ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ბოლო ბრძოლა ყველაზე რთულია! ვინ გაიმარჯვებს: სიცოცხლე თუ სიკვდილი?!

calendar აპრილი 11, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

დაავადებასთან ბრძოლით დაღლილი გოგონა საავადმყოფოს საწოლზე წევს და ქერა კულულებს ცრემლები უსველებს. მას იამზე ჰქვია. მის, ჩვეულებრივ, ნათელ და სიცოცხლით სავსე თვალებში ახლა მხოლოდ შიში გამოკრთის. „წინ ბოლო ოპერაცია მელოდება…! ცხოვრებაში ბოლო…!” — ნაღვლიანად ამბობს 15 წლის იამზე. მას ძალიან უნდა სიცოცხლე, თანატოლებთან მეგობრობა და ურთიერთობა…! „ახლა არ შეიძლება, რომ გარეთ გავიდე. არ შეიძლება სკოლაში სიარული, რადგან უბრალო ვირუსითაც რომ გავხდე ავად, მოვკვდები! აი, ამიტომ ვაკრავ სახლის კედლებზე გულებს. იქნებ, ღმერთმა დაინახოს!“ იამზე: ექიმები ამბობენ, რომ ყველფერი კარგად იქნება…! ძალიან გვინდა, მათი გვჯეროდეს, მეგობრებო! მაგრამ უკეთესია, — ვთვლით ფონდში, — კიდევ ერთხელ ვილოცოთ! ღვთის გარეშე ხომ ვერც ერთ მნიშვნელოვან საქმეში ვერაფერს გავხდებით! აქ კი… უბრალო საქმე არ არის! აქ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება და ერთ კეთილ გოგონას…!!!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ბოლო ბრძოლა ყველაზე რთულია! ვინ გაიმარჯვებს: სიცოცხლე თუ სიკვდილი?!

დაავადებასთან ბრძოლით დაღლილი გოგონა საავადმყოფოს საწოლზე წევს და ქერა კულულებს ცრემლები უსველებს. მას იამზე ჰქვია. მის, ჩვეულებრივ, ნათელ და სიცოცხლით სავსე თვალებში ახლა მხოლოდ შიში გამოკრთის.

დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარეთ მეგობრებსაც, რომ ღვთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ!

„წინ ბოლო ოპერაცია მელოდება…! ცხოვრებაში ბოლო…!” — ნაღვლიანად ამბობს 15 წლის იამზე. მას ძალიან უნდა სიცოცხლე, თანატოლებთან მეგობრობა და ურთიერთობა…!

„ახლა არ შეიძლება, რომ გარეთ გავიდე. არ შეიძლება სკოლაში სიარული, რადგან უბრალო ვირუსითაც რომ გავხდე ავად, მოვკვდები! აი, ამიტომ ვაკრავ სახლის კედლებზე გულებს. იქნებ, ღმერთმა დაინახოს!“

იამზე: ექიმები ამბობენ, რომ ყველფერი კარგად იქნება…! ძალიან გვინდა, მათი გვჯეროდეს, მეგობრებო! მაგრამ უკეთესია, — ვთვლით ფონდში, — კიდევ ერთხელ ვილოცოთ! ღვთის გარეშე ხომ ვერც ერთ მნიშვნელოვან საქმეში ვერაფერს გავხდებით! აქ კი… უბრალო საქმე არ არის! აქ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება და ერთ კეთილ გოგონას…!!!

ბავშვობიდან იამზეს ჩაუტარდა უამრავი ოპერაცია, სამედიცინო პროცედურა და მკურნალობა. თითოეულ ჯერზე — ახალი საავადმყოფო და ექიმები, თეთრხალათიანი ექიმები, და თითოეულ ჯერზე — მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა. მას ჭრიდნენ და კერავდნენ, ჭრიდნენ და კერავდნენ…

თითოეულ ჯერზე ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი „კარგად იქნებოდა“. და თითოეულ ჯერზე ბავშვს სჯეროდა მათი! სჯერა ბოლო ოპერაციის წინაც, – თირკმლის ამოკვეთის ურთულესი ოპერაციის წინ!!!

და აი,  ფონდში გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა მეგობრებმა უნდა იცოდნენ ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის შესახებ და წამოიმართონ ამ ლამაზი და ასე უსამართლოდ გაუბედურებული გოგონას დასაცავად.

ასე გამოიყურება ჯანმრთელი თირკმელი

ასეთ მდგომარეობაშია იამზეს თირკმელი. ნუთუ ეს საშინელება არ არის?! წარმოგიდგენიათ, რა ტკივილებს იტანს?! 

მას ჭრიდნენ და კერავდნენ, ჭრიდნენ და კერავდნენ… ახლა კი ბოლო ბრძოლა ელოდება!

„წინ ბოლო ოპერაცია მელოდება. დაეხმარეთ დედაჩემს, გადაიტანოს ეს უბედურება და ჩვენი დღეების ბოლომდე ბედნიერებად გვიქციეთ ის! ჩემი გაჩენის დღიდან ხომ ასეთი რთული ცხოვრება გვაქვს!“

ჰიდრონეფროზი და ყველა სხვა დაავადება, რაც გოგონას სჭირს, ექიმების მკაცრ სიტყვებში წყევლასავით ისმოდა მისთვის. ეს რთული აღსაქმელი იყო იამზესთვის, რომელიც მხოლოდ ახლა იწყებდა გარშემო სამყაროს შეცნობას.

იამზე — ბავშვია, რომელსაც სურს, რომ ჩვეულებრივი იყოს. ის ოცნებობს სკოლაზე, მეგობრებზე, ქუჩაში უწყინარ თამაშებზე. მაგრამ მისი ცხოვრება მუდმივ სამედიცინო ბრძოლასა და გამუდმებულ ტკივილებთან არის გადაჯაჭვული. თავისი 15 წლის მიუხედავად, სუსტი მხრებით ისეთი ტვირთის ზიდვა უწევს, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ გაიგებს. მისი გზა ბავშვობიდანვე მოფენილია სასიკვდილო დაავადებებით, როცა ის ქვეყანას უკვე არაერთი დაავადებით მოევლინა.   იქიდან მოყოლებული აქამდე იამზეს უამრავი ოპერაცია, სამედიცინო პროცედურა და მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, და თითოეულ ჯერზე ის სიცოცხლისთვის იბრძოდა.

იამზე (15 წლის): აი, ვემზადები, ღვთის წყალობით, ბოლო ოპერაციისთვის. ვფიქრობ, რომ გარკვეულ ხანს აღარ მომიწევს საავადმყოფოებში სიარული. სკოლაში მინდა წასვლა, მეგობრებთან! მინდა ფეხბურთი ვითამაშო, ველოსიპედზე ვიკატავო, და არა აი ეს ყველაფერი… 

„ყველა ამბობს, რომ მე ავადმყოფი ვარ, მაგრამ მე ასე არ ვგრძნობ თავს… განა ვგავარ ავადმყოფს?! თქვენ როგორ ფიქრობთ?“

რუსუდანი (დედა): დაიტანჯა ჩემი საწყალი გოგო! დაბადებიდან დაიტანჯა. ის შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიით დაიბადა. ყველაფერი დაავადებული ჰქონდა. გვითხრეს დიაგნოზი – თირკმელების უკმარისობა. პირველად მოვისმინე მსგავსი რამ. ღმერთო, რანაირი დაავადება აღარ არსებობს! ექვს წლამდე ექიმები ხელს არ ჰკიდებდნენ, მაგრამ შემდეგ ოპერაციების კასკადი დაიწყო. ერთ წელიწადში იამზემ 4 რთული ოპერაცია გადაიტანა. და თითოეულზე ისე მიდიოდა, როგორც ეშაფოტზე. 

იამზე: საერთოდაც არა! არასდროს არ მეშინოდა და ახლაც არ მეშინია. აი, დედას ჰგონია, რომ მეშინია, სინამდვილეში კი საერთოდ არ მეშინია! დედას უფრო ეშინია. 

– მგონი შენც მართალს ამბობ და დედაშენიც. უბრალოდ, შენ ისეთი ძლიერი გოგო ხარ, რომ შეგიძლია არ გვაჩვენო შენი განცდები. მართალი ვარ?

რუსუდანი: თქვენ არც კი იცით, ეს რა ბავშვია! იტანჯება, მაგრამ არ იმჩნევს! სტკივა, მაგრამ ითმენს! ის თავის მდგომარეობას არ აჩვენებს გარშემო მყოფებს, რადგან არ უნდა, ვინმეს ეცოდებოდეს ან ყურადღების ცენტრში მოხვდეს. მას უნდა ისეთად მიიღონ, როგორიც არის, მიუხედავად მისი ფიზიკური ნაკლოვანებებისა. მაგრამ იმის შიში, რომ გარშემო მყოფები მას სინანულით დაუწყებენ ყურებას ან ვერ გაუგებენ, აიძულებს, რომ საკუთარ თავში ჩაიკეტოს.

იამზე: ო, ნუ მოიგონებ ხოლმე რაღაცას! ის, რომ მილიონჯერ გამჭრეს ექიმებმა, არ ნიშნავს, რომ ვინმემ უნდა შემიცოდოს! უბრალოდ, მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს და აღარავინ აღარ გაიხსენოს ჩემი ავადმყოფობა.

– როგორ უმკლავდები ფიზიკურ ტკივილებსა და შეზღუდვებს?

იამზე: სიმართლე გითხრათ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვცდილობ, ყოჩაღად ვიყო. ვისწავლე, როგორ ვიპოვო საკუთარ თავში ძალა და არ მივცე ტკივილს ჩემზე გამარჯვების უფლება. ჩემი ოჯახი მეხმარება ამაში. დედა, მამა და უფროსი ძმები. ისინი ხელში აყვანილს მატარებენ. როგორ შეიძლება კიდევ რამეზე ვიწუწუნო!

— როგორი მომენტები აღმოჩნდა შენს ცხოვრებაში შედარებით მძიმე? 

იამზე: ის, რომ ცხოვრებას ფანჯრიდან უნდა ვუყურო, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდაა ჩემთვის.  ზოგჯერ ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მეგობრებმა შეიძლება დამივიწყონ. მაგრამ ვიცი, რომ ეს შეუძლებელია სამუდამოდ გაგრძელდეს. თქვენ რას ფიქრობთ?

„როცა ვიღლები, ფეხები მისივდება, ზურგი და გული მტკივა და დედას ვთხოვ, რომ ხელი გამისვას“

– მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი მეგობრები არასდროს დაგივიწყებენ. ბევრი მეგობარი გყავს?

იამზე: უჰ! ძალიან ბევრი. მე მიყვარს მეგობრობა. მე ვიცი მეგობრობა. თუ ვინმე ცერად მიყურებს იმის გამო, რომ ისეთი არა ვარ, როგორიც ისინი, საერთოდ არ მადარდებს. იმიტომ რომ არიან ისეთები, რომლებსაც ისეთი ვეყვარები, როგორიც ვარ. აი, ახლა ერთ თირკმელს „ამომიღებენ“, იმიტომ რომ „გაფუჭებული“ და „მკვდარია“ და, როგორც ექიმები ამბობენ, ის მეორე ჯანმრთელ თირკმელსაც „კლავს“. მეშინოდა, რადგან მეგონა, რომ ამის გამო კვდებიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ერთი თირკმელით ცხოვრობს.

– ოჰ, კი! ჩემს დაქალს ერთი თირკმელი აქვს და შესანიშნავად გრძნობს ახლა თავს! 

იამზე: ძალიანაც კარგი! რა ჰქვია შენს დაქალს?

– მას თამუნა ჰქვია.

იამზე: ჰოდა, გადაეცი შენს თამუნას ჩემგან მოკითხვა! ვოცნებობ, რომ ნორმალური ცხოვრება მქონდეს და მჯერა, რომ ერთხელაც ეს შესაძლებელი გახდება.

„აი, ჩემი მეგობარი. ჩემი თუთიყუში. სულ ლაპარაკს ვასწავლი, მაგრამ არ გამომდის“

რა ოცნებები და მიზნები გაქვს სამომავლოდ?

იამზე: არც კი ვიცი! დასრულდება ოპერაცია და, როგორც კი ექიმი იტყვის, რომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც მსურს, უპირველსად ხინკალს შევჭამ! ღმერთო, როგორ მენატრება ნორმალური საკვები! ახლა კი: „ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება“!

ზოგჯერ გული მწყდება ცხოვრებაზე. ვამბობ: „რატომ შეიძლება სხვებისთვის, ჩემთვის კი არა?!“, შემდეგ ვხვდები, რომ თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულია და ჩვენი პრობლემები გვაქვს. თავი სხვებზე უარესი არ მგონია. აი, ჩემთვის არ შეიძლება სირბილი, არა იმიტომ, რომ ასე სურთ ექიმებს, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ვიღლები, შემდეგ ფეხები მტკივა და ბუშტივით მისივდება. მეუბნებიან, არ შეიძლება რაღაცის ჭამა, არა იმიტომ, რომ მათ უნდათ ასე, არამედ იმიტომ, რომ მე გავხდები ცუდად… ასე რომ, შევეგუე!

„ღმერთს ვთხოვ, რომ დასრულდეს ეს ოპერაცია და, ბოლოს და ბოლოს, შევძლო სირბილი, ხტუნვა, ფეხბურთის თამაში, მეგობრებთან ერთად ველოსიპედით სეირნობა“

რას ეტყოდი სხვა ბავშვებს, რომლებიც შეიძლება მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდნენ?

იამზე: ვეტყოდი, რომ ისინი მარტონი არ არიან. მთავარია გესმოდეთ, რომ ყოველთვის არის ის, ვინც მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. და ნუ შეგრცხვებათ, რომ სხვებს არ ჰგავხართ. და კიდევ, ნუ შეგეშინდებათ ტკივილის! ტკივილი გექნებათ, მაგრამ შემდეგ გაივლის. და კიდევ, მას შეიძლება შეეჩვიო!

„ეს ქერა ლამაზმანი იამზეა. შეხედეთ, რა ლამაზია!“

– ღმერთო ჩემო, ნუთუ შესაძლებელია ტკივილთან შეჩვევა?

იამზე: მე ხომ შევეჩვიე?! 15 წელია, სულ რაღაც მტკივა. ვიტანჯები, მაგრამ რას ვიზამ? თუ ტკივილის შემეშინდება, რა?! ის შემცირდება? არა! მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ძალაც შემწევს, რომ ყველა სირთულე გადავლახო. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჯანმრთელი და ბედნიერი ვიქნები. თუ ოპერაციის შემდეგ ჩემთან მოხვალ, ველოსიპედით დაგხვდები. მართალია, ჯერ არ მაქვს, მაგრამ ვნახოთ, როგორ ჩაივლის ყველაფერი და შეიძლება ვინმემ მაჩუქოს, თორემ დედას ფული არ აქვს.

„ცოტაც მოითმინე, იამზე, და შენ ისეთივე გოგონა იქნები, როგორიც ყველა“

– რუსუდან, იამზე ისეთი ჭკვიანი გოგოა, შევყევი მასთან ლაპარაკს და საერთოდ დამავიწყდა, რისთვის მოვედი. მომიყვეთი თქვენი პრობლემების შესახებ, რომელთა გამოც ფონდს მიმართეთ.

რუსუდანი: კი, ის სულით ძლიერია! მაგრამ მისი ჯანმრთელობისთვის ეს საკმარისი არ არის. ბევრი ვალი გვაქვს, მუშაობს ჩემი ქმარი, მუშაობენ ჩვენი სამი ვაჟიც მშენებლობაზე შავ მუშებად, რომ იამზეს ყოველთვის ჰქონდეს წამალი. ასევე მისი კლასელები და მთელი სკოლა გვეხმარება მატერიალურად. მაგრამ მკურნალობა ძვირი ჯდება! ოპერაცია თბილისში უნდა გაკეთდეს და ოპერაციის ფული შევაგროვეთ. იქ კი ბინის ქირას ვერაფრით ვეღარ გადავიხდით. ამიტომ, როცა იამზე საავადმყოფოში იქნება, მე ფოიეში მომიწევს დარჩენა, თუ შემიშვებენ. შემდეგ კი მაშინვე მოგვიწევს მისი სახლში წამოყვანა. მაგრამ თირკმლის ამოკვეთა ხომ უბრალო ოპერაცია არ არის, გართულებები რომ მოჰყვეს?! რა გავაკეთო, არ ვიცი. ქირის ფულს ნამდვილად ვერ შევწვდებით. წამლებიც იქნება საჭირო, გადახვევებიც… აი, ამიტომ მოგმართეთ თქვენ. როგორც იქნა, მივედით ჩვენი ბრძოლის დასკვნით ეტაპამდე და უფულობის გამო ამ ყველაფრის შეწყვეტა არ შეგვიძლია. იამზე ღვთის გზით დადის და ვიცი, რომ ღმერთი კეთილ ადამიანებს გამოგვიგზავნის!

მსოფლიოში, სადაც ტანჯვა და ავადმყოფობა ადამიანთა არსებობის განუყოფელი ნაწილია, ავადმყოფთა დახმარება წმინდა ვალი ხდება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. და ეს სწავლება ღრმა აზრით ავსებს ჩვენს ცხოვრებას. ღვთის მოწოდება, რომ დავეხმაროთ ავადმყოფებს, მომდინარეობს მთელი კაცობრიობის მიმართ მისი სიყვარულიდან და თანაგრძნობიდან. ჩვენი ავადმყოფობისა და ტანჯვის მომენტებში, როცა უმწეობასა და სასოწარკვეთილებას ვგრძნობთ, ღმერთი ნუგეშისა და განკურნების წყაროდ გვევლინება. თუ დავეხმარებით და ვიზრუნებთ ავადმყოფებზე, დედამიწაზე ღვთის წყალობისა და თანაგრძნობის იარაღები გავხდებით.

ავადმყოფთა დახმარება ხდება ღვთის სიყვარულისა და წყალობის შესახებ მოწოდებაზე ჩვენი პასუხი. ამ გზას ცხოვრების ნამდვილი აზრისა და მიზნისკენ მივყავართ და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სინათლე და განკურნება მოვიტანოთ ამ ქვეყნიერებაში, სადაც ეს ასე საჭიროა. 

ნემსის თითოეულ ჩხვლეტაზე, თითოეულ პროცედურაზე იამზე გრძნობდა, როგორ ითრევდა დაავადება მას უფრო და უფრო ღრმად თავისი ცივი ხელებით. თირკმლის ღრუს სისტემის მკვეთრი გაფართოება – ეს სიტყვები თითქოს სიცივითა და შიშით იყო ნაჭედი. სიცოცხლე, რომელიც თამაშითა და სიცილით უნდა ყოფილიყო სავსე, გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა, უხილავ მტერთან ბრძოლად.

მაგრამ ყველაზე რთული მომენტი მაშინ დადგა, როდესაც ექიმებმა იამზეს მშობლებს უთხრეს, რომ მის ერთ-ერთ თირკმელს გამოუსწორებელი დაზიანება ჰქონდა და საჭირო იყო მისი ამოკვეთა. გოგონასთვის, რომელიც ჯერ კიდევ სწავლობდა ცხოვრებას, ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. გრძნობდა, თითქოს მის ნაწილს ართმევდნენ, თითქოს ნორმალური ცხოვრების იმედს ართმევდნენ.

მშობლები ტიროდნენ მასთან ერთად; მათ ესმოდათ, რომ თუნდაც ერთი თირკმლის ამოღება წარმატებული ყოფილიყო, მეორეზე ყოველთვის შიშის ჩრდილი მოეფინებოდა. რა მოხდება, თუ ისიც დაზიანდება? რა მოხდება, თუ ისინი ვერ დაიცავდნენ მას ამ დაავადებისგან?

ჰიდრონეფროზი არ არის მხოლოდ დაავადება, ეს არის ტესტი, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ ყოველი წამის ღირებულებაზე, ცხოვრების სიმყიფეზე. ამ დაავადებით დატანჯული პატარა გოგონასთვის ყოველი დღე ბრძოლაა. ბრძოლა ბედნიერი ხვალინდელი დღისთვის, თამაშის სიხარულისთვის, ცხოვრების შესაძლებლობისთვის, მიუხედავად ყველაფრისა.

იამზე მხოლოდ სახელი არ არის, ეს ბრძოლის სიმბოლოა. მისი ამბავი გვახსენებს ბავშვის სულის სიმტკიცეს, ყოველი ამოსუნთქვისთვის, ბედნიერების ყოველი წამისთვის ბრძოლის აუცილებლობას. დაე, ჰიდრონეფროზი გახდეს მხოლოდ ჩრდილი, რომელიც ოდესღაც უკან დარჩა, და იამზე გახდეს მასზე გამარჯვების სიმბოლო.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად

გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზესტაფონი, 26 მაისის ქუჩა, №32.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება

შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს! 

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას! დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო!  დაეხმარეთ მეგობრებსაც, რომ ღვთისკენ მიმავალ გზას დაადგნენ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: დეკანოზიშვილი იამზე)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო  

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
26.05.2024
ბინის ქირა
1020.00₾
27.05.2024
გამოკვლევა
539.00₾
27.05.2024
გამოკვლევა
180.00₾
19.06.2024
ბინის ქირა
1020.00₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
2890.00₾
07.08.2024
ლეპტოპი
800.00₾
12.08.2024
მედიკამენტები
441.51₾
15.08.2024
ლოგინი
640.00₾

სულ ხარჯები:

7530.51₾

დარჩა:

6941.58₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.11.2024 17:43:07
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.11.2024 10:39:47
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2024 00:00:20
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.11.2024 00:00:12
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
08.07.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.06.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.06.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.05.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.05.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.05.2024 20:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
17.05.2024 18:51:58
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2024 22:14:04
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
15.05.2024 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2024 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
14.05.2024 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2024 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
12.05.2024 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2024 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.05.2024 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾14,472.09

934 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾14,472.09

934 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება