რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
თქვენ დაეხმარეთ დაქვრივებულ ქალს და მის ორ შვილს და საგრძნობლად გააუმჯობესეთ მათი საცხოვრებელი პირობები. გიო და ნინო ბედნიერები არიან და საჩუქრების დღეს ზეიმობენ! თეონას კი კვლავაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, შვილის ავადმყოფობის გამო ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ, მადლობას გიხდით და გლოცავთ! თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი ფეისბუქის პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ. მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270🚨ცხრა წლის გიოს სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდ
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ოჰ, რამხელა წუხილია დედის გულში, რომელიც მთელ ღამეს მძიმე სენით შეპყრობილი ვაჟის საწოლთან ატარებს! დიდი ხანია, მან მოსვენება და ძილი დაკარგა! რვა წლის გიოს ხომ სწორედ ღამით ემართება ეპილეფსიის საშინელი შეტევები. უცებ ახელს თვალებს, ერთ წერტილს აშტერდება და კრუნჩხვები ეწყება. მთელი სხეული უფითრდება და უცივდება, პირიდან ქაფი გადმოსდის.
ნინო (გიოს და, 14 წლის): „როცა გიოს შეტევა ეწყება, დედას შიში იპყრობს და თავადაც ცუდად ხდება, მე კი აღარ ვიცი, რომელს ვუშველო – ძმას თუ დედას?! ვცდილობ, გავაღვიძო ძმა, მაგრამ ის ცახცახებს და არ რეაგირებს, როცა ვეძახი ან ხელზე ხელს ვკიდებ. ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ სამუდამოდ ვკარგავ მას. ძალიან მიყვარს ჩემი ძმა და მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია!“
დედისთვის სიკვდილზე უარესია იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება საკუთარი შვილი
ოჯახი მხოლოდ გიოს ინვალიდობის პენსიითა და შემწეობით ცხოვრობს. მთელი ფული წამლებში მიდის. გიოს მამა ორი წლის წინ დაიღუპა და ახალგაზრდა ქალი სრულიად მარტო დარჩა ორ ბავშვთან ერთად. უკვე ორი წელია, რაც დედას გიო თბილისში არ წაუყვანია გამოკვლევებზე ექიმთან. სად იშოვოს ბავშვის სამკურნალო ფული?!
თეონა (დედა, 31 წლის): „გამუდმებულ შიშში ვცხოვრობ. სამსახურსაც ვერ ვიწყებ. მაგალითად, დამლაგებლად შემეძლო მემუშავა, მაგრამ გიოს უმეთვალყურეოდ დატოვება წუთითაც კი არ შეიძლება, ვერ ძლებს უჩემოდ. სულ მის გვერდით ვარ, მაშინაც კი, როცა ბავშვებთან ერთად თამაშობს ეზოში“.
გიოს საშინელი თავის ტკივილები დაეწყო, რის გამოც ბავშვი ლამის კედლებზე ავიდეს. ტკივილდამაყუჩებლები უკვე აღარ შველის. როგორ უძლებ ამ ყველაფერს, პატარავ?!
საბრალო, საბრალო ბავშვი სამი წლიდან იტანჯება. ეპილეფსიის გამო თანატოლებს ჩამორჩება განვითარებაში და დღემდე არ იცი წერა-კითხვა, მეხსიერების პრობლემებიც აქვს.
ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება ენცეფალოგრამის გაკეთება, სრული გამოკვლევის ჩატარება და მკურნალობის დანიშვნა
რა გააკეთოს მარტოხელა დედამ, რომელსაც პროდუქტებზეც კი არ ჰყოფნის ფული?! უფასო სასადილოდან წამოღებული საკვები ეხმარება ოჯახს, რომ შიმშილით არ დაიხოცონ.
გიოს დაიკო მზადაა, სამუშაოდ გავიდეს, მაგრამ არსად არ იღებენ, ის ხომ ჯერ კიდევ ბავშვია, სულ 14 წლისაა
ოჯახს საკუთარი სახლი არა აქვს. მეგობრებმა დროებით საქათმე დაუთმეს საცხოვრებლად
თეონამ მოხეხა იატაკი, ჩამოწმინდა კედლები და საქათმეში დასახლდა ბავშვებთან ერთად. წასასვლელი არსად აქვს… სახურავი ნახევრად დაშლილია, ჭერის ნახვრეტებიდან ცის დანახვა შეიძლება, კედლები იფხვნება. წვიმის დროს სახლში წარღვნა ხდება, მარტო ჯამების შედგმას ასწრებენ. თეონას ეშინია, რომ დამპალი ფიცრები მას და ბავშვებს თავზე არ დაეცეს!
თეონა: „ნუთუ შეიძლება მძიმედ დაავადებული ბავშვისთვის ასეთ პირობებში ცხოვრება? აქ არც საპირფარეშოა, არც სააბაზანო. გიოს ტაშტში ვაბანავებ. წყლის ზიდვაა თუ სარეცხის რეცხვა, ყველაფერში ბავშვები მეხმარებიან. მარტო ვერ გავუმკლავდებოდი“.
ფანჯრები ჩამტვრეულია, ქარი ისე უბერავს, როგორც ქუჩაში. სახლში არც წყალია, არც გაზი. სარეცხს ქალი ხელით რეცხავს. არც მაცივარი აქვთ, არც გაზქურა და არც ელემენტარული მაგიდა და სკამები
როგორც კი შეტევა ერთი წუთით მაინც გაუვლის, გიო, დედის ტანჯვის შემყურე, ცდილობს, თვითონ გააკეთოს სახლში რამე. ზოგჯერ დედის ნებართვის გარეშე აკეთებს საშიშ რამეებს, აი, როგორც ახლა მოაქვს გაზის ბალონი. კრუნჩხვებში რომ ჩავარდეს, გარშემო ყველაფერი აფეთქდება! რა საშინელებაა!
თეონას მოხუცი მშობლები ჰყავს, პენსიონერები. ისინი მეზობლად ცხოვრობენ ასეთივე ავარიულ სახლში. მათ თავად სჭირდებათ დახმარება
დაეხმარეთ გიოს, მეგობრებო! დაეხმარეთ მის ოჯახს! მისი გამოჯანმრთელებისთვის მთელი გულით ლოცვა, პოსტის მოწონება, გაზიარება, მკურნალობისთვის შესაწირავის გაღება და საკუთარი სულ პატარა სახლი მაინც – ეს უბრალო ნაბიჯებია ამ ოჯახისთვის ღვთის წყალობის მისაღებად, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებიან!
საიდან უნდა ელოდეს დახმარებას საბრალო, მარტოხელა დედა? მოგმართავთ ფონდის კეთილ მეგობრებს! თქვენ სჭირდებით ამ ოჯახს! თქვენ სჭირდებით პატარა რვა წლის გიოს, რომელიც უმამოდ დარჩა და მამის მხარდაჭერა ასე აკლია. შეგვიძლია მთელმა საქართველომ ვაგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის! ბავშვის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში დახმარების თითოეული წვეთი ფასდაუდებელია. ერთად ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია. ჩვენ სასწაულის მოხდენა შეგვიძლია!
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და პირადად გაუწიოთ დახმარება, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯვართმუხა.
ყოველთვის, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ, გააკეთეთ ეს და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლომიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
გიო: „დედა, ნახე რა მოგვცეს! ხორცსაკეპი მანქანა მომაქვს შენთვის!!!“
თქვენი საჩუქრები მიიღო ლომიძეების ოჯახმა! ორი მანქანა, ავეჯითა და ტექნიკით დატვირთული. ხან ერთ თანამშრომელს ეხმარება გიო, ხან მეორეს. სკამები სამ–სამად არის შეკრული, ეჭიდება და ერთად მიათრევს სახლში.
— მოიცა, ეს მძიმეა შენთვის! – მაღაზიის თანამშრომელი ცდილობს მის შეჩერებას.
— საერთოდ არ არის მძიმე! – სკამების ქვეშიდან პასუხობს გიო. მერე მიკროტალღურ ღუმელსაც სტაცებს ხელს.
— ძია, ამას მე წავიღებ, გთხოვ! აქ ლობიანი და ხაჭაპური ხატია, დედამ რომ უნდა გამომიცხოს ხოლმე!
— არ მოგცემ! – ღიმილით ეუბნება უარს ფონდის თანამშრომელი. – უფლებას გაძლევ, ვენტილატორი, ხორცსაკეპი, ელექტროქვაბი წაიღო. მაცივარს და სარეცხ მანქანას ვერ მოერევი, მძიმეა შენთვის. ჩვენ შევიტანთ.
„დედა, უთო მომაქვს და ელექტრო ჩაიდანი! მანქანაში კიდევ ბევრი რამეა ჩვენთვის!“
გიო: „სამ სკამსაც ავწევდი თავისუფლად, მაგრამ შეეშინდათ და მხოლოდ ორი მომცეს!“
— გიო, როგორ ხარ, საყვარელო? ვხედავ, რომ კარგად გრძნობ თავს. საჩუქრები მოგწონს?
გიო (9 წლის): ორივე მანქანაში შევიხედე, იქ ჩვენთვის კიდევ ბევრი რამეა! ყველაფერი ჯერ არ შეუტანიათ სახლში. ცოტა შოკში ვარ (ხელს შუბლზე ირტყამს). დღეს ბლენდერს ჩავრთავთ? და ტოსტერს? უთოს? ახალი სათამაშოებით უკვე შემიძლია, ვითამაშო? და ეს საჭმელი, პარკებში რომ არის, უკვე შემიძლია ვჭამო?
— გიო, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება! ახლა შენია ეს ყველაფერი!
ამ ახალი მაგიდის აწყობაში გიოც ეხმარებოდა. ახლა კი სუფრის გაშლის დროა!
გიოს დედამ და დამ, ნინომ, დიდი სიხარულით ამოალაგეს საჭმელი პარკებიდან
გიოზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ყველაფერმა: „ვაიმე, რამდენი რამეა!!!“
გიო: ცოტა დავიბენი. უნდა მივეხმარო ახალი მაგიდისთვის ფეხების მიმაგრებაში, ჩემ გარეშე ვერ შეძლებენ. მერე იოგურტს და ნამცხვარს შევჭამ. მერე ჯარისკაცებით ვითამაშებ. კიდევ, მაცივრის ყუთის მოცემას შემპირდნენ, გვირაბს გავაკეთებ და ვიძრომიალებ ხოლმე. მოიცა, ჩვენი საწოლები რატომ მიაქვთ? დღეს სად დავიძინო, ჰეი?!
— ახალ საწოლზე დაიძინებ! ეს გაფუჭებული და ძველი რად გინდა?
გიო: ესე იგი, საქმეც მომემატა! ახალ კარგ საწოლსა და ბალიშებზე წამოწოლა. ხელი გადავუსვა, მოვსინჯო ახალი საბნები.
გიო: „შენც წამოგორდი ახალ საწოლზე, ნინო. აქ წოლა კომფორტული და სასიამოვნოა“.
მერე გიომ ბალიშები, საბნები, პლედები დაინახა და ახალი სასწრაფო საქმე გაუჩნდა — ყველაფრისთვის ხელი უნდა გადაესვა და მოესინჯა.
ნინო (და, 15 წლის): ახლა კიდევ მოგიმატებ საქმეს! შეგიძლია შენი ნივთები გატეხილი კარადიდან ახალში გადაიტანო. „მისტერ ბინს“ ან შენს საყვარელ თამაშებს ახალ ტელევიზორში უყურო. ველოსიპედით კი, შენ ნაცვლად, მე შემიძლია გავისეირნო!
გიო: რა–ა–ა?! ჩემი ველოც ჩამოვიდა და აქ არის?! რატომ ხართ ყველანი ჩუმად?! გეფიცები, ჩემს ველოზე პირველი შენ ვერ დაჯდები!
— გიო, ჯერ იოგურტი ჭამე, ამდენი საქმის გასაკეთებლად ძალა რომ გქონდეს. შენს ახალ ველოსიპედსაც გამოვცდით, მოვასწრებთ ყველაფერს!
გიომ ახალ მაცივარს ბოლო პარკი შემოაცლა, რაც „ეცვა“
მაცივრის ყუთისგან კი, როგორც დაგვპირდა, შესანიშნავი გვირაბი გამოუვიდა და ბევრიც იძრომიალა
თეონა (დედა): ღმერთო ჩემო, ჩემი ბიჭი ისეთი კმაყოფილია, ცამდე ბედნიერია, ფრთები შეესხა სიხარულისგან! არც თავის ტკივილი ახსოვს, არც ეპილეფსია. ახლა აბებს სვამს, დღეში ორჯერ ვაძლევ და აღარ აქვს შეტევები. მეც უსაზღვროდ გახარებული ვარ, პატარა გოგოსავით ვიცინი ბავშვებთან ერთად!
– თეონა, ბედნიერი ღიმილი ძალიან გიხდებათ. მეტად სასიხარულოა, ყველას ასეთ ბედნიერებს რომ გხედავთ!
თეონა: უსაზღვროდ მადლობელი ვარ ყველას, ვინც დაგვეხმარა! არც ჩემს გიოს, არც ჩემს ნინოს ასეთი საოცარი ემოციები არასდროს გამოუცდიათ. გმადლობთ, რომ ასეთი ბედნიერებით მკურნალობთ ჩემს შვილს! თქვენი მზრუნველობა მას ჯანმრთელობას მატებს, თქვენი ლოცვა, თქვენი კურთხევა — ეს ყველაფერი მოქმედებს და ეხმარება. თქვენც, უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჯანმრთელობა, უსაზღვრო ბედნიერება და სიხარული გისურვოთ!
გიომ აღმოაჩინა, რომ შეუძლია ახალ პლაზმურ ტელევიზორს ნებისმიერი რამის ჩვენება შეუკვეთოს! ახლა გიოს ბრძანებით აჩვენებს „მისტერ ბინს“
ახლა კი, გიოს თხოვნით, მის საყვარელ თამაშს აჩვენებს!
– თეონა, ფონდის მეგობრებიდან ვინმე პირადად თუ გაიცანით?
თეონა: აი, მაგალითად, თბილისიდან ქალბატონმა დამირეკა. ისიც ჩემსავით ქვრივია. ჩვენზე სიუჟეტი ნახა და მეკითხება: „თუ შეიძლება, კარგ მდგომარეობაში ტანსაცმელი რომ გამოგიგზავნო?“ „რა თქმა უნდა!“ – ვეუბნები. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრები ძალიან ყურადღებიანი და დელიკატური ადამიანები არიან. აი, იმ გზავნილიდან საზაფხულო ზედა უკვე აცვია ნინოს. კაბებიც გამოუგზავნეს. არაჩვეულებრივი საზაფხულო მაისურები გიოსთვის, ზამთრის ქურთუკი, ბურთი და სპორტული ჩანთები. ყველაფერი ძალიან მოგვეწონა და პატივისცემისთვის დიდ მადლობას გიხდით!
გიო: „ჩემი საკუთარი ლობიანი და ხაჭაპური მექნება?! როგორც საცხობში?! რა მაგარი რამეა, ეს ტალღოვანი, თუ მიკროტალღური ღუმელი!“
კიდევ, მეგობრებო, საკუთარი სამრეცხაო ექნება გიოს! ანუ სარეცხი მანქანა. ტაშტში რეცხვა და ეზოდან წყლის მოტანა დამთავრდა!!!
თეონა: ძალიან მიხარია, რომ ჩერნოვეცკის ფონდმა იზრუნა ჩვენზე, დამხმარე არავინ გვყავდა. აქ რამდენი მერი შეიცვალა, რამდენი წერილი მივწერე, რამდენჯერ ვითხოვე დახმარება, უშედეგო იყო ყველაფერი. ახლა კი, თქვენ რომ დაგვეხმარეთ, ყველა განაწყენებულია ჩვენზე: რაიონის გამგეობაც და ჯანდაცვის სამინისტროც… შენი პრობლემით ჩვენთან რატომ არ მოხვედიო? ფონდს რატომ მიმართეო?.. ეჰ, თითქოს, რაღაც საიდუმლო იყოს ჩემი პრობლემები. ყველაფერი მშვენივრად იციან ჩემზე. სოციალური მუშაკები დადიან და ყველაფერს აფიქსირებენ. იციან და ერთი არაავარიული საცხოვრებელი ოთახი ენანებათ ჩემთვის. საკუთარი თავისთვის კი ძვირადღირებული მანქანების ყიდვა არ ენანებათ. აი, ყველაფერი ვთქვი და ვიყო ცუდი. მაგრამ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვს, მხოლოდ მედიკამენტები და გამოკვლევები კი არ სჭირდება! სახლი სჭირდება, ავარიული საქათმე კი არა. ახლა შეუძლიათ საცხოვრებლით დაგვეხმარონ. მთავარია, სურვილი ჰქონდეთ.
გიო: ხვალისთვის მეგობრები დავპატიჟე სტუმრად. აღარ მრცხვენია, ადრე კი ძალიან მრცხვენოდა.
გიო: „ჩემი ჯარისკაცები ქართული ჯარია. ნახე, როგორ მოვამზადე და ვასწავლე ყველაფერი. მიფრთხილდი!”
ნინო: ამ დღეებში ჩემს მეგობრებს მეც დავპატიჟებ. ისე ცუდად უკვე აღარ ვგრძნობ თავს. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რაც საჭიროა.
ნინო: „მეც მინდა, ჩემს მეგობრებს რომ ვაჩვენო ყველაფერი, ამდენი შესანიშნავი ახალი ამბავი გავაგებინო!“
თეონა: ჩემი შვილების ოცნება იყო მეგობრების სახლში დაპატიჟება, თამაში და გამასპინძლება რამით. ჩვენი შეჭირვებული მდგომარეობის გამო, ძალიან იტანჯებოდნენ. თქვენ კი სასწაული მოახდინეთ და მათი ოცნება აასრულეთ!
თქვენ დაეხმარეთ დაქვრივებულ ქალს და მის ორ შვილს და საგრძნობლად გააუმჯობესეთ მათი საცხოვრებელი პირობები. გიო და ნინო ბედნიერები არიან და საჩუქრების დღეს ზეიმობენ! თეონას კი კვლავაც სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, შვილის ავადმყოფობის გამო ვერ იმუშავებს. იმისთვის, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებთ, მადლობას გიხდით და გლოცავთ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენი ფეისბუქის პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 ვიფიქროთ იმაზე, რომ სხვების დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ჩვენსსულზე და ვუახლოვდებით უფალს სწორედ იმ ტანჯვით, რასაცსხვებისთვის განვიცდით!
კორ.: მედეა
სულ ხარჯები:
15642.85₾დარჩა:
2170.08₾