რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„იცით, ყველაზე ბედნიერი ვიქნები ზეცაში, თუ ჩემი რჩევები რამდენიმე ქალის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს საქართველოში! კიბო ხომ, ვერაგულად იპარება ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მაშინ გვირტყამს, როდესაც მკურნალობა უკვე გვიანი არის!”
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ვკვდები!.. ჩემო ძვირფასებო, გულთან ახლოს მიიტანეთ ჩემი ტანჯვა და შიში! მე ხომ, წამლების საყიდლად ერთი თეთრიც არ დამრჩენია! მერწმუნეთ, კეთილი და კარგი ადამიანის ღირსეული ცხოვრებით ვიცხოვრე!
„იცით, ყველაზე ბედნიერი ვიქნები ზეცაში, თუ ჩემი რჩევები რამდენიმე ქალის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენს საქართველოში! კიბო ხომ, ვერაგულად იპარება ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მაშინ გვირტყამს, როდესაც მკურნალობა უკვე გვიანი არის!”
მანანა: „დამიჯერეთ, დაფიქრდით ძვირფასებო: სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ყველაზე ძვირფასი საჩუქარია! კიბო კი, როდესაც ციტრამონის ყიდვის საშუალებაც კი არ გაქვს – ნამდვილი ჯოჯოხეთი!“
„სულ რამდენიმე წლის წინ ვიყავი ჯანმრთელი, სიცოცხლით აღსავსე ქალი. შემომხედეთ კიბომ რა დღეში ჩამაგდო. არადა, საჭირო იყო მხოლოდ ექიმთან დროულად მისვლა. თანხა ისესხეთ, გაყიდეთ ყველაფერი, მაგრამ როგორც კი რამე აგტკივდებათ, მაშინვე ექიმთან წადით! თქვენს შვილებს და შვილიშვილებს სჭირდებათ ცოცხალი დედა და არა ლეში! შემომხედეთ, რას დავემსგავსე. ქიმიოთერაპიამ კბილები დამაყრევინა და თმაც ბღუჯებად მცვიოდა,“ – ცხარე ცრემლებით ტირის მანანა.
„მხოლოდ უფლის რწმენა მშველის. ვიცი, რომ ოდესღაც ყველანი ვკვდებით და უფალთან შეხვედრა გველის. ეს გარდაუვალია. მაგრამ, მე მთელი გულით მინდა, კიდევ ცოტა ხანს მაინც ვიცოცხლო!“
მანანასავით ათასობით უბედური ქალბატონი ცხოვრობენ საქართველოში… ქალები, ვისაც საკუთარი თავისთვის არასდროს აქვს არც დრო, არც ფული, ვინც ბოლო წუთამდე რაღაცას ელის! ჰგონიათ, რომ ტკივილის მოთმენა შეიძლება, რომ სხვა საქმეები უფრო მნიშვნელოვანია! ჩემო საბრალო თანამემამულეებო, რთულია სიტყვებით აღწერა, რაოდენ მტანჯველია სიკვდილის მოლოდინი!
მანანა: როდესაც ერთი წლის წინ, მუცლის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, ყურადღება არ მივაქციე. ყველაზე იაფფასიან გამაყუჩებლებს ვსვამდი და მავიწყდებოდა.
კორესპონდენტი: ნინო
– მანანა, ასე მკაცრად ნუ განსჯით საკუთარ თავს! თუ გექნებათ გამაყუჩებლები და წამლები, ქართველი ხალხი კი სითბოს და ყურადღებას არ მოგაკლებთ, იქნებ, გაგიხანგრძლივდეთ სიცოცხლე? გთხოვთ, გვიამბეთ, რაოდენ ძვირფასია თქვენთვის სიცოცხლის ყოველი დღე?! დამშვიდდით.
მანანა: რა თქმა უნდა! ყოველ წამს მხოლოდ უფლის იმედით ვცოცხლობ! ხანდახან, ცუდი აზრები თუ შემაწუხებს, რომ კიბო არ იკურნება და სიკვდილი ახლოსაა, ვლოცულობ და ეს ეშმაკისეული ფიქრებიც მაშინვე ქრება. მაგრამ, მთელი გულით მწადია, კიდევ ცოტა ხანს მაინც რომ ვიცოცხლო! ყოველი წუთი ისეთი ტკბილია.
„მანანას თვალებში შიში ჩანს… მას სიკვდილის ეშინია და ტკივილით ცხოვრებაც აშინებს. ვეღარ უძლებს ამ ტკივილს, წამლების საყიდელი ფული კი არ აქვს.“
– მაინც რას ნიშნავს თქვენთვის სიცოცხლე?
მანანა: ღვთისგან ბოძებული საჩუქარია! შეგიძლიათ ჰკითხოთ ნებისმიერ ადამიანს, ვისი დღეებიც დათვლილია. დარწმუნებული ვარ, მადლიერი არიან ყოველი წუთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილისგან მგელივით ვყმუი და ვღრიალებ, ვოცნებობ, კიდევ ვიცოცხლო! ჩემზე იტყვიან: „გაგიჟდა ეს ქალი! მაწანწალასავით ცხოვრობს, ჯოჯოხეთურ ტკივილებს უძლებს და ისევ სიცოცხლეს ებღაუჭება…“ ნუ გამკიცხავთ. მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, ვოცნებობ იმაზე, რომ ტკივილი ჩაცხრეს, კიდევ რამდენიმე წელი მაინც რომ ვიცოცხლო ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ მაჩუქოთ ეს წლები!
„დავითი ცდილობს, რომ დამეხმაროს, ხელის გულზე, მატარებს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.“
– მანანა, ალბათ, ბევრს ფიქრობთ საკუთარ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა იქნება სიკვდილის მერე?
მანანა: იცით, რაც ავად გავხდი, იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, ფიქრს რომ დავუთმო… ადრე, უამრავ წვრილმანს საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. ადამიანურ ურთიერთობებს არ ვაფასებდი. ალბათ, ამიტომაც გამომიგზავნა უფალმა ეს გაკვეთილი. ჩვეულებრივად მიმაჩნდა ეს ყოველივე. ახლა კი, ერთი სიტყვაც, ერთი ზარიც, ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია! როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჯერ კიდევ ვჭირდები ვინმეს, რომ ფუჭი არ არის ჩემი ცხოვრება და კიბოს ტყუილად არ ვებრძვი! უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი მეუღლე, შვილი და შვილიშვილი რომ მაჩუქა. ვევედრები, გააძლიეროს ისინი, ჩემს მდგომარეობას რომ გაუძლონ.
– რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
მანანა: იმ დღესვე, როდესაც ტკივილი ვიგრძენი მივაკითხავდი ექიმს. ახლა, ასე დავრდომილი არ ვიქნებოდი. უფალს ყოველდღე მადლობას ვეტყოდი იმისთვის, რომ დავითი მყავს, ჩემი უსაყვარლესი მეუღლე, მას კი ყოველდღე ვეტყოდი, როგორ მიყვარს და რამდენს ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში! დღეს, ის ჩემთვის ნამდვილი წამებულია, წმინდანი! საკუთარი თავი მთლიანად მომიძღვნა მე.
ღმერთო, რამხელა ტანჯვას ავარიდებდი ყველას, ექიმთან დროულად რომ მივსულიყავი… (გულამოსკვნილი ტირის.)
„მუცლის ღრუში მაქვს სიმსივნე, რომელიც ახალშობილივით 4 კილოგრამს იწონის..“
„ჩვენს ოჯახს უკიდურესად უჭირს, დიდი ხანია გავყიდეთ ყველაფერი! შეიძლება ითქვას, ბეღელში ვცხოვრობთ.“
მანანა: ჩემს მეუღლესაც კიბო აქვს, მაგრამ ადრეულ სტადიაში. ჩემი შვილიც მძიმედ არის დაავადებული, ჩემს შვილიშვილსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ჩემი მეუღლე გვპატრონობს, როგორც შეუძლია. მხოლოდ უფალს შეეძლო ასეთი წმინდა ადამიანის შექმნა!
– თუ საუბარი არ გიჭირთ, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
მანანა: ექიმს მივმართე მაშინ, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა და გონება დავკარგე. ვერ მასულიერებდნენ, სასწრაფო გამოიძახეს, ექიმმა კი თქვა: „ავთვისებიანი სიმსივნეა, მესამე სტადია. ქიმიოთერაპია უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ,“ – წყევლასავით ჩამესმა მისი სიტყვები. ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა, იმდენად გართულებული იყო მდგომარეობა. 48 საათის განმავლობაში ვიწექი გადასხმაზე, სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ ჩემთვის… ასეთი ძლიერი ქიმიის შემდეგ, სულ დამცვივდა კბილები, ვაფურთხებდი. ბღუჯებად მცვიოდა თმაც. მუცელში 4-კილოგრამიანი ფიბრომა გამიჩნდა, დავკარგე ადამიანის სახე. ცრემლები დღემდე მომდის, სულ ვტირი. სასოწარკვეთილების, საკუთარი უსუსურობის გამო… დავტირი საკუთარ თავს და ამით, კიდევ უფრო ვტკენ გულს ჩემი ოჯახის წევრებს. ჩემს სანუგეშოდ სიტყვებს ვერ პოულობენ. ოთახიც არ მაქვს, რომ განვმარტოვდე და ტირილით გული ვიჯერო.
„კიბო იმდენად იყო გართულებული, რომ ქიმიოთერაპიაზე ორ-ორი დღე-ღამე მიწევდა წოლა.“
– არც კი ვიცი, რა ჰქვია თქვენს საცხოვრებელს! აქ ცხოვრება ხომ, ჯანმრთელ ადამიანსაც კი გაუჭირდება… როგორ აღმოჩნდით აქ?
მანანა: მხოლოდ ჩემი ავადმყოფობა არ არის ჩვენი ოჯახის გასაჭირი. 20 წელია, აქ უბედურებამ დაიდო ბინა და ერთს მეორის მიყოლებით გვანადგურებს. 2002 წელს, ჩემს შვილს ფილტვების ანთება ჰქონდა, რომელიც გადაიზარდა ტუბერკულოზში, თანაც ისეთში, რომ მთელი ორგანოები დაულპა. მოუწიათ ნეკნებისა და მხრის ძვლების ამოღება… სწორედ მაშინ, სიკვდილისთვის ხელიდან რომ გამოგვეგლიჯა, გავყიდეთ ყველაფერი და ქუჩაში დავრჩით. მძიმე ავადმყოფ შვილთან და შვილიშვილთან ერთად, წასასვლელი არსაით გვქონდა. სახელმწიფომ მოგვცა ეს ნაკვეთი, ნაგვისგან და ფიცრებისგან ქოხი ავაშენეთ, რომლის ფართი 15 კვადრატული მეტრია. გვეგონა, რომ დროებითი თავშესაფარია, მაგრამ, დღემდე აქ ვცხოვრობთ. ამ ნაგებობის მდგომარეობაც უარესდება თანდათან, რამის შეკეთების საშუალება კი არ გავქვს. ჩემი შვილი ცუდად რომ იყო, ყველაფერი გავყიდეთ, რაც კი ფასეული რამ გაგვაჩნდა და ქუჩაში დავრჩით. მერე სახელმწიფომ ეს ნაკვეთი მოგვცა, სადაც ქოხი ავაგეთ იმისგან, რის პოვნაც ნაგავსაყრელზე შევძელით.
– რით არსებობთ, მანანა?
მანანა: აქ, ოთხნი ვცხოვრობთ. მე, ჩემი მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. მე და ჩემი შვილი ავად ვართ, შვილიშვილსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ჩემი მეუღლე გვპატრონობს, როგორც შეუძლია. სასადილოდან მოგვაქვს საჭმელი. რაიმე წამლების ყიდვა მაინც რომ მოვახერხოთ, ჩემი მეუღლე აბარებს ჯართს, ნაგავსაყრელზე ეძებს. ერთხელაც ვერ ვიყიდე მედიკამენტები, რომელიც ექიმმა დამინიშნა. ქიმიოთერაპიის შემდეგ, დანიშნულება მომცეს, დამიწერეს, რა წამლებიც უნდა მიმეღო. აფთიაქში რომ დათვალეს, ჯამში 400 ლარის გამოვიდა. ავტირდი და ვუთხარი, რომ არ მინდოდა. სად მაქვს ამხელა ფული? ციტრამონის ყიდვის საშუალებაც კი არ მაქვს. მითხრეს, რომ კანქვეშ რაღაც ნემსები უნდა გამეკეთებინა, 100 ლარი ღირს თითო. ამიტომ, საერთოდ არანაირი წამალი არ მიმიღია. ასე, ჩემით ჩავწექი კუბოში ამ გაჭირვების გამო. ახლა კი, ისეთი ტკივილები მაქვს, ალბათ, უკვე მთელს ორგანიზმში გავრცელდა მეტასტაზები.
„აი, ამ პატარა ოთახში, რომლის ფართი მხოლოდ 15 კვადრატული მეტრია, ოთხი ადამიანი ცხოვრობს კიბოსთან ერთად.“
– მანანა, თქვენი შვილიშვილი თქვენთან იზრდება, სად არის დედამისი?
მანანა: მან მიატოვა ჩემი შვილი და ოჯახი. სამი წლიდან მე ვზრდი ჩემს შვილიშვილს. დიახ, ასეც ხდება ხოლმე, მხოლოდ მამები კი არ ტოვებენ შვილებს. არაფერს ვსაყვედურობ, ყველა საკუთარი გზით მიდის უფალთან!
– არავინ გეხმარებათ?
მანანა: როდესაც გასაჭირში ვარდება ადამიანი, ყველა მეგობარი ზურგს აქცევს. არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს. ნათესავებს, ყველას საკუთარი პრობლემა აქვს. სრულიად უცხო ადამიანი თუ დაგვეხმარება, ისეთი, ვისაც ღმერთმა თანაგრძნობის, სხვისი ტკივილის გაზიარების, ნუგეშისცემის და სწორი სიტყვების გამონახვის უნარი მისცა. ერთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგონა მესტუმრა თქვენი ფონდიდან, ვუამბე ჩემი ისტორია და ისიც ტიროდა ჩემთან ერთად. ამას ხომ, ადამიანს ვერავინ ასწავლის, ასეთებად უბრალოდ იბადებიან. ვფიქრობ, ფონდში ყველანი ასეთები ხართ.
ნუ დავტოვებთ უყურადღებოდ ამ საბრალო ქალს – ეს ხომ, დანაშაული იქნება, პირველ რიგში, საკუთარი სინდისის წინაშე! დავეხმაროთ ონკოლოგიურ პაციენტს, მანანა ვეროშვილს, ვაჩუქოთ ნორმალურ პირობებში ბედნიერი ცხოვრების შანსი. სახლის სახურავის შეკეთება, ერთი ოთახის კეთილმოწყობა, ავეჯი და საკვები პროდუქტი სჭირდება. იქნებ მაშინ, კიბომ უკან დაიხიოს და ცხოვრებაც შეუმსუბუქდეს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ზაჰესი, შოთაძის ქ. 43.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სულ ხარჯები:
12210.66₾დარჩა:
0₾