რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს. ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა. თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
09012002709 წლის ულამაზეს ბარბარეს, ერთი ფეხი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! გოგონას ეტლში ჩაჯდომა არ სურს! მასაც სხვა ბავშვებივით სირბილი უნდა! აჩუქეთ გოგონას სრულფასოვანი ცხოვრების შანსი – დაეხმარეთ, ოპერაცია რომ გაუკეთდეს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ულამაზეს ბარბარეს იშვიათი თანდაყოლილი ანომალია აქვს – ერთი ფეხი მთელი 16 სანტიმეტრით მოკლე აქვს მეორეზე! სხვა ბავშვებივით ხტუნვა და სირბილი უნდა, მაგრამ მოკლე ფეხზე დაყრდნობით, სიარულიც კი უჭირს.
ბარბარე (9 წლის): იცით, მე ჩემი მოკლე ფეხი მიყვარს! მერე რა, რომ მტკივა. მალე ვიღლები, დიდხანს სიარული არ შემიძლია, სირბილი – მით უმეტეს. იშვიათად გავდივარ სახლიდან. გარეთ როდესაც გავდივარ, ხელში აყვანილი დავყავარ ხოლმე. ბებო ძალიან მეცოდება, მე ხომ მძიმე ვარ და ის იღლება. მერე კი, ზურგი სტკივა.
– ყველაზე რთული რა არის შენთვის?
ბარბარე: ის, რომ ბავშვები დამცინიან.
– რას გეუბნებიან ხოლმე?
ბარბარე: არაფერს მეუბნებიან, უბრალოდ მიყურებენ და ხითხითებენ. ეს კიდევ უარესია! არც მეგობრობა უნდათ ჩემთან, არც თამაში. ალბათ იმიტომ, რომ სირბილი არ შემიძლია. მე კი მეტირება, ისე მწყინს!
ბავშვი დღედაღამ იტანჯება: სტკივა ფეხებიც და ხერხემალიც. ბარბარე მალე იღლება და ხელში აყვანას ითხოვს. წარმოგიდგენიათ, როგორია, ცხრა წლის ბავშვის ხელით ტარება ყველგან?! მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბებია პატრონობს ბავშვს. ბარბარეს დედამ ოჯახი მიატოვა, ახლა, მამა მარტო ზრდის გოგონას და მის გარეშე, ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენია. ბებო ეხმარება.
„ბებო, გარეთ რომ გავდივარ, ყველა მე მიყურებს, რატომ? ცალი ფეხი რატომ მაქვს მოკლე, სხვებს ხომ, ერთნაირი სიგრძის აქვთ ფეხები?“ – ასეთ კითხვებს უსვამს აცრემლებული ბარბარე თავის ბებიას. ბავშვი გულგატეხილია. ბებომ კი არ იცის, შვილიშვილს რა პასუხი გასცეს, როგორ დაამშვიდოს?
ბავშვს დახმარება სასწრაფოდ სჭირდება: ფეხების სიგრძე რომ გათანაბრდეს, ბარბარეს თურქეთში რთული ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. თანაც ერთი კი არა, რამდენიმე. მისი ღირებულება 35 000 დოლარია. ოჯახს ამხელა თანხა არ გააჩნია, მაგრამ ფონდის კეთილი მეგობრების იმედი აქვთ.
– ოპერაციისთვის მზად ხარ, ბარბარე?
ბარბარე: მზად ვარ!
– არ გეშინია?
ბარბარე: არა, საერთოდ არ მეშინია. პირიქით, მინდა, ოპერაცია მალე გამიკეთონ, მოკლე ფეხი რომ გამეზარდოს! სიარული მინდა! სირბილიც! რატომ შეიძლება ყველასთვის, ჩემთვის კი არა?!
ბარბარეს ოჯახმა სხვადასხვა ექიმს მიმართა საქართველოში, მაგრამ მათ ერთი ვარიანტიც კი ვერ შესთავაზეს, რომელიც ბავშვს ეტლში ჩაჯდომას აარიდებდა. აშინებდნენ კიდეც, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ფეხის მოკვეთა გახდეს საჭირო! ღმერთო, ამაზე ფიქრიც კი შემზარავია! საშინელი პროგნოზების მიუხედავად, მამას ფარ-ხმალი არ დაუყრია, ბავშვი სამკურნალოდ გერმანიაში წაიყვანა, მაგრამ ერთ წელიწადში გოგონასთან ერთად დაადეპორტეს. მერე, საფრანგეთში წაიყვანა შვილი, მაგრამ იქიდანაც, უფულობის გამო წამოსვლა მოუწიათ. ჩვენი დახმარების გარეშე, ვერაფერს შეძლებენ, მეგობრებო! ხომ ხედავთ, ახალგაზრდა მამა რამხელა ძალისხმევას დებს! მოდით, მთელი საქართველო, ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ!
ბარბარე ძალიან აქტიური ბავშვია – პატარა მებრძოლი. მოკლე ფეხი რომ ეღლება, ცალ ფეხზე ხტუნავს და ველოსიპედით სიარულსაც კი ცდილობს.
თურქეთის კლინიკაში, ბავშვის დახმარება შეუძლიათ. ქირურგი რთული ოპერაციის ჩატარებაზე თანახმაა. გარანტიას იძლევა, რომ ბარბარე მხოლოდ ფეხზე დადგომას კი არა, სირბილს და სპორტზე სიარულსაც კი შეძლებს.
***
პატარა ბარბარეს აქვს ნორმალური ცხოვრების შანსი, მაგრამ საფასურის გადახდის გარეშე, სამწუხაროდ, არავინ გაუკეთებს ოპერაციას. კეთილი ადამიანების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება! გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა, მომხიბლავ გოგონას! ბავშვის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში, ფასდაუდებელია მცირედი დახმარებაც კი. ერთად, ბევრი რამ შეგვიძლია… როდესაც ჩვენს გულებში უფალი სუფევს, შესაძლებელია სასწაულების მოხდენა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი თბილისი, დიდი დიღომი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ბაქანიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სულ ხარჯები:
34273.57₾დარჩა:
0₾