ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

მშობელმა მამამ ბავშვები სოციალური შემწეობის გარეშე დატოვა, მისი ოჯახი კი, ოთხ ბავშვს აგდებს იმ სარდაფიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ! ალბათ, უცნობ ადამიანებს უფრო შეეცოდებათ ეს პატარები და გაუწევენ მათ დახმარებას!

calendar ნოემბერი 16, 2023

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

„როდესაც ხედავ, რომ შენი შვილები შიმშილითა და სიცივით იტანჯებიან, შენ კი ვერაფერს შველი, ამაზე მძიმე საყურებელი არაფერია“ ნაძირალა მამამ შეუბრალებლად, ნესტიან სარდაფში, უსახსროდ, ტანსაცმლისა და მომავლის ყოველგვარი იმედის გარეშე მიატოვა თავისი მეუღლე და ოთხი პატარა შვილი. რა დაუშავეს ისეთი, რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს ნორმალური ცხოვრების იმედი წაართვა?! რისთვის დასაჯა ასე?! ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვას, მაშინვე მოეკლა, არ ჯობდა?

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მშობელმა მამამ ბავშვები სოციალური შემწეობის გარეშე დატოვა, მისი ოჯახი კი, ოთხ ბავშვს აგდებს იმ სარდაფიდან, სადაც ისინი ცხოვრობენ! ალბათ, უცნობ ადამიანებს უფრო შეეცოდებათ ეს პატარები და გაუწევენ მათ დახმარებას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„როდესაც ხედავ, რომ შენი შვილები შიმშილითა და სიცივით იტანჯებიან, შენ კი ვერაფერს შველი, ამაზე მძიმე საყურებელი არაფერია“

ნაძირალა მამამ შეუბრალებლად, ნესტიან სარდაფში, უსახსროდ, ტანსაცმლისა და მომავლის ყოველგვარი იმედის გარეშე მიატოვა თავისი მეუღლე და ოთხი პატარა შვილი.

რა დაუშავეს ისეთი, რომ საკუთარ სისხლსა და ხორცს ნორმალური ცხოვრების იმედი წაართვა?! რისთვის დასაჯა ასე?! ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის გაწირვას, მაშინვე მოეკლა, არ ჯობდა?

 „შიმშილისგან მუცელი მტკივა… დეიდა, მაჭამე რამე!“ (მიმართავს ჟურნალისტს)

ამ ქვეყნად ყველა ბავშვი ითხოვს კანფეტს, სათამაშოებსა და ნაყინს! ეს ჩვენი ქართველი ბავშვები კი, თავიანთ ძმებს სთხოვენ, რომ დაუტოვონ ცოტა წვნიანი მაინც, რომელიც დედამ სოციალური სასადილოდან მოუტანა!

„მეც მშია, ცოტა მაინც არ დამიტოვეთ?“

„მე და ჩემი შვილები ასე, ბედის ანაბარა ვართ დარჩენილი. ზოგჯერ, გათენების მეშინია, საჭმელს რომ მომთხოვენ, არ ვიცი რა ვუთხრა, რა წყალში გადავვარდე?!“

 მარტოხელა დედა, მზევინარ ფერაძე, თავის ოთხ მცირეწლოვან შვილთან: ხუთი წლის სანდროსთან, სამი წლის ინასთან, ორი წლის ილიასთან და რვა თვის ივანესთან ერთად, ცხოვრობს ცივ და ნესტიან სარდაფში, რომელიც მისი ყოფილი მეუღლის ბებიას ეკუთვნის. ის კი, ემუქრება ქუჩაში გაგდებით. ოჯახს არსად აქვს წასასვლელი, შეიძლება ხვალ, ბედის ანაბარა აღმოჩნდნენ, ღია ცის ქვეშ. მამამ შვილები და მეუღლე მიატოვა და ნაცარტუტად აქცია მათი ცხოვრება. ხუთი წლის სანდროს მეტყველების პრობლემა აქვს, სჭირდება ლოგოპედის დახმარება და მკურნალობა. მაგრამ, დედას ამ ყველაფრის საშუალება არ გააჩნია.

 მზევინარი: ამ ზამთრის მეშინია ყველაზე მეტად, არ გავიყინოთ. ძალიან გვჭირდება თბილი გადასაფარებლები, ლეიბები და საჭმელი, შიმშილით რომ არ მომიკვდნენ შვილები“

 ბავშვები, რომელებსაც არ აქვთ ბავშვობა და დედა, რომელიც დარდობს იმაზე, რომ მისი შვილები არ გაიყინონ… ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა, მეგობრებო! ისინი ჩვენი ბავშვები არიან და სიცივითა და შიმშილით იტანჯებიან. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ დახმარებაზე უარი ვუთხრათ, როდესაც გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ გადავარჩინოთ, ვალდებულები ვართ გავაკეთოთ ეს! უნდა ჰქონდეთ ამ პატარებს ლაღი ბავშვობა!

 – ქალბატონო მზევინარ, რა არის ამჟამად თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

 მზევინარი: ეჰ ჩემო კარგო, იმდენი პრობლემა მაქვს, საიდან დავიწყო, არც კი ვიცი. უკიდურეს გაჭირვებაში ვცხოვრობთ და ახლა, ყველაზე მეტად ზამთრის სიცივე მაშინებს. მე და ჩემი ოთხი პატარა ამ სარდაფში ვცხოვრობთ, არ გვაქვს არანაირი გათბობის საშუალება, არც გაზი და არც შეშა ზამთრისთვის. საბანი და ლეიბიც კი არ გამაჩნია, რომ იმის იმედი მაინც მქონდეს, ჩემს შვილებს გადავაფარო და თბილად იყვნენ. 

 საბავშვო სკამს ვინატრებ ხოლმე, რომ ჩვილი მაინც ჩავსვა და საქმე გავაკეთო. თვითონაც მიკვირს, როგორ ვაცხოვრებ ამ პირობებში ოთხ ბავშვს. მუდმივად გვაქვს საკვების პრობლემა. საშუალება არ გამაჩნია, ისეთი საჭმელი მოვუმზადო ჩემს შვილებს, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოს პატარამ. რა ვქნა, მხოლოდ მეზობლების და კეთილი ხალხის იმედად ვარ. განა ეს ცხოვრებაა, როდესაც გეშინია შიმშილით და სიცივით სიკვდილის!

„არ მიყვარს მაკარონი, მაგრამ რა ვქნა? სხვა არაფერი გვაქვს და რამე ხომ უნდა ვჭამო?“

 – თქვენ ან ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ გაქვთ?

 მზევინარი: იცით, ახლაც გაციებულები არიან და ვირუსი აქვთ. მე კი არ მაქვს საშუალება, ექიმთან წავიყვანო, შესაბამისი მკურნალობა რომ დაუნიშნოს. გუშინ მეზობელმა მომცა ანტიბიოტიკის რამდენიმე აბი, იქნებ, უშველოს. გარდა ამისა, ჩემი უფროსი შვილი სანდრო უკვე ხუთი წლისაა, მაგრამ მეტყველება უჭირს, ექიმთან ვერ წამიყვანია. არასდროს მქონია ფინანსური საშუალება,  ლოგოპედთან რომ მიმეყვანა. ამასთან ერთად, ჩემი ყოფილი მეუღლეც უარზე იყო, მეც წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. სულ იმას მეუბნებოდა, რომ მის ოჯახში ყველამ გვიან აიდგა ენა და ჩვენი შვილიც იქნება ასე. ვერ ვეწინააღმდეგებოდი, ვერა! ის იყო ოჯახში უფროსი. ამის გამო, აცრაც კი არ აქვთ ბავშვებს გაკეთებული. ახლა, უკვე დიდია ჩემი ბიჭი, მაგრამ როგორც საჭიროა, ისე მაინც ვერ საუბრობს. იმედი მაქვს, მის ლოგოპედთან წაყვანას მოვახერხებ, რომ ვუმკურნალო. მთავარია, გვიანი არ იყოს.

„ეს ფანჯრები გინდ ყოფილა და გინდ არა. ქარი უბერავს და იმდენად ცივა, რომ ვერ გაიგებ, სახლში ხარ, თუ გარეთ“

 – ქალბატონო მზევინარ, გეხმარებათ ვინმე? ან სახელმწიფოსგან თუ იღებთ რაიმე დახმარებას?

 მზევინარი: დიახ, მეზობლები მეხმარებიან. ღმერთმა გაახაროს! სახლში საჭმელს რომ აკეთებენ, გვაწვდიან ხოლმე, ყოველთვის. ან მაღაზიაში, თუ რამე დამჭირდა მატანენ უპრობლემოდ, ბავშვის პამპერსებს მაგალითად. მაგრამ, უკვე ძალიან მერიდება და ხშირად ვერ მივდივარ, ხოლმე. სოციალურ დახმარებასაც ვიღებ. 

 ადრე, უფროსი შვილი სანდრო, ბაღში რომ დავარეგისტრირე, იქ ერთჯერადი დახმარება მოგვცეს: ზეთი, მაკარონი, შაქარი. გარდა ამისა, ერთხელ ქალაქის მერიაც დაგვეხმარა, ეს იყო და ეს. ახლა, უკვე მხოლოდ კეთილი ხალხის და ღმერთის იმედად ვართ დარჩენილი.         – გვიამბეთ თქვენი და თქვენი მეუღლის ისტორია, როგორ გაიცანით ერთმანეთი? თქვენი ოჯახური ცხოვრება რამდენ ხანს გაგრძელდა?

 მზევინარი: ჩემი მეუღლე გავიცანი სოციალური ქსელის მეშვეობით. მაშინ, არ ვცხოვრობდი საქართველოში. რომ ჩამოვედი, შევხვდით და ოჯახი შევქმენით, ძალიან მიყვარდა. 12 წელი ვიცხოვრეთ ერთად, გავუჩინე ოთხი შვილი. მაგრამ ახლა, ვფიქრობ, რომ მას არ ვუყვარდი. რომ ვყვარებოდი, ასე, ოთხი შვილით, ბედის ანაბარა, უსახსროდ, მარტოს ხომ არ დამტოვებდა? მე და ჩემი შვილები, სხვა ქალის გამო მიგვტოვა. ბავშვების სოციალური შემწეობაც კი, რასაც ბოლო 5 თვის განმავლობაში ვიღებდით, მიჰქონდა და იმ ქალს ახარჯავდა, ბავშვებს ლუკმა პურის გარეშე მიტოვებდა. ამის მერე, როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ვუყვარდი? მგონია, რომ მთელი ცხოვრება მატყუებდა. ოჯახი სიყვარულით შევქმენი, მაგრამ გაქრა სადღაც ეს გრძნობა. ახლა, მხოლოდ ჩემი შვილები დამრჩა და ინსტინქტი, რომ ისინი კარგად იყვნენ, მეტი არაფერი მინდა.

„ისევ მშიერს მომიწევს დაძინება“

 – ძირითადად, რისგან შედგება თქვენი და ბავშვების რაციონი, რით იკვებებით?

 მზევინარი: ხშირად ყოფილა, რომ მხოლოდ პური უჭამიათ ჩემს შვილებს, იმდენ რამეს ითხოვენ და სჭირდებათ, მაგრამ არაფრის საშუალება არ გამაჩნია. მხოლოდ წყალ-წყალა წვნიანს თუ შეჭამენ, არაფერი ამათთვის არ არის სხვა. ბავშვები კარაქიან პურს და ჩაის ნატრობენ ხოლმე, ხორცზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. რამდენი ხანია, ხორცი არ უჭამიათ ჩემს შვილებს. დედისთვის, ალბათ, არაფერია იმაზე მტკივნეული, შენი შვილი შოკოლადს რომ გთხოვს და იმასაც კი ვერ უყიდი. სიკვდილის ტოლფასია, ამათ მოუკვდათ ჩემი თავი. მუდამ უყურებენ ხელებში ყველას. სათამაშო არ იციან რა არის. თუ მაქვს ორი კაპიკი, საჭმელს და წამლებს ვყიდულობ მხოლოდ, ყველაზე იაფიანს. არ მაქვს იმის საშუალება, რომ სახატავი ფურცლები და ფანქრები მაინც ვუყიდო ბავშვებს. ეს ჯოჯოხეთია ჩემთვის.

„ეს არის ჩვენი საპირფარეშო, თუ შეიძლება, ასე რომ ერქვას. მაგრამ, სხვა რა გზაა? კიდევ კარგი, ეს მაინც არის“

 – როგორც ვხედავ, ძალიან დაზიანებულია თქვენი საცხოვრებელი. ასეთ პირობებში ცხოვრებას, როგორ ახერხებთ?

 მზევინარი: აი, რა გითხრათ? ფაქტობრივად ცარიელ კედლებში ვცხოვრობთ. ერთი პატარა ოთახია, სარდაფი. ისიც არ არის ჩემი, ჩემი ყოფილი მეუღლის ბებიის სახლია. ბოლოს რომ ველაპარაკე, გვითხრა, რომ უნდა გაყიდოს და გადასვლა მოგვთხოვა. ძალიან ვეხვეწე, რომ არ დავეტოვებინეთ ჭერის გარეშე. ისიც არ ვიცი, რამდენი ხნით დაგვტოვა, როდის მოგვიწევს აქედან წასვლა. სად უნდა წავიდე? ოთხი ბავშვით, ქუჩაში ცხოვრება მომიწევს. ნორმალური საწოლიც კი არ გვაქვს. სხვა ავეჯზე ხომ, ზედმეტია ლაპარაკი. არა სარეცხი მანქანა, არა გაზქურა, არა ტელევიზორი. ფაჯრები კი, ზოგან შუშაა და ზოგან რაღაცეები გვაქვს გაკრული. არც შველის, ყველა მხრიდან ქარი უბერავს და სიცივე შემოდის. გათბობაზე ვერც ვიცონებებთ. მეშინია, ამ ზამთარს არ გავიყინოთ.

„ამ საწოლებზე გვძინავს, მე და ოთხ ბავშვს, ნორმალური ლეიბები და გადასაფარებლებიც კი არ გვაქვს, ძლივს ვეტევით. ფაქტობრივად, ერთმანეთზე სძინავთ „

 – ცხელი წყალი თუ გაქვთ? როგორ აბანავებთ ბავშვებს? ან სარეცხს როგორ რეცხავთ?

 მზევინარი: არა, ჩემო კარგო, სად მაქვს ცხელი წყალი? თანაც, სახლში ბეტონის იატაკია, ბავშვები კი სულ ძირს გორავენ და თამაშობენ. ყოველ წუთს ესვრებათ ტანსაცმელი. სარეცხსაც ეზოში ვრეცხავ, ცივ წყალში. ბავშვების დაბანაც სატაჯველია. ხან სახლში ვაბანავბ ტაშტში, ხან მეზობელთან მიმყავს. კიდევ კარგი, ამას მაინც ვახერხებ. არ ვიცი, რა ვქნა, როგორ გადავატანინო ჩემს ოთხ შვილს ეს ზამთარი. სახლშიც, ალბათ, ვერ ვაბანავებ. აქ, როგორც გარეთ, ისე ცივა. რომ გაცივდნენ, წამალსაც ვერ ვუყიდი. რა წყალში გადავვარდე, არ ვიცი.

„ზაფხულში უფრო მარტივია. ზამთარში კი, ძალიან რთულია ცივ წყალში ამდენი სარეცხის რეცხვა, ხელები მეყინება ხოლმე“

 – რაზეც ოცნებობდით წლების წინ, ახდა?

 მზევინარი: ეჰ, არა! მე რაზეც მიოცნებია, არასდროს ამიხდა.

 – როგორ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება წლების წინ? 

 მზევინარი: ყოველთვის მეგონა, რომ მყარი ოჯახი მექნებოდა, შვილები მეყოლებოდა, მეუღლე გვერდით, არაფერი გაგვიჭირდებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ გაჭირვებასა და უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. არ მეგონა, თუ ჩემს შვილებს სანატრელი გაუხდებოდათ საჭმელი. მაგრამ, ასეთ დღეში ვარ ახლა. არაფერი ამიხდა, რაზეც ყოველთვის ვფიქრობდი და ვოცნებობდი, ძალიან დამჩაგრა ცხოვრებამ. მხოლოდ ეს ოთხი ანგელოზი მყავს, რომლებიც ცხოვრებას მილამაზებენ. მხოლოდ ამათ გამო მიხარია მეორე დღის გათენება. ძალიან მინდა, ბედნიერები იყვნენ, ძალიან. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს.

“სათამაშოები მინდა, იმდენი აქვთ სხვა ბავშვებს, მე კი, ერთი ცალიც კი არ მაქვს.  ფული რომ მექნება, ბევრ მანქანას ვიყიდი და ვითამაშებ“

 – მორწმუნე ხართ? ხშირად ლოცულობთ?

 მზევინარი: რა თქმა უნდა! სახლში ყოველთვის ვლოცულობ, ხოლმე. ეკლესიაში სიარულს ვერ ვახერხებ, ოთხი ბავშვით. სახლში მარტოს ვერ ვტოვებ ვერანაირად და თან ვერ წავიყვან. ახლოსაც არ არის ეკლესია, რომ შევძლო ხელში ავიყვანო პატარა და დანარჩენი სამი კალთაზე გამოვიბა. მაგრამ, ყოველთვის ვლოცულობ… ალბათ, ღმერთის იმედი და სიყვარული მაძლებინებს ასეთ მდგომარეობაში, ძალიან მეხმარება ლოცვა.

„დედიკო, პური არ დარჩა, ცოტა?“

 – ამჟამად რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

 მზევინარი: ძალიან ბევრი რამ მჭირდება, რომ ჩემმა შვილებმა ნორმალურად ცხოვრება შეძლონ. მაგრამ ყველაზე მეტად, ამ ზამთრის მეშინია, არ გავიყინოთ, თბილი გადასაფარებლები და ლეიბები ძალიან გვჭირდება და საჭმელი, შიმშილით რომ არ მომიკვდნენ შვილები. ასევე გაზქურა, რომ საჭმლის გასაცხელებლად მეზობელთან არ ვირბინო. ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა, რომ ბავშვების სარეცხის დარეცხვა შევძლო. ძალიან ბევრი გროვდება. ვისაც შვილები ჰყავს, კი მიხვდება, ოთხი ბავშვის აღზრდა რამდენად რთულია. თან, მარტოხელა დედისთვის. ეს ხომ, ორმაგი ტვირთი და პასუხისმგებლობაა, ძალიან ძნელია, როდესაც იცი, რომ ამ პრობლემების წინაშე მარტო ხარ, არც კი ვიცი, როგორ ვუმკლავდები. მეზობელთან რომ მიმყავს ხოლმე, სახლში წამოსვლა არ უნდათ. ტელევიზორს უყურებენ და ცოტა ხნით დარჩენას მეხვეწებიან, ხოლმე. სახლში არ გვაქვს და რა ვქნათო? მაგრამ, იქ რამდენ ხანს უნდა გავაჩერო? ტელევიზორიც ძალიან მჭირდება, მეზობლებთან კარდაკარ სირბილი რომ არ უწევდეთ ჩემს შვილებს.

„როდესაც ბევრი საქმე აქვს დედიკოს, მე ჩემს ძამიკოს ხელში დავიჭერ ხოლმე და ვეთამაშები. მაგრამ, არ შემიძლია დიდხანს, ხელები მტკივდება.

 – უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ?

 მზევინარი: მჯერა, რომ კეთილი ადამინები, ჩემს შვილებს უყურადღებოდ არ დატოვებენ და გულთან ახლოს მიიტანენ ჩვენს გასაჭირს. სიკეთის მჯერა. ვიცი, კეთილი ხალხი ჩემს ოთხ შვილს, შიმშილისა და სიცივისთვის არ გაწირავს. ვიცი, რომ სიკეთე გადამდებია. ვიცი, რომ ამ გასაჭირიდან გვიხსნიან და დაანახებენ ჩემს პატარებს, რომ ისინი, ამ დიდ უსამართლო სამყაროში მარტო არ არიან. გთხოვთ, დაეხმარეთ ჩემს შვილებს.

 რა ძნელია ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ბავშვებს შენს გარშემო, შიმშილი და სიცივე კლავს. თუ ერთხელ მაინც არ გამოგიცდია, ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს, როდესაც შვილი საჭმელს გთხოვს და არ გაქვს, სცივა და ვერ ათბობ. ნამდვილი ტრაგედიაა ასეთი ცხოვრება.

 უნდა გავერთიანდეთ და ვიხსნათ ეს ოჯახი უკიდურესი გაჭირვების, შიმშილის, სიცივის კლანჭებიდან. თითოეულმა ჩვენგანმა, საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამ საქმეში.

 მათ სასწრაფოდ სჭირდებათ საკვები, თბილი ლეიბები, საბნები, პლედები, საოჯახო ტექნიკა: გაზქურა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა. უნდა გადავარჩინოთ ეს ოჯახი, უნდა ვაჩუქოთ ამ პატარებს, ბავშვობა. ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ!

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

 თუ გსურთ მოინახულოთ და პირადად გაუწიოთ დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბუშეტი

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ! 

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!


ამ სარდაფში მხოლოდ უიმედობა სუფევდა, თქვენ კი დახმარება გაგვიწიეთ და იმედიც დაგვიბრუნეთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

ეს ბავშვები ჯერ კიდევ სარდაფში ცხოვრობენ. ამ ზეწრებსა და ბალიშის პირებზე რომ დაიძინებენ, მულტფილმის გმირებთან ერთად, იმედია, მხოლოდ ფერად და მხიარულ სიზმრებს ნახავენ!

მამას ნივთები და ტექნიკა მიჰქონდა სახლიდან, 5 წლის სანდროს კი, უკვირდა: „სად მიგაქვს, მამიკო?“ ჯერ ტელევიზორი წაიღო, მერე მაცივარი, მერე კი თავისი ოთხი შვილის ცხოვრებიდან თავადაც გაქრა. ამ ბავშვებს დედასთან ერთად, მოუწიათ საცხოვრებლად გადასვლა სარდაფში, რომელიც მამის ბებიას ეკუთვნის, რაც კიდევ უფრო დამამცირებელი იყო.

უფალმა განსაჯოს ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილებს ძარცვავს. ამ ბავშვებს ის საშინელი ტრავმები და გულის ტკივილი თქვენ დაავიწყეთ და აჩუქეთ ბევრად მეტი: ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა, საწოლები, კომოდი, ტანსაცმელი… მარტოხელა დედას, მზევინარს გვერდში ამოუდექით, სულიერი სიმტკიცისა და ადამიანების სიკეთის რწმენის შენარჩუნებაში დაეხმარეთ ამ საბრალო ქალს.

არცერთი ბავშვის გულში არ უნდა იყოს ტკივილი და წყენა! მადლობას გიხდით იმისთვის, რომ საჩუქრებით აავსეთ და გაახარეთ პატარა ინა!

– მზევინარ, ბავშვებს არ უკითხავთ, ისევ საიდან გაჩნდა სახლში ნივთები?
მზევინარ:
სანდროსთვის დიდი დარტყმაა ის, რაც მამამისმა გააკეთა. თავის დაიკოს, ინას სულ ამაზე ესაუბრება. თქვენი საჩუქრები კი, ბავშვებისთვის შესანიშნავი თერაპიაა. ავუხსენი, რომ არსებობს ფონდი, სადაც არიან მხოლოდ კეთილი ადამიანები, ვინც არავის არაფერს ართმევს და პირიქით, ჩუქნის.

ჯერ ტკბება სანატრელი დისტანციური მართვის მანქანის ცქერით. ისეთი ლამაზია ყველაფერი, ყუთიც და მანქანაც!

მზევინარი: „თქვენი საჩუქრები ჩემი შვილებისთვის შესანიშნავი თერაპიაა“

სადრო (5 წლის): პა-ბი-ბა-ბი მომცეს.

მზევინარი:
თქვენ ვერ გაიგებთ სანდროს საუბარს, მას ლოგოპედის დახმარება სჭირდება. მე გითარგმნით. ტელეფონს ეძახის ასე, იმიტომ, რომ ღილაკებს ასეთი ხმა აქვს ნომერს რომ ავკრეფთ. ფონდმა ჩარიცხა თანხა, წავედი და სანდროს დაბადების დღეზე Samsung Galaxy ვუყიდე. ხელი მოჰკიდა თუ არა, ჩემზე უკეთ გაერკვა ყველაფერში: YouTube-ს რთავს, მესენჯერით ლაპარაკობს, თამაშებს იწერს…

„დაბადების დღეზე ტელეფონი მივიღე საჩუქრად!“ სანამ დედა ინსტრუქციას ეცნობოდა, სანდრომ ჩართო YouTube, მესენჯერი და თამაშის ჩაწერაც მოასწრო!

რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, მოვაწესრიგეთ ჩვენი სარდაფი. ახლა, ბავშვებმა იციან, ნივთები სად დევს და სად უნდა შეინახონ. სანდროს თავისი თარო აქვს კომოდში, ინას კი – თავისი… სიხარულით მოირგეს ახალი შარვლები, ზედები. ტანსაცმლითაც ძალიან დამეხმარეთ. რამდენი ხანია, მათთვის არაფერი მიყიდია.
ბავშვებმა ამოალაგეს ლოგინის ახალი თეთრეული, გაუხარდათ, ახალი საბნები, ბალიშები, საწოლები რომ აქვთ. ორსართულიან საწოლს ჯერ ვერ ავაწყობთ, ცალ-ცალკე დგას საწოლები, აქ ხომ, ძალიან დაბალი ჭერია. ეჰ, რამდენი ხანია, ჩემს შვილებს დავიწყებული აქვთ, ნორმალური ცხოვრება რას ნიშნავს, საშინელ სასჯელს ჰგავს ამ სარდაფში ჩვენი ყოფა. თქვენი დამსახურებაა, ნორმალურ ცხოვრებას რომ ვუბრუნდებით და ჭკუიდან რომ არ შევიშალეთ.

ახალი ლეიბების, ბალიშებისა და საბნების გროვაში სხედან და ისვენებენ

აქაურობა ჩაბნელებულია, ჭერი დაბალია და ეს ისედაც უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე. ტელევიზორიც კი არ გვქონდა, ახალი ამბებისთვის რომ მოგვესმინა ან გადაცემისთვის გვეყურებინა. ახლა კი, ყურადღების გადატანა მაინც შეგვიძლია.

ფონდის მკითხველებმა მოიტანეს ყველა ის ნივთი, რაც მამიკომ წაიღო, და ბევრად უკეთესებიც კი!

ფონდის სოციალური მუშაკი, თანამშრომლები, მკითხველები, ახლა, ჩემი ახლობელი ადამიანები არიან, ყოფილი მეუღლე კი – სრულიად უცხო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ ნამდვილად ასეა. თქვენ გაინტერესებთ, როგორ იკვებებიან ჩემი შვილები და პროდუქტით ავსებთ ჩვენს მაცივარს: ხორცი, კვერცხი, კარაქი, მაწონი… და ეს მაცივარიც, სწორედ თქვენი წყალობით გვაქვს!

„თქვენ გაინტერესებთ, რას ჭამენ ჩემი შვილები. მაცივარი შეგვიძინეთ და პროდუქტებით გაავსეთ კიდეც“

სარეცხი მანქანა და გაზქურა… სარეცხი მანქანა დამონტაჟებულია და მუშაობს კიდეც. გაზი აქ არ არის შემოყვანილი და აზრიც არ აქვს, მაინც მალე მოგვიწევს აქედან გადასვლა.

მზევინარი: „გაზქურას ახალ საცხოვრებელში რომ გადავალთ, მაშინ ჩავრთავთ. აქედან ხომ, გვასახლებენ.“

– მეუღლის ბებიამ ბინის დასაცლელად რა ვადა მოგცათ?
მზევინარი:
ერთი თვე, მაქსიმუმ ორი. უკვე შევატყობინე რაიონის გამგეობას, თავად ჩვენმა გამგებელმაც იცის ჩემი პრობლემის შესახებ, მერიაშიც იციან, ვანთისა და ხოდაშენის ტერიტორიაზე ეძებენ ახალ სახლს ქირით… იმედია, ყველაფერი გამოვა და არ დავრჩები ქუჩაში, ოთხ შვილთან ერთად. ეს არის ჩემი მთავარი პრობლემა. რა თქმა უნდა, ბავშვების ჯანმრთელობაც საყურადღებოა. სანდრო ლოგოპედს უნდა ვაჩვენო, ილია – თვალის ექიმს… ყველაფერს, რაც გვაჩუქეთ, წავიღებ თან.

– მზევინარ, პირადად თუ გაიცანით ჩვენი მკითხველებიდან ვინმე?
მზევინარ:
რა თქმა უნდა! და ბავშვებმაც გაიცნეს. შორი გზიდან ჩამოვიდა ერთი კარგი ოჯახი: ცოლ-ქმარი, დიდ ბიჭთან ერთად. პროდუქტი ჩამოგვიტანეს: ფქვილი, ზეთი, მარცვლეული, შოკოლადი. ჩვენი რეგიონიდან, კახეთიდანაც გვესტუმრნენ. ნიკა წნორიდან, კიდევ, ერთი ბიჭი თელავიდან. მათაც ასევე საკვები და საჩუქრები ჩამოგვიტანეს…
ალბათ, ეს ყველაფერი რომ არა, ვერ გავუძლებდი იმ ტკივილს, რომლის გადატანაც მოგვიხდა მე და ჩემს შვილებს. ჩვენი სულიერი განკურნებისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია: თბილი სიტყვები, საჩუქრები და ყურადღება.

სარბოლო მანქანით თამაშის დროა! რალი იწყება!

ძალიან მტკივნეული იყო და მწარე, მაგრამ თქვენ იცით, ჭრილობები როგორ მოუშუშოთ ადამიანს. მადლობა უფალს, ამდენი სიყვარული რომ მიიღეს ჩემმა შვილებმა და გაიცნეს ამდენი ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი! საშინელი სასოწარკვეთილებისგან გვიხსნა თქვენმა ადამიანობამ! გმადლობთ, რომ გახდით ჩვენი ახლობელი ადამიანები, როდესაც სისხლით ნათესავებმა ზურგი აქციეს ბავშვებს!

სანამ ოჯახი გადავა ნორმალურ საცხოვრებელში, ოთხ ბავშვს და მათ დედას კიდევ არაერთხელ დასჭირდებათ ჩვენი დახმარება. მათ უკვე აქვთ აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაგრამ ვერ უმკლავდებიან ყოველდღიურ ხარჯებს: საკვების, საფენების, მედიკამენტების ყიდვა, ექიმის კონსულტაციის საფასურის გადახდა… გვჯერა, რომ შეგიძლიათ, კიდევ მრავალი რამ შემატოთ ამ სიას, ამ ბავშვებთან მეგობრობის და მათი დახმარების სურვილი კი არ შემოიფარგლება ერთი პროექტით.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: ფერაძეების ოჯახი)

 თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

 სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2023 ნოე 25
მედიკამენტები
149.88₾
2023 დეკ 17
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2018.00₾
2023 დეკ 17
კომოდი
500.00₾
2023 დეკ 17
მობილური ტელეფონი
400.00₾
2024 იან 04
ორსართულიანი საწოლი
1050.00₾
2024 იან 10
თეთრეული
585.00₾
2024 იან 15
საბანი
180.00₾
2024 იან 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
1455.00₾
2024 თებ 16
პროდუქტები
299.91₾
2024 აპრ 02
პროდუქტები
300.00₾
2024 აპრ 25
პროდუქტები
300.01₾
05.07.2024
პროდუქტები
385.00₾

სულ ხარჯები:

7622.80₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
13.06.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.05.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.05.2024 17:16:10
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.05.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2024 20:00:00
₾4.96
გმადლობთ, კეთილო გულო!
06.05.2024 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
31.03.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
22.03.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.03.2024 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2024 20:00:00
₾25.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.03.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.03.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.03.2024 20:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.02.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.02.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.01.2024 20:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾7,622.13

554 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾7,622.13

554 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება