რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
35 წლის გიორგიმ ერთი წლის განმავლობაში ექვსი ოპერაცია გადაიტანა და სიკვდილის მოტყუება მისი მთავარი მიზანი გახდა. ვერც თვითონ და ვერც ექიმები ხვდებიან, დღემდე ცოცხალი როგორ არის. კიბო, ძლიერი შინაგანი სისხლდენა, სისხლის დაკარგვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გაჩერება – მედიცინისა და საღი აზროვნების ყველა წესის თანხმად, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს ამქვეყნად, მაგრამ მისმა პატარა გოგონებმა, ნიცამ და ანიტამ მოახერხეს არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ მეცნიერების ყველა კანონის მოტყუება, საყვარელი მამიკოსთვის „ახალი კანონი“ დაწერეს, რომლის თანახმად, მას სიკვდილის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რის გადატანაც მოუხდა! „უკვე ერთი წელია, გიორგი სიკვდილს ატყუებს… ამჟამად, 6:0 გახლავთ ანგარიში გიორგის სასარგებლოდ“
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ბავშვებს ეშინოდათ, ჩემს ზურგს უკან იმალებოდნენ და კითხულობდნენ: „ეს ძია ვინ არის?“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
35 წლის გიორგიმ ერთი წლის განმავლობაში ექვსი ოპერაცია გადაიტანა და სიკვდილის მოტყუება მისი მთავარი მიზანი გახდა. ვერც თვითონ და ვერც ექიმები ხვდებიან, დღემდე ცოცხალი როგორ არის. კიბო, ძლიერი შინაგანი სისხლდენა, სისხლის დაკარგვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გაჩერება – მედიცინისა და საღი აზროვნების ყველა წესის თანხმად, დიდი ხანია აღარ უნდა იყოს ამქვეყნად, მაგრამ მისმა პატარა გოგონებმა, ნიცამ და ანიტამ მოახერხეს არა მხოლოდ სიკვდილის, არამედ მეცნიერების ყველა კანონის მოტყუება, საყვარელი მამიკოსთვის „ახალი კანონი“ დაწერეს, რომლის თანახმად, მას სიკვდილის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმ ყველაფრისა, რის გადატანაც მოუხდა!
„უკვე ერთი წელია, გიორგი სიკვდილს ატყუებს… ამჟამად, 6:0 გახლავთ ანგარიში გიორგის სასარგებლოდ“
ნიცა: მოვიფიქრეთ, როგორ უნდა „გავაცოცხლოთ“ ხოლმე ჩვენი მამიკო. უბრალოდ, ყოველი ოპერაციის წინ, ვთხოვთ, პირობა დადოს, რომ სახლში დაბრუნდება და გვეთამაშება და ის მას აუცილებლად შეასრულებს! ყველა თხოვნას ყოველთვის გვისრულებდა.
ანიტა (7 წლის): აი, ახლაც მალე მოვა და გვეტყვის: „ჩემი სიხარულები და სიყვარულები, ჩემი ანიტა და ჩემი ნიცა.“ ყოველთვის ასე ამბობს…
ნიცა (6 წლის): გახსოვს, რომ ვერ ვიცანით ერთხელ? (ხითხითებს.) გვეგონა, რომ ვიღაც უცხო ძია მოვიდა ჩვენს სახლში.
ქეთევანი: მთელი დღე მხოლოდ მამაზე ლაპარაკობენ. სიგიჟემდე უყვართ. ყველას ძალიან უყვარს. ყველაზე კეთილი ადამიანია ამქვეყნად. ამიტომაც ვიბრძვით და გვჯერა, რომ მოხდება სასწაული!
„მამიკოსთვის „ახალი კანონი“ მოვიფიქრეთ! ვერ მოკვდება, რადგან ყოველი ოპერაციის წინ, პირობას დებს, რომ სახლში აუცილებლად დაბრუნდება“
– როგორ მოხდა ეს ყველაფერი? როგორ გაიგეთ, რომ ავად იყავით?
გიორგი: არასდროს არაფერი მტკიოდა. ექიმთანაც – სრულიად შემთხვევით, გეგმიური გამოკვლევის ჩასატარებლად მივედი. სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, არაფერი მაწუხებდა, ოდნავადაც კი, არამცთუ ტკივილი. მუცლის ღრუს ექოსკოპია რომ გადამიღეს, ექიმს რაღაც არ მოეწონა… აი, ამის მერე დაიწყო ეს ყველაფერი. იმის გაგება, რომ ორგანიზმში რაღაც ქათმის კვერცხისოდენა წარმონაქმნი მქონდა, ძალიან რთული იყო. რაიმე სიმპტომები მაინც რომ მქონოდა, ასე თუ ისე, მომზადებული მაინც ვიქნებოდი. ეს დიაგნოზი კი, კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო! თითქოს, ყინულივით ცივი წყალი გადამავლეს. თან მითხრეს, რომ სასწრაფოდ უნდა ამოეკვეთათ, რომ ეს წარმონაქმნი ძალიან სწრაფად იზრდებოდა და რამდენიმე დღეში მომკლავდა კიდეც.
„უბედნიერესი კაცი ვიყავი… ავად თითქმის არასდროს გავმხდარვარ. არასდროს არაფერს შევუწუხებივარ“
– ღმერთო ჩემო, როგორ გაუმკლავდით ამხელა დარტყმას?
გიორგი: სხვა რა გზა მქონდა? ჩემი შვილების, მეუღლისა და დედის მდგომარეობა უფრო მაღელვებდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, ჩემ გარეშე რა ეშველებოდათ. ჩემი ოჯახის გარეშე, ერთ დღესაც ვერ ვიცოცხლებდი და ამ დროს, ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს. თან, კარგს ვერაფერს მეუბნებიან, ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ოპერაციაზე რომ შევყავდი, გამოვემშვიდობე ყველას. რთული ოპერაცია ჩატარდა. სიმსივნე არტერიაზე იყო შეხორცებული… ექიმები 12 საათის განმავლობაში იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. გადავრჩი. 1:0 ჩემს სასარგებლოდ. სიკვდილი დავამარცხე. მაგრამ მაინც არ მეშვებოდა.
– ეს რას ნიშნავს?
გიორგი: პალატაში რომ გადამიყვანეს, ძლიერი სისხლდენა დამეწყო. როგორც ჩანს, არტერიას შეხორცება არ უნდოდა. ცუდი მდგომარეობა იყო. კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდა… მერე, კიდევ ერთი… იმდენი სისხლი დავკარგე, რომ ყველა ორგანომ თანდათან შეწყვიტა მუშაობა.
„ექვსი ოპერაცია გადავიტანე. მთელი სხეული დასერილი მაქვს… სასწაულია, დღემდე ცოცხალი რომ ვარ“
ქეთევანი: გიორგიმ 2 თვე გაატარა რეანიმაციაში. ტკივილი, წამლები, დაავადებამ იმდენად დააუძლურა და შეცვალა, რომ გაწერის შემდეგ, სახლში როდესაც დაბრუნდა, გოგონებმა, რომლებიც მამიკოს ელოდებოდნენ, უბრალოდ ვერ იცნეს. შეეშინდათ, ჩემს ზურგს უკან იმალებოდნენ და აკანკალებული ხმით მეკითხებოდნენ: „ეს ძია ვინ არის, სულ ჩვენთან ერთად იცხოვრებს?“
გიორგი: ბავშვებს კი არა, მე თვითონ მეშინოდა, საკუთარ თავს სარკეში რომ ვუყურებდი… ნორმალურად გადაადგილება არ შემეძლო, წელში მოხრილი დავდიოდი. მიცვალებულს ვგავდი… მერე ოთახში ჩავიკეტე და არავის ვუშვებდი. მაგრამ დროთა განმავლობაში მეც და ბავშვებიც მივეჩვიეთ. ექიმები ამბობენ, რომ დღემდე უჭირთ დაჯერება, ცოცხალი რომ ვარ და დამოუკიდებლად გადაადგილება შემიძლია, მაგრამ როგორც ხედავთ, როდესაც ვინმეს ძალიან უყვარხარ, სასწაულებიც ხდება.
„ეს ჩვენი და მამიკოს გულებია, რომელიც ერთად არის. ყოველდღე დავუხატავ, სანამ ფურცლები არ გამომელევა!“
– გვიამბეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება ოპერაციამდე და ამჟამად როგორ უმკლავდებით ყველაფერს.
გიორგი: ვმუშაობდი და ოჯახს ვინახავდი. ტაქსაობაც კი მიწევდა, ჩემს ოჯახს, ჩემს გოგონებს ყველაფერი რომ ჰქონოდათ. ახლა კი, საერთოდ უსახსროდ დავრჩით. არც კი ვიცი, როდის შევძლებ სრულფასოვან ცხოვრებას რომ დავუბრუნდე. ჩემმა ოჯახმა და ახლობლებმა რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. რაც დანაზოგი ჰქონდათ, შეაგროვეს და გადმომცეს, ოპერაციები რომ გამეკეთებინა… ახლა კი, აღარავინ მყავს, დახმარება რომ ვთხოვო. ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა.
– ახლახან, ბოლო ოპერაცია ჩაგიტარდათ. როგორ ჩაიარა?
გიორგი: ეს ოპერაცია იყო ყველაზე რთული. დილის 10 საათზე შემიყვანეს და ჩემი გაკერვა მხოლოდ ღამის 3 საათზე დაასრულეს…
– ხუმრობთ კიდევაც? რა კარგია, ასეთი განწყობა რომ გაქვთ.
გიორგი: სხვა რა გზა მაქვს? ექიმების თქმით, სასწაულია, დღემდე ცოცხალი რომ ვარ, ნამდვილად უფლის საჩუქარია. როგორ შეიძლება, უკმაყოფილო რომ ვიყო? შანსი მაქვს, კიდევ ცოტა ხანს მაინც ვიყო ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით. არ ვიცი, სიცოცხლის კიდევ რამდენ დღეს მაჩუქებს უფალი. სულ სხვა გეგმები მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ როგორც ხედავთ, წინასწარ რამის განსაზღვრა და დაგეგმვა შეუძლებელი ყოფილა. ყოველდღე რომ ვიღვიძებთ, უფალს მადლობა უნდა შევწიროთ და გვიხაროდეს. როგორც არ უნდა სტკიოდეს, რაც არ უნდა ცუდად იყოს ადამიანი, ყოველი შემდეგი დღე არის შანსი იმისა, რომ შემოქმედს მადლობა ვუთხრათ, ოჯახის წევრებს კი, ისინი როგორ გვიყვარს.
„აი ასე, ხელს ჩავკიდებთ და არსად გავუშვებთ მამიკოს… სიკვდილმა მისი წაყვანა რომ ვერ გაბედოს“
– რით შეგვიძლია თქვენი დახმარება ამ ბრძოლაში?
გიორგი: ბოლო ოპერაცია იყო ძალიან რთული და მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან გამიჭირდება. ყველას გთხოვთ, ასეთ რთულ ვითარებაში გვერდში დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ. სრულიად უსახსროდ დავრჩით. ბავშვების გამოკვებაც კი ძალიან გვიჭირს. ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, ანალიზებსა და ექიმთან ვიზიტზე, საუბარიც კი ზედმეტია.
ნიცა: მე და ანიტა მამიკოს მკურნალობისთვის ვაგროვებთ ფულს. უკვე ძა-ა-ა-ალიან ბევრი გვაქვს შეგროვებული! მთელი 27 ლარი და 30 თეთრი! იცი, რამდენი კანფეტის ყიდვა შეგვიძლია? მაგრამ არ ვყიდულობთ – მამიკოს ვუგროვებთ. როგორ ფიქრობ, ეს ფული გვეყოფა, მამიკო რომ არასდროს მოკვდეს?
„ყულაბაში ბევრ ფულს შევაგროვებთ იმისთვის, რომ ჩვენი მამიკო როგორც ადრე, ისევ ისეთი გახდეს და აღარაფერი ეტკინოს“
– ჩემი აზრით, კიდევ ცოტა აკლია ამ თანხას, ძალიან ბევრი კეთილი დეიდა და ბიძია დაგეხმარებათ შეგროვებაში.
ნიცა: ისინიც ჩვენს ყულაბაში ჩაყრიან ფულს? კი, მაგრამ პატარაა! თქვენ თუ გაქვთ უფრო დიდი ყულაბა, სჯობს იქ ჩაყარონ. იქნებ, ჩვენთვის ველოსიპედის საყიდლადაც შეგროვდეს „ფულები“?
ანიტა: და პლანშეტის… და ცოტაც, ნაყინი რომ ვჭამოთ!
„გემუდარებით, დამეხმარეთ, ჩემს ოჯახს რომ დავუბრუნდე და ჩემი გოგონები ჩავიკრა გულში“
ცხოვრება ხშირად გვიწყობს ისეთ გამოცდას, რომელიც გადაულახავი გვეჩვენება. ავადმყოფობასთან, სიკვდილთან, ტანჯვასთან პირისპირ დარჩენის გამო, შეიძლება საკუთარი თავისა და უფლის ყველაზე მტკიცე რწმენაც კი შეირყეს. მაგრამ გიორგის და მისი ოჯახის წევრთა ისტორია გახლავთ ბრძოლის, უშრეტი რწმენის და სიყვარულის ისტორია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, სხვა თვალით შევხედოთ ცხოვრების აზრს და ფასეულობებს.
გიორგი 35 წლისაა, ორი უმშვენიერესი გოგონას მამიკო გახლავთ, ის შეეჩეხა დაავადებას, რომელსაც ყველა სამედიცინო პროგნოზიდან გამომდინარე, უნდა მოეკლა. კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო, ძლიერი შინაგანი სისხლდენა, სისხლის დაკარგვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების გაჩერება – დროის ძალიან ხანმოკლე მონაკვეთში მოუხდა მას ამ ყველაფრის გადატანა. მაგრამ რა აძლევს ძალას, რომ ამდენი განსაცდელის მიუხედავად, განაგრძოს ბრძოლა? თავისი გოგონების, ნიცას და ანიტას, რწმენა და ოჯახის უსაზღვრო სიყვარული.
განგებამ ისე ინება, რომ გიორგის შვილები გახდნენ მისი მთავარი საყრდენი და უშრეტი ძალა. მათ საკუთარი კანონი დაწერეს, რომელიც მამიკოს სიკვდილის უფლებას არ აძლევს. უბრალო წეს-ჩვეულება: ყოველი ოპერაციის წინ, მამიკო პირობას დებს, რომ სახლში დაბრუნდება და ეთამაშება მათ, ეს არის გადარჩენის ხერხი. მათი სასწაულის რწმენა, მათი სიყვარული აიძულებს გიორგის, მიუხედავად ყველაფრისა, ბოლო ამოსუნთქვამდე იბრძოლოს.
გიორგის ისტორია შეგვახსენებს, რომ ავადმყოფობისგან და განსაცდელისგან არავინ არის დაზღვეული. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია სიცოცხლის ყოველი წამი. მოდით, ამ ბრძოლაში გვერდით დავუდგეთ გიორგის და მის ოჯახს. როდესაც ადამიანებს ვეხმარებით, ამით ვაძლიერებთ საკუთარ სულს და ვქმნით სამყაროს, სადაც შეგვიძლია სასწაულისა და სიყვარულის იმედი გვქონდეს.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, კორპუსი 5, ბინა 6.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გიორგი ტეტებოშვილი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
7415.71₾დარჩა:
1454.20₾