ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ზანაძეების მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილისგან ხშირად გონებას კარგავენ. ტანსაცმელსა და სათამაშოებს, ოკუპანტების უმისამართოდ გასროლილი ტყვიების ქვეშ, სოფელ კნოლევში, ზედ საოკუპაციო ხაზზე, ნაგავსაყრელზე ეძებენ. ნუთუ, უდანაშაულო ქართველი პატარები მართლაც ასეთ ცხოვრებას იმსახურებენ?

calendar ივლისი 19, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ეს ბავშვები სამშობლოს, ამაყი საქართველოს დატოვებაზე არც კი ფიქრობენ! ასეთ მდგომარეობაში რატომ არიან?.. ზანაძეების ოჯახში 6 ანგელოზი მუდმივად შიმშილობს! ბავშვებს რომ ვკითხე, არცერთ მათგანს არ ახსოვდა ბოლოს სადილი როდის ჭამეს. მათი საუზმე, სადილი და ვახშამი ხმელი პურია. გმადლობთ, მთელი საქართველოს სახელით მადლობას გიხდით, ოჯახის კეთილო მეზობლებო! თავად შეჭირვებულები, ყოველთვის უწილადებთ საკვებს მშიერ პატარებს. იცოდეთ, სწორედ ასეთი ადამიანები ინახავენ დიდ ქართულ ტრადიციებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ თქვენ და ყველა გულისხმიერ ადამიანს! ჩვენი ფონდი მადლობელია და თქვენ წინაშე ქედს იხრის!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ზანაძეების მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები შიმშილისგან ხშირად გონებას კარგავენ. ტანსაცმელსა და სათამაშოებს, ოკუპანტების უმისამართოდ გასროლილი ტყვიების ქვეშ, სოფელ კნოლევში, ზედ საოკუპაციო ხაზზე, ნაგავსაყრელზე ეძებენ. ნუთუ, უდანაშაულო ქართველი პატარები მართლაც ასეთ ცხოვრებას იმსახურებენ?

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს ბავშვები სამშობლოს, ამაყი საქართველოს დატოვებაზე არც კი ფიქრობენ! ასეთ მდგომარეობაში რატომ არიან?..

ზანაძეების ოჯახში 6 ანგელოზი მუდმივად შიმშილობს! ბავშვებს რომ ვკითხე, არცერთ მათგანს არ ახსოვდა ბოლოს სადილი როდის ჭამეს. მათი საუზმე, სადილი და ვახშამი ხმელი პურია.

გმადლობთ, მთელი საქართველოს სახელით მადლობას გიხდით, ოჯახის კეთილო მეზობლებო! თავად შეჭირვებულები, ყოველთვის უწილადებთ საკვებს მშიერ პატარებს. იცოდეთ, სწორედ ასეთი ადამიანები ინახავენ დიდ ქართულ ტრადიციებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ თქვენ და ყველა გულისხმიერ ადამიანს! ჩვენი ფონდი მადლობელია და თქვენ წინაშე ქედს იხრის!

ბავშვები ტანსაცმელს ნაგავსაყრელზე ეძებენ. ვინ გადაყარა, ოკუპანტებმა თუ ადგილობრივებმა, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობენ გადარჩენას!..

უფროსი ბიჭი, ნიკოლოზი, უმცროს ძმას ნაგავსაყრელზე ნაპოვნ შარვალს აცმევს. ღმერთო, ღმერთო, ეს ტანსაცმელი ინფიცირებული რომ იყოს ან პარაზიტებით სავსე?!

ოჰ, ოჰ… რა ძნელია ამ სიტყვების წერა… თუმცა, ფოტოები სიტყვებზე უფრო მეტს ამბობს. დიახ, თქვენ სწორად გაიგეთ, ძვირფასო მკითხველო. ბავშვები ტანსაცმელს და სათამაშოებს ნაგავსაყრელზე ეძებენ. ღმერთო, რა უსამართლობაა, რომ ის, რასაც სხვები ნაგავში ყრიან, ამ ანგელოზებს აბედნიერებს. მაგრამ, ვაი, ამ ბედნიერებას! უდიდესი დრამა იმალება ამ წარმოსახვითი ბედნიერების უკან. რა დააშავეს ამ პატარა ანგელოზებმა, რომ ცხოვრებამ ისინი ნაგავსაყრელზე „ქექვისთვის“ გაიმეტა?!

დღეს ამ ბავშვებისთვის „დღესასწაულია“ — მათ ეს ჭუჭყიანი და მახინჯი დათვი ნაგავსაყრელზე იპოვეს და სახლში მიარბენინებენ, რომ ითამაშონ! თითქოს სათამაშოების მაღაზიაში იყვნენ!!! ნუთუ ეს ყოველივე მართლა ჩვენს დროში ხდება?! ნუთუ?!

პატარა ბავშვი სათამაშოების გარეშე, ალბათ, თავს ისე გრძნობს, როგორც ფრინველი გალიაში. არცერთი ბავშვი არ იმსახურებს იმას, რომ ერთხელ მაინც არ განიცადოს ბედნიერება, რომელიც ახალ სათამაშოს მოაქვს. არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ისეთ ცხოვრებას, რომ სახლში წაიღოს ასეთი ძველი და ჭუჭყიანი დათუნია, როგორსაც ფოტოზე ხედავთ.

საბა 8 წლისაა. შეხედეთ მის ცრემლიან თვალებს, რამხელა სევდა და წყენაა მათში.

ხელი ჩამკიდა და მითხრა: „წარმოგიდგენიათ, ახლახან მე და დედაჩემი სოფლის მაღაზიაში მივედით და დედაჩემმა ტკბილად სთხოვა გამყიდველ დეიდას, რაღაც პროდუქტები ნისიად მოეცა ჩვენთვის. მაგრამ… მაგრამ… ბავშვმა წინადადება ვეღარ დაასრულა (კორესპონდენტი), რადგან წყენის ცრემლები ახრჩობდა! ამაყი ქართული სისხლი ადუღდა, როდესაც ყვებოდა, როგორ გაანაწყენა ძუნწმა და ბოროტმა დეიდამ მისი საყვარელი დედიკო და საჭმელი არ მისცა.

ეს ფოტო ჩვენი საუბრის მომენტში არის გადაღებული, ჩვენო ძვირფასო მკითხველო. გავა წლები, საქართველო აუცილებლად შეიცვლება, სიტყვებმა შეიძლება აზრი დაკარგოს, მაგრამ ეს კადრი ერთადერთია, რაც ისტორიას დარჩება სამუდამოდ…

ასეთ საშინელ საწოლზე სძინავთ ამ ანგელოზებს.

თავად მშიერმა და საწყალმა ბავშვებმა ორსული კატა შეიფარეს და უნაწილებენ ლუკმას. აი, ეს არის სიკეთე…

ძმებს ასე, სივიწროვეში სძინავთ… იმედია ეს ანგელოზები სიზმრებში მაინც არიან ბედნიერი.

რამდენს ნიშნავს პურის ეს ერთი ლუკმა მშიერი ბავშვისთვის? თუმცა მაძღარი ადამიანი ამას ვერ გაიგებს…

ასე შრომობენ პატარა კაცები

ევროპაში ბავშვების ასეთი შრომა მონურად ითვლება! პატარები მუშაობას არ თაკილობენ: ბარავენ, თოხნიან, რწყავენ მცენარეებს. ასე შრომობენ მცხუნვარე მზის ქვეშ და ქუდიც კი არ აქვთ, მზისგან რომ დაიცვან თავი. შიმშილით დასუსტებული ბავშვები კვლავ ძალას იკრებენ, რომ იმუშაონ, დედასთან საყვედური ერთხელაც არ დასცდენიათ. გენაცვალეთ, ბავშვებო, გიკოცნით ამ შრომისგან დაკოჟრილ ხელებს. წესით ახლა ამ პატარა ხელებში სათამაშოები უნდა გეჭიროთ სხვა ბავშვებივით ან ველოსიპედებზე ისხდეთ და სოფლის მდინარისკენ მიეშურებოდეთ. თქვენ კი შრომობთ, ლუკმა პური რომ გქონდეთ.

დღის ბოლოს დაღლილები და მშივრები ასე ჩამოსხდნენ თივის ზვინზე.

ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ეს ჟანგიანი მანქანა ბავშვის ერთადერთი სათამაშოა. თორნიკე მეოცნებეა და მხოლოდ ხორციან საჭმელზე ოცნებობს… საშინელებაა!

გასული საუკუნის ტელევიზორი 3 წლის წინ გაფუჭდა. ბავშვებს მულტფილმების ყურებაც კი არ შეუძლიათ

ბავშვების დედა, 42 წლის თეა. ქალი, რომელიც ნაადრევად დაბერა ასეთმა ცხოვრებამ.

თეა (42 წლის): ვერ ვმუშაობ, პატარა ბავშვები როგორ დავტოვო მარტო? ჩემი საბრალო ქმარი დიდი ხანია სამსახურს ეძებს, მაგრამ ვერაფერი ნახა. ძალიან ცუდ ზონაში ვცხოვრობთ, ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან. ჩვენგან რამდენიმე მეტრში ოკუპანტების საგუშაგოა. ხანდახან სროლის ხმაც ისმის და ბავშვებს ეშინიათ. ყოველდღე მეშინია, ბავშვები სათამაშოდ რომ გადიან, გამყოფი ხაზი არ გადაკვეთონ, თორემ ღმერთმა იცის, რა მოხდება… რომელ ერთ გასაჭირს გავუძლოთ — სიღატაკეს თუ იმის შიშს, რომ ოკუპანტების ნასროლი ბრმა ტყვია არ მოხვდეთ ჩემს შვილებს?! ზამთარში შეშის მოსატანადაც კი ვერ დავდივართ ტყეში, რადგან იმ მთაზე უკვე ოკუპანტების საგუშაგოა.

ბავშვები საოკუპაციო ხაზთან. ცხოვრება შიშის ქვეშ…

„შიში… შიში… და გაუსაძლისი გაჭირვება. როდემდე გაუძლებენ ჩემი შვილები შიმშილს, სიცივეს და სიღატაკეს? ერთი შვილი უკვე დამეღუპა, ცოტა ხნის წინ დავმარხე. ასე რომ არ უჭირდეს ჩვენს ოჯახს, იქნებ, გადარჩენილიყო კიდეც. მხოლოდ ერთი კვირის იყო, „გაფრინდა“ სამოთხეში ჩემი ანგელოზი. ჩემი გულის ნახევარიც თან გაიყოლა…

ზანაძეების ოჯახის მეშვიდე შვილი, რომელიც 7 დღის გარდაიცვალა.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ამ ანგელოზებმა იციან, რომ „ზღაპარის ბოლო კეთილია“. თუმცა, მათ ისიც იციან, რომ ზღაპრები მხოლოდ ფერად წიგნებში არის. კეთილო ადამიანებო, ერთი წამით წარმოიდგინეთ, ამ ბავშვებში რა გარდასახვა მოხდება, როდესაც დაინახავენ, რომ კეთილი პერსონაჟები და გმირები, მხოლოდ ზღაპრებში კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ. ფონდის მეგობრებო, მოდი გავხდეთ ამ ბავშვებისთვის კეთილი ზღაპრის გმირები ერთი დღით მაინც… ახლა სწორედ ეს სჭირდებათ ამ ბავშვებს ყველაზე მეტად. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ეს ბევრჯერ შევძელით და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ შევძლებთ. შეჭირვებული ბავშვების გახარება ხომ ყველაზე კეთილი საქმეა. სიკეთე კი ის ღერძია, რომლის  გარშემოც  ბრუნავს დედამიწა.

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფელი კნოლევი.

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: ზანაძეების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან:  ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ  დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100

სპეციალურ ნომერზე:  0901200270  განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი   

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
01.08.2024
პროდუქტები
350.00₾
30.08.2024
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
2850.00₾
30.09.2024
ფონდის ზედნადები ხარჯები
635.00₾

სულ ხარჯები:

3835.00₾

დარჩა:

0.49₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾40.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.10.2024 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.10.2024 00:00:00
₾20.00

შემოწირულია:

₾3,835.49

237 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,835.49

237 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება