რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ჯერ კიდევ გუშინ, სავსებით ბედნიერი და ჯანმრთელი ქალი ვიყავი. საყვარელი მეუღლე და შვილი მყავდა! თითოეული თქვენგანიც ძალიან მიყვარს! დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია, მაგრამ არ მინდა, მაწანწალა ძაღლივით, ქუჩაში გავატარო უკანასკნელი დღეები! ჩემო თანამემამულეებო, თქვენი სიკეთისთვის უფალი დაგლოცავთ!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270
ჯერ კიდევ გუშინ, სავსებით ბედნიერი და ჯანმრთელი ქალი ვიყავი. საყვარელი მეუღლე და შვილი მყავდა! თითოეული თქვენგანიც ძალიან მიყვარს! დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია, მაგრამ არ მინდა, მაწანწალა ძაღლივით, ქუჩაში გავატარო უკანასკნელი დღეები! ჩემო თანამემამულეებო, თქვენი სიკეთისთვის უფალი დაგლოცავთ!
„ხვალ ქუჩაში დავრჩები უფეხო ქალი, ვერ ვხედავ გამოსავალს,“ – ეტლში მჯდომარე ეკა, სიმწრის ცრემლებს ძლივს იკავებს. – „21 ოპერაცია გადავიტანე! დამჯიჯგნეს, დამსერეს, სხეულზე ადგილი არ მაქვს დარჩენილი, რომ არ მტკიოდეს, დაზიანებული მაქვს ყველა ორგანო…“
47 წლის ეკატერინე, 13 წელია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სიცოცხლისთვის იბრძვის. სათვალავი აქვს დაკარგული, რამდენჯერ აღმოჩნდა დანის ქვეშ! ხერხემლის თიაქრის ამოკვეთას გართულებები მოჰყვა, გაჩენილი წყლულების გამო, მოსაკვეთი გაუხდა ფეხი… გარდა ამისა, სეფსისი, კენჭები ნაღვლის ბუშტში, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. ერთი ადამიანისთვის ამდენ დაავადებასთან გამკლავება ხომ, შეუძლებელია! მაგრამ, მიუხედავად გაუსაძლისი ტკივილების, გონების ხშირი კარგვის და ჰალუცინაციების, ეკა მაინც პოულობს საკუთარ თავში ძალას და სიცოცხლეს აგრძელებს. მას ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება, რადგან ხვალ, ეს ტანჯული ქალი, ამდენი დაავადებით აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ!
მართლაც, ერთი წამით წარმოვიდგინოთ, როგორია მისი ყოველდღიურობა? როდესაც გაუსაძლის ტკივილს, ემატება უსახლკარობა და ხვალინდელი დღის შიში.
– ეკატერინე, გვიამბეთ, თუ შეიძლება, რა შეგემთხვათ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში?
ეკატერინე: ერთდროულად ვებრძვი უამრავ დაავადებას, ფეხი მომაჭრეს, გარდა ამისა, სულ ცოტა ხანში ქუჩაში დავრჩები. ყველაფერმა ჩემთვის მოიცალა! აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო? 39 წლის ვიყავი, ეტლში რომ ჩავჯექი. ახლა, უკვე ამ ეტლითაც კი მიჭირს გადაადგილება, ხელები ისე მტკივა. ვწევარ უმეტესად, ვტირი და ვიხსენებ წარსულ ბედნიერ ცხოვრებას. სულ მერცხალივით დაჰქროდიო, ასე მეუბნებოდნენ ახლობლები…
„39 წლის ასაკში საბოლოოდ ჩავჯექი ეტლში“
– როდის, რა მიზეზით დაიწყო ეს ყველაფერი?
ეკატერინე: წელი მაწუხებდა, არც ვაქცევდი ყურადღებას, მერე ტკივილი გაუსაძლისი გახდა. მხოლოდ მაშინ მივმართე ექიმს და მალევე აღმოვჩნდი ქირურგის მაგიდაზე. სწორედ იმ დღიდან დაიწყო ეს ჯოჯოხეთი. ოპერაციის დროს, რაღაც არ წავიდა ისე, ქირურგმა უთხრა დედაჩემს, რომ თიაქარი ხერხემალში ღრმად იყო შეზრდილი და ბოლომდე მისი ამოკვეთა ვერ მოხერხდა. ამას, კიდევ ორი ოპერაცია მოჰყვა, რადგან არ ცხრებოდა ტკივილები. ვკიოდი, ვტიროდი, ვღრიალებდი, სიმწრის ცრემლები მდიოდა ღაპაღუპით. სამი ოპერაციის მერე, დავდექი ყავარჯნებზე, მაგრამ ერთ წელიწადში ისევ დაბრუნდა გაუსაძლისი ტკივილი. ექიმმა, ვინც თავდაპირველად გამიკეთა ოპერაციები აღარ მიმიღო: „თოჯინა ხომ არ ხარ ამდენჯერ გაგჭრა და შეგკეროო.“ მივაკითხე სხვა კლინიკას, აღმოჩნდა, რომ ხერხემალი პირველი ოპერაციის დროს ფხიკეს და იმდენად იყო გათხელებული, რომ სადაცაა, გადატყდებოდა! ორი ფიქსატორი ჩაიდგა, რომელიც ორგანიზმმა არ მიიღო და ისიც ამოსაღები გახდა! ერთი ჩატეხილიც ყოფილა, ნატეხიც ვერ ამოიღეს და დღემდე არის ჩემს სხეულში… 2 თვე გავატარე რეანიმაციაში! ერთი სიტყვით, 39 წლის ასაკში საბოლოოდ ჩავჯექი ეტლში და ეს ჩემთვის უდიდესი ტრაგედია იყო…
„მერცხალივით დაქროდიო“ – იხსენებენ ჩემი ახლობლები“
– მართლაც, აქტიურ ცხოვრებას მიჩვეული ახალგაზრდა ქალბატონისთვის, ალბათ, ათმაგად უფრო რთული იქნებოდა ასეთ მდგომარეობასთან შეგუება… ხერხემლის გარდა, რა პრობლემები გაქვთ კიდევ? ფეხი რა მიზეზით მოგკვეთეს, ეკა?
ეკატერინე: ფეხი დავკარგე ერთი წლის წინ. რა თქმა უნდა, უმოძრაობის გამო, დაირღვა სისხლის მიმოქცევაც, ტროფიკული წყლული გამიჩნდა, 9 ოპერაცია გაკეთდა მხოლოდ ფეხზე! ძალიან ვეცოდებოდი ექიმს, ძალიან არ უნდოდა ფეხის მოკვეთა და იხმარა ყველა ღონე. ყოველ ჯერზე მათლიდნენ და მათლიდნენ ხორცს. მაგრამ, საბოლოოდ, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი! არც კი ვიცი, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. ერთი მეორეს მიჰყვა… ფარისებრ ჯირკვალზე სიმსივნე აღმომაჩნდა და ისიც ამოიკვეთა, გამოკვლევები ახლაც მჭირდება, მაგრამ სად არის საშუალება?
„9 ოპერაცია გამიკეთეს ფეხზე! ნაწილ-ნაწილ მათლიდნენ ხორცს… მაგრამ საბოლოოდ, გარდაუვალი გახდა მოკვეთა“
– ანუ, საერთო ჯამში, 10 ოპერაცია ფეხზე, 5 – ხერხემალზე, გამოდის, რომ…
ეკატერინე: ჯამში 7 ოპერაცია გაკეთდა ხერხემალზე! აღარაფერი მივარგა, მთლიანი ორგანიზმი, ყველაფერი დამიზიანდა. რამდენიმე წლის წინ, ნაღვლის ბუშტის იმისთანა შეტევა მქონდა, ნახევრად მკვდარი წამიყვანეს საავადმყოფოში. კენჭები აღმომაჩნდა და ამომკვეთეს. ბრმა ნაწლავიც ნაოპერაციევი მაქვს და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც საშვილოსნოც მთლიანად ამომაჭრეს.
„2 თვე გავატარე რეანიმაციაში…“
– 21 ოპერაცია…
ეკატერინე: პატარა ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი ბრმა ნაწლავის შეტევა რომ დამემართა, მაგრამ, რა მოსატანია ახლა… საშვილოსნო კი, 17 წლის ასაკში ამოიკვეთა, შვილი რომ გავაჩინე, სისხლდენა ვერ შეაჩერეს. დანარჩენი ოპერაციები გაკეთდა ბოლო 13 წლის გამავლობაში. თითქოს, არ მყოფნიდა ჩემი გასაჭირი და ის, რომ აღმოვჩნდი ეტლში.
– როდის მიხვდით, რომ უიმედოა თქვენი მდგომარეობა?
ეკატერინე: 40 წლის ვიქნებოდი, ალბათ, როდესაც გავიგე, რომ ფეხზე ვერასდროს დავდგებოდი, ყველანაირი იმედი გადამიწურეს ექიმებმა. თურქეთშიც კი წამიყვანეს რამდენიმე წლის წინ, საკმაოდ მსხვილი თანხა შეგროვდა კეთილი ადამიანების დახმარებით. მაგრამ, რად გინდა? იქ უარესად დამტანჯეს, დამსერეს, დამჯიჯგნეს და ისევ საქართველოში გამომიშვეს, უიმედოდ.
„უმეტესად ვწევარ და ერთხელაც, ალბათ, ჭკუიდან შემშლის ფიქრები…“
– სრულიად მარტო ცხოვრობთ, ეკა, როგორ ახერხებთ თავის მოვლას, ელემენტარული, ყოველდღიური საქმის კეთებას.
ეკატერინე: ჩემი ნათლული ცხოვრობს მეზობლად. ის რომ არა, ალბათ, დღეს აღარც ვიქნებოდი ცოცხალი. მეხმარება… მე კი, როდესაც დამოუკიდებლად ელემენტარულად თავის მოწესრიგებას ვცდილობ, ტყუილი წვალებაა. სკამებს ვადგამ ერთმანეთს, ერთიდან მეორეზე გადახოხებას, გადაჩოჩებას ვცდილობ და საბოლოოდ, ის სკამებიც ვარდება და მეც, მერე კი, კიდევ უფრო რთულია ადგომა. ფაქტობრივად, შეუძლებელი.
„სკამებს ვადგამ ერთმანეთს, ერთიდან მეორეზე გადახოხებას, გადაჩოჩებას ვცდილობ და საბოლოოდ, ის სკამებიც ვარდება და მეც“
– რატომ დარჩით მარტო, ეკა, თქვენ ხომ, ოჯახი გყავდათ?
ეკატერინე: ძალიან პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი. 17 წლისას უკვე შვილი მყავდა. მომიტაცა ჩემმა მეუღლემ, მაშინ რა ვიცოდი, ოჯახური ცხოვრება და დედობა რას ნიშნავს? მაგრამ ერთად, ბედნიერები ვიყავით. სიყვარულში იზრდებოდა ჩემი ერთადერთი შვილი. ოთხი წლის წინ კი, ჩემმა მეუღლემ ალბათ, ვეღარ გაუძლო ჩემი ასეთი ტანჯვის ყურებას. ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ როგორ დავემდურო? მადლობელი ვარ მისი გვერდში დგომისთვის და იმ ბედნიერი წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ. შვილიც სხვის სახლს აფარებს თავს.
– რას საქმიანობთ მთელი დღის განმავლობაში?
ეკატერინე: თუკი არის საშუალება, ვცილობ, რაიმე საჭმელი მოვამზადო. ესღა დამრჩა, თავის შესაქცევად, შეძლებისდაგვარად, სამზარეულოში ფუსფუსი. პროდუქტი იყოს, მთავარია. თორემ უმეტესად ვწევარ და ერთხელაც, ალბათ, ჭკუიდან შემშლის ფიქრები…
– არასდროს გქონიათ საკუთარი საცხოვრებელი?
ეკატერინე: ბინა ჩემი მკურნალობისთვის გაიყიდა. მაგრამ, ხომ ხედავთ, როგორ გამოვიდა… ხეიბარი ვარ და უსახლკაროც ვიქნები მალე. ეს ახლობლის ბინაა, დიდი პატივი მცა, მთელი 7 წელია, აქ ვცხოვრობ. მაგრამ, ვერავის დაავალდებულებ, ხომ იცით, ყველას თავის პრობლემები აქვს. ახლა, ამ ბინის გაყიდვა დასჭირდა. მე კი, მართლა არ ვიცი, სად უნდა წავიდე. შუქნიშანზე ხომ არ დავდგები და არ გავიწვდი ხელს? ქირის გადახდას კი, ნამდვილად ვერ მოვახერხებ.
ყველაზე უბრალო საქმეც კი, წარმოუდგენლად რთულია ეტლში მჯდომარე ეკასთვის
– სახელმწიფოს თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ეკატერინე: თავშესაფარში წასვლა შემომთავაზეს! 1-ლი ჯგუფის ინვალიდი ვარ, ფეხი არ მაქვს, ერთი მთელი ადგილიც არ შემომრჩა სხეულზე, სრულიად განადგურებული ვარ. მომვლელი მჭირდება. მე იქ ვერ ვიცხოვრებ! თანაც, საშინელი პირობებია, როგორც გავიგე.
„მას შემდეგ, რაც ფეხი მომკვეთეს, ჰალუცინაციები მაქვს, ხშირი გონების კარგვა“
– ამჟამად როგორ გრძნობთ თავს?
ეკატერინე: რაც ფეხი მომკვეთეს, ჰალუცინაციები მაქვს, ხშირი გონების კარგვა. სპეციალურ წამლებს ვსვამ ამის გამო. მთავარი კი, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევაა, რადგან ავთვისებიანი სიმსივნე ამომკვეთეს და აუცილებლად სჭირდება კონტროლი.
– ოდესმე თუ წარმოგედგინათ, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდით?
ეკატერინე: ვერასდროს წარმოვიდგენდი! ისეთი ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ბებოს გაზრდილი ვარ, დედა მუხლჩაუხრელად შრომობდა იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. ახლა კი, წამლების ფულიც არ მაქვს. ტკივილგამაყუჩებლები მჭირდება ყოველდღე. ექიმმა მითხრა, რომ ღვიძლი დამეშლება ამდენი მედიკამენტების მიღებით. მაგრამ, როდესაც ტკივილი გკლავს, ვინღა დაეძებს ამას? ფინანსურადაც რთულია, უამრავი პრეპარატი მჭირდება, კვლევები, ჩემი შემოსავალი კი, მხოლოდ პენსიაა და სოციალური შემწეობა.
„უამრავი პრეპარატი მჭირდება, ჩემი შემოსავალი კი, მხოლოდ პენსიაა და სოციალური შემწეობა“
– რით შეუძლია თქვენი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენს ფონდს და მის კეთილ მეგობრებს?
ეკატერინე: ძალიან მწვავედ დგას ბინის საკითხი. გამოუვალი მდგომარეობაა. 1 ნოემბერს აღმოვჩნდები ღია ცის ქვეშ. ბინის პატრონიც სხვა გზას ვერ ხედავს, უნდა გაყიდოს ბინა. მე კი, თავშესაფარში წასვლას, მირჩევნია ღამე ქუჩაში რომ გავათიო. ნეტავ, ეს ზამთარი მაინც გადამაგორებინა რამენაირად. მუდმივად მჭირდება მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, ჭკუიდან რომ არ შემშალოს ტკივილმა და თავისთავად, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა.
– უცხო ადამიანების სიკეთის თუ გჯერათ? ხსნას რაში ხედავთ?
ეკატერინე: რა თქმა უნდა! სანამ ამ დღეში ჩავვარდებოდი, ტაძარში სიარული ძალიან მიყვარდა. ახლაც, ყოველდღე ვლოცულობ. მჯერა, რომ უფალი არ მიმატოვებს და გამომიგზავნის ადამიანებს, ვინც დამეხმარება. რამდენიმე წლის წინ, თქვენს ფონდს მივმართე და ძალიან დამეხმარეთ. ახლაც, დიდი იმედით ველი, რომ აუცილებლად მოიძებნება რამე გამოსავალი.
„ჩვენთვისაც ტკბილია სიცოცხლე!.. მერე რა, რომ არ შეგვიძლია გადაადგილება, გარეთ გასვლა, რომ უნარშეზღუდულები გვქვია…“
– როგორ ახერხებთ ასეთი სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებას?
ეკატერინე: რა გითხრათ… ადამიანებმა ხომ, არასდროს ვიცით, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. მაგრამ, სიცოცხლე ყველას გვწყურია, რა სირთულეების წინაშეც არ უნდა დავდგეთ. ჩემი ნებისყოფა რომ არა, ალბათ, ამდენს ვერ გავუძლებდი. ერთს გეტყვით, ჩვენც, ვინც ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, წაგვერთვა გადაადგილების შესაძლებლობა, მოკვეთილი გვაქვს კიდური, ათასი დაავადებითა და ტკივილით რომ ვიტანჯებით. ჩვენთვისაც ტკბილია სიცოცხლე!.. ჩვენც, ხვალინდელ დღეს იმედით ვუყურებთ! გვაქვს ჩვენი გრძნობები და ოცნებები! მერე რა, რომ არ შეგვიძლია გადაადგილება, გარეთ გასვლა, რომ უნარშეზღუდულები გვქვია… უბრალოდ, განგებამ ასე ინება და განსაცდელი გამოგვიგზავნა. ალბათ, ჩვენი სულიერი სიმტკიცის გამოსაცდელად.
„ჩვენი დახმარების გარეშე, ეკა სირთულეებს ვერ გაუმკლავდება!“
მეგობრებო, მართლაც, არავინ ვიცით, ჩვენი ხვალინდელი დღე როგორი იქნება. ეს ულამაზესი ქალბატონი, ერთ დროს, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, „მერცხალივით დაჰქროდა“, ჰყავდა ოჯახი, მეგობრები და სამომავლო გეგმებიც ჰქონდა. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა რომ დღეს, 47 წლის ასაკში, ეტლს მიჯაჭვულს და ფეხმოკვეთილს, მოუწევდა ჯოჯოხეთური ტკივილის მოთმენა, ტკივილგამაყუჩებელზე ოცნება და იმის შიშის ქვეშ ცხოვრება, რომ ხვალ, აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ!
ეკატერინე ივანაური დიდ განსაცდელშია, მას სჭირდება თავშესაფარი! თუ არ დავეხმარებით დღეს, ხვალ ის ქუჩაში დარჩება! გარდა ამისა, მიზერული პენსია და შემწეობა, ელემენტარულად, მედიკამენტებზეც არ ჰყოფნის! დღეს თუ არ გავუმართავთ ხელს, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს!
ხანდახან, ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გადაწურულია ყველა იმედი, როდესაც საერთოდ აღარ შესწევს იმის ძალა, რომ უშველოს თავს. უფალი გვიგზავნის ასეთ ადამიანებს იმისთვის, რომ ჩვენი ადამიანობა გამოსცადოს, იმისთვის, რომ მოგვეცეს შანსი, უანგაროდ დავეხმაროთ სრულიად უცნობს და სწორედ ასე მივუახლოვდეთ ღმერთს!
თუ გსურთ, მოინახულოთ ეკატერინე და დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, კორპუსი 13, ბინა 81.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სულ ხარჯები:
14250.65₾დარჩა:
150.47₾