რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
რა საშინელებაა!!! რა საშინელებაა!!! ახალგაზრდა ქალი ზურგის ტკივილებისგან იკრუნჩხება და კედელს თავს ურტყამს. დარეჯანს თანდაყოლილი სქოლიოზი აქვს, თუმცა ბავშვობაში მსუბუქი ფორმით ჰქონდა. დაწყევლილი სიღარიბის გამო ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა, წლების სვლასთან ერთად კი მის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. დიახ, უკვე მრავალი წელია, დარეჯანი ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობს და არ არსებობს ადამიანი, ვინც მას მხარში დაუდგება. ბოლო რამდენიმე კვირაა ქალი, სამწუხაროდ, სიკვდილის პირასაა. ძლიერი ტკივილდამაყუჩებლები უკვე აღარ შველის საწყალ ქალს და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. დარეჯანი (47 წლის): „ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვეღარ ვუძლებ. ზოგჯერ მიფიქრია, თოკი ავიღო და თავი ჩამოვიხრჩო, მაგრამ მაშინვე ჩემი საწყალი გოგონა მახსენდება, რომელსაც ჩემ გარდა პატრონი მთელ სამყაროში არავინ ჰყავს. ძალიან მერიდება უცხო ადამიანებისთვის თხოვნა, მაგრამ სასოწარკვეთილი დედა ამასაც ვბედავ. გევედრებით, ადამიანებო, მე თუ მოვკვდები, ჩემს გოგონას ზამთარში თქვენი შვილის გამონაცვალი ერთი წყვილი თბილი ფეხსაცმელი მოუტანეთ. სიცოცხლეშიც უბედური დედა ვარ და სიკვდილის მერეც საფლავში ამოვტრიალდები ჩემი საწყალი გოგონას ცოდვით“.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270რა საშინელება!!! რა საშინელება!!! ახალგაზრდა მარტოხელა დედა თვითმკვლელობის პირასაა, მისი საყვარელი შვილი, ლიზი კი ობლად დარჩენის! წამლები უკვე ვეღარ უყუჩებს აუტანელ ტკივილებს! საწყალი ქალის ტანჯვა უსაზღვროა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
სქოლიოზის მწვავე ფორმა. წამლები აღარ აყუჩებს ტკივილს
ლიზი ახლა 12 წლისაა
ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში იზრდება. მაგრამ სიღარიბეზე მეტად გოგონას სულიერი ტკივილი ტანჯავს. ბავშვმა იცის, რომ თუ დედას რამე დაემართება, ის მარტო დარჩება ამ სასტიკ სამყაროში! სასტიკში, რადგან დაბადებიდან იგი სამუდამოდ უარყვეს ყველაზე ახლობლებმა: მამამ და დედის მშობლებმა! არაადამიანები, რომლებსაც არ სურდათ მისი დაბადება ამქვეყნად და აიძულებდნენ დედას (წარმოგიდგენიათ, მეგობრებო?) მოეკლა თავისი ჯერარდაბადებული შვილი. როცა დარეჯანმა უარი თქვა ამ საშინელ ცოდვაზე და მკვლელობა არ ჩაიდინა, საარსებო საშუალების გარეშე დატოვეს, ძაღლივით გამოაგდეს ქუჩაში პატარა ბავშვით ხელში!
მხეცები! მათ გამართლება არა აქვთ!
რა საშინელებაა!!! რა საშინელებაა!!! ახალგაზრდა ქალი ზურგის ტკივილებისგან იკრუნჩხება და კედელს თავს ურტყამს. დარეჯანს თანდაყოლილი სქოლიოზი აქვს, თუმცა ბავშვობაში გამრუდება მსუბუქი ფორმით ჰქონდა. დაწყევლილი სიღარიბის გამო ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა, წლების სვლასთან ერთად კი მის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. დიახ, უკვე მრავალი წელია, დარეჯანი ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობს და არ არსებობს ადამიანი, ვინც მას მხარში დაუდგება. ბოლო რამდენიმე კვირაა ქალი, სამწუხაროდ, სიკვდილის პირასაა. ძლიერი ტკივილდამაყუჩებლები უკვე აღარ შველის საწყალ ქალს და თვითმკვლელობაზე ფიქრობს.
სასოწარკვეთილმა დარეჯანმა ჩვენს ფონდს მიმართა და გვთხოვა, რომ მისი ისტორიის შესახებ კეთილი ადამიანებისთვის მოგვეთხრო. თუმცა მის სახლში მისულებს ბევრად უფრო მძიმე სურათი დაგვხვდა, ვიდრე ველოდით. ქალმა თავისი ტრაგიკული ბედის შესახებაც გვიამბო. როგორც აღმოჩნდა, ორსულობის დროს გარეწარმა ქმარმა მიატოვა.
დარეჯანის მშობლები ძველი ყაიდის ხალხი იყო, ამიტომ შვილს ეუბნებოდნენ, რომ უმამოდ ბავშვი არ უნდა გაეჩინა. ისინი ქალს ყველაზე საშინელი ცოდვისკენ უბიძგებდნენ – მუცელშივე მოეკლა საკუთარი შვილი! დარეჯანს ამის გაგონებაც კი არ სურდა. ამიტომ დაუნდობლად უარყვეს ქმარმა, მშობლებმა და სანათესაომ!
დაავადების გამო დარეჯანს კიდურები სულ უფრო და უფრო უმრუდდება
ჯანსაღი მშობიარობის გამო დარეჯანმა უარი თქვა საკეისრო კვეთაზე. და აი ისიც – ამ უბედური ქალის ცხოვრების სიყვარული, რომელსაც ლიზი დაარქვა! მხოლოდ შეხედეთ, რა ბავშვმა იხილა დღის შუქი დედის დამსახურებით. დარეჯანი მისთვის ცოცხლობს, მაგრამ… ამ ამაყ ქალს ძალიან სჭირდება დახმარება.
შეხედეთ, რა ლამაზია და რა კეთილი თვალები აქვს!
ეს ლიზია — ყველასგან უარყოფილი ბავშვი. რა დააშავა ამ ანგელოზმა გოგონამ, რომელიც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს უარყო საკუთარმა მამამ, ბებიამ და ბაბუამ. ხოლო დაბადების შემდეგ ბავშვის ნახვის სურვილიც კი არ გაუჩნდა არცერთ მათგანს. ცხოველიც კი ვერ შეძლებდა ამას! დიახ, მტაცებელი და ყველაზე დაუნდობელი ცხოველიც კი არ მიატოვებდა თავის შვილს. ღმერთო, რატომ ხდება ასე, რომ, რაც დრო გადის, ცხოველები ადამიანურ თვისებებს იძენენ, ადამიანები კი ცხოველებს ემსგავსებიან? ნუთუ, მართლა ახლოვდება სამყაროს აღსასრული?
ლიზი (12 წლის): „მამამ პირველად მაშინ მნახა, როცა პატარა ვიყავი. ახლობლის გასვენებაში ვყავდი დედას წაყვანილი, რადგან ვერავისთან დამტოვებდა. მამაც იქ იყო მოსული და იქ მნახა. მას მერე სახლში ფანჯარასთან ვიდექი სულ და ველოდებოდი, მამა დაბრუნდება–მეთქი. მაინც არ მჯეროდა, რომ მიმატოვებდა. მამის ლოდინში გადიოდა კვირები, თვეები, წლები. ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ მამა არადროს მოვა ჩემ სანახავად. როცა სხვა ბავშვებს ვხედავ, როგორ ეფერებიან მამები, სასეირნოდ მიჰყავთ, რაღაცებს ყიდულობენ, გული მტკივა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ იმ ბავშვების მშურს. არა! პირიქით, მიხარია, ბედნიერებს რომ ვხედავ. უბრალოდ, მეც მინდა, რომ ჩემზეც ასე ზრუნავდეს მამა. მაგრამ უკვე ვიცი, რომ ჩემი ოცნება არასდროს ახდება“.
როცა ლიზი სევდას და დარდს ვეღარ უძლებს, ასე განმარტოვდება ხოლმე. რამდენს უძლებს მისი პატარა გული?
როცა ამ ანგელოზის გული სევდას და დარდს ვეღარ იტევს, ცრემლები უნებურად მოსდის. თუმცა არ სურს, რომ საყვარელმა დედამ ეს შეამჩნიოს და ამიტომ ლიზი განმარტოვდება ხოლმე და ღმერთმა უწყის, რა ტკივილს გრძნობს ამ დროს მისი პატარა და კეთილი გული. ბავშვის სული ტირის და არავინ ჰყავს დედამიწის ზურგზე, რომ გოგონას ეს ცრემლები შეუმშრალოს.
ასეთი ძირგავარდნილი ფეხსაცმლით დადის ბავშვი! საშინელებაა! ის ხომ მალე ქალიშვილობის ასაკში შევა!
ნაგავსაყრელზეც კი ამაზე ბევრად უკეთეს ფეხსაცმელს ყრის ხალხი. ეს კი ლიზის ერთადერთი ფეხსაცმელია. მთელი წელი, ზამთარიც და ზაფხულიც, გოგონა ამ ფეხსაცმლით დადიოდა სკოლაში. ახლა კი, სადაცაა ისევ მივა სკოლაში და, სამწუხაროდ, ისევ ამ ფეხსაცმლით. მისი გარეწარი მამა კი ლიზისგან სულ რამდენიმე უბნის მოშორებით ცხოვრობს. ალბათ, თვითონ თბილი ფეხსაცმელი აცვია ზამთარში. ერთხელ მაინც როგორ არ ჰკითხა გულმა ზამთრის რომელიმე ყინვიან დღეს: „ნეტა ჩემს გოგონას ფეხზე ხომ არ სცივაო“?
ლიზის მამა უფალია
სასოწარკვეთილი ბავშვი უფლის სახლში მიდის ხოლმე. იცის, რომ მამობას უფალი უწევს და სიცოცხლეც სწორედ უფალმა აჩუქა. ლიზის მხედველობის პრობლემები აქვს, მაგრამ ტაძარში მისული, უპირველესად, დედის გამოჯანმრთელებას სთხოვს უფალს. გოგონამ იცის, რომ მისი საყვარელი დედა მთელ სამყაროს დაუპირისპირდა, ლიზი რომ ამ ქვეყანაზე მოვლენილიყო. დედის ამაგს აფასებს გოგონა და ერთი სული აქვს, სრულწლოვან ასაკს მიაღწიოს, რომ მუშაობა დაიწყოს და დედას სამკურნალო ფული შეუგროვოს.
ყველასგან მიტოვებული დედა–შვილი
გაზის ასეთი ბალონის დახურულ სივრცეში გამოყენება აკრძალულია, რადგან სიცოცხლისთვის საშიშია
ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს სამყაროსგან დავიწყებული უბედური დედა–შვილი. მათი ერთადერთი საჭმელი ხმელი პური და შემწვარი კარტოფილია. თუმცა კეთილი მეზობლები ცხელ წვნიანს აწვდიან ხოლმე ბავშვს. ასეთი გაზის ბალონის დახურულ სივრცეში გამოყენება აკრძალულია, რადგან სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ რა ქნას უბედურმა დედამ?
ჭერიდან წყალი ჩამოდის
ოთახში კარდონია დაგებული იატაკის მაგივრად. ოთახის ქვემოთ სარდაფია, საიდანაც ნესტი ამოდის
შეაკავებს ეს კარდონი სარდაფიდან ამოსულ ნესტს? ნესტი კი, ალბათ, იცით, როგორი მავნეა ჯანმრთელობისთვის. ისედაც მძიმედ ავადმყოფი ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ამ ნესტის გამო. ლიზისაც სახსრების პრობლემები დაეწყო. მაგრამ რა ქნას, უკეთეს ბინაში უფრო მაღალი ქირით ვერ გადაჰყავს შვილი უბედურ დედას, რადგან ისიც კი არ იცის, რა აჭამოს ბავშვს.
მართალია, გოგონამ მითხრა მე, კორესპონდენტს, რომ მამის დაბრუნებას უკვე აღარ ელის, მაგრამ შევნიშნე, რომ ამ სიტყვების თქმისას ხმა გაებზარა. ისიც მითხრა, მამას არასდროს ვაპატიებო, მაგრამ მისმა კეთილმა თვალებმა „გასცა“ ბავშვი, რომ გულის სიღრმეში ასე არ ფიქრობდა. ახლაც ზუსტად ისე დგას ბავშვი ფანჯარასთან, როგორც მაშინ, როცა 5 წლის იყო და მამის დაბრუნებას ელოდა.
დარეჯანის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება
საწყალი ქალი უფულობის გამო ექიმთან ვერ მიდის. ვერც მასაჟებს იკეთებს, არადა მასაჟები მისთვის აუცილებელია. გაუსაძლის ტკივილებს ძლიერი გამაყუჩებელიც კი აღარ უყუჩებს.
დარეჯანი (47 წლის): „ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვეღარ ვუძლებ. ზოგჯერ მიფიქრია, თოკი ავიღო და თავი ჩამოვიხრჩო, მაგრამ მაშინვე ჩემი საწყალი გოგონა მახსენდება, რომელსაც ჩემ გარდა პატრონი მთელ სამყაროში არავინ ჰყავს. ძალიან მერიდება უცხო ადამიანებისთვის თხოვნა, მაგრამ სასოწარკვეთილი დედა ამასაც ვბედავ. გევედრებით, ადამიანებო, მე თუ მოვკვდები, ჩემს გოგონას ზამთარში ერთი წყვილი თბილი ფეხსაცმელი მოუტანეთ, რომელსაც თქვენი შვილი აღარ იცვამს. სიცოცხლეშიც უბედური დედა ვარ და სიკვდილის მერეც საფლავში ამოვტრიალდები ჩემი საწყალი გოგონას ცოდვით“.
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, ვარკეთილი-3, მე-2 მიკრორაიონი, კორპუსი №17.
ყოველ ჯერზე, როცა ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ალოიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3096.63₾დარჩა:
146.80₾