რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მახიტაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის ავარიული სახლის სახურავი ქარიშხლის დროს ჩამოინგრა, მაგრამ დროებით თავშესაფარში აღარ არიან შეყუჟული. სკოლის მიტოვებული შენობიდან ისინი სახლში დაბრუნდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დაიტანჯებოდნენ, ჩერნოვეცკის ფონდს პასუხისმგებელი თანამდებობის პირების რომ არ მიეწერა. ამ შეხსენების შედეგი კი ნამდვილად შთამბეჭდავია – მუნიციპალიტეტის გამგეობამ მახიტაშვილების სახლის ახალი სახურავის გადახურვა სწრაფად უზრუნველყო.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270SOS! SOS! SOS! ოჯახი რვა ბავშვით ქუჩაში დარჩა მას შემდეგ, რაც მათი სახლის სახურავი ჩამოინგრა. მათ არსად აქვთ წასასვლელი და თანაც მძიმედ დაავადებული გოგონასა და ვაჟის მკურნალობისთვის სჭირდებათ ფული!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის დროს ახმეტაში მრავალშვილიანი ოჯახის სახლის სახურავი ჩამოინგრა. სასწაულით გადარჩენილი რვა ბავშვი ქუჩაში დარჩა მშობლებთან ერთად და არსად აქვთ წასასვლელი.
სახურავისგან ესღა არის დარჩენილი
ის, რომ ადამიანები გადარჩნენ ამ ნანგრევებში, ნამდვილად უფლის სასწაულია
ბადრი (მამა, 54 წლის): ღამის 4 საათი იყო, როდესაც საშინელი ხმაური შემოგვესმა. მძინარე ბავშვები ხელში ავიტაცე და გარეთ გავვარდი. ტრაგედიის წინა დღეს სხვა ოთახში გადასვლა გადავწყვიტეთ, ალბათ, უბედურების მოახლოება გულმა გვიგრძნო. შიშით ვიძინებდით, გვეშინოდა, რომ თავზე ჩამოგვენგრეოდა ჭერი. ყველაზე დიდი საშინელება მოხდა.
დროებითი თავშესაფარი მისცა სახელმწიფომ. ეს არის ერთი ოთახი ყოფილი სკოლის მიტოვებულ შენობაში, სადაც არც წყალია, არც სხვა პირობები
ბავშვები პირდაპირ ოთახში, ტაშტში ბანაობენ. სინესტის გამო იატაკის ქვემოდან ჭიები ამოდიან და ბავშვებს კბენენ. ძალიან აშინებთ აქ ყოფნა
მძიმედ დაავადებული უფროსი ვაჟი, ფაქტობრივად, ქუჩაში ცხოვრობს, რადგან ოთახში მისთვის ადგილი არ არის
ნოდარი (19 წლის): მას შემდეგ, რაც ჩვენი სახლის სახურავი ჩამოინგრა, ქუჩაში ვცხოვრობ. ოთახში სივიწროვეა, ჰაერი არ მყოფნის. სახლში ერთი ღამეც კი არ მძინებია ადამიანურად. მხოლოდ წვიმის დროს ვაფარებ თავს, რომ არ დავსველდე და არ გავცივდე. ახლა ჩემთვის გაციება არ შეიძლება. ზამთარი რომ მოვა, ალბათ, მომიწევს, ქურთუკი დავიფარო. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ ჩვენი სახლი შეკეთდეს, სახურავი გადაიხუროს. ჩვენს სახლში ყველას საკუთარი საწოლი გვქონდა, ელემენტარულად, სველი წერტილი იყო. ახლა კი ჩემი და ჩემი და–ძმების ცხოვრება ჯოჯოხეთია.
– ნოდარ, სიარული გიჭირს. რა დაგემართა?
ნოდარი: ლიფტის შახტაში ჩავვარდი მესამე სართულიდან, ზურგზე დავეცი. ხერხემალზე ოპერაცია გამიკეთდა, ექვსი საათი გაგრძელდა. სამი მალის მოტეხილობა მქონდა. სიარული და გადაადგილება არ შემეძლო. დაზიანებული მაქვს ზურგის ტვინი. ალბათ, აღდგენას წლები დასჭირდება, თუ ვერ მოვახერხე, პამპერსითა და კათეტერით გავატარებ მთელ ცხოვრებას. 19 წლის ბიჭი ვარ, ამ ყველაფერთან შეგუება ჩემთვის როგორია?!
„წამლების ყიდვის, კათეტერის გამოცვლის, საერთოდ არაფრის საშუალება არ გაგვაჩნია. ეს ხომ ძალიან საშიშია. შეიძლება ინფექცია, სეფსისი განვითარდეს“
ნოდარი: ჩირქოვანი ინფექცია განმივითარდა იმის გამო, რომ ფული არ გვქონდა კათეტერის გამოსაცვლელად. 40-მდე მქონდა სიცხე. ერთი საწყალი ღორი გვყავდა და იძულებული გავხდით, ისიც გაგვეყიდა. მეზობლებმაც გვასესხეს თანხა, მკურნალობა დავიწყეთ, თორემ სეფსისის განვითარების საშიშროება იყო, ექიმმა გამაფრთხილა. ახლა რეაბილიტაცია მჭირდება, მაგრამ თბილისში წასასვლელად სამგზავრო ფულიც კი არ მაქვს. სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ ექიმებთან მისვლის საშულება არ გამაჩნია. წარმოგიდგენიათ?!
ეს კი უმცროსი გოგონაა, ნინი. მხოლოდ ნახევარი წლის არის. ბავშვი კრუნჩხვებში ვარდება. მაგრამ მშობლებს არ აქვთ საშუალება, ბავშვი ექიმთან, გამოკვლევაზე წაიყვანონ. ოჯახის ერთადერთი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა, რომელიც წამლების საყიდლად ძლივს კმარა. მამამ კი ახლახან ინსულტი გადაიტანა, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული. მაგრამ ექიმებმა სასწაული მოახდინეს, რადგან იცოდნენ, რომ კაცს რვა შვილი ჰყავს და მათი ობლად დარჩენა უდიდესი საშინელება იქნებოდა. ამჟამად, ჯანმრთელობის პრობლემებიდან გამომდინარე, ვეღარ მუშაობს. დედა კი ხანდახან ყურძნის ან თხილის კრეფაზე დადის, ოჯახი რომ გამოკვებოს.
ბავშვები უფასო სასადილოში იკვებებიან. საკვები პროდუქტის საყიდლად არ რჩებათ თანხა
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, ამ პატარა ანგელოზების დანახვა ყველაზე გულქვა ადამიანსაც კი ააღელვებს. როგორ შეიძლება, ამხელა უბედურებამ ვინმე გულგრილი დატოვოს?! რვა ბავშვი გვემუდარება, რომ დავეხმაროთ. მათ არ სურთ ცხოვრება ასეთ საშინელ პირობებში, ტირიან, სახლში დაბრუნება ისე ძალიან უნდათ. მოდით, გავერთიანდეთ და ერთად შევაკეთოთ სახლის სახურავი ამ ოჯახისთვის, რომელმაც რვა მშვენიერი და გულმართალი ბავშვი აჩუქა საქართველოს.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ახმეტა, სტალინის ქ. ბინა №2 (ყოფილი სკოლის შენობა)
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მახიტაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მშობლიურ სახლში დაგვაბრუნეთ! ხვალ გათენდება თქვენი ნაჩუქარი ახალი დღე!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ელისო: „ახალი ქურთუკები გვაქვს ყველას!“
– შეიძლება, ერთი თვალით მაინც ვნახო, თქვენს მანქანაში რა დევს? – კითხულობს პატარა ელისო.
– ახლა ორივე თვალით ნახავ და ძალიან, ძალიან გაგიხარდება!
ელისო: ახალი სახურავი რომ გვაქვს, თუ შეამჩნიე? ძიები კი დილიდან ახალ ფანჯრებსა და კარებს გვიკეთებენ. ისინი ძალიან ხმაურობენ და მტვერი დააყენეს, მაგრამ მამამ თქვა, რომ, სამაგიეროდ, სილამაზე და სითბო გვექნება.
მახიტაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის ავარიული სახლის სახურავი ქარიშხლის დროს ჩამოინგრა, მაგრამ დროებით თავშესაფარში აღარ არიან შეყუჟული. სკოლის მიტოვებული შენობიდან ისინი სახლში დაბრუნდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დაიტანჯებოდნენ, ჩერნოვეცკის ფონდს პასუხისმგებელი თანამდებობის პირების რომ არ მიეწერა. ამ შეხსენების შედეგი კი ნამდვილად შთამბეჭდავია – მუნიციპალიტეტის გამგეობამ მახიტაშვილების სახლის ახალი სახურავის გადახურვა სწრაფად უზრუნველყო.
ნანა, დედა: „ჩვენს სახლში დაბრუნება გვიხარია ყველაზე მეტად!“
ელისო: სად უნდა დავათვალიეროთ ახალი ნივთები?
– ახლა ეზოში დავდებთ და დავახარისხებთ პარკებს, რომელიც ფონდის მეგობრებმა გამოგიგზავნეს. ტექნიკის ყუთებს კი სახლში შევიტანთ, ფანჯრების ჩასმა რომ დასრულდება.
ელისო: მოდი, ჯერ საჭმელი ვნახოთ! ჩემი საყვარელი სოსისები!!! ორცხობილა!!! იოგურტები!!!
ელისო: „პირველ რიგში, საჭმელი ვნახოთ! ვაშა! სოსისები!“
ბადრის (ფოტოზე შუაში დგას) არჩევანის გაკეთება უჭირს: ნუტელა, ბარნი, იოგურტი თუ წვენი? ამდენი ფიქრისგან შეეჭმუხნა პატარა შუბლი
შალვა: „ელისო რასაც ნახულობს, ყველაფერს თავისთვის ინახავს, დეიდა!“
ელისო: „რა გინდა ჩემგან, შალიკო? შენთვისაც შეინახე, აქ უამრავი რამ არის“.
შალვა: „დიდი ძეხვი ვიპოვე! ახლა ვითომ ძალოსანი ვარ, ისე ავწევ. რა გემრიელი სუნი აქვს!“
შალიკო: „ვითომ ძალოსანი ვარ!“
ბადრიმ ბოლოს და ბოლოს არჩევანი გააკეთა და სახე უბრწყინავს!
ნოდარი, უფროსი ძმა: „აბა, პატარებო, ნუ თავხედობთ! მაგიდაზე დადეთ ყველა პროდუქტი“.
შალვა: „ელისო გაიქცა, სათამაშოები თავისთვის რომ შეინახოს! შეაჩერეთ!“
ელისო: „კონსტრუქტორი, გოჭი და თოჯინა მე ვნახე პირველმა!“
„გოჭი მე ვნახე პირველმა, ამიტომ ჩემია!“
პატარა ნინი ახალი ჩხრიალა სათამაშოთი ძალიან მოიხიბლა!
– იმდენი რამ მოგიტანეთ, რომ არაფრის შენახვა არ არის საჭირო. უკმაყოფილო არავინ დარჩება. აქ კი პამპერსი და ბევრი ლამაზი ტანსაცმელია.
ელისო: გთხოვ, ქურთუკი მომიძებნე და თმის სამაგრი.
– შეკვეთა მიღებულია! ბავშვებო, ახალი ქურთუკი ვის უნდა? ყველანი მოემზადეთ, რომ მოისინჯოთ!
ნანა, ბავშვების დედა: როგორ შეგვიყვარდა ჩერნოვეცკის ფონდი, ვერც კი წარმოიდგენთ! ბავშვებმა გაიგეს, რომ მოდიოდით და გუშინდელი საღამოდან აღელვებულები გელოდებოდნენ. დათომ სკოლა გააცდინა, რომ დაგხვედროდათ და ენახა საჩუქრები.
ჩვენი დეპრესია და მძიმე ცხოვრება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა, როგორც იქნა, მოვდივართ აზრზე! ერთბაშად ამდენი განსაცდელი დაგვატყდა თავს – სახლი დავკარგეთ, ათნი ვცხოვრობდით ერთ ოთახში შეყუჟულები, სადაც მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეგვასახლა და დაგვივიწყა. სწორედ მაშინ დაემართა კრუნჩხვები ჩემს პატარა ნინისაც. ჯოჯოხეთი გამოვიარე, არ ვიცოდი, რით დავხმარებოდი ბავშვს.
აი, შეხედეთ, ნინისთვის რა კარგი ქურთუკი შევარჩიეთ. დედიკოს ნატვრის თვალია!
– პატარა ნინი ახლა როგორ გრძნობს თავს?
ნანა: მადლობა ღმერთს, უკვე ექვსი თვეა, ივნისიდან მოყოლებული, ბავშვი კარგად არის, კრუნჩხვებში აღარ ვარდება. ფონდი მედიკამენტებით დაგვეხმარა და გამოკეთდა. მადლობა ყველას, მეგობრებო! უსაზღვროდ მიხარია, რომ დავუბრუნდით ჩვენს სახლს, მშობლიურ კერას. დიახ, ჯერჯერობით აქ არეულობაა და სიბინძურე, მაგრამ ყველაფერს დავასუფთავებთ და დავალაგებთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უბიძგეთ გამგეობას, ჩვენი სახლის სახურავი შეეკეთებინათ. ძალიან გაბრაზებულები არიან ჩვენზე. (იღიმის.)
– ამ საკითხთან დაკავშირებით დაგვჭირდა წერილების მიწერაც და საუბარიც. რა თქმა უნდა, კრიტიკა არ მოსწონთ. მაგრამ გვიხარია, რომ საბოლოო ჯამში მოგვისმინეს და რეალური ქმედებებით გვიპასუხეს. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით. ნეტავ, უფრო ადრეც მოგვარებულიყო ყველაფერი!
ნანა: დიახ, მიხარია, ასე შესანიშნავად რომ მოგვარდა ყველაფერი. მადლობელი ვართ, რომ მხოლოდ სახურავის შეკეთებით არ შემოიფარგლეთ. სითბოც იქნება ჩვენს სახლში. ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებმა ფანჯრები და კარები გვაჩუქეს. ზამთარში აქ ისე ყინავს, რომ მეტალოპლასტმასი საუკეთესო გამოსავალია.
სახლისთვის, რომელიც 50 წლის წინ არის აშენებული, ახალი ცხოვრება იწყება: ახალი სახურავი, ახალი კარ-ფანჯარა!
საღამოობით საკმაოდ ყინავს. ამიტომ მეტალოპლასტმასი საუკეთესო გადაწყვეტილება არის
– მგონი, ხელოსნებმა დაასრულეს ფანჯრების ჩასმა. მივალაგოთ და შეგვიძლია, სახლში მაცივარი და გაზქურაც შევიტანოთ, მერე კი – ახალი საწოლებიც.
ნანა: ვაიმე, ესეც გამოგვიგზავნეს?! რამდენი რამეა! დიდი მადლობა! ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ ყველას! ბადრი, გესმის? (მეუღლეს მიმართავს.) ტექნიკაც მოგვიტანეს!
სახლში ტექნიკის შეტანის დროც მოვიდა
სანამ არავინ უყურებს, შალიკო ახალი ღუმლის ღილაკებს აჭერს თითს. მაგრამ ის ვერსად დაემალება უფროსი ძმის, ნოდარის, ყოვლისმხედველ თვალსა და ხმას
ბადრი, ბავშვების მამა: რა თქმა უნდა, მესმის, ძვირფასო. უბრალოდ, თავაზიანად ველოდები, ჩემი ჯერი როდის მოვა. (იღიმის.) ვერ ვიტყვი, რომ თანამემამულეებისგან, ქართველებისგან, დახმარებას არ ველოდი. ჩვენი ხალხი ადამიანს ქუჩაში არასდროს ტოვებს. მაგრამ არ მეგონა, რომ ამდენად უშუალო და გულწრფელი იქნებოდა ეს დახმარება. არ მეგონა, რომ უცნობი ადამიანები დამირეკავდნენ, დამელაპარაკებოდნენ, გამამხნევებდნენ, მკითხავდნენ, კიდევ რა გვჭირდებოდა: „როგორ ხარ, მეგობარო, შენი ოჯახი როგორ არის?.. ყველაფერი ერთბაშად ვერ მოგვარდება, იცოდე, დაგეხმარებით კიდევ… უბრალოდ თქვი, თუ რამე გაკლია, ძმაო…“
აი, ასე ვიცით! ჩემი გული სიამაყით და იმედით არის სავსე! დიდი მადლობა ჩემს საქართველოს და ჩემს ხალხს! ყველას ბედნიერება გვიბოძე, ღმერთო! ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს კეთილდღეობა და უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდეთ! სახლის გარეშე დარჩენის პრობლემას კი ყურიც არასდროს მოჰკრან.
ხვალ, ახალი დღე რომ გათენდება, უკვე ვიცი, რასაც გავაკეთებ, ცხოვრებისეული გეგმები მაქვს. ჩერნოვეცკის ფონდმა მაჩუქა ეს ხვალინდელი დღე. ჩემი შვილების მადლიერების საუკეთესო ნიშანი კი მათი მხიარულება და უსაზღვრო ბედნიერება არის! თავადაც ხედავთ, რა დღეში არიან: ცელქობენ, დღისით არ დაიძინეს. მაგრამ არა უშავს, მიხარია! ალბათ, დრო დაგვჭირდება, მაგრამ აქ ყველაფერს დავასუფთავებთ, მოვაწესრიგებთ და ვიცხოვრებთ ბედნიერად.
შალიკომ და ელისომ გადაწყვიტეს, ბედნიერად ცხოვრება დღესვე დაიწყონ!
სწორედ ახლა, თავიანთი ახალი საწოლები უხარიათ!
– ამ პროცესის დასაჩქარებლად რა გჭირდებათ, რომ დიდხანს არ გაგრძელდეს ეს დალაგება?
ბადრი: თაბაშირ-მუყაოს ჭერი უნდა გაკეთდეს. ჩემი მეუღლე კი სარეცხ მანქანას ითხოვს, უჭირს 10 ადამიანის სარეცხის ხელით რეცხვა. სახლის კეთილმოწყობაზე უფრო მეტად კი ერთი საკითხი მაწუხებს – ჩემი შვილი, ნოდარი, ექიმთან არის წასაყვანი…
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მახიტაშვილების ოჯახში უფროს შვილს, ნოდარს, ხერხემლის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული და სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. დავეხმაროთ, ექიმთან წასვლა რომ მოახერხოს! გარდა ამისა, ოთახებში ნორმალურად ცხოვრება რაც შეიძლება მალე რომ გახდეს შესაძლებელი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი არის საჭირო. რა კარგი იქნება, ამ ოჯახმა ყველა სირთულე, რაც შეიძლება მალე რომ მოიტოვოს უკან!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მახიტაშვილების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ: მედეა
სულ ხარჯები:
8032.10₾დარჩა:
0.40₾