რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ვაშა, ვაშა, ვაშა, მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენ ერთად შევძელით კიბოს დამარცხება!ეს ფოტო თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ თქვენს ბინაში. და თუ მოულოდნელად მოგეჩვენებათ, რომ ღმერთმა დაგივიწყათ, ამ გოგონას შეხედეთ. მისი ღიმილი თქვენს მარცხზე გაგამარჯვებინებთ!

calendar აპრილი 24, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ნამდვილი პატარა ქართველი, ნატალია, ყველა პროცედურას განსაკუთრებული სიმტკიცით უძლებს! უკვე უყვარს თურქეთის ონკოლოგიური კლინიკის ყველა ექიმს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ! საოცარია ქართველი ბავშვების სილამაზე! წყეულო კიბოვ, დაანებე თავი ამ პატარას! ის ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ტანჯვისთვის!
ნატალია მხოლოდ 1 წლის და 8 თვის არის. თურქული ონკოლოგიური კლინიკის მთელი პერსონალი კი უკვე შეყვარებულია მასზე. საბრალო გოგონას სხეულში იპოვეს სიმსივნე, რომელიც „კბილებით ეჭიდება“ მისი ხერხემლის მალებს. მეგობრებო, რაც შეიძლება ხშირად აკოცეთ თქვენს ჯანმრთელ შვილებს! გახსოვდეთ, რომ უბედნიერესი ადამიანები ხართ ამქვეყნად! მადლობა უფალს, თქვენი შვილი ჯანმრთელად არის, და მის ლამაზ, ცრემლიან თვალებში არ ხედავთ მუდარას, რომ საშინელი ტკივილებისგან იხსნათ!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

თუ არ დავეხმარებით, კიბომ შეიძლება პატარა ნატალია მოკლას! თურქმა ექიმებმა მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლახან დაიწყეს! ყველას ერთად შეგვიძლია, ამქვეყნად ყველაზე საშინელი და ვერაგი დაავადების დამარცხებაში დავეხმაროთ! უფალო, გევედრებით, შეისმინე ჩვენი ლოცვა და შენი ანგელოზი გადაარჩინე! 

ნამდვილი პატარა ქართველი, ნატალია, ყველა პროცედურას განსაკუთრებული სიმტკიცით უძლებს! უკვე უყვარს თურქეთის ონკოლოგიური კლინიკის ყველა ექიმს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

საოცარია ქართველი ბავშვების სილამაზე! წყეულო კიბოვ, დაანებე თავი ამ პატარას! ის ჯერ ძალიან პატარაა ასეთი ტანჯვისთვის!

ნატალია მხოლოდ 1 წლის და 8 თვის არის. თურქული ონკოლოგიური კლინიკის მთელი პერსონალი კი უკვე შეყვარებულია მასზე. საბრალო გოგონას სხეულში იპოვეს სიმსივნე, რომელიც „კბილებით ეჭიდება“ მისი ხერხემლის მალებს.

მეგობრებო, რაც შეიძლება ხშირად აკოცეთ თქვენს ჯანმრთელ შვილებს! გახსოვდეთ, რომ უბედნიერესი ადამიანები ხართ ამქვეყნად! მადლობა უფალს, თქვენი შვილი ჯანმრთელად არის, და მის ლამაზ, ცრემლიან თვალებში არ ხედავთ მუდარას, რომ საშინელი ტკივილებისგან იხსნათ!

რა ლამაზი გოგო ხარ, ღმერთო!

სოფო (ნატალიას დედა): რას იფიქრებდით, თქვენს სრულიად ჯანმრთელ შვილს უცებ სიარული რომ გაუჭირდეს? ფეხი რომ გადაუბრუნდეს? რა თქმა უნდა, ვერ წარმოიდგენთ იმას, რომ ბავშვს კიბო აქვს და ის უშლის სიარულში ხელს. მეც ასეთი რეაქცია მქონდა. მეგონა, რომ ნატალია უბრალოდ ცელქობს. მაგრამ ღამით კანკალი დაეწყო. გულში ვიკრავდი, სიცხე არ ჰქონდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა, კანკალებდა და ტიროდა. საავადმყოფოში წავიყვანეთ. გამოკვლევები ჩაუტარდა, თავის ტვინის ტომოგრაფია გადაუღეს, ანალიზები გაუკეთეს, მაგრამ საქართველოში, ვერაფერს მიაგნეს. დაიწყეს დექსამეტაზონის ნემსების კეთება, იმ წყეული წამლის, რომელიც თურქი ექიმების თქმით, სიმსივნის არსებობის დროს საერთოდ აკრძალულია.

— მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლებოდა?

სოფო: აღარ დაველოდე და ბავშვზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე უარი ვთქვი, რაც მოვახერხეთ, თანხა შევაგროვეთ, ახლობლებს ვესესხეთ და თურქეთში წავედით. აი, იქ შევხვდი ნამდვილ პროფესიონალებს. სწორედ იქ დასვეს ეს საშინელი დიაგნოზი „ავთვისებიანი ნეირობლასტომა და ენცეფალოპათია“. ნატალიას სამ მალაზე საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნე აქვს, რომელიც შეხორცებულია ხერხემალთან და გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს ბავშვს.

ოჰ, ეს საშინელი მილები! გოგონას უნდა, რომ თავისი პატარა სხეულიდან მოიგლიჯოს!

აი ასე, ღიმილით დაემშვიდობა ნატალია თავის საოცარ ოქროს დალალებს

სოფო: ახლა სიკვდილის მეორე სახელიც ვიცი — ეს ავთვისებიანი ნეირობლასტომა და ენცეფალოპათია არის! ამ დაავადებებს საშინელი ტანჯვა მოაქვთ ზრდასრული ადამიანისთვისაც კი. წარმოდგენაც კი მზარავს, პატარა, უდანაშაულო გოგო როგორ იტანჯება!

— როგორი რეაქცია გქონდათ, თქვენი შვილის დიაგნოზი რომ შეიტყვეთ?

სოფო: ჩემი გული პატარა ნაწილაკებად დაიმსხვრა. ექიმებს ვეუბნებოდი: „ცდებით…“ წამით გავიფიქრე, რომ უბრალოდ საშინელი სიზმარია ეს ყველაფერი! მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ამქვეყნად ყველა ადამიანთან მოდის განსაცდელი და მიუხედავად ტკივილისა და ტანჯვისა, უნდა შევეგუოთ, რომ ეს უფლის ნებაა!

— დიაგნოსტიკის შემდგომ, პირველ დღეებში როგორ უმკლავდებოდით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ასეთ მდგომარეობას?

 „არ მაქვს უფლება, ვიყო სუსტი და ჩემი ცრემლები ვინმეს დავანახო. ჩემი გოგონები ამას არ მაპატიებენ“

სოფო: განუწყვეტლივ ვლოცულობდით და გვწამდა, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს! ასეთ შემთხვევებში ხომ მხოლოდ უფლის იმედად ვრჩებით… ღმერთმა ანგელოზები გამოგვიგზავნა კეთილი ადამიანების სახით, გამგზავრებასა და მკურნალობის ორგანიზებაში ისინი დაგვეხმარნენ. ძალიან მადლობელი ვარ მათი! მარტო ვერ გავუმკლავდებოდით ამ ყველაფერს. ნატალიას სჭირდება ქიმიოთერაპიის ჩატარება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე სამი კურსია ჩატარებული. კიდევ, როგორც მინიმუმი, შვიდი სჭირდება. ჩვენ კი საერთოდ აღარ გვაქვს ფული. ამიტომ მოგმართეთ თქვენ. ზუსტად ვიცი, რომ თქვენთან უფალმა მოგვიყვანა! თქვენ კი იმაში დამარწმუნეთ, რომ ბევრი მეგობარი ჰყავს თქვენს ფონდს!

მკურნალობის შემდეგ ნატალიამ ხელახლა ისწავლა სიარული… ყოვლისშემძლე ხარ, უფალო! 

ინტერვიუს დასასრულს, სრულიად შემთხვევით გაჩნდა ისეთი კადრი, სადაც ნატალიას თითქოს სურს, გვითხრას: „შეხვედრამდე“. შეხვედრამდე საქართველოში, პატარავ! შენ ხომ, ისეთი ქვეყნის შვილი ხარ, სადაც მსოფლიოში ყველაზე გულიანი ადამიანები ცხოვრობენ!

– მკურნალობის მსვლელობის დროს, თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის რა მომენტები იყო ყველაზე რთული და რა მომენტები იყო ყველაზე ბედნიერი?

სოფო: ყველაზე რთული იყო პირველი დღეები და ასეთ რეალობასთან შეგუება. როდესაც ქიმიოთერაპიის პირველი კურსის შემდეგ ნატალიას თმის ცვენა დაეწყო. ჭეშმარიტი ბედნიერების მომენტები კი იყო, როდესაც კარგად ჩავლილი მკურნალობის ეტაპის შემდეგ ჩვენი გოგონას სახეზე ღიმილს ვხედავთ; ფეხზე რომ დადგა და ნაბიჯების გადადგმა შეძლო; როდესაც ხელახლა ისწავლა სიარული. ასეთი მომენტები გვახსენებს ხოლმე, რომ უფალი ჩვენ გვერდით არის და უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს.

— სოფო, უკვე ერთი საათია ვსაუბრობთ, თქვენ კი ისეთ სიმტკიცეს ინარჩუნებთ, ერთი ცრემლიც არ ჩამოგვარდნიათ! ეს ნამდვილად დასაფასებელია! ალბათ, თქვენი ხასიათი გარშემომყოფებზეც მოქმედებს.

სოფო: ჩემი ფილოსოფია განსაცდელთან ბრძოლაში რწმენასა და იმედზეა დამყარებული. მჯერა, რომ მიზანი და აზრი აქვს ყველა განსაცდელს, ღირსეულად უნდა გავიაროთ, რათა მან სიბრძნე და ძალა შეგვმატოს. ვისწავლე უფლის ნდობა და ყველაფერში, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, მის ნებას ვხედავ.

კიდევ რამდენი ტანჯვა ელის ამ გოგონას — დამოკიდებულია ფინანსებზე. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად მალე გამოჯანმრთელდება!

— რას ურჩევთ მშობლებს, ვინც ეს ბრძოლა ახლახან დაიწყო?

სოფო: ჩემი მთავარი რჩევა იქნება, ნუ დანებდებით, ნუ დაანახებთ დაავადებას საკუთარ უსუსურობას. უფალი მუდამ ჩვენ გვერდით არის, ლოცვითა და რწმენით ნებისმიერი სირთულის დაძლევა შესაძლებელია. შემომხედეთ, დღე-დღეზე უნდა ვიმშობიარო. მესამე გოგონა მეყოლება მალე. მძიმედ დაავადებული შვილი დედაჩემთან ერთად დავტოვე თურქეთში. მე კი თბილისში ჩამოვედი, აქ უნდა ვიმშობიარო. ძალიან დიდი ხანია, არ მინახავს ჩემი უფროსი შვილი — ნინი, 9 წლის არის. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიცი, რომ ნერვიულობას და ცრემლებს არავისთვის მოუტანია სიკეთე. არავის დავანახებ საკუთარ სისუსტეს. ყველა მე მიყურებს თვალებში და არ მაქვს უფლება, ვინმეს ვაჩვენო, რომ რაღაც არ არის კარგად! ვაღიარებ, როდესაც ვერავინ მხედავს და არავის ესმის, ღამით ვტირი, ვღრიალებ, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, მარტო, სახეს ბალიშში რომ ჩავრგავ. სხვა დროს კი, ტანკი ვარ! მე ძლიერი ვარ, მე ჩემს გოგონებს ვჭირდები, ჩემს მშობლებს და საყვარელ მეუღლეს!

 

„გთხოვთ, გადამარჩინეთ! ილოცეთ ჩემთვის!“

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ბავშვის სხეულში კიბოს გაჩენა არა მხოლოდ მედიცინის, არამედ ფილოსოფიური გამოცანაა. როგორ შეიძლება ასეთი უმანკო სული, რომელიც ამ სამყაროში ახლა იწყებს ცხოვრებას, ასეთ წარმოუდგენელ განსაცდელში ჩავარდეს?! პასუხის ძიებაში, ჩვენ ვიწყებთ ცხოვრების, მისი არსისა და მიზნის შესახებ ფიქრს. ამ ფიქრებში კი აისახება ჩვენი მცდელობა, ვიპოვოთ ახსნა, მიზეზი და სამართლიანობა.

თუმცა, რაც უფრო ბევრჯერ დავსვამთ ამ კითხვებს, მით უფრო უაზროდ გვეჩვენება ისინი. საბოლოო ჯამში კი, საიდუმლოდ რჩება დაავადების, განსაკუთრებით კიბოს, გაჩენის მიზეზი თანამედროვე მედიცინაშიც კი.

მაგრამ შესაძლოა, ამ საიდუმლოში სხვა არსიც იმალებოდეს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილია. შესაძლოა, ამ ბავშვის ტანჯვამ უნდა დაგვანახოს ცხოვრების ამაოება, რაოდენ სათუთია ადამიანის სიცოცხლე, ცხოვრება კი — მოულოდნელობებით აღსავსე. უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ სამყაროში ყველაფერს არა აქვს ახსნა და სამართლიანობა არ მოიძებნება ყველგან, მაგრამ ყოველთვის არის ადგილი თანაგრძნობის, თანადგომის, სიყვარულისა და შემწყნარებლობის. გზა მხოლოდ ერთია და ეს არის უფლის გზა!

გთხოვთ, წარმოიდგინოთ თქვენი თავი ნატალიას მშობლების ადგილზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი, თქვენი პატარა ანგელოზი, ასეთი გამოწვევის წინაშე დგას. გაითავისეთ მათი შიში,  სასოწარკვეთილება და მტკიცე განზრახვა, ბოლომდე იბრძოლონ.

თქვენ მიერ ფონდში გადარიცხული შემოწირულობის მცირე თანხაც კი ნატალიას გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ყოველი ლარის ჩარიცხვით, უფრო მალე შევძლებთ პატარა ანგელოზის სახეზე ღიმილის დანახვას, ის კვლავ შეძლებს სხვა ბავშვებთან ერთად სირბილს და თამაშს. შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში და ერთად ვეცადოთ, ეს სამყარო უკეთესი გახდეს ამ პატარა მამაცი გოგონასთვის.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: თბილისი, ხატაეთის ქ., ბინა № 76

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ქარელიშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

 კორ.: ნინო

ვაშა, ვაშა, ვაშა, მეგობრებო, ამ დღეებში ჩვენ ერთად შევძელით კიბოს დამარცხება!
ეს ფოტო თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ თქვენს ბინაში. და თუ მოულოდნელად მოგეჩვენებათ, რომ ღმერთმა დაგივიწყათ, ამ გოგონას შეხედეთ. მისი ღიმილი თქვენს მარცხზე გაგამარჯვებინებთ!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ნატალი განწყობილია შემართებითკიბო თავისი გადამდები სიცილით უნდა დაამარცხოს!

ჯანმრთელმა და ხალისიანმა პატარა ნატალიმ სიარულის დროს ბორძიკი დაიწყო. თავდაპირველად, ეს თამაშს ჰგავდა. მერე კი, გოგონამ სიარული საერთოდ ვეღარ შეძლო და მთელი ღამის განმავლობაში ცახცახებდა. მხოლოდ უცხოურ კლინიკაში შეძლეს ზუსტი დიაგნოზის დასმა, რომელიც აღმოჩნდა შემზარავი – ავთვისებიანი ნეირობლასტომა და ენცეფალოპათია. უშველებელი მომაკვდინებელი სიმსივნე ჩამალულიყო ბავშვის სუსტ ხერხემალში. გოგონას ძვირადღირებული გადასხმა სასწრაფოდ სჭირდებოდა.

კიბოთი დაავადებულ ნატალის საზღვარგარეთ მკურნალობდნენ. ჩერნოვეცკის ფონდის ათასობით მეგობარი კი, ოჯახს თანხითა და ლოცვით დაუდგა გვერდში

მეგობრებო, თქვენი ლოცვების, შემოწირულობებისა და ოპერატიულად აღმოჩენილი დახმარების დამსახურებით, იმის მიღწევა შევძელით, რომ დღეს, ნატალი საკუთარი ფეხით დარბის და ცეკვა-ცეკვით გვეგებება.

კიბოს მისთვის გადაადგილების უნარის წართმევა სურდა, მაგრამ მის ჯიბრზე, ნატალი ცეკვავს!

სოფო, დედა: „ამჟამად, ნატალი კარგად გრძნობს თავს. ვიცით, რომ ჩერნოვეცკის ფონდის უამრავი მეგობარი მოუთმენლად ელოდა ამ ახალ ამბავს, ამიტომაც გთხოვთ, გაახარეთ! ჩვენი პატარა გოგონა მხიარულია, ბევრს ცელქობს და ბევრს ცეკვავს. ყველას, ვისაც ჩვენი მოუსვენარი ნატალის, ჩვენი ენერგიული გოგონას ნახვა სურს, შეუძლია გვესტუმროს. შეხედე, შვილო, რამდენი ახალი სათამაშო მოგიტანეს.“

 „მაშა და დათვიახალი პლანშეტის ეკრანზე

სოფო, დედა: „როგორც ბიოფსიის ანალიზმა აჩვენა, ნეირობლასტომის 70% კეთილთვისებიან სიმსივნეში გადავიდა.

ამდენი ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად, სიმსივნის ავთვისებიანი ნაწილი შემცირდა, კეთილთვისებიანი კი მკვდარია. სიმსივნე ორგანიზმის უჯრედებით აღარ იკვებება და ბავშვი სავსეა ძალითა და ენერგიით.“

ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის შეტევის შედეგად, სიმსივნემ უკან დაიხია და ახლა, ბავშვი ბევრად უკეთესად გრძნობს თავს!

სოფო, დედა: ამ ბრძოლაში, ყველამ ერთად გავიმარჯვეთ! თუმცა, შესაძლოა, კვლავაც მოგვიხდეს ბრძოლა. მთელმა ჩვენმა ოჯახმა შეიგრძნო თქვენი ძალა და ერთობა! ჩერნოვეცკის ფონდი ენცეფალოპათიის მედიკამენტებით ერთი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა. წარმოუდგენლად ძვირი ღირს! ფონდმა 5 000 დოლარი ჩაგვირიცხა და ათი გადასხმის ჩატარება შევძელით. ამ პროცედურების დახმარებით, ჩემმა გოგონამ კვლავ დაიწყო სიარული.

შეუერთდით ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებს. ერთი ლარის ჩარიცხვასაც კი, უამრავი ოჯახის გადარჩენა შეუძლია!

სოფო, დედა: „ჩერნოვეცკის ფონდი ენცეფალოპათიის მედიკამენტებით მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა. ერთად, ჩვენ გავიმარჯვეთ!“

რამხელა ბედნიერებაა, გარეთ სეირნობა და უბრალოდ სუფთა, და არა საავადმყოფოს ჰაერის სუნთქვა!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ქარელიშვილების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!

კორ. მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
26.05.2024
მედიკამენტები
433.00₾
26.05.2024
მედიკამენტები
643.55₾
26.05.2024
სამედიცინო მომსახურება
13544.15₾
30.06.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
5205.00₾
01.07.2024
მედიკამენტები
1271.89₾
21.07.2024
მედიკამენტები
1484.91₾
07.08.2024
მედიკამენტები
1644.80₾
06.09.2024
მედიკამენტები
904.50₾
17.02.2025
პლანშეტი
380.00₾
28.02.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
73.00₾

სულ ხარჯები:

25584.80₾

დარჩა:

817.51₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.03.2025 11:34:28
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾30.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
21.02.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.02.2025 20:57:10
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.11.2024 10:06:22
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
09.10.2024 09:59:13
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.05.2024 00:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾26,402.31

1757 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾26,402.31

1757 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება