რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

იცი, ამ სახლის პატრონი ვინ არის? მიწის?.. ნახე, რამხელაა! ამ ვარიების, მსხლის და ვაშლის ხეების… აი-ი-ი… შეხედე! ამ ყველაფრის პატრონი მე ვარ! კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ. დედამ მითხრა!

calendar ნოემბერი 8, 2023

ცხრა წლის განმავლობაში ცუდ პირობებში, ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით, — ამბობს მაია. — დავიტანჯეთ. არა მხოლოდ ბინიდან ბინაში, არამედ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა გვიწევდა. ბინის პატრონები გადაუხდელობის გამო ძაღლებივით ქუჩაში გვყრიდნენ, საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის წაღების საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ. უარაფროდ დარჩენილები, აცრემლებულები და დაღლილები ვტოვებდით ბინებს. ახლა ვერავინ, ვერასდროს გაგვაგდებს ვერსად! ჩერნოვეცკის ფონდმა იზრუნა იმაზე, რომ ჩემს შვილებს თავზე ჭერი, ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ! დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ორსართულიანი სახლი, ექვსი ოთახითა და დიდი ეზოთი ჩვენია. ვერცერთი ფონდი, რომელსაც მივმართეთ, ვერ დაგვეხმარა! თქვენ კი მოახერხეთ და სახლი გვაჩუქეთ! ისეთი ბედნიერი ვარ, არ ვიცი, შოკიდან როდის გამოვალ, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვიქნები თქვენი!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

„დედა, არ მოკვდე!“ სამი პატარა ბავშვი და მათი მძიმედ ავადმყოფი დედა შიმშილით იტანჯებიან! ბავშვებმა ბალახის ჭამა დაიწყეს! ნუთუ დავუშვებთ ასეთ რამეს?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩემი შვილების თვალწინ არ მოვკვდე. რამდენიმეჯერ გონება დავკარგე, ძირს დავეცი, ბავშვებს კი ეგონათ, რომ მოვკვდი. როგორ ტიროდნენ, ღმერთო… მე კი მესმოდა, მაგრამ ვერ ვინძრეოდი! რა კარგი იქნებოდა, მოვმკვდარიყავი იმ დღეს და აღარ მენახა ჩემი შვილების ტანჯვა!“

ამ სიტყვებს სამი ბიჭუნას დედა, მაია ამბობს. მას აღარ შეუძლია თავისი შვილების ტანჯვის ყურება. ექვსი წლის ვაკო, 4 წლის საბა და 2 წლის აკაკი შიმშილობენ და ამის გამო, ხშირად ავადმყოფობენ კიდეც.

 „საბა გულის მანკით იტანჯება, მას აქვს დაუნის სინდრომი და ვერ ლაპარაკობს“

 მაია: სიკვდილზე ვოცნებობ, მართლა, იმიტომ არ ვამბობ, რომ ტრაგედია შევქმნა. რომ ვიცოდე, ამით ჩემი შვილების მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესდება, არც დავფიქრდებოდი, ისე მოვიკლავდი თავს დიდი ხნის წინ. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია! ყოველდღიურად იმის ყურება, შიმშილისგან როგორ ტირიან ჩემი შვილები. შემწეობის თანხა არაფერში მყოფნის. მთლიანად იხარჯება ქირაზე, პამპერსებზე, წამლებსა და ფქვილზე.

 „თუ არ ჩავეხუტები დათუნიას, გამექცევა სხვა ბავშვებთან“

 – თქვენი მეუღლე არ მუშაობს? 

 მაია: იმის მერე, რაც რამდენიმეჯერ გონება დავკარგე და ზურგი ძალიან ამტკივდა, მეუღლე ბავშვებთან ზის. ეშინია, მარტო რომ დამტოვოს. იცით, ბავშვები რა შეშინებულები იყვნენ, უგონოდ ძირს რომ დავეცი?

 აკაკი (2 წლის): დედიკო ტიროდა, აი, ასე ტიროდა: „ე-ე-ე-ი-ი-ი“, მერე კი – ბრახ! და ძირს ეცემოდა. საწყალი დედიკო! მერე ვაკო იწყებდა კივილს: „დედიკო მოკვდაო!“ მე კი, ვტიროდი. აი, ასე იყო.

 „მტირალა დედიკო გვყავს… ტირის და მერე ძირს ეცემა“

 – თავის გატანას როგორ ახერხებთ?

 მაია: ცხოვრებამ მათხოვრად მაქცია. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. საკუთარ ღირსებას ხაზი გადავუსვი. ცრემლები მახრჩობს მაგრამ, რაღა მაქვს თქვენთან დასამალი, ხანდახან, ქუჩაშიც ვდგავარ ხელგაწვდილი. ვტირი, ვტირი… მაგრამ, რა უნდა ვქნა, როდესაც ჩემი შვილები შიმშილით იტანჯებიან? ისინი, ვისაც საკუთარი შვილი მშიერი არასდროს უნახავს, ვერ გამიგებენ. დედები ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდ მათ მშიერ თვალებს არ უყურონ.

ვაკო (6 წლის): მე კი, ჩუსტებით დავდივარ სკოლაში! საერთოდ არაფერი მაქვს. და აი აქ, მუცელში მეწვის. ბევრ წყალს ვსვამ, მაგრამ მაინც…

 „ისევ მაკარონი… უკვე აღარ ჩადის მუცელში.“

 აკაკი: მეც მინდა, რამე შევჭამო, ვჭამო! მაკარონი და პური, პური და მაკარონი… ამ პურის ნაჭრებს რომ ვუყურებ, ძეხვი და კანფეტები მელანდება.

 ვაკო: ოღონდაც მაკარონი არა. უკვე ცუდად ვხდები, რომ ვხედავ.

“შიმშილისგან ცრემლი თავისით მომდის”

 მაია: ნეტავ, ასე ვინ დამწყევლა?! ვინ? მტერსაც არ ვუსურვებ, საკუთარი შვილების ტანჯვას რომ უყუროს! ვაკოს და აკაკის შეუძლიათ ლაპარაკი, გეტყვიან მაინც, რატომ ტირიან. ჩემი ტანჯული საბა კი, საერთოდ ვერც ლაპარაკობს.

 „სიკვდილზე ვოცნებობ, რომ არ ვუყურო ჩემი შვილების ტანჯვას. მაგრამ, როგორ უნდა იცხოვრონ უჩემოდ?“

 – და რა სჭირს?

 მაია: დაუნის სინდრომი აქვს და გულის მანკი. საერთოდ ვერაფერს აკეთებს. ვერ ლაპარაკობს. არც ვითარდება. გულკეთილ ადამიანებს ან მეზობლებს საჭმელი თუ მოაქვთ, პირველ რიგში საბას ვაჭმევ, ხოლმე. ძალიან მეცოდება. ტანჯვისთვის არის დაბადებული. ისევე როგორც ჩვენ ყველანი. მაგრამ იცით, ხანდახან ვფიქრობ, იქნებ, ვაკომ და აკაკიმ შეძლონ, ამ ყველაფერს თავი რომ დააღწიონ? იქნებ, უფალმა უკეთესი ცხოვრება აჩუქოს? სიცოცხლეს დავთმობ, ოღონდ ამათ უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ.

 „ჩემი საბრალო საბა ვერც ხვდება, რა საშინელ გარემოში არის დაბადებული.“

 – სანამ დაოჯახდებოდით, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი ცხოვრება, მაია?

 მაია: ისედაც ვიცოდი, რომ ლამაზი ცხოვრებისთვის არ ვიყავი გაჩენილი. ვიცოდი, რომ ტანჯვა მელოდებოდა. მაგრამ, ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი, ვერ წარმოვიდგენდი, ლუკმა პურისთვის მათხოვრობა რომ მომიწევდა… ვიცი, ჩვენთან მათხოვრები არავის მოსწონს. ზიზღით უყურებენ. ჯანმრთელი ქალი უნდა წავიდეს და იმუშაოსო, იტყვიან. მაგრამ, ხომ არავინ იცის, რა დღეში ვარ. აბა, როგორია? პირველად იმან მესროლოს ქვა, ვინც ხელს არ გაიწვდის და არ იმათხოვრებს, არჩევანის წინაშე თუ დადგა: შვილები შიმშილით დახოცოს თუ დაიწვას სირცხვილით?

 „ამ სახლში 200 ლარს ვიხდით ქირას. სანამ აქ გადმოვიდოდით, ნანგრევებში ვცხოვრობდით, სადაც ვირთხები კბენდნენ ჩემს შვილებს.“

 – ფონდს მიმართეთ დახმარებისთვის. ამჟამად, რა სახის დახმარება იქნებოდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

 მაია: უპირველეს ყოვლისა, პროდუქტი, პროდუქტი და ისევ პროდუქტი! შემდეგ, პამპერსი და მედიკამენტები. ასევე, გვჭირდება საწოლები. საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. ჩემი ოცნებაა, ბავშვებს ჰქონდეთ ერთი პატარა ტელევიზორი მაინც, შიმშილი ცოტა ხნით მაინც რომ დაავიწყოს. სულ ეს არის!

 აკაკი: კიდევ, სათამაშოები სჭირდებათ ბავშვებს! ბევრი ძეხვი და კანფეტები…

 ვაკო: და კიდევ, ბავშვებს სჭირდებათ ველოსიპედი! ძალიან, ძალიან სჭირდებათ!

 „სკოლაში ჩუსტებით დავდივარ. არც ტანსაცმელი მაქვს, არც ფეხსაცმელი.“

 – ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ექიმთან! გონებას რომ კარგავთ, ამას შეიძლება წამლებმა უშველოს.

 მაია: ექიმთან წასვლის საშუალება არ გამაჩნია! ერთხელ ვიყავი, მაგრამ უამრავი ანალიზების ჩაბარება მომთხოვა! ამხელა თანხა რომ მქონდეს, ბავშვებს გადასარევად ვაჭმევდი მთელი ერთი თვე! გამაგებინეთ, როგორ უნდა ჩააბაროს შეჭირვებულმა ადამიანმა ანალიზი, რომელშიც 70 ლარია გადასახდელი?! აი, რანაირად? ამიტომ, საკუთარ ჯანმრთელობას აღარ ვუყურებ. მთავარია, ბავშვები შიმშილით არ დამეხოცონ!

 ვაკო, საბა და აკაკი – ეს არ არის უბრალოდ სახელები. ეს ჩვენი ქვეყნის მომავალია, ოცნებებია, რომელიც შიძლება აუხდენელი დარჩეს, დროულად თუ არ ჩავერევით. ბავშვები არიან, რომლებიც ოცნებობენ ძეხვსა და კანფეტებზე, სათამაშოებსა და გართობაზე.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, არჩევანის წინაშე ვდგებით. შეგვიძლია მხარში დავუდგეთ მაიას და მის შვილებს, დავეხმაროთ და შიმშილისგან მაინც ვიხსნათ ისინი. მოდით, რაც შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, ხელი გავუწოდოთ, სანამ გვიანი არ არის. ნუთუ შევძლებთ, საკუთარ თავს რომ ვაპატიოთ, შიმშილით თუ დაიხოცებიან? როგორ ჩავხედავთ საკუთარ შვილებს თვალებში, გემრიელობებს როდესაც ვუყიდით?

რას მოიმოქმედებდით, თქვენი შვილები რომ ავადმყოფობდნენ და შიმშილობდნენ? ალბათ, შეუძლებელს შეძლებდით, რომ მათ ჰქონდეთ ის, რაც აუცილებლად სჭირდებათ, მზრუნველობა და სიხარული რომ აჩუქოთ. მოდით, მაიასთვის და მისი შვილებისთვის გავაკეთოთ ეს. თორემ, ეს საბრალო ქალი, მარტო ვეღარ უმკლავდება გასაჭირს!

თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

 (დანიშნულება: მაია ამბოკაძე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

იცი, ამ სახლის პატრონი ვინ არის? მიწის?.. ნახე, რამხელაა! ამ ვარიების, მსხლის და ვაშლის ხეების… აი-ი-ი… შეხედე! ამ ყველაფრის პატრონი მე ვარ! კიდევ საქართველოს მოქალაქე ვარ. დედამ მითხრა!

 

 

 

ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები დაგვეხმარნენ! ვინ არიან, დეიდა, გამაცნობ?!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ცხრა წლის განმავლობაში ცუდ პირობებში, ნაქირავებ ბინებში ვცხოვრობდით, — ამბობს მაია. — დავიტანჯეთ. არა მხოლოდ ბინიდან ბინაში, არამედ ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადასვლა გვიწევდა. ბინის პატრონები გადაუხდელობის გამო ძაღლებივით ქუჩაში გვყრიდნენ, საკუთარი ნივთების, ტანსაცმლის წაღების საშუალებასაც კი არ გვაძლევდნენ. უარაფროდ დარჩენილები, აცრემლებულები და დაღლილები ვტოვებდით ბინებს. ახლა ვერავინ, ვერასდროს გაგვაგდებს ვერსად! ჩერნოვეცკის ფონდმა იზრუნა იმაზე, რომ ჩემს შვილებს თავზე ჭერი, ბედნიერი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეთ! დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ეს ორსართულიანი სახლი, ექვსი ოთახითა და დიდი ეზოთი ჩვენია. ვერცერთი ფონდი, რომელსაც მივმართეთ, ვერ დაგვეხმარა! თქვენ კი მოახერხეთ და სახლი გვაჩუქეთ! ისეთი ბედნიერი ვარ, არ ვიცი, შოკიდან როდის გამოვალ, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე მადლობელი ვიქნები თქვენი!

ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა, ამბოკაძეების ოჯახს, არც მეტი, არც ნაკლები, სახლი აჩუქეს! თანაც ნაკვეთით, რომლის  ფართობი 3 400 კვადრატული მეტრია!

პირველ სართულზეც და მეორეზეც სამ-სამი ოთახია.

— მაია, ბოლო ბინის პატრონს როგორ გამოემშვიდობეთ? როგორ მოეწყვეთ ახალ სახლში? თქვენი სიხარული გაგვიზიარეთ, გვიამბეთ ყველაფერი!

მაია: ვაიმე, ცხოვრებაში პირველად, ნორმალურად, ადამიანურად დავემშვიდობეთ. ჩვენი ამბავი გაუხარდა და დაგვლოცა. შეხედეთ, რა ლაღად თამაშობენ ბავშვები ფეხბურთს. ჩვენს ეზოში ვაშლის, ტყემლის, მსხლის ხეები დგას. სხვათა შორის, ტყემალი უკვე გავაკეთე.

ვაკო: „კვარაცხელიასავით გავიტან გოლებს!“

ვაკო: „კვარა შემაქებდა ასეთი დარტყმისთვის, არა?!

 

ნელ-ნელა ვაწყობთ ცხოვრებას, პირველ სართულზე სამი ოთახია და მეორეზეც — სამი. პირველზე სამზარეულო იქნება, უკვე არის სააბაზანო და საპირფარეშო. მეორეზე კი საძინებელია და ბავშვების ოთახი. იმდენ რამეს ვგეგმავ ამ სახლსა და ეზოში, ფრთები შემასხით! უფლის წყალობით, კარგად იქნება ყველაფერი, ჩემი მეუღლე სამსახურს ნახავს, მინდა, ბოსტანი მქონდეს, ქათმები მყავდეს. რბილი ავეჯის ხელოსანია, მეგობრებმა ხელსაწყოები აჩუქეს, მუშაობა რომ შეძლოს.

„აქ, პირველ სართულზე, მამა სამზარეულოს აწყობს, ჯერ მზად არ არის“.

ვაკო: „ეს ჩვენი საძინებელია. ასე, ზურგზე ვწევარ ხოლმე, მძინავს და ვისვენებ“.

 

ვაკო: „ახალ პლანშეტში სასაცილო პროგრამა ვიპოვე. ნახე, როგორ ცვლის სახეს!“

ადრე გარდაბნის რაიონში ვცხოვრობდით, ახლა კი — სამტრედიაში. ქალაქმა კარგად მიგვიღო. არაჩვეულებრივი, თბილი და გულკეთილი მეზობლები გვყავს. მოდიან, გვეკითხებიან, რა დახმარება გვჭირდება, ყველსა და რძეს გვაწვდიან ბავშვებისთვის.

თქვენი დამსახურებით, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. აქ ვაკო სკოლაში ივლის, საბა კი — ბაღში. საუკეთესოს მოლოდინი გვაქვს. საოცარ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ. აი, საკუთარი სახლის ქონა რას ნიშნავს!

ვაკო, 6 წლის: ჩემი მიწა მაქვს!  ვაშლის, მსხლის, ლეღვის და ხურმის ჩემი ხეები! ჯერ არ გინახავს, სახლის უკან ტყეა და ისიც ჩემია. ორი ვარია მყავს, გაიზრდებიან და კვერცხიც გვექნება! კიდევ საქანელა მაქვს! წამოდი, ვაშლის ხე უნდა გაჩვენო!

აკაკი, 2 წლის: ე-ე-ე, ეს უსამართლობაა! შენ უნდა აჩვენო ყველაფერი? მე საძინებელი მაქვს და ოთახი სათამაშოებით, მე უნდა ვაჩვენო, გასაგებია?! მსხლის ხესაც მე ვაჩვენებ, გაიგე?!

— ვაიმე, რა დასანანია, ინტერვიუ რომ მაქვს ჩასაწერი. მაგრამ არა უშავს, მალე დავასრულებ და თქვენი ნაკვეთის ნახვასაც შევძლებ! საბას კი ხელში ავიყვან. მაია, საბასთვის პენსიის დანიშვნა მოხერხდა?!

მაია: ჩემი საბა, ჩემი მზის ბიჭი, ის ბედნიერი და გახარებულია ყველაზე მეტად! ჩვენი ახალი სახლი ძალიან მოსწონს. ავადმყოფობაც კი გადაავიწყდა.

საბას ძალიან მოსწონს ახალი სახლი. ჩვენი მზის ბიჭი აღარ ტირის!

თქვენი დახმარებით, როგორც იქნა, ბავშვს პენსია დაენიშნა. გენეტიკური ანალიზის პასუხის გარეშე უარს ვიღებდით. მადლობელი ვარ, რომ ამ კვლევების საფასური გადაიხადეთ და ახლა ვალდებულია სახელმწიფო, 270 ლარი ჩაირიცხება ხოლმე. თქვენი დახმარებით ყველაფერი გამოვიდა, მაინც მივაღწიეთ ჩვენსას.

„ვაშლის, მსხლის და ხურმის ჩემი ხეები მაქვს…“

ვაკო: „აი, ასე გემრიელად ვისვენებ ჩემი ვაშლის ხის ქვეშ“.

აკაკი: „მაშინ მეც დავდგები და დავისვენებ“.

ვაკო: „შეგიძლია, ძლიერად გამაქანაო? ძალიან მომწონს! აქამდე საკუთარი საქანელა არასდროს გვქონია!“

 

— ფონდის მეგობრების მიმართ რა გრძნობები გაქვთ? ვინმე პირადად თუ გაიცანით?

მაია: საოცარი ხალხი ცხოვრობს ჩემს საქართველოში! წარმოუდგენელი! თბილი, გულწრფელი, ჰუმანური და ყურადღებიანი! თქვენი ჭირიმე! ვამაყობ, მიყვარს და მზად ვარ, ბედნიერების ცრემლებით ვიტირო! მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების გაცნობისთვის! ჩვენს ძველ სახლშიც რამდენი ხალხი მოვიდა! საჭმელი, ტანსაცმელი, სათამაშოები, საწოლები, სკოლის ნივთები მოჰქონდათ ჩვენთვის… გავგიჟდით, ისე გაგვახარეს, ბავშვები უბრალოდ დაფრინავდნენ! ახლაც გიჟდებიან (იცინის), თავადაც ხედავთ. ამდენ სტუმრებში სამი სახელის დამახსოვრება მოვახერხე — დიკა სალაკაია, თამარ ჯიმშიტაშვილი, ნატო გელაშვილი. მერე მეხსიერებამ მიმტყუნა, რადგან ათობით სახელის დამახსოვრება ძალიან რთულია.

მაგრამ, რა მინდა გითხრათ: ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება ეს სასწაული, რომელიც თქვენ, ყველამ ერთად მოახდინეთ ჩვენთვის. ჩერნოვეცკის ფონდი პირველია, ვინც რეალურად ძალიან გვეხმარება. ყველას გლოცავთ და ყველასთვის ვლოცულობ. ყველა მეგობარს ვუსურვებ, რომ ჯანმრთელობა, უდარდელი, ბედნიერი ცხოვრება, კეთილდღეობა საქართველოს ყველა ოჯახში იყოს!

ვაკო: „ველოსიპედი არასდროს მქონია და ამიტომაც ტარება მიჭირს! მაგრამ ამ ზაფხულს უნდა ვისწავლო კარგად“.

აკაკი: დეიდა, ჩვენი ნაკვეთის სანახავად არ მოდიხარ? მდინარეზე წამოხვალ ჩვენთან ერთად? კიდევ ცხენები უნდა გაჩვენო.

— აქ, მდინარეც არის? რა მაგარია!

აკაკი: მამაჩემი თევზაობს იქ, მე კი ვეხმარები, უფრო მეტი თევზი რომ დაიჭიროს.

მაია: დიახ, მდინარეც არის, იპოდრომიც ახლოსაა. ჩვენთვის ძალიან კარგი ადგილი შეარჩიეთ.

— მაია, ამჟამად მოსაგვარებელი რა პრობლემები რჩება?

მაია: პროდუქტი და კიდევ ერთხელ პროდუქტი. მისამართი ხომ შევიცვალეთ და ამის გამო სოციალური შემწეობის ჩარიცხვაც დროებით შეჩერებულია. ცოტა ხანს, სანამ აღდგება, როგორმე თავი უნდა გავიტანოთ და მშივრები არ დავრჩეთ…

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ოჯახისთვის სახლის ჩუქება, მშვიდი ცხოვრების ჩუქებას ნიშნავს! ახლა ამბოკაძეების ოჯახს აღარსად მოუწევს გაქცევა, ახალ ადგილზე შეუძლიათ ფესვების გადგმა და ცხოვრების აწყობა. მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ვაკოს, საბას, აკაკის და მათ მშობლებს სტაბილურობა აჩუქეთ. ამჟამად ოჯახს სოციალური შემწეობის თანხა არ ერიცხება და ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტი. ჩვენი დიდი თხოვნაა, მხარში დაუდგეთ. კიდევ ერთხელ, უდიდეს მადლობას ვუხდით ყველას, ვინც დახმარება გაუწია!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან — თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ამბოკაძეების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 

კორ: მედეა

 

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
6980.00₾
2024 თებ 01
გამოკვლევა
350.00₾
2024 მარ 15
მედიკამენტები
564.11₾
2024 აპრ 20
კერძო სახლი ნაკვეთით
26753.00₾
2024 მაი 15
რეესტრის მომსახურება
159.00₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
მედეა წამალაშვილი
01.06.2024 00:00:00
₾20.00
გევორქიანი მარგარიტა
19.07.2024 00:00:00
₾25.00
არსენაძე ანი
13.07.2024 00:00:00
₾50.00
ბურდილაძე ლევან
16.07.2024 00:00:00
₾5.00
გვარმიანი ლუკა
22.06.2024 00:00:00
₾5.00
ანონიმი
20.06.2024 22:15:08
₾50.00
ანონიმი
16.06.2024 00:06:03
₾5.00
ალექსანდრე ცქიტიშვილი
07.06.2024 00:00:00
₾30.00
პაპავა ოთარი
01.05.2024 20:00:00
₾6.64
წეველიძე თორნიკე
30.04.2024 20:00:00
₾5.00
გორისეველი ლაშა
19.04.2024 20:00:00
₾5.00
ანონიმი
12.04.2024 00:03:20
₾10.00
ლორთქიფანიძე თორნიკე
11.04.2024 20:00:00
₾2.00
ი/მ ანჟელა კოხოძე
22.02.2024 20:00:00
₾10.00
გიორგი თურმანიძე
20.02.2024 20:00:00
₾10.00
მაღრაძე ეთერ
19.02.2024 20:00:00
₾6.97
ნინო ჯადუგიშვილი
25.01.2024 20:00:00
₾5.00
ოზბეგაშვილი შოთა
31.12.2023 20:00:00
₾5.00
ილარიონ კომლაძე
28.12.2023 20:00:00
₾10.00
მედეა სულაქველიძე
25.12.2023 20:00:00
₾5.00

შემოწირული:

₾35,147.81

2125 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირული:

₾35,147.81

2125 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება