ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით?

calendar ოქტომბერი 9, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია? ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე.

მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

რას გააკეთებდით, თქვენი შვილები რომ შიმშილობდნენ? რას მოიმოქმედებდით, ლუკმა პური რომ აჭამოთ? იმათხოვრებდით თუ მოიპარავდით?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იცით, რა ემართება ადამიანს, როდესაც მთელი დღე მშიერია?  ორი დღე? სამი? და თუ ეს ადამიანები, ათი წლის გოგონა და მისი ცხრა წლის დაიკო არიან? და თუკი საერთოდ, ხუთ ბავშვზეა საუბარი?! ახლავე გიამბობთ! ჩვენ ხომ, ყველაფერს გიამბობთ, ხოლმე.

მარი (10 წლის): პირველ დღეს კიდევ არა უშავდა, უბრალოდ ძლივს დავიძინეთ. სულ პურის სურნელი გველანდებოდა. მეორე დღეს უკვე თავი და მუცელი მტკიოდა. აღარ მახსოვს, რომელი უფრო. საღამოს ტირილი მინდოდა. მაგრამ, ცრემლებს ვიკავებდი, დედიკოს რომ არ ენახა. მე ხომ, ყველაზე დიდი ვარ! მე რომ ტირილი დამეწყო, ყველა ამყვებოდა. მესამე დღეს კი, უკვე ცუდად მესმოდა ყურში და თვალებშიც რაღაც მუქი ლაქები მქონდა.

„პატარა ელენეს ყველაზე ძნელად გადააქვს შიმშილი“

ნინი (9 წლის): შიმშილი ცუდია. „ბუ-უ-უ-უ“ – აი, ასეთი ხმა მქონდა ყურებში. ყველაფერი გაშავდა და მეძინებოდა. მაგრამ სხვანაირად, ისე კი არა, როგორც ღამით. თითქოს, დაიძინებ და ვეღარ გაიღვიძებ, უფლისწულმა რომ გაკოცოს, მაშინაც კი.

 მარი: თუ ჯერ საჭმელს გვაჭმევს და მერე გვაკოცებს, შეიძლება გავიღვიძოთ კიდეც.

მათთვის შიმშილი აბსტრაქტული გრძნობა არ არის, ეს რეალური ბრძოლაა გადარჩენისთვის, რომელიც მათ ყოველდღიურობად იქცა

წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილისთვის საჭმელს ვერ ყიდულობთ. ის ტირის, ცუდად ხდება, შიშსა და სასოწარკვეთას ხედავთ მის სახეზე. ასეთ სიტუაციაში რას მოიმოქმედებთ? დანაშაულს ჩაიდენთ? გარისკავთ და მოიპარავთ? ან იქნებ, ყველა გამვლელს სთხოვთ დახმარებას? ახლა კი, წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ მკითხველი კი არა, დედა ხართ, ვისი შვილებიც შიმშილით იტანჯებიან.

შიმშილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გრძნობა. ეს არის ფიზიკური და სულიერი ტკივილი, რომელსაც სხეულის ყოველი უჯრედით შეიგრძნობ. მოდით, ხუთი შვილის მარტოხელა დედის, ალას ცხოვრებაზე ვისაუბროთ. მან ბავშვის მოცილებაზე უარი თქვა და მარტო, ამიტომ დარჩა. ყოველდღიურად უწევს საშინელი დაბრკოლებების გადალახვა, საკუთარი ოჯახი რომ გამოკვებოს.

 – როგორ აღმოჩნდით ასეთ მძიმე მდგომარეობაში?

 ალა: ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც გავიგე, რომ მეხუთე შვილს ველოდებოდი. მეუღლე კატეგორიულ უარზე იყო. ხუთს კი არა, ოთხ ბავშვსაც ძლივს ვინახავდით! ულტიმატუმი წამიყენა: ან ბავშვს ვიშორებ ან ოჯახს ტოვებს. საკუთარ შვილს ვერ მოვკლავდი. დედები გამიგებენ.

მეუღლე რომ არ დაეკარგა, სწორედ ეს გოგო უნდა მოეკლა დედას! მაგრამ ალამ, ელენე აირჩია

 მარი: მახსოვს, მამა დედიკოს რომ უყვიროდა და ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. ბევრი ვიტირე. ჩემი გაჩენაც არ უნდოდა, იქნებ?

 ნინი: კარგია, რომ ახლა, აღარავინ გვეჩხუბება არც დედას, არც ჩვენ.

 – ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდით, თუ მეუღლე გინახავდათ?

 ალა: საკუთარი ბინა არასდროს გვქონია. მეუღლე მუშაობდა, მე კი უსახლკარო ქალების თავშესაფარში ვცხოვრობდი, ბავშვებთან ერთად. მას იქ არ უშვებდნენ და ამიტომ, ქალაქში ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება. ახლა, ჩვენი ახლობლის ბინაში ვართ. იშვიათად თუ შეგხვდება ასეთი კეთილი ადამიანი. ხანდახან ხომ, ოჯახის წევრებისგანაც კი, დახმარების ნაცვლად მხოლოდ საყვედურს იღებ.

„მახსოვს, მამა დედიკოს როგორ უყვიროდა. ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა“

 – მშობლებიც არ გეხმარებიან?

 ალა: 18 წლის ვიყავი დედაჩემი რომ გარდაიცვალა. მამა სმას მიეძალა და ისიც გარდაიცვალა ორ წელიწადში. ექვსი დედმამიშვილი ვიყავით. მაგრამ ისინი, ისე იქცევიან, თითქოს არც მიცნობენ. ყველას საკუთარი ცხოვრება აქვს. ჩემი შვილები ნანახიც არ ჰყავთ.

ანდრია და ელენე შიმშილს ვერ უძლებენ. ანდრია გონებას კარგავს, ელენე კი გაუჩერებლად ტირის

– როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ალა: მამაჩემის გასვენებაში გამაცნო ჩემმა ძმამ. მითხრა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ცოლად უნდა გავყოლოდი. მე არ მინდოდა. სწავლა მინდოდა მაგრამ, ძმას ვერ შევეწინააღმდეგე. ახლა კი, ვუყურებ ჩემს ანგელოზებს და სულაც არ ვნანობ. მაგრამ როდესაც, შიმშილისგან დაბინდული თვალებით მიყურებენ და ტირიან, სიკვდილი მინდა. შიმშილს ვერ უძლებენ, არ გამოსდით. სოციალური შემწეობა კი, არაფერში გვყოფნის.

– მრავალშვილიანი ოჯახის შემწეობას არ იღებთ? ან იქნებ, სასადილოთი სარგებლობთ?

ალა: ფოთში, ახალ მისამართზე ჩაწერილები ჯერ არ ვართ. მანამდე კი, თავშესაფარში ვცხოვრობდით. საბუთების ამბავიც გაიწელა. ვიცი, ასე სჭირდება საქმეს. მაგრამ მათ, ვინც მოიგონა ეს კანონები, ალბათ, საკუთარი შვილი მშიერი არასდროს უნახავთ, როდესაც მუხლებზე დგას და ღმერთს ევედრება ლუკმა პური გამოუგზავნოს.

„არ მინდა, შიმშლისგან გული წამივიდეს“

ნინი: დედას შემწეობა აღარ აქვს. ძალიან მალე თავდება. ძალიან მეშინია, ისევ მშიერი არ ვიყოთ მთელი სამი დღე! ჩემს გამო კი არა, ანდრიას და ელენეს გამო მეშინია. იცი, რა ცუდად იყვნენ? ჩვენ სკოლაში მაინც დავდიოდით. იქ, ბავშვები გვინაწილებდნენ საჭმელს. ანდრია კი „დაიკარგა“. დედა ლოყებზე ურტყამდა, ჩვენთან რომ დაბრუნებულიყო. მას კი არაფერი ესმოდა!

ნინი: კი, ზოგიერთი ბავშვი პურს გვინაწილებს, ზოგი კი დაგვცინის.

„მუხლებზე უნდა დადგე და ღმერთს ძალიან, ძალიან სთხოვო, რომ რამე საჭმელი მოგცეს“

 ანა (6 წლის): დამცინიან, რომ წიგნები ჩანთით კი არა, ცელოფნით დამაქვს. ქურთუკიც ძალიან დიდი მაცვია. მეუბნებიან, რომ ორასი ანა ჩაეტეოდა.

 მარი: მე კიდევ მითხრეს, რომ მაწანწალას ვგავარ, დახეული ფეხსაცმელი რომ მაცვია. სულ დაგლეჯილია. ფანქრებიც ძველი მაქვს. მეუბნებიან, რომ თაგვმა ჭამა, ან მე, მშიერი როცა ვიყავი. ბოროტები არიან. მაგრამ, ყველა არა.

ბავშვებს არ აქვთ სასკოლო ჩანთა. „იმის გამო, რომ ცელოფნის პარკით დამაქვს წიგნები, ყველა დამცინის“

 ნინი: შიმშილისგან მუცელი მტკივა. მაგრამ თუ შევჭამ, გამივლის. ასეთი სიტყვების გამო კი, გული ყოველთვის მტკივა.

 ალა: კი, ჩემს შვილებს გულიც წასვლიათ შიმშილის გამო. სკოლაში დასცინიან, დახეული ტანსაცმელი რომ აცვიათ. მაგრამ მე, ძალიან კარგი შვილები მყავს. უფალი მათ დაიფარავს და დაიცავს ყველაფრისგან!

აი, ამ დანგრეულ საწოლზე სძინავს დედას ხუთ შვილთან ერთად

– ალა, რით შეგვიძლია თქვენი და თქვენი შვილების დახმარება?

ალა: ძალიან გვჭირდება ბავშვებისთვის საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი. ფასდაუდებელი იქნება ნებისმიერი სახის დახმარება. ექვს ადამიანს ერთ საწოლზე გვძინავს და ტელევიზორიც არ გვაქვს.

ანა: განა, ეს საწოლია? ვოცნებობ, ჩავარდეს ბოლოს და ბოლოს. იატაკზე უფრო კარგი და სახალისო იქნება ძილი! მე მგონი, ასეა.

მარი: რა ამბობ? იცი, მერე როგორ გეტკინება ზურგი? და თან თაგვებიც გიკბენენ.

ბავშვები შიმშილს უნდა გადავარჩინოთ!

იმ დროს, როდესაც თანამდებობის პირები თავიანთი შვილების, მეუღლეების, დების დაბადების დღეებს აღნიშნავენ და ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებენ მათ, ალას შვილები შიმშილს ებრძვიან. სულ ახლახან, სამი დღე მშივრებმა გაატარეს. მეზობლების სიკეთე რომ არა, ახალ ამბებში წავიკითხავდით მარტოხელა დედისა და მისი ხუთი შვილის შიმშილით დაღუპვის ტრაგიკულ ამბავს. ეს სამარცხვინოა!

თითოეულ მკითხველს მოვუწოდებთ დაფიქრდეს, რით შეუძლია დაეხმაროს შეჭირვებულებს. ამბობენ, რომ მადლიერების გრძნობა, არა მხოლოდ უდიდესი სათნოება, არამედ მადლიერი გულის ამოძახილიც არის. ვეხმარებით რა, ალას და მის შვილებს, სამყაროც უფრო თბილი და ნათელი ხდება. ჩვენ ვზრუნავთ საკუთარი შვილების მომავალზე, შეჭირვებულ და დამშეულ საზოგადოებაში ცხოვრება, რომ არ მოუწიოთ.

თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ფოთი, აფხაზეთის ქ. 7, ბინა 34.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: პროხოროვების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

საუზმეც, სადილიც და ვახშამიც გვიწილადეთ, თქვენი დამსახურებაა, რომ არ დავიღუპეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 

 

ხუთი ზურგჩანთის ამაყი მფლობელი!

იმის გამო, რომ ზურგჩანთა არ ჰქონდა და ცელოფნის პარკით დაჰქონდა რვეულები და წიგნები, ანუკის არაერთხელ ატკინეს სკოლაში გული. ახლა კი, ხუთი (!) ჩანთა აქვს, კვირის ყოველი დღისთვის და მათ, ვინც აბრაზებდა, აღარაფერი აქვთ სათქმელი. პროექტის დაწყებამდე პროხოროვების ოჯახს, დედას თავის ხუთ შვილთან ერთად, მოკუნტულებს ეძინათ ერთადერთ საწოლზე.

როგორც იქნა, ამ ოჯახის წევრებს გამოძინების საშუალება მიეცათ, რადგან ახლა, ორი ორსართულიანი საწოლი აქვთ!

მთავარი კი ის არის, რომ აღარ უწევთ რამდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობა! თქვენ მათ პროდუქტი ჩამოუტანეთ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ბავშვებს ძალები რომ აღედგინათ და ამდენხნიანი უჭმელობის მერე, გემრიელად რომ ეჭამათ.

 

კლასის ჩატი ნათიასთვის მიუწვდომელი იყო ისევე, როგორც ტიკ-ტოკი, მესინჯერი, ფილმების ყურება, თამაში და სურათების მომენტალური გადაღება! ახლა კი, ამ ულამაზესი ცისფერთვალება გოგონასთვის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია!

– ალა, დღეში რამდენჯერ აჭმევთ თქვენს შვილებს? ამჟამად ეს საკითხი ყველაზე მეტად გვაღელვებს.

ალა: დღეში სამჯერ და ასე, კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. უამრავი კეთილი ადამიანი გამოჩნდა, დაგვეხმარნენ, გადაგვარჩინეს და პროდუქტით მოგვამარაგეს. ამ ადამიანებმა გაგვიზიარეს ყველაფერი, რაც გააჩნდათ!

გიორგი კილაძე, რომელიც ბათუმში ცხოვრობს, ისე ზრუნავს ჩვენზე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებზე. უსაზღვროდ გულუხვი და კეთილშობილი ადამიანია! მისი ოჯახი და მეგობრებიც კი გავიცანით, ყველანი ერთად გვესტუმრნენ. ტომრებით ჩამოგვიტანა ფქვილი, კარტოფილი, პურის საცხობი ღუმელი გვაჩუქა. ახლა, შემიძლია სახლშიც გამოვაცხო პური. ბავშვებს მოუტანა იმდენი ტკბილეული, ორი თვის განმავლობაში ჭამდნენ, ჩააცვა კიდეც. ტანსაცმლის მაღაზიამ გადასცა ნივთები ჩვენთვის.

სოფიკო, ჩემი უფროსი შვილის თანაკლასელის, მარის დედა, ერთ-ერთი პირველი მოვიდა ჩვენთან, ჩემი ძვირფასი. მანაც პროდუქტი მოგვიტანა. ნინიმ, რომელიც აქ ცხოვრობს, ფოთში, ასევე მოგვაწოდა ფქვილი და კარტოფილი… მაქვს ბურღულეული, შაქარი, ზეთი და ნახევარფაბრიკატებიც… უმცროსი ბავშვებისთვის დიდი რაოდენობით ფაფები, რომელიც ფონდისგან მივიღეთ. დიდი შემართებით ვართ მეც და ბავშვებიც. ღმერთმა ნუ ქნას, ისევ აღმოვჩნდეთ იმ ზღვარზე, რა მდგომარეობაშიც ადრე  ვიყავით!

ნინი (9 წლის): საჭმელი რომ არ გვქონდა, მოწყენილები ვიყავით, ცუდ განწყობაზე, ახლა კი, ვმხიარულობთ!

მარი (10 წლის): ტანსაცმელი და საწოლები რომ არ გვქონდა, ისიც განწყობას გვიფუჭებდა. სულ მოწყენილი, გაბრაზებული დავდიოდი და ტირილი მინდოდა. ვერ ვიძინებდი.

– უძილობა გაწუხებდა ასეთ პატარა გოგოს?!

მარი: დეიდა, ექვს ადამიანს თუ გძინებიათ ოდესმე ერთად? იცი, რა ძნელია? ანუკი სულ მაღვიძებდა, ძილში ის მირტყამდა ფეხებს ყველაზე მეტად. ეჰ, მორჩა, კარგად იყავი, ანუკი! რა კარგია, საწოლები რომ მოგვიტანეთ. თორემ ძალიან დავიღალე! ახლა, ჩემთვის მძინავს, მარტოს. 9 საათზე ვწვები, რვაზე კი ვდგები და მივდივარ სკოლაში. კვირას საერთოდ 11-ზე ვიღვიძებ. მძინავს თბილად და ტკბილად.

 

მთავარი ხელის შემშლელი ძილის დროს, ახლა, უსაქმოდ დარჩა!

 

 

განსახლება მოხდა ამ ოჯახში. ახლა, ყველას საკუთარი საწოლი აქვს

კიდევ, კარადა გვაქვს და კომოდი, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. ადრე, ყველას ნივთები იატაკზე, ყუთებში ელაგა, რომელიც დედას მაღაზიაში უფასოდ მისცეს. ყველაფერი ერთმანეთში არეული იყო და თანაც, ულამაზოდ გამოიყურებოდა. ახლა, ხომ ლამაზად დევს? ყველა საკუთარ თაროს აწესრიგებს.

 

 

ასეთ ლამაზ კარადაში არეულად როგორ უნდა შეყარო ტანსაცმელი? ყველაფრის თაროებზე ლამაზად დადებას მოგანდომებს

ნინი: ჩვენი ანუკი გამდიდრდა! იმდენი ჩანთა აქვს, რომ მაღაზიის გახსნა შეუძლია!

 

 

ახლა, ანუკის იმდენი ჩანთა აქვს, რომ მაღაზიის გახსნა შეუძლია! შეხედეთ, თვლებით გაწყობილი ჩანთა როგორ მოიხდინა ამ ლამაზუკამ! 

– საინტერესოა, ეს როგორ მოხდა? ჩვენც გვიამბეთ!

ნინი: ბავშვები გვესტუმრნენ ფოთის მე-12 საჯარო სკოლიდან, ათნი მოვიდნენ და ჩანთები გვაჩუქეს. ვიდეოც ჩავწერეთ ერთად.

მარი: ბავშვები კი არა, მეათეკლასელები არიან უკვე.

ნინი: მერე, კიდევ გვაჩუქეს ჩანთები დეიდებმა და ბიძიებმა.

– ანუკი, ახლა რას გეუბნებიან ის ბავშვები, ვინც ადრე დაგცინოდა, ცელოფნის პარკით რომ დადიოდი?

ანუკი (6 წლის): მეუბნებიან: „რა ლამაზი და კარგი ჩანთა გაქვს!“

– ახლა როგორ ფიქრობ, სხვებს უნდა მოუსმინო?

ანუკი: არა. ადრეც კარგი გოგო ვიყავი, ცელოფნის პარკით რომ დავდიოდი და ჩემი წყენინება სულაც არ იყო საჭირო.

მარი: მე კი, ახლა, სკოლაში მხოლოდ ახალ და ლამაზ ტანსაცმელს ვიცვამ. და ის ბავშვებიც აღარ დამცინიან, ადრე ვინც მაბრაზებდა. მეთამაშებიან და ჩემთან მეგობრობაც კი უნდათ.

 

მარი მოკლე ვიდეორგოლებს იღებს პლანშეტით და იმსახურებს უამრავ მოწონებას

ალა: ეჰ, თქვენმა მკითხველებმა ხომ, თავიდანვე მიგვიღეს კარგად. ღარიბებიც კი მოვწონდით. დასაფასებელი და გულში ჩამწვდომი სწორედ ეს არის, ამას ვუხსნი ჩემს შვილებსაც. შეწუხდნენ, ჩვენს კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა, ადამიანურ ურთიერთობებში სწორედ ამას აქვს ოქროს ფასი. სახლში, სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან ამ სიყვარულისა და სიკეთის შედეგი მხვდება.

ეს ახალი ფარდებიც გვაჩუქეს. თბილი საბნები. ახალი ჭურჭელი. ადრე, ერთადერთ ქვაბს ვხმარობდი ყველაფრისთვის… ანდრიას საწოლიც. ზამთარიც სითბოში გავატარეთ. ფონდის მკითხველებს მადლობას ვუხდი ამ გაზის გამათბობლისთვის, რომელიც ასე დროულად გვაჩუქეს! ანდრიას ბაღში ვირუსი შეხვდა. ბრონქიტს როგორ ვუმკურნალებდი, სახლში სიცივე რომ ყოფილიყო?! ყოველ ჯერზე, ტაძარში რომ მივდივარ შვილებთან ერთად, მეც და გოგონებიც სანთლებს ვანთებთ და ღმერთს ვთხოვთ, ჯანმრთელად გამყოფოთ ყველა. მუდამ დალოცვილები და ბედნიერები ყოფილიყავით, თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!

 

ეს ახალი ფარდებიც მკითხველებისგან საჩუქრად მიიღეს

 

 

ალა: „ეს ზამთარიც ბედნიერად გადავაგორეთ. ჯერ ისევ ცივა და გამათბობელიც ჩართული მაქვს, რომ არ შესცივდეთ ბავშვებს“

 

 

ელენიკოს კი, ახალი პლაზმური ტელევიზორი ამშვიდებს ყველაზე უცებ. ფერადი მულტფილმი წამებში აშრობს ცრემლებს მის თვალზე

თქვენ დამეხმარეთ უამრავი პრობლემის მოგვარებაში. გარდა ამისა, ადგილობრივ ხელისუფლებას დაუკავშირდით. თქვენ უკეთ იცით, როგორ უნდა მისწეროთ წერილი. შედეგად კი, პროდუქტის ერთჯერადი 300-ლარიანი ვაუჩერი გადმოგვცა სოციალურმა სამსახურმა.

– ეს ძალიან ცოტაა.

ალა: მერია შეგვპირდა, რომ მარტში ამ სახლში შეცვლიან კარ-ფანჯარას და ახალ შპალერსაც გააკრავენ. კიდევ ერთი კარგი ახალი ამბავი იცით? ჩვენი მონაცემები შეტანილია უსახლკაროთა სიაში და ბინას ველოდებით. მერიაში გვითხრეს, რომ 2024 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში, ბათუმში მოგვცემენ ბინას.

– ნახევარ წელიწადში გავიგებთ ყველაფერს. ვიმედოვნებთ, რომ აასრულებენ დაპირებას. ალა, კიდევ რა სახის დახმარება გჭირდებათ ამჟამად?

ალა: ანდრიას ბრონქიტი გაურთულდა და ვშიშობ, რომ სახლის პირობებში ვერ გავუმკლავდები. ექიმის კონსულტაცია და წამლები სჭირდება. გთხოვთ, დამეხმარეთ, ძვირფასო მეგობრებო.

ეს პატარა გულები სინათლითა და სითბოთი აივსო! თქვენს გარეშე კი, სიღატაკის ბნელი ქვესკნელი შთანთქავდა! ეს რომ არ მოხდეს, მოდით, ერთად ვადევნოთ თვალყური პროხოროვების ოჯახის ცხოვრებას, შევთავაზოთ დახმარება პროდუქტით, ტანსაცმლით, წამლებით… უამრავი თქვენგანი მზრუნველობისა და თანაგრძნობის ნამდვილ ნიჭს ფლობს. სწორედ ამ ნიჭის დამსახურებით, მიეცემათ ამ საოცარ ბავშვებს ბედნიერების შანსი.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: პროხოროვების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ოქტ 19
გაზის გამათბობელი,ტელევიზორი
1160.00₾
2023 ნოე 01
საწოლი
1960.00₾
2023 დეკ 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
2370.00₾
2024 თებ 16
პროდუქტები
194.78₾
2024 თებ 26
ავეჯი
1480.00₾
2024 მარ 20
მედიკამენტები
181.40₾
2024 აპრ 17
პროდუქტები
299.74₾
2024 აპრ 20
სამშენებლო მასალა,რამაზანოვი
860.25₾
2024 მაი 15
პროდუქტები
199.91₾
26.05.2024
მედიკამენტები
153.27₾
12.08.2024
მედიკამენტები
1146.09₾
13.08.2024
პროდუქტები
399.78₾
03.09.2024
პროდუქტები
350.00₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
70.00₾
02.10.2024
პროდუქტები
299.87₾
17.10.2024
პროდუქტები
99.36₾
17.10.2024
მედიკამენტები
848.17₾
24.10.2024
პროდუქტები
300.01₾

სულ ხარჯები:

12372.63₾

დარჩა:

0.14₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.11.2024 00:00:00
₾1.26
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.31
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.11.2024 00:00:00
₾5.00

შემოწირულია:

₾12,372.77

1103 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾12,372.77

1103 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება