რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ძვირფასო ქველმოქმედებო! ტანსაცმელი, რომელიც ამ პატარა ანგელოზმა თქვენგან საჩუქრად მიიღო, ცივ ზამთარში გაათბობს მას. ღმერთმა დაგლოცოთ! ლიკამ ბევრი ლამაზი კაბა მოირგო და თბილი ფეხსაცმელიც შეარჩია. სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270უსინათლო ბებია, მისი მძიმედ დაავადებული შვილი და შვილიშვილი განწირულნი არიან მტანჯველი სიკვდილისთვის, თუ ჩვენს მიერ გაწვდილი დახმარების ხელი უფლის წინაშე დაუძლურდება! გმადლობთ, უფალო, ამ კეთილი და სრულიად უმწეო ადამიანების საშინელი ცხოვრება რომ დაგვანახე
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
საბრალო უსინათლო დარეჯანი! არ აქვს ფული წამლების და თვალის წვეთების საყიდლად, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ადარდებს ეს. საწყალი ქალის სახლი მის თვალწინ ინგრევა: იატაკი დამპალია და ჩავარდნილი, წვიმის დროს კი, წყალი ჭერიდან თქრიალით მოედინება. ფანჯრები იშლება, იმდენად ძველია, შუშის ნაცვლად კი, ფანერა არის გაკრული.
დარეჯანი, 69 წლის: „გლაუკომა მაქვს, მხედველობა მაქვს დაკარგული ორივე თვალში. საშინელი თავის ტკივილები მაწუხებს. მაგრამ, იმ საშინელ პირობებთან შედარებით, რომელშიც იძულებული ვარ ვიცხოვრო ეს არაფერია. სახლში ისევე წვიმს, როგორც გარეთ, სახურავი დაზიანებულია და სადაცაა თავზე ჩამოგვენგრევა“.
წარმოგიდგენიათ, უსინათლო ქალს ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნია, არც სააბაზანო, არც საპირფარეშო. სახლში წყალი არ მოდის. მეზობლებთან ავსებენ სათლებს და ისე მოაქვთ. ეზოში ორმო არის გათხრილი ჭისთვის, მაგრამ ამით დასრულდა ყველაფერი, რადგან ქალს წყლის შემოსაყვანად თანხა არ ეყო. გაყინულ წყალში, ხელით უწევთ სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა. სარეცხი მანქანა არ აქვთ. ქალი 25 წელი სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა, ბოლომდე შრომობდა, სანამ მხედველობა არ დაკარგა. ახლა კი, სიბერეში, ასე იტანჯება!
უსინათლო დარეჯანთან ერთად, მისი ქალიშვილი, ახალგაზრდა ქვრივი და თავისი პატარა, ავადმყოფი შვილი ცხოვრობენ. შვილიშვილი ლიკა 8 წლისაა, მაგრამ ხელები მოხუცივით უცახცახებს, ოჯახს კი ფული არ აქვს, ბავშვი გამოკვლევებზე რომ წაიყვანოს და ექიმს აჩვენოს. დედა თავადაც ავადმყოფობს – თირკმელებში კენჭები აქვს. სიმძიმეების აწევა მისთვის არ შეიძლება. მაგრამ მის გარდა, სახლში წყლის მომტანი არავინ არის. ქალი ყოველდღიურად საფრთხეში აგდებს საკუთარ ჯანმრთელობას.
– მშიერი კუჭითაც იძინებთ ხოლმე?
ლიკა (8 წლის): კი, ხდება ხოლმე. თანაც, ძალიან ხშირად. ცარიელ პურს ვჭამთ. მე კი მუცელი გამუდმებით მიბუყბუყებს და მტკივა შიმშილისგან. ლობიანს ან ხაჭაპურს შევჭამდი ახლა! მაგრამ, მხოლოდ დღესასწაულებზე გვაქვს.
ლიკა, 8 წლის: წამოდი, უნდა გაჩვენო რაღაც. მსგავსი რამ ნამდვილად არსად გექნება ნანახი, დეიდა.
შეხედე, ეს ჩვენი საპიფარეშოა. არც სახურავი აქვს, არც კარი.
ამ ტაშტებში კი, საკვებს ვინახავთ. მაცივარი არ გვაქვს და საჭმელი მალე გვიფუჭდება.
ეს კი, ჩვენი საწოლებია. დედა ამბობს, რომ ასი წლისაა, ჩემი დიდი ბაბუის დროინდელი. ლეიბებიც ძველია და დახეული. გვერდებში მერჭობა ზამბარები, რომ ვიღვიძებ, მთელი სხეული მტკივა.
უსინათლო ბებიას, მის შვილსა და შვილიშვილს პენსიითა და ბავშვის ობლობის შემწეობით გააქვთ თავი. რაც არ უნდა ეცადონ, სახლის შეკეთებასა და საჭირო ტექნიკას საკუთარი ძალებით შეძენას ვერ მოახერხებენ. ერთადერთი იმედი რჩება იმისა, რომ ოჯახის სევდიანი ისტორია ადამიანების გულებს შეძრავს და დახმარების ხელს გაუწვდიან. მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს თანამემამულეებს ცხოვრება შევუმსუბუქოთ! საქართველოს კანონმდებლობა არავის ავალდებულებს დაეხმაროს სნეულ ბავშვებსა და შეჭირვებულებს! მაგრამ, რამხელა სასწაულია, როდესაც უფალი გვჩუქნის იმის შანსს, რომ უბედური ადამიანები გასაჭირისგან ვიხსნათ. მათ მხოლოდ ჩვენი დახმარების იმედი აქვთ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვაყა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნინიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
გაუღიმეთ ამ ლამაზ გოგონას, მეგობრებო! მისი ცხოვრება ხომ, მხოლოდ თქვენი სიკეთის დამსახურებით შეიცვალა! დალოცვილები ყოფილიყავით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ალბათ, იცანით პატარა ლიკა, რომელიც ხაშურის რაიონში, სოფელ ვაყაში ცხოვრობდა, არაადამიანურ პირობებში, უსინათლო ბებოსთან ერთად. ოჯახმა დაზიანებული სახურავის გადახურვის თხოვნით მიმართა ჩვენს ფონდს. მათ სახლში, როგორც გარეთ ისევე წვიმდა, თქრიალით მოედინებოდა ჭერიდან წყალი. მთელმა საქართველომ გულთან ახლოს მიიტანა ამ ოჯახის გასაჭირი! ჩვენ ყველამ ერთად შევაგროვეთ საჭირო თანხა და სამშენებლო მასალა შევიძინეთ!
შეხედეთ დრონით გადაღებულ კადრს: ჩიტის თვალთახედვიდან სრულიად ახალ სახურავს ხედავთ, ყოველგვარი ხვრელების გარეშე!
დარეჯანი (69 წლის): „დიდი ხანია არ ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი! სასწაულები ხდება! თქვენმა ხელოსნებმა ძველი დამტვრეული კრამიტი, რომელიც უკვე აღარ ვარგოდა ერთ დღეში დაშალეს და სახლი გადახურეს ახალი თუნუქის სახურავით. სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა და ჩემს გულშიც წვიმდა! ახლა კი, მშვიდად მაქვს გული. ცოტა ხნის წინ, ძლიერი წვიმა მოვიდა, მაგრამ ჭერიდან ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. ყოჩაღ ბიჭებს, სამუშაო კეთილსინდისიერად შეასრულეს! ახლა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჭერი გვაქვს თავზე. ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. სიტყვები არ მყოფნის, მადლიერება რომ გამოვხატო! ღერთმა გაახაროს ყველა, ვინც დაგვეხმარა!“
მეგობრებო, თქვენი დამსახურებაა, ახლა ლიკა უბედნიერესი ბავშვი რომ არის, რადგან მისი სანუკვარი ოცნება ახდა – პლანშეტი აქვს, რომელსაც ერთი წამითაც არ უშვებს ხელს!
ლიკა (8 წლის): რამდენ ხანს ვოცნებობდი, პლანშეტი მქონოდა! პირობას გაძლევთ, მხოლოდ სათამაშოდ არ გამოვიყენებ. (იცინის.)
– კიდევ რისთვის გამოიყენებ?
ლიკა: სწავლაში დამეხმარება. ინგლისურ ენაზე ვუყურებ მულტფილმებს და უკეთ ვისწავლი! I love you so much! იცით, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ! კეთილო ადამანებო, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით!
სათამაშოები, თოჯინები, საბავშვო ჭურჭელი – თქვენ ეს ყველაფერი აჩუქეთ ამ გოგოს და ისიც მზად არის, გულში ჩაგიკრათ ყველა. მისი დედიკო კი გამოგვიტყდა, რომ ასეთი ბედნიერი არასოდეს უნახავს თავისი შვილი!
ლიკას მამა გარდაიცვალა, დედა კი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ოჯახს პენსიითა და ობლობის შემწეობით ძლივს გააქვს თავი. ეს თანხა, თითქმის მთლიანად უსინათლო ბებოს წამლებზე იხარჯება. ამიტომ, სანამ ფონდს მიმართავდნენ, იძულებული იყვნენ ვალად აეღოთ პროდუქტები მაღაზიაში. ლიკას შიმშილისგან მუცელი სტკიოდა, ცუდად იკვებებოდა. ახლა კი, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა.
ლიკა: “ჰმ, ამხელა ყუთში, ნეტავ, რა უნდა იყოს?”
ეს მაცივარიც თქვენ აჩუქეთ ამ ოჯახს. მეგობრებო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! მთავარი კი, ის არის, რომ თქვენი დახმარებით, პროდუქტების დიდი მარაგით შეივსო! ლიკამ ნორმალურად კვება და წონაში მატება დაიწყო.
ლიკა: „მიკი, ნახე, რამდენი საჭმელი გვაქვს! ამ მაცივარში აღარაფერი გაგვიფუჭდება!”
თინათინი, ლიკას დედა: „სახლში არასდროს გვქონია ამდენი პროდუქტი: ხორცი, რძე, კარაქი, ყველი, მაკარონი, ტკბილეული. აღარ მეშინია, რომ გაგვიფუჭდება რამე, რადგან მაცივარიც მოგვიტანეთ. როდესაც ჩვენი ოჯახის ისტორია გამოაქვეყნეთ, ორი ახალგაზრდა ბიჭი პროდუქტებით სავსე მანქანით ჩამოვიდა თბილისიდან. რაც აუცილებელია, ყველაფერი ჩამოგვიტანეს: წიწიბურიდან, ბრინჯიდან, კვერცხიდან და მარილიდან დაწყებული, შამპუნით, ტუალეტის ქაღალდითა და სარეცხი საშუალებებით დამთავრებული. ეს ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო! საქართველოში ყველაზე კეთილი და გულისხმიერი ადამანები ცხოვრობენ!“
ლიკა: „ვაშა! ვაშა! ახალი საწოლი როგორ მიხარია! ახლა, ყველაზე ტკბილი სიზმრები დამესიზმრება!“
ძვირფასო ქველმოქმედებო! ტანსაცმელი, რომელიც ამ პატარა ანგელოზმა თქვენგან საჩუქრად მიიღო, ცივ ზამთარში გაათბობს მას. ღმერთმა დაგლოცოთ! ლიკამ ბევრი ლამაზი კაბა მოირგო და თბილი ფეხსაცმელიც შეარჩია.
დარეჯანი: „მეც თბილი ჩექმები გამომიგზავნეს! რა თქმა უნდა, იშვიათად გავდივარ სახლიდან, მაგრამ, ექიმთან წასვლა რომ მომიწიოს? სწორედ ასეთი შემთხვევისთვის, ძალიან გამომადგება. სიხარულით ჩავიცვამ! მადლობას გიხდით, დარეჯანი ბებია რომ არ დაივიწყეთ!“
ლიკა: „ბებო, მითხარი, რის ყურება გსურს და ჩაგირთავ!”
დროა, ძველი ხმაჩახრინწული ტელევიზორი ნაგავსაყრელზე გავიტანოთ! ფონდის მეგობრებმა ახალი დიდი პლაზმური ტელევიზორი აჩუქეს ოჯახს. დარეჯან ბებოს თხოვნით კი, ყველა ქართული არხი ჩავწერეთ.
– დარეჯან ბებო, დიდი ტელევიზორი მოგიტანეთ. გაგიხარდათ?
დარეჯანი: გაიხარეთ, შვილებო! ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც მე და ჩემს ოჯახს დაგვეხმარა. ვერაფერს ვხედავ და ერთადერთი, რაც მაქვს, სმენაა. მთელი დღის განმავლობაში შემიძლია, ახალ ამბებს და სერიალებს ვუსმინო. ახლა, ნამდვილად აღარ მოვიწყენ!
– რა პრობლემები დაგრჩათ? კიდევ რა საკითხების მოგვარებაში გჭირდებათ დახმარება?
თინათინი: „არ გვაქვს სარეცხი მანქანა. მადლობელი ვარ მეზობლის, რომელიც თავისი სარეცხი მანქანით სარგებლობის უფლებას გვაძლევს. მაგრამ, როდემდე? ჩვენს სახლში წყალი არ მოდის. როგორ გავრეცხო? წყალი მეზობლისგან მოგვაქვს. აი, ჭის გაკეთებაში თუ დაგვეხმარებით, ცხოვრების ბოლომდე ვილოცებთ თქვენთვის, ძვირფასებო!“
დარეჯანი: „წარმოგიდგენიათ: უსინათლო ქალს, ელემენტარული პირობებიც კი არ გამაჩნია, არც საპირფარეშო, არც სააბაზანო. სიბერეში მაინც, ძალიან მინდა, ადამიანურად ვიცხოვრო! ჩვენს სახლში იატაკები დამპალია. ფანჯრები ძველია და იშლება, ღრიჭოებიდან ქარი უბერავს. ვერავის ვთხოვთ დახმარებას თქვენ გარდა. გთხოვთ, ჩვენზე იზრუნეთ! ნუ მიგვატოვებთ!”
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებ–გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ! მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნინიაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
9324.67₾დარჩა:
1983.34₾