩერდება. სასწრაფოს გარეშე, ვერაფერს ვშველი. კიდევ კარგი, ვისწავლე, როგორ უნდა მოვაბრუნო ექიმების მოსვლამდე! ყოველი ასეთი შეტევის დროს, წლების სიცოცხლე მაკლდება. სასწაულია, რომ ახლა ვდგავარ და გესაუბრებით. შინაგანად გამოფიტული ვარ და დიდი ხნის მკვდარი.

“ნებისმიერ წამს შეიძლება შეტევა დაემართოს. აი, ამ წუთას მშვიდად ზის, მერე კი უცებ იატაკზე ეცემა და იკრუნჩხება.“

 მეგი: ყოველდღე ვხედავ, როგორ უარესდება ჩემი შვილის მდგომარეობა. სამი წლის ასაკში უფრო მეტ სიტყვას ამბობდა ვიდრე ახლა, როდესაც 11 წლის არის. ენცეფალოგრამა დროულად თუ არ გადავუღეთ და მკურნალობა არ დაენიშნა არც კი ვიცი, რა საშინელებით უნდა დასრულდეს ჩვენი ცხოვრება, მისიც და ჩვენიც. მეც მედიკამენტები მჭირდება… მხოლოდ ჩემი უნარშეზღუდული შვილის პენსიით როგორ გავიტანთ თავს? იქნებ, ვინმემ მირჩიოს რამე? პამპერსი სჭირდება, ახალი ტანსაცმელი. არაფერი აქვს ჩასაცმელი, სპეცსკოლაში რომ იაროს. წამლების უზმოზე მიღება არ შეიძლება. ჯერ საჭმელი უნდა ჭამოს ბავშვმა, პროდუქტის საყიდელი ფული კი არ გვაქვს.

 რამდენიმეჯერ გიორგი კინაღამ ხელში ჩააკვდა დედიკოს, მაგრამ მან შეძლო მისი საიქიოდან მობრუნება

 – საათზე მეტია, აქ ვარ და ერთი წამითაც კი არ მოგშორებიათ გიორგი. ხან კალთაში ზის, ხან რაღაცას ითხოვს.

 მეგი: ვერ გეტყვით, როგორ მიჭირს. მოვლა მუდმივად სჭირდება, საჭმელსაც კი ვერ ჭამს დამოუკიდებლად. მე კი დიაბეტი მაქვს და ეპილეფსია, მაგრამ ექიმთან წასვლასაც კი ვერ ვახერხებ, გჯერათ? ვერ დავტოვებ მარტოს დიდი ხნით. მაშინაც კი, როდესაც სპეცსკოლაში ვტოვებ, ეკლებზე ვზივარ. რამდენიმეჯერ დამირეკეს და მითხრეს, რომ უმძიმესი შეტევა ჰქონდა. ვერც კი წარმოიდგენთ, რა გადავიტანე, სანამ სკოლაში გავრბოდი. აი, ამიტომაც, საკუთარი ცხოვრება აღარ მაქვს. გიო არის ჩემი ცხოვრება.

გიორგი ერთი წამითაც არ შორდება დედიკოს.

 – უკვე გასაგებია, რომ მუშაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

 მეგი: იცით, როგორ მინდოდა მუშაობაც და სწავლაც? კარიერის გაკეთებას და საკუთარი ცხოვრების აწყობას ვაპირებდი. მაგრამ, როგორც ხედავთ, უფალს სხვა გეგმები ჰქონია. 25 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი, ნინი გაჩნდა, ის ახლა 19 წლისაა. იშვიათი თანდაყოლილი პათოლოგია აქვს ჩემს გოგონას. არ აქვს მენჯ-ბარძაყის ძვლის „ბუდეები“. ტკივილები აწუხებს სიარულის დროს, ძალიან კოჭლობს. ოპერაცია სჭირდება, პროთეზირება. სანამ სული მიდგას, ჩემი შვილებისთვის უნდა ვიბრძოლო, წარმოდგენაც კი მზარავს, მერე რა იქნება.

 – ნინი, უკვე გადაწყვეტილი გაქვს, სკოლის დამთავრების მერე რა უნდა აკეთო?

 ნინი: მინდა, სადმე მუშაობა რომ დავიწყო. მაგალითად, კონსულტანტად მაღაზიაში. აწონვაში მივეხმარო, ხილ-ბოსტნის სექციაში. მაგრამ არ ვიცი, ფეხზე დგომას რამდენ ხანს შევძლებ, სანამ ტკივილი შემაწუხებს. მაინც მირჩევნია, დამჯდარმა ვიმუშაო, ჯერჯერობით ვეძებ. დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი ფრჩხილების გაკეთებას, მაგრამ ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. მიჭირს სახლში ყოფნა, დედიკოს და ჩემი ძმის ტანჯვას მუდმივად ვუყურებ და მეც ვნერვიულობ.

ნინის სულ ეტირება, როდესაც ხედავს, რა დღეშია თავის ძმა

 – სოციალურ შემწეობას მაინც ხომ იღებთ?

 მეგი: სოციალურმა სამსახურმა მაღალი ქულებით შეგვაფასა, იმის გამო, რომ აქ სხვის ნივთები დევს. ამ სახლში სტუმრად ვართ, სანამ საზღვარგარეთიდან პატრონი არ დაბრუნდება და ვიღებთ მხოლოდ 50 ლარს. ეს ხომ დაცინვაა, თვეში 50 ლარით პურსაც ვერ იყიდი! თვეში 300 ლარის მხოლოდ მედიკამენტები გვჭირდება, 200 ლარის პამპერსი… საჭმელს ან მეზობელი მოგვაწვდის, ან კიდევ ვინმე ღვთისნიერი ადამიანი. ბავშვის დატოვება რომ შემეძლოს, დღედაღამ შეუსვენებლად ვიმუშავებდი, ბავშვებს წამლები, ტანსაცმელი და საჭმელი რომ არ მოკლებოდათ.

– იცით, გასაგიჟებელი რა არის?! ნუთუ სოციალური სამსახური ვერ ხედავს თქვენს ნატანჯ სახეებს, თქვენს თვალებს?! იმას, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება საშინელება დატრიალდეს. იმასაც ვერ ხედავენ, რომ პომიდორით და პურით სადილობთ? ან ამ დახეულ კოლგოტს? გაფუჭებულ გაზის გამათბობელს და ორი სკამით აწყობილ მაგიდას? რომ, ტელევიზორიც კი არ გაქვთ, როგორც ქვის ხანაში?

 მეგი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თვალით შეხედავ. თუ გულით შეხედავ, ყველაფერს დაინახავ და მიხვდები. აი, ჩვენი ტაძრის მრევლი გვეხმარება ტანსაცმლით, საკვებით, როცა შეუძლიათ. თქვენც ასე გვხედავთ, ასეთია თქვენი ღვთაებრივი მისია – სხვებს დაეხმაროთ. რამდენიმე წლის წინ, თქვენი ფონდისგან საჩუქრად მივიღეთ საწოლი, მანამდე კი იატაკზე გვეძინა. სოციალური სამსახური ნივთებს უყურებს, ვერ ხედავს ადამიანებს და მათ ტკივილს.

მძიმედ დაავადებულ ბავშვს პომიდორი და პური აქვს სადილად!

 – გამოდის, სრულიად მარტო ზრდით ბავშვებს?

მეგი: ჩემი მეუღლე 5 წლის წინ გარდაიცვალა. დაშორებულები ვიყავით, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, გიოს მოვლაში ძალიან მეხმარებოდა. მასთა რჩებოდა, აჭმევდა, ასეირნებდა. მე კი, ვმუშაობდი ხოლმე, ამ დროს. გარდაიცვალა და ძალიან გაგვიჭირდა. ძალიან…

 – არც მშობლები გყავთ, არც ახლობლები?

 მეგი: დედაჩემს დიაბეტი აქვს, მამას კი – თავის ტვინის სიმსივნე. დედა ძალიან განიცდის, რომ ვერაფრით მეხმარება. გიოს ვერ მიხედავს, ვერ გაუმკლავდება. დიდი ბიჭია უკვე და მისი ხელში აყვანაც რთულია.

ერთი შეხედვით, გიო სრულიად ჩვეულებრივი ბავშვია. მაგრამ, მხოლოდ მისმა დედიკომ იცის, როგორ იტანჯება.

 – მეგი, ვხედავ, საუბარი გიჭირთ და გიოსაც არ მოსწონს, რომ კითხვებით გაწუხებთ. მოდით, შევაჯამოთ. კონკრეტულად რით შეგვიძლია თქვენი დახმარება?

 მეგი: ძალიან მერიდება თხოვნა, მაგრამ ახლა, ჰაერივით მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ, დამეხმარეთ, გიო ყოველთვე მედიკამენტებით უზრუნველყოფილი რომ მყავდეს. პენსია და სოციალური შემწეობა არც საკვებზე მყოფნის, არც წამლებზე. ჩემს გიოს ფსიქოლოგისა და ლოგოპედის დახმარება, რეაბილიტაცია ძალიან სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, ენცეფალოგრამის გადაღება და მერე, მედიკამენტოზური მკურნალობის კურსი. კიდევ, მინდა გთხოვოთ ზამთრის ორი თბილი ქურთუკი, ჩემთვის და ნინისთვის. აგრეთვე, ძალიან მაშინებს ჩვენი გაზის გამათბობლის მდგომარეობა. ძალიან ძველია და გაზი ჟონავს. საშიშია. ეპილეფსიით თუ არ დავიხოცეთ, გავიგუდებით გაზით. ენა არ მომიბრუნდება, ტელევიზორი და კარადები რომ გთხოვოთ, ისედაც, ძალიან ბევრს ვითხოვ, მგონი.

ამ გაზის გამათბობელმა, შეიძლება მთელი ოჯახი სიცოცხლე შეიწიროს. რა მნიშვნელობა აქვს, გაზით გაიგუდებიან თუ სიცივე მოკლავთ?

 მეგიმ სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. გიოს ეს ძალიან არ მოეწონა და გაგვებუტა, მისი დედიკო რომ ავატირეთ. დედიკოსაც გაებუტა, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად არ უყვარს, როდესაც დედიკო ტირის… გიო ვერ გაებუტება თანამდებობის პირებს, რომლებიც სოციალურ შემწეობას არ აძლევენ. ვერ გაებუტება ექიმებს, ვინც უფასოდ ვერ უმკურნალებს… გიომ ბევრი რამ არ იცის და არ შეუძლია. მაგრამ, ჩვენ ხომ, კარგად ვიცით ყველაფერი. ჩვენ ხომ, შეგვიძლია? ჩვენ კი არ უნდა გავიბუტოთ, არამედ ხელი უნდა გავუმართოთ და ტანჯვა როგორმე შევუმსუბუქოთ. 

 მეგის, გიორგის და ნინის ოჯახი, წარმოუდგენლად რთულ მდგომარეობაში ჩავარდა და მარტო, ვერ გაუმკლავდებიან. დიდხანს ვერ გაძლებენ და დაიღუპებიან. მალე გამოელევათ ძალა.

მოკლებულები არიან სრულიად უბრალო რამეებს: საჭმელს, მედიკამენტებს და პამპერსს. ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება. ძველი გამათბობელიდან გაზი ჟონავს და ის აუცილებლად შესაცვლელია.

 ნუ დავივიწყებთ, რომ სიკეთეს არა მხოლოდ შეჭირვებულების დასახმარებლად, არამედ საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ. იმისთვის, რომ ჩვენი სული გადარჩეს და ჰპოვოს სამუდამო სასუფეველი!

 თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ვაზისუბანი, მე-4 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, კორპუსი 10, ბინა 109.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: მეგი მთივლიშვილი )

  თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე: 

 0901200270 
 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ნოე 13
პროდუქტები
247.23₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
846.50₾
2023 ნოე 25
მედიკამენტები
665.45₾
2023 ნოე 25
გამოკვლევა, კონსულტაცია
320.00₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
735.00₾
2024 იან 10
მედიკამენტები
159.60₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
577.27₾
2024 თებ 12
მედიკამენტები
613.11₾
2024 თებ 22
პროდუქტები
251.48₾

სულ ხარჯები:

4415.64₾

დარჩა:

0.30₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.02.2024 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾4,415.94

371 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,415.94

371 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება