რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი იყო. გამორჩეულად ნიჭიერ ბიჭს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 2023 წლის 3 ივლისს, სამეგრელოს ცა ჩამობნელდა. მეხის გავარდნასავით გაისმა – ,,რომა ავარიაში მოყვა და მგონი, დაიღუპა“. დედის და ბებიების განწირული კივილი ცას აღწევდა. კლდებიიც კი ტიროდნენ ობლობაში გაზრდილი ბიჭის ცოდვით.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270,,მიცვალებული“, რომელიც ზოგჯერ თვალებს ახელს – 18 წლის ბიჭის ტრაგედია. ამბავი, რომელიც გაცილებით საზარელია, ვიდრე საშინელებათა ჟანრის ფილმი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
18 წლის ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. ბიჭს თავის ქალა განახევრებული აქვს.
ეს 18 წლის რომა თორდიაა. ბიჭი უკვე 1 წელია კომაშია. წარმატებული მოცეკვავე, მრავალგზის ოქროს მედალოსანი რომა თორდია, მთელი სამეგრელოს და სრულიად საქართველოს საამაყო შვილი იყო. გამორჩეულად ნიჭიერ ბიჭს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 2023 წლის 3 ივლისს, სამეგრელოს ცა ჩამობნელდა. მეხის გავარდნასავით გაისმა – ,,რომა ავარიაში მოყვა და მგონი, დაიღუპა“. დედის და ბებიების განწირული კივილი ცას აღწევდა. კლდებიიც კი ტიროდნენ ობლობაში გაზრდილი ბიჭის ცოდვით.
რომა 5 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. დედამ და ბებიებმა ყველაფერი მოიკლეს, რათა რომას ობლობა არ ეგრძნო. და მართლაც, სასახელო ბიჭი დადგა რომა. მისი მამა, ალბათ ზეციდან უყურებდა და ამაყობდა, რომ მისი შვილი გამორჩეულად ზრდილობიანი, ნიჭიერი და რაც მთავარია – ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი იყო, რომლის გულიც, სამშობლოს სიყვარულით ძგერდა. დღეს კი, უკვე 1 წელი შესრულდა, რაც რომას გული, უბრალოდ, ,,ინერციით“ ფეთქავს. ბიჭს თავის ქალა განახევრებული აქვს და მისი სხეული, თითქმის უსულოდ ასვენია საწოლზე. ბიჭის მთლიანი სხეული ახლა თითის სიმსხოა. ჟანგბადის აპარატია მისი ,,მაცოცხლებელი“. საკვებს და წყალს კი მხოლოდ ზონდის მეშვეობით იღებს.
რომა უკვე 1 წელია ჟანგბადის აპარატზეა მიერთებული. წყალს და მედიკამენტებს კი ზონდის მეშვეობით იღებს.
რომა იშვიათად თვალს ახელს. თუმცა ვერაფერს ხედავს….
პირველი ოპერაციის შემდეგ, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, მედიკებმა ყურადღება აღარ მიაქციეს რომას და ბიჭს ისეთი ნაწოლები გაუჩნდა, რომ ცოცხლად დაიწყო ლპობა. დიახ, არც კი გახსენებიათ ჰიპოკრატეს ფიცი…
ღმერთო, როცა ადამიანებს სულს ჩაჰბერავ ხოლმე და ამ სამყაროს მოავლენ, ნუთუ გავიწყდება, რომ სულთან ერთად, გულიც მისცე მას. ან იქნებ, აძლევ, მაგრამ მერე თავისვე ნებით იგლეჯენ ადამიანები გულს და ქვას იდებენ მის მაგივრად.
მედიკების დაუდევრობის შედეგად, ბიჭს ,,ნაწოლები“ გაუჩნდა და ცოცხლად ლპება.
და ასე, ზალის შუაში წევს 18 წლის ბიჭი ისე, თითქოს სამძიმარს ელის ხალხისგა. მაგრამ არა, არავინ გაბედოთ, რომ სამძიმარი უთხრათ ქართველ დედას მანამ, სანამ მისი შვილის გული თუნდაც ოდნავ მაინც ფეთქავს.
,,ჩემო ტანჯულო შვილო, გემუდარები, შეისმინე შენი უბედური დედის ვედრება. არ გამწირო მარტო არ დამტოვო. მე უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, დედი“ – მხოლოდ ამ სიტყვებს ძლივს ლუღლუღებს რომას გამწარებული დედა. უბედურ ქალს, პატარა ასაკში დაქვრივება არ აკმარა მუხთალმა ცხოვრებამ და ახლა ცდილობს, მისი შობილი ვაჟკაციც სიკვდილს გაატანოს.
,,შვილო, გემუდარები, არ დამტოვო. ვერ ვიცოცხლებ უშენოდ“
,,უფალო, გამწარებული დედა გევედრები, გადაარჩინე ჩემი შვილი“
რომას დედა ყოველდღე ათვალიერებს შვილის ფოტოებს. აი, ასეთი სიმპათიური, ძლიერი, ხალასიანი და ჯანმრთელი ბიჭი იყო რომა.
რომა პროფესიონალი მოცეკვავე იყო. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ეს რომას ჯილდოებია
ეს კი რომას ბებიაა. შვილმკვდარი დედა.
მოხუცი ქალის ერთადერთი ნუგეში, მისი გარდაცვლილი შვილის ვაჟის ყურება იყო. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ხომ ბებიებს ისე არ უყვართ შვილიშვილები, როგორც საქართველოში. აქ ხომ, ბებიების გული, მხოლოდ შვილიშვიების სიყვარულით ძგერს. შვილიშვილი კვდება და ბებიების გულიც ფეთქვას წყვეტს.
უკვე 1 წელია, 24 საათის განმავლობაში თვალი წამითაც კი არ მოუხუჭავთ რომას ბებიებს. უკვე ერთი წელია, ღამე და დღე მათთვის აღარ არსებობს. თორდიების ოჯახში დრო 1 წლის წინ გაჩერდა. ახლა კი, საათის ,,წიკწიკის“ მაგივრად, ისინი, რომას გულისფეთქვას ისმენენ. დიახ…. მხოლოდ გული ფეთქავს…. მაგრამ როდემდე? როდემდე გაუძლებს პატარა ბიჭის გული ამდენს? ერთ დღეს ისიც დაიღლება და სამუდამოდ შეწყვეტს ფეთქვას. ოჰჰჰ, არა! ამის წარმოდგენაც კი დაუშვებელია!
რომას კიდურები თითის სიმსხოა
18 წლის ბიჭის სხეული ჩონჩხად გადაიქცა
ფონდის გულშემატკივრებო, ვითვალისწინებთ იმას, რომ ზოგ თქვენგანს, შესაძლოა, გულის პრობლემები ჰქონდეს, ამიტომ რომას მდგომარეობის ამსახველი სრული სურათისგან, თავს ვიაკვებთ, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ ვერცერთი თქვენგანი, მსოფლიოს ვერცერთი რეჟისორის საშინელებათა ჟანრის ფილმში ვერ ნახავთ ისეთ საშინელ ეპიზოდს, რაც თორდიების ოჯახში ხდება. უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებული ბიჭის სიცოცხლე რომ გადარჩეს, ამისთვის დიდძალი თანხებია საჭირო. დაქვრივებულ ქალს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. სახელმწიფოს მიერ გაწერილი დახმარების თანხაც ბოლომდე ამოიწურა. ალბათ ხვდებით, რომ ახლა, თითოეული ჩვენგანი უნდა გავხდეთ რომას ,,დედა“ და ,,მამა“. არავინ იცის, ხვალ ჩვენს შვილებს რა ელოდებათ. მაგრამ როდესაც დღეს, სხვისი შვილის გადასარჩენად თუნდაც მცირედი გვაქვს გაღებული, ეს სიკეთე ჩვენს შვილებს სწორედ მაშინ ,,წამოეწევათ“, როცა ყველაზე დიდ განსაცდელში იქნებიან ისინი. ამ სამყაროში ხომ უკვალოდ არაფერი იკარგება. კეთილო ადამიანებო, შეისმინეთ გამწარებული დედის ვედრება. უფლის შეწევნით, დაე, სასწაული მოვახდინოთ და ,,გავუცოცხლოთ“ უბედურ დედას ,,გარდაცვლილი“ შვილი.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალკახათი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: თორდიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
16837.14₾დარჩა:
5776.21₾