რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როდესაც ექიმები სიკვდილს უქადიან, დედის სიყვარული და უფლის უდიდესი რწმენა კი სიცოცხლეს უნარჩუნებს!

calendar მაისი 28, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

შვიდ წლამდე თედოს თითის განძრევაც კი არ შეეძლო. კრაზანას მისთვის თვალი რომც ამოეჭამა, ვერაფერს იზამდა. ექიმების სიტყვების თანახმად, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ დედა ყოველ ჯერზე ახერხებდა მის საიქიოდან მობრუნებას! თქვენ წინაშეა მძიმედ დაავადებული და ძალიან უბედური, მშვენიერი ქართველი ვაჟკაცი თედო! შვიდ წლამდე ცოცხალმკვდარი ლოგინს იყო მიჯაჭვული. სავარაუდოდ, მშობიარობის დროს ბავშვი ხელიდან გაუვარდათ და დაუზიანდა თავის ტვინი, არადა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა! თედოს ოჯახს საშინელი, უდიდესი უბედურება დაატყდა თავს! ერთხელ ბიჭს თვალზე კრაზანა დააჯდა, მან კი ვერაფრით მოიშორა. ფუტკრებისგან განსხვავებით, კრაზანა უმიზეზოდ იკბინება. ისინი ბრაზიანი და აგრესიულები არიან! სასწაულია, რომ შორენა, ბიჭის დედა, მუდამ მის გვერდით არის. ერთი წამიც და თედო თვალის გარეშე დარჩებოდა! ღმერთო, ღმერთო, მეგობრებო, რამდენი ასეთი სამწუხარო ისტორია გსმენიათ ჩვენგან, საავადმყოფოებზე საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

როდესაც ექიმები სიკვდილს უქადიან, დედის სიყვარული და უფლის უდიდესი რწმენა კი სიცოცხლეს უნარჩუნებს!

შვიდ წლამდე თედოს თითის განძრევაც კი არ შეეძლო. კრაზანას მისთვის თვალი რომც ამოეჭამა, ვერაფერს იზამდა. ექიმების სიტყვების თანახმად, გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ დედა ყოველ ჯერზე ახერხებდა მის საიქიოდან მობრუნებას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

თქვენ წინაშეა მძიმედ დაავადებული და ძალიან უბედური, მშვენიერი ქართველი ვაჟკაცი თედო! შვიდ წლამდე ცოცხალმკვდარი ლოგინს იყო მიჯაჭვული. სავარაუდოდ, მშობიარობის დროს ბავშვი ხელიდან გაუვარდათ და დაუზიანდა თავის ტვინი, არადა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა! თედოს ოჯახს საშინელი, უდიდესი უბედურება დაატყდა თავს!

ერთხელ ბიჭს თვალზე კრაზანა დააჯდა, მან კი ვერაფრით მოიშორა. ფუტკრებისგან განსხვავებით, კრაზანა უმიზეზოდ იკბინება. ისინი ბრაზიანი და აგრესიულები არიან! სასწაულია, რომ შორენა, ბიჭის დედა, მუდამ მის გვერდით არის. ერთი წამიც და თედო თვალის გარეშე დარჩებოდა!

ღმერთო, ღმერთო, მეგობრებო, რამდენი ასეთი სამწუხარო ისტორია გსმენიათ ჩვენგან, საავადმყოფოებზე საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, ამის აღიარების გამბედაობა არ ეყოთ და ბავშვი დედას ისე გაატანეს, რომ შედეგების შესახებ არც კი გააფრთხილეს. მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ არსებობს ღმერთი და მისი წყალობით ქართველი დედები თავგანწირვით იბრძვიან საკუთარი სისხლისა და ხორცის გადასარჩენად!

შორენა: „მომხდარის შემდეგ მეუღემ მალევე არჩევანის წინაშე დამაყენა — ან მე, ან ეს ავადმყოფი მახინჯი ბავშვიო! აი, თავადაც ხედავთ, ჩემი არჩევანი როგორი იყო!”

რას ვიზამთ, მეგობრებო, ჩვენთვის ქმრების ასეთი გადაწყვეტილება სიახლეს სულაც არ წარმოადგენს! თუ მოვისურვებთ, ვნახავთ, ასეთ ნაძირალებს რას უმზადებს უფალი! შეგვიძლია ვიპოვოთ და ვნახოთ… მათთვის ეს გარდაუვალია!

შორენა: დავრჩი სამი შვილით მარტო. თედოსთვის წამლები რომ გვეყიდა და მასაჟებზე გვეტარებინა, მე და ჩემი უფროსი ვაჟი თორნიკე, რომელიც მაშინ 11 წლისა იყო, მოცვს ვკრეფდით და სანაპიროზე ვყიდდით. ამ დროს კი თედოს უვლიდა მისი უმცროსი ძმა თომა, რომელიც მაშინ 7 წლისა იყო. ასე, ერთმანეთის მუდმივი თანადგომით, სახლის კეთილმოწყობა მოვახერხეთ და ადამიანურად ცხოვრება დავიწყეთ. ბავშვები გაიზარდნენ, დაიწყეს მუშაობა, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არაფერი მოჰკლებოდა თედოს. შეუძლებელი შევძელით. თედო ფეხზე დადგა და ნაბიჯების გადადგმა შეძლო… მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული გამოცდა წინ გველოდა.

— რა მოხდა, შორენა? რატომ არის ირგვლივ ყველაფერი ასე დანგრეული?

შორენა: როდესაც ცხოვრება უკვე აწყობილი გვქონდა და, უფლის წყალობით, ბედნიერად ვცხოვრობდით 12 წელი, ხანძარი გაჩნდა და 20 წუთში გაანადგურა, ფერფლად და ნაცარტუტად აქცია ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. ჩვენი სახლი მთლიანად დაიწვა. გადავრჩით, მადლობა ღმერთს, მაგრამ იმ ტანსაცმლის ამარა დავრჩით, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში გვეცვა.

— როგორ გადარჩით?

შორენა: ღმერთმა გადაგვარჩინა. სახლში არ ვიყავით. მე გასაუბრებაზე ვიყავი, თედო დღის ცენტრში, ჩემი უმცროსი ვაჟი და რძალი სამსახურში იყვნენ. ყველანი სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა თქვენთან არ ვისაუბრებდი! და საქართველო ვერ გაიგებდა, რამხელა უბედურება შეგვემთხვა! ყველანი ცოცხლად დავიწვებოდით!

ხალხისთვის დახმარების თხოვნას ვერასდროს გავბედავდი. საქართველოში ხომ ჩვენ გარეშეც უამრავი გაჭირვებული ადამიანია. მაგრამ ახლა სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. სხვის სახლში ვცხოვრობთ და ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რათა ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თედოს ვერ ვუხსნი, რატომ ვართ აქ! ჩემი საბრალო, მძიმედ დაავადებული შვილი სხვის, ძილისთვის მოუხერხებელ საწოლზე ზის და წუწუნებს: „ჩემი საწოლი, ჩემი საწოლი…“ ნერვული აშლილობის გამო ხერხემლის საშინელმა ტკივილმა შეაწუხა!

„თედოს რაღაც წანაზარდი გაუჩნდა ხერხემალზე, რის გამოც ჯოჯოხეთური ტკივილი აწუხებს და სიარული არ შეუძლია. კუზი გაუჩნდა და ცუდად გრძნობს თავს“

— ღმერთო, ნეტავ, თუ დარჩა ამქვეყნად რამე განსაცდელი, რომელიც აგცდათ?

შორენა: არა! საკუთარ ტყავზე ისიც კი გამოვცადე, რას ნიშნავს შვილის სიკვდილი. 25 წლის წინ, ერთი წლის ასაკში, ჩემი გოგონა გარდაიცვალა. ავად არ იყო, არც ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ჰქონდა… უბრალოდ, ვერ გაიღვიძა. ჩემი გარდაცვლილი გოგონას გვამით ხელში საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავდიოდი, ვითხოვდი, გაეკვეთათ და მიზეზი აეხსნათ ჩემთვის. ახალგაზრდა ვიყავი, ეს იყო ჩემთვის ბედის პირველი დარტყმა და შემდეგ ერთი ბედნიერი დღეც აღარ მახსოვს… მერე თედო დაიბადა და უკვე იცით, რაც მოხდა.

— როგორ ფიქრობთ, რატომ იტანჯება ამდენს ზოგიერთი ადამიანი? მიზეზი რა არის?

შორენა: წყევლას ჰგავს. დარწმუნებული ვარ, ტანჯვა ყოველთვის ჩვენი წინაპრების ცოდვების საზღაურია.

— თქვენს წინაპრებს რა უნდა დაეშავებინათ ისეთი, რომ თქვენ ამდენი პრობლემა გქონოდათ? ყველა ვერ გაუმკლავდებოდა ამას.

შორენა: რადგან ჩემი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და ეს მათ გრძნობებს არ შეურაცხყოფს, გეტყვით. ერთი ძალიან კარგი და კეთილი ბიჭი მიყვარდა და მასაც ძალიან ვუყვარდი. ისე, როგორც რომეოსა და ჯულიეტას… მაგრამ ჩემი მშობლები ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. დედამ მითხრა, თუ დავქორწინდებოდით, თავს მოიკლავდა.

— და რატომ? იქნებ, რაიმე მიზეზი იყო?

შორენა: იმ ბიჭს ავადმყოფი და ჰყავდა, დედაჩემმა კი თქვა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება ავადმყოფების მომვლელი ვყოფილიყავი, რომ ჩემს კისერზე იქნებოდა მისი დაც… პატარა ვიყავი, დედაჩემს წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი… ვიფიქრე: გავიზრდები და საყვარელ ადამიანს გავყვები ცოლად. მაგრამ 17 წლისაც არ ვიყავი, როდესაც სრულიად უცნობმა კაცმა, ჩემმა მეუღლემ მომიტაცა. ესეც დედაჩემის ნახელავია, ჩემი აზრით. წამოსვლა მინდოდა, მაგრამ სახლში არ მიმიღეს და დედამ დამარწმუნა, რომ დავრჩენილიყავი… ასე მოხდა ეს ყველაფერი…

— ღმერთო! სწორედ ის დაგემართათ, რისგანაც დედას უნდოდა თქვენი დაცვა…

შორენა: ხანდახან ვფიქრობ: მაშინ რომ არ ჩარეულიყო დედაჩემი ჩემს ბედში, როგორ ვიცხოვრებდი? მაგრამ ამას ვერასდროს გავიგებ… რაც არის, ეს არის… ღმერთს არ ვემდური. ყოველთვის მადლობას ვუხდი იმ განსაცდელისთვის, რასაც მიგზავნის და ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ ამ ყველაფერს გავუძლო.

არ იფიქროთ, რომ ვეჭიდები სიცოცხლეს. ხანდახან მეჩვენება, რომ დიდი ხანია ცოცხალი აღარ ვარ. სანამ ჩემს ტანჯულ თედოს ფეხზე არ დავაყენებ, იმქვეყნად ვერ წავალ. იმხელა შრომა მაქვს ჩადებული, უმოძრაო ბავშვი ცოცხალ ადამიანად რომ ქცეულიყო. არ მაქვს უფლება, ახლა დავნებდე და ყველაფერი ისე დავტოვო, როგორც არის. სულ რაღაც ერთი წლის წინ, მას ადგომა და ნაბიჯების გადადგმა შეეძლო. მასაჟის გაკეთება ვისწავლე, ვუკეთებდი და ჭიქის ხელში დაჭერა შეძლო. მაგრამ ერთი წლის წინ წანაზარდი გაუჩნდა ხერხემალზე, რომელიც იზრდება და ძალიან სტკივა. ამის გამო თედო წელში მოიხარა და ვეღარ დადის. მეშინია, თუ ახლა ვერაფერს გავაკეთებ მისთვის, სრულიად უმოძრაო გახდება, როგორც ბავშვობაში, და ეს დასასრულის დასაწყისი იქნება.

უფროსი ვაჟი, გამოკვლევებისა და ოპერაციებისთვის ფულის შესაგროვებლად საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ჩავიდა თუ არა, სამშენებლო ობიექტზე უკანონო მუშაობისთვის დააკავეს. კარგი უნდოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, როგორც ყოველთვის. მხოლოდ პრობლემებია ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედო. პრობლემები ისედაც იყო ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ თავზე ჭერი მაინც გვქონდა, ახლა კი ისიც აღარ გვაქვს.

„25 წელია, კოვზით ვაჭმევ და როგორც ჩვილს, ისე ვუვლი“

— არავინ გეხმარებათ? სახელმწიფომ რემონტისთვის თანხა არ გამოყო?

შორენა: სახელმწიფომ 5 000 ლარი მოგვცა. რისთვის უნდა იყოს ეს თანხა საკმარისი? მშობლები არ მყავს, ქმარი არ მინახავს 17 წელია… მარტო ვარ და სამი ვაჟი მყავს. მე არასოდეს შევაწუხებდი უცნობ ადამიანებს და დახმარებას არ ვითხოვდი, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს. თქვენი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გარეშე ვერ გადავრჩებით. დაგვეხმარეთ…

— ისეთ შოკში ჩამაგდო იმ ყველაფერმა, რაც მოვისმინე, სულ დამავიწყდა მეკითხა, თქვენი საარსებო წყარო რა არის?

შორენა: თედოს პენსია და უმცროსი შვილის, თომას ხელფასი. კურიერად მუშაობს. ხომ გესმით, მკურნალობისთვის თანხას ვერასდროს შევაგროვებთ.

„მხოლოდ ღმერთის რწმენა მმატებს ძალას, ცხოვრება რომ გავაგრძელო და ადამიანური სახე არ დაკარგო”

— რის გაკეთება შეგვიძლია თქვენთვის?

შორენა: ჩემთვის არა, ჩემი თედოსთვის. გთხოვთ, თურქეთში წასვლაში, გამოკვლევების ჩატარებასა და ოპერაციის გაკეთებაში დაგვეხმაროთ. ვერ ვიცოცხლებ, თუ ის ისევ ისეთი უმწეო გახდება, როგორიც სიცოცხლის პირველ წლებში იყო!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ძვირფასო მეგობრებო, სხვისი მწუხარების შესახებ ყოველ ახალ ისტორიასთან ერთად, უფლის წყალობით, ფონდის დასახმარებლად 130 000-ზე მეტი ადამიანი შემოგვიერთდა! ეს უკვე ნამდვილი სასწაულია! მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მსგავსი რამ არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ გულისხმიერი ადამიანების 90 პროცენტი თავადაც მდიდარი არ არის, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ისინი, ისევე როგორც ჩვენ, ფონდში, ახლოს არიან შემოქმედთან და ერთად ყოველთვის შეგვიძლია ერთმანეთის იმედი გვქონდეს. ჩვენ ჩვენი საქართველო ჩამოვაყალიბეთ — სიკეთისა და დახმარების საქართველო! ღმერთმა გამოგვიგზავნა ჟურნალისტები, რომლებმაც იციან, ადამიანების გასაჭირის შესახებ სიმართლე როგორ გვიამბონ, რათა  თქვენს მშვენიერ სულებს ჩასწვდეს!

 დავეხმაროთ შორენას, თედო ფეხზე რომ დააყენოს! თურქეთის კლინიკაში ნამდვილად არავის დაუვარდება ის! იქ შეუძლიათ და მზად არიან, რომ ფეხზე დააყენონ, მაგრამ ამისთვის ძვირადღირებული გამოკვლევები სჭირდება.

მეგობრებო, დალოცვილები ყოფილიყავით, ღმერთმა გაშოროთ განსაცდელი, ის ადამიანები კი, ვისაც თქვენ დაეხმარეთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ ილოცებენ!

შორენას და მისი ვაჟის, თედოს ამბავი წარმოუდგენლად შემზარავია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი სიცოცხლის პირველივე წუთებიდან საწოლს არის მიჯაჭვული და თითის განძრევაც კი არ შეუძლია. დაბადებიდან უიმედოა მისი მდგომარეობა, მაგრამ სამყაროს ცენტრია დედისთვის, რომელიც, ყველაფრის მუხედავად, უკვე 25 წელია, მისი ჯანმრთელობისთვის იბრძვის. მათი ცხოვრება განსაცდელთა დაუსრულებელი რიგია, რომელიც მათ აძლიერებს და, იმავდროულად, ანადგურებს. მაგრამ ამ ჯოჯოხეთშიც კი სიყვარულისა და იმედის ადგილი მოიპოვება.

მიუხედავად ყველაფრისა, შორენა დამნაშავეებს არ ეძებს. ღმერთს არ ემდურის, მხოლოდ ძალას სთხოვს, სირთულეებს რომ გაუმკლავდეს და შვილს დაეხმაროს.

შორენა დახმარებას ითხოვს, მის შვილს თურქეთში რომ ჩაუტარდეს გამოკვლევები და ოპერაცია. თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში, როდესაც უცხო ადამიანების დახმარება ერთადერთი ხსნა არის. შორენას და თედოს ისტორია არა მხოლოდ ტანჯვის ისტორიაა, არამედ დახმარების მუდარა გახლავთ, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. ნუ დავრჩებით გულგრილნი. „ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი“ (მათე 5:7). ჩვენი დახმარებით ამ ოჯახს შეუძლია კვლავ ჰპოვოს სახლი, იმედი და მომავალი. დაეხმარეთ, სანამ გვიანი არ არის და იქნებ, თედოს არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ ბედნიერებაც აჩუქოთ.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ბათუმი, თამარის დასახლება, ტბეთის შესახვევი №6.

 ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

გვჯერა, რომ ერთად ამ ოჯახის გადარჩენას ნამდვილად შევძლებთ!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

 (დანიშნულება: თედო ტარიელაძე).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

 თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
31.07.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
247.00₾

სულ ხარჯები:

247.00₾

დარჩა:

0.12₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.05.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾1.92
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾6.20
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.05.2024 00:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾247.12

31 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾247.12

31 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება