რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
„ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტირებთ! – ამბობს თამარი, – ჯერ კიდევ ვცოცხლობ, მჯერა, რომ ერთადერთი არ ვარ ქართველთა შორის! ჯერ კიდევ შეიძლება ჩემი ფეხზე დაყენება. უბრალოდ, დედას არაფრის საშუალება არ გააჩნია! ის ჩემზე უფრო უბედურად გრძნობს თავს. წყეული ფიბრომა თანდათან კლავს!!! ხელით დავყავარ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ეს სასტიკად აუკრძალეს! რით დაიმსახურა ამხელა ტკივილი? ის ხომ უბრალო ქართველი ქალია!“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270თამარი: „10 წლის წინ რომ მცოდნოდა თქვენი ფონდის და კეთილი ადამიანების შესახებ, ვინც მთელი საქართველოს მასშტაბით გვერდში გიდგათ, ახლა პარალიზებული არ ვიქნებოდი! მე ხომ გოგო ვარ! ვაიმე, რა გულსატკენია!“
„ოღონდ ძალიან გთხოვთ, ნუ დამიტირებთ! – ამბობს თამარი, – ჯერ კიდევ ვცოცხლობ, მჯერა, რომ ერთადერთი არ ვარ ქართველთა შორის! ჯერ კიდევ შეიძლება ჩემი ფეხზე დაყენება. უბრალოდ, დედას არაფრის საშუალება არ გააჩნია! ის ჩემზე უფრო უბედურად გრძნობს თავს. წყეული ფიბრომა თანდათან კლავს!!! ხელით დავყავარ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ეს სასტიკად აუკრძალეს! რით დაიმსახურა ამხელა ტკივილი? ის ხომ უბრალო ქართველი ქალია!“
ლალი (დედა): „ჩემი თამარი ხელით დამყავს. ოპერაცია რომ გამიკეთეს, მითხრეს, სიმძიმეების აწევა არ შეიძლებაო, რადგან ეს სიცოცხლისთვის სახიფათოა!“
„თამარს რეაბილიტაციაზე რვა წლის განმავლობაში ვატარებდით და იმ დროს, ჯერ კიდევ შეეძლო ფეხზე დგომა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაც, – გვიამბობს ლალი. – მაგრამ, მკურნალობა როგორც კი შევწყვიტეთ, მისი მდგომარეობა მაშინვე გაუარესდა. ახლა დამოუკიდებლად საწოლზე წამოჯდომაც კი არ შეუძლია! როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ცხოვრება, როგორ? ხანდახან, პურის ფულიც კი არ გვაქვს! 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ნანგრევებად აქცია ჩვენი სახლი. სააბაზანოც კი არ გვაქვს! აქვე, ოთახში, ტაშტში მიწევს თამარის დაბანა. ეს საწოლი კი, რომელზეც წევს .. შეხედეთ, რა საშინელებაა! ბავშვს აქ უწევს დროის უმეტესი ნაწილის გატარება!“
აი, ასეთი სამზარეულო აქვს ორ მძიმედ დაავადებულ ქალს! ზამთარში, ხანდახან, აქაურობა ისე იყინება, მაცივრის მაგივრობასაც კი სწევს…
„ჩვეულებრივი გოგო ვარ და ისევე, როგორც ყველა სხვა გოგო, მეც ოცნებებით ვცოცხლობ! ჩემი მთავარი ოცნება არის, ერთ დღესაც ფეხზე დავდგე და დედაჩემს რამით მაინც მივეხმარო! ამ სიკეთისთვის ვერასდროს გადაგიხდით ვალს, მაგრამ მაინც გთხოვთ, დამეხმარეთ! ერთადერთი, რაც შემიძლია, საქართველოში ყველა კეთილი ადამიანისთვის ლოცვაა! საამისოდ დროც მაქვს და ძალაც შემწევს!“
გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებს, გააკეთონ საღვთო საქმე!
„შეხედეთ, ისევ სადღაც მიდის ეს საბრალო… გარეთ მაინც ნუ გავა და სახლში იჯდეს, არ ჯობია? ვაი, უბედური დედამისი! როგორ არ გაუმართლა! საერთოდ ცოცხალი როგორ არის ამ ყველაფრის მერე?“ – აი, ასეთი სიტყვებით დაგვტირიან მე და დედაჩემს სრულიად უცხო ადამიანები“, – გვიამბობს 16 წლის თამარი დარდითა და სინანულით. თავისი გაჭირვება არ ჰყოფნის განა, ბოროტმა ადამიანებმა უფრო მეტად რომ არ ატკინონ გული!
ლალი (დედა): რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში მკურნალობისთვის აღმოჩნდა საკმარისი. სხვადასხვა პროცედურასა და მასაჟზე მთელი 8 წელი ვატარებდი, შედეგად მივიღეთ ის, რომ თამარმა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლო. მერე კი, უკუღმართად წავიდა საქმე. ფიბრომა აღმომაჩნდა, ოპერაცია დამჭირდა. ამის მერე კი, მისი ხელით ტარება ვეღარ შევძელი და ფინანსური სახსრებიც ამოგვეწურა. წყალში ჩაიყარა ამდენი შრომა.
ამჟამად, თამარს გადაადგილება საერთოდ აღარ შეუძლია. დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, წყალსაც კი ვერ სვამს. დამხმარეც არავინ გვყავს. მეც და ჩემმა მეუღლემაც ადრე დავკარგეთ მშობლები. ნათესავებს ჩვენთვის არ სცალიათ, ყველას საკუთარი პრობლემა აქვს. არის დღეები, როდესაც პურის ფულიც კი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი შემოსავალია თამარის პენსია – 390 ლარი.
„თამარის პენსია რომ დაიხარჯება, არის ისეთი დღეებიც, როდესაც საჭმელიც არ გვაქვს.“
– სოციალური შემწეობა?
ლალი: მაღალი ქულები მოგვანიჭეს და ფულად დახმარებას ვერ ვიღებთ. მხოლოდ თამარს ერიცხებოდა, სანამ შეუსრულდებოდა 16 წელი. მე და ჩემი მეუღლე ერთი წლის განმავლობაში სოციალური პროგრამის ფარგლებში ვიყავით დასაქმებული. მე დამლაგებლად ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე – მეეზოვედ. ეს შეიძლება ჩაითვალოს „ოქროს ხანად“ ჩვენს ცხოვრებაში. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მწარე სიმართლე ეს არის. მერე კი, პროგრამა დასრულდა და კვლავ უარაფროდ დავრჩით. გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა. ღმერთო, თქვენს შესახებ უფრო ადრე რატომ არ ვიცოდი?!
„თამარი არის ჩვენი სიცოცხლის აზრი. მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. მაგრამ, წლები გვემატება და მისი ხელში აყვანაც სულ უფრო გვიჭირს.“
„დეფორმირებული მაქვს ფეხები. ვერაფერს ვგრძნობ და იქნებ, ეს უკეთესიც არის. მგრძნობელობა დაკარგული მაქვს და ტკივილსაც ვერ ვგრძნობ!“
– ამჟამად რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?
ლალი: შეხედეთ, სად ვცხოვრობთ. ჩვენი სახლი არის საშინელ მდგომარეობაში. 1991 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს თითქმის დაინგრა. სააბაზანოც კი არ გვაქვს. აქვე, ოთახში, ტაშტში მიწევს თამარის დაბანა. ძალიან მოუხერხებელია. ეს საწოლი კი, რომელზეც უწევს წოლა, არის ნამდვილი კოშმარი! ძველია, რკინის და საშინლად ჭრიალებს.
თამარი: მეც მაქვს ერთი ძალიან დიდი თხოვნა. არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია, მაგრამ პლანშეტს ან ტელეფონს თუ მაჩუქებთ, პლანეტაზე უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი. და კიდევ, მოხერხებული საწოლი მინდა. კიდევ, მინდა, ხალხს მივმართო, შეიძლება?
– რა თქმა უნდა, დიდი აუდიტორია გვყავს და შეგიძლია ყველაფერი უთხრა, რაც გინდა!
თამარი: მინდა, ადამიანებმა გაიგონ, რომ სხვებისგან არაფრით გამოვირჩევით. რომ უკულტურობის მაჩვენებელია, როდესაც გაოცებული თვალებით გვიყურებთ და თითს იშვერთ ჩვენკენ. მე კი არ მწყინს, მაგრამ სხვისთვის ეს შეიძლება დეპრესიის მიზეზიც გახდეს. ძალიან კარგი იქნებოდა, სკოლებში უნარშეზღუდული ადამიანების საკითხს მეტ ყურადღებას რომ უთმობდნენ. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ გადამდები არაფერი გვჭირს და ჩვენთან ურთიერთობა შეიძლება ისევე, როგორც სხვა დანარჩენთან, რომ ადამიანური სითბო ძალიან გვაკლია!
„მამაჩემმა პანდუსები გააკეთა, თავი დამწყვდეულად რომ არ მეგრძნო და ბუნების სილამაზით დავმტკბარიყავი!
– აღფრთოვანებული ვარ შენით! ძალიან ძლიერი გოგონა ყოფილხარ!
თამარი: სულაც არა! ჩვეულებრივი გოგო ვარ. უბრალოდ, სიცოცხლე ძალიან მიყვარს. ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ, როგორი ვიქნებოდი, სიარული რომ შემეძლოს? ალბათ, სხვებისგან არაფრით ვიქნებოდი გამორჩეული. ახლა კი, ყველასგან განსხვავებული ვარ! ჩვენს შინაგან სამყაროზე ხომ აისახება ეს ყველაფერი! ვიღაც საკუთარ თავზე ფიქრობს, რომ არის ჩვეულებრივი ადამიანი, სუსტი, რაღაც არ გამოსდის, მერე კი შემომხედავს და იტყვის: „რადგან მან შეძლო, ესე იგი, მეც აუცილებლად შევძლებ.“ შემიძლია, სხვებისთვის სტიმული გავხდე. სპექტაკლში მონაწილეობას ვიღებ, იქ რამდენიმე ბავშვია, ვინც კითხვა არ იცის. მაგრამ, არა უშავს, მე ვასწავლი! ვეხმარები როლის სწავლაში! ხედავ? მეც კი შემიძლია, ვინმეს რომ დავეხმარო.
„საკუთარ თავს დილეგში ნუ გამოამწყვდევთ! ადამიანების დახმარება მეც კი შემიძლია, თქვენ – მით უმეტეს“
ლალი: ხედავთ, როგორია? მხოლოდ მისი ასეთი ბუნება მაცოცხლებს ამქვეყნად. სხვა მის ადგილას სასოწარკვეთილებას მიეცემოდა, სახლიდან საერთოდ არ გავიდოდა და არავისთან არ იმეგობრებდა. დაჯდებოდა და იტირებდა საკუთარი უიღბლობის, ასე საცოდავად, გაჭირვებაში ცხოვრების გამო! თამარი კი მზესავით არის! ის ბედნიერებაა! ძლიერი გოგოა და თავად შეუძლია, ნებისმიერი ადამიანი რომ გაამხნევოს. არ ვიცი, მის გულში რა ხდება, მე კი მეუბნება, რომ საერთოდ არ დარდობს.
თამარი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მიჯაჭვულია ეტლს, მაგრამ მისი სული გაუტეხელია. მისი ისტორია კი იმის მტკიცებულებაა, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი, შეგვიძლია საკუთარ თავში ძალის გამონახვა და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება.
ფიზიკური უნარშეზღუდულობის მიუხედავად, თამარი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მონაწილეობას იღებს თეატრალურ დადგმებში და უნარშეზღუდულ ბავშვებს თავად ეხმარება. ამ დროს, მისი ოჯახი ებრძვის ფინანსურ სირთულეებს, რაც მათ ყოფას კიდევ უფრო აუტანელს ხდის.
„შეხედეთ სამყაროს ჩემი თვალებით“
მიუხედავად თავისი უნიკალური პიროვნული თვისებებისა, თამარი აწყდება საზოგადოების მხრიდან მიუღებლობას. და ის ამ ბრძოლაში მარტო არ არის.
მეგობრებო, ჩვენ გვსურს, რომ სამყაროს თამარის თვალებით შეხედოთ, საკუთარი თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ და დაუსვათ კითხვა: „ახლა, რა გამახარებდა, რა დამეხმარებოდა ყველაზე მეტად?“
რა სახის დახმარება სჭირდება მას:
– თამარს ძალიან სჭირდება მოხერხებული ორთოპედიული საწოლი;
– მოხერხებული ეტლი;
– ჰიგიენური საშუალებები;
– ბალანსირებული კვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები;
– სააბაზანოსა და საპირფარეშოს კეთილმოწყობა;
– კომუნალური მომსახურებისა და ინტერნეტის გადასახადების დაფარვა.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარჯევი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ, დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თამარ დეკანოიძე).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
4294.78₾დარჩა:
56.57₾