რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ირმა: თუ საშუალება იქნება, გთხოვთ, ოთახის ჭერის გადახურვაში დაგვეხმაროთ. შიშის ქვეშ ცხოვრებამ დამღალა, სულ ვფრთხილობ, არაფერი ჩამოვარდეს, არავინ დაშავდეს. გარდა ამისა, გთხოვთ, სააბაზანოს (საშხაპეს) კეთილმოწყობაში დაგვეხმაროთ. უკვე საგრძნობლად ცივა, მე კი ისევ ფარდულში, ტაშტში ვაბანავებ ჩემს შვილებს. ნოზაძეების ოჯახი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით შეხვდა თქვენს საჩუქრებს! ამჟამად მათი ყოველდღიური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მათ დაეხმარა! ჭერის გადახურვისა და აბაზანის კეთილმოწყობის პრობლემა კი კვლავაც მწვავეა. მათ ახლავე სჭირდებათ დახმარება.
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270შვილმა სახლი გაყიდა, სიმსივნით დაავადებული დედის მკურნალობის საფასური რომ გადაეხადა და ახლა ოჯახი ჭერის გარეშე ქუჩაში არის დარჩენილი ორი პატარა შვილით. მათ არსად აქვთ წასასვლელი და არც საკვები აქვთ, რომ ბავშვებს აჭამონ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ირმა, 33 წლის (დედა): მთელი დღე ისე გადის, რომ შეიძლება ერთი ნამცეციც არ გვქონდეს ნაჭამი არც მე, არც ჩემს მეუღლეს, არც ბავშვებს. პურს ვჭამთ და ბოსტანში დაკრეფილ წიწაკას ვატანთ. მე და ჩემი მეუღლე თავადაც შეჭირვებულ ოჯახებში ვართ გაზრდილი, ვიცით, რა არის გაჭირვება. მაგრამ არ გვსურს, ჩვენმა შვილებმაც რომ გამოსცადონ ის, რის გადატანაც ჩვენ მოგვიხდა. გული გვიკვდება, როდესაც ვხედავთ, შიმშილისგან როგორ ტირიან ბიჭები! გემუდარებით, დაგვეხმარეთ, ჩვენი შვილები რომ დავაპუროთ! ჩვენ ხომ მაცივარიც კი არ გვაქვს, პროდუქტები რომ შევინახოთ, მალე ფუჭდება საჭმელი.
ღმერთმა ნუ ქნას, და თქვენმა შვილებმა რომ იშიმშილონ, რას მოიმოქმედებთ? იმათხოვრებთ? ან იქნებ მოიპარავთ?
ერთი წუთით მაინც დაფიქრდით ამაზე. როგორი იქნებოდა თქვენთვის იმის ცქერა, შიმშილისგან როგორ ტირის თქვენი პატარა ბიჭი ან გოგო?
ირმა, 33 წლის (დედა): ასეთ რამეს მხოლოდ საშინელ სიზმარში თუ ნახავთ. დანაღმული ველია, სახლი კი არა. ერთი დაუკვირვებელი ნაბიჯი და შეიძლება დაინგრეს კიდეც. ბავშვები ფეხის წვერებზე დადიან აქ. ჭერის ნაცვლად ძველი, დამპალი ფიცრები არის, რაც ძალიან საშიშია. ახლახან ქუჩის ძაღლი ავიდა სხვენში და ჭერი საზარელი ხმაურით დაგვემხო პირდაპირ თავზე. კედლები ნესტისგან იშლება. წვიმიან ამინდში კი აქაც ისე წვიმს, როგორც გარეთ. ტაშტების დადგმას ვერ ავუდივარ.
ირმა, 33 წლის (დედა): საკუთარი სახლი არ გვაქვს, აქ დროებითი ცხოვრების უფლება მოგვცეს, ბინის ქირის გადახდის საშუალება არ გაგვაჩნია. წასასვლელიც არსად გვაქვს.
– როგორ მოხდა, უსახლკაროდ რომ დარჩით?
ირმა, 33 წლის (დედა): კიბო ჰქონდა ჩემი მეუღლის დედას. კაცმა სახლი გაყიდა, მისი მკურნალობის საფასური რომ გადაეხადა, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მამაც გარდაცვლილი ჰყავს. არავინ გვეხმარება. ჩემი ქმარი პირველი ჯგუფის შშმ პირია, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ მუშაობს. 17 წლის იყო, როდესაც შემთხვევით თოფი გაუვარდა, ტყვია ნიკაპიდან შუბლის არეში მოხვდა და იქ დარჩა. ტრეპანაცია ჩაუტარდა.
ირმა, 33 წლის (დედა): საშინელი თავის ტკივილები აწუხებს ჩემს მეუღლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც მუშაობს – მეზობლებს ეხმარება, ლუკმა პური რომ უყიდოს შვილებს.
ირმა, 33 წლის (დედა): ელემენტარული პირობებიც კი არ გვაქვს. ჩემს შვილებს ზამთარ–ზაფხულ ტაშტში ვაბანავებ. ხშირად ცივდებიან, მე კი სიცხის დამწევის ყიდვის საშუალებაც კი არ მაქვს.
ირმა, 33 წლის (დედა): ჩვენი საარსებო წყარო სოციალური შემწეობაა. მაგრამ თვიდან თვემდე არ გვყოფნის. მაღაზიაში პროდუქტს ვალად ვიღებთ. მერე ვიხდით და კვლავ უარაფროდ ვრჩებით. ასეთია ჩვენი ცხოვრება.
ანდრია (4 წლის): „დედას აღარ აქვს შემწეობა. ძალიან სწრაფად მთავრდება. ძალიან მეშინია, რომ ისევ მშივრები დავრჩებით! საკუთარი თავის გამო კი არა, პატარა ლაზარეს გამო მეშინია. იცი, როგორ ტირის, როდესაც შია?! კარგია, რომ ჯერ პატარაა და დედიკოს რძეს ჭამს. მე კი მოვითმენ, დიდი ბიჭი ვარ უკვე“.
იმისთვის, რაც ოჯახის მამამ გააკეთა თავისი დედისთვის, ის ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას. სიმსივნით დაავადებული საბრალო დედის მკურნალობისთვის მან დაუფიქრებლად გაყიდა სახლი. ყველაფერი დათმო, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოახერხა. გადარჩენისთვის ბრძოლა კი გრძელდება. ამჟამად ახალგაზრდა მოსიყვარულე ცოლ–ქმრისა და მათი ორი პატარა შვილის სიცოცხლე არის სასწორზე დადებული. ჩვენ კი ერთად შეგვიძლია მათი გადარჩენა. ისინი ხომ ძალიან ცოტას ითხოვენ. ბავშვებისთვის საკვებს და თავზე ჭერი რომ ჰქონდეთ. მთავარი ის არის, რომ ბიჭები უსაფრთხოდ იყვნენ და არ ეშინოდეთ, რომ დანგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდებიან. არ შეიძლება წაკითხვის შემდეგ დავიწყებას მიეცეს ეს ისტორია! ახლავე უნდა ვიმოქმედოთ!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქალაქი ხაშური, აგარის ქ. №62
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნოზაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
ანდრია (4 წლის): „ვაშა! უკვე შეგვიძლია, ყველა ძველი და ცუდი ნივთი გადავყაროთ! ახლა კიდევ ბევრჯერ ვიყვირებ „ვაშას“!!!“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ლაზარეს საჩუქრების დარიგების დროს ხალისიანი აურზაური მოეწონა და მზესავით ბრწყინავდა მთელი დღე
ვიწყებთ! საჩუქარი #1 – ტოსტერი!
ანდრია ელოდება ახალ ჩაიდანში წყლის ადუღებას
ახალ ჩაიდანში ადუღებული პირველი ჩაი!
ირმა (დედა): მეც კი მზად ვარ, ხტუნვა დავიწყო სიხარულისგან ბავშვებთან ერთად! მძიმეა სიდუხჭირე – საკუთარ თავზე ბოლომდე გამოვცადე! ხედავთ, ჩვენს სახლში რა სიბნელეა, ნესტი და სიცივე?! ოჯახში ყველას გვახველებს. თქვენ კი ჩერნოვეცკის ფონდიდან მოხვედით და აქაც იმედის ნაპერწკალი შემოიტანეთ. ამ ჟანგიან რკინის საწოლებს, დაგლეჯილი ბადეებით, ახლავე გარეთ გავიტანთ და ახალი საწოლების შემოტანაც შეიძლება.
ჟანგიანი ძველი საწოლები გადასაყრელად არის გამზადებული!
ანდრია: აქ აღარ მოგვიწევს ძილი? ასეა, დედა? უნდა გადავაგდოთ?
ირმა: აღარ მოგვიწევს, შვილო. დღეიდან სუპერ საწოლები გექნებათ შენ და ლაზარეს. უზომოდ გახარებული ვარ და ფონდის მეგობრების უსაზღვროდ მადლიერი, რომ ძველი საწოლების გადაყრა შემიძლია. მყუდრო, თბილი საწოლი, ლამაზი ტანსაცმელი და კარგი ფეხსაცმელი, გემრიელი საჭმელი უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს საქართველოში. ღმერთმა ჩვენი თანამემამულეებიდან ნურავის გააგებინოს, რაოდენ რთულია სიღატაკე! ჩემს პატარა ქვეყანასა და მის ყველა მაცხოვრებელს ვუსურვებ, ბოლოს და ბოლოს, ნორმალური, ბედნიერი, ღირსეული ცხოვრება ჰქონოდეთ. ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც ამ მიზნისთვის იბრძვის! ფონდის მეგობრები ჩემი გმირები არიან!
ლაზარემ ავეჯის ამწყობს „ცეცხლი გაუხსნა“
ახალი საწოლების აწყობამ ხალისიანად ჩაიარა
ანდრია: დღეს კიდევ რა უნდა გადავაგდოთ?
– გაფუჭებული მაცივარი.
ანდრია: ვაშა! მიყვარხარ! (აღელვებული მეხუტება.) ისინიც მიყვარს! (თითს იშვერს ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლებისკენ.) ყველა მიყვარს, ვინც საჩუქრები გამოგვიგზავნა! გატეხილ სათამაშოებსაც გადავყრით? ცუდ ტანსაცმელსაც?
– აუცილებლად!
ლაზარემ ორი მაცივარი ერთმანეთს შეადარა და აირჩია დიდი და ახალი
ანდრია: „დედა! შეგიძლია, ჩვენი ძველი ტანსაცმელიც რომ გადაყარო. მე და ლაზარე კი, აი, ამ უმაგრეს შარვლებს ჩავიცვამთ“
ანდრია: ბევრჯერ უნდა ვიყვირო „ვაშა“! საჭმელიც აქ გაქვს დამალული? მართლა? მანქანაში?
– ბევრი, ძალიან ბევრი საჭმელი, ბევრი პამპერსი, სათამაშოები, ტანსაცმელი… იცი, კიდევ რა? ორი ველოსიპედი!
ანდრია: აუ–აუ–აუ!!! მანქანისკენ გავიქეცი! ლაზარე, ველოსიპედები! გავიქცეთ, ლაზარე!!!
ანდრია: „ახლა ისე სწრაფად ვივლი, ნაპერწკლები რომ ცვიოდეს! ეს ველოსიპედი ჩემსავით სწრაფია! ნამდვილად საჩემო ველოსიპედია!“
ანდრია: „ნახე, რა მაგარი ბიჭი ვარ! წონასწორობას ვინარჩუნებ, არ ვვარდები!“
ირმა: როგორც ვხედავ, ანდრია დღესაც ვერ დაიძინებს. საჩუქრების მოლოდინში ღამე გაათენა, ახლა კი ამდენი რამ დაინახა და ემოციებს ვერ უმკლავდება! ანდრია და ლაზარე სიგიჟემდე, უსაზღვროდ გახარებულები არიან! ბედნიერმა ანდრიამ აღარ იცის, ვის ჩაეხუტოს, მე, მამას, თქვენ, მაღაზიის თანამშრომელს, თუ ძაღლს – მიკის! ოჰ, რა დღეშია! (იცინის.) ლაზარეც არ ჩამორჩება! უკვე საწოლებზეც ავიდა, სარეცხი მანქანის გარშემოც ირბინა, იოგურტით დაისვარა… უნდა, ერთბაშად ყველაფრით რომ გაიხაროს! (იცინის.)
იოგურტებისგან პირამიდა ააწყო, მერე კი დაანგრია და ორი ცალიც მიირთვა ბედნიერმა
ირმა: თქვენ გარეშე, ფონდის მეგობრების გარეშე, ამხელა ბედნიერება არ გვექნებოდა! მინდა, რომ წინსვლა, ჯანმრთელობა, პირადი ბედნიერება და კეთილდღეობა ვუსურვო ყველას. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ!!! უსაზღვროდ მადლობელი ვარ თქვენი! ჩვენთვის სინათლის სხივი, ჰაერის ჩასუნთქვა არის ეს დახმარება. არ ვიცოდი, საიდან, რა და როგორ მომეტანა ჩემი შვილებისთვის. თქვენც იცით, ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო არ შეუძლია მუშაობა.
ახალი სარეცხი მანქანის გარშემო დაჭერობანას თამაში
ამასობაში, ტოსტერში ბუტერბროდი იბრაწება
„უი, რა გემრიელია! – ამბობს ანდრია. – ახლა სულ უნდა ვთხოვო დედიკოს, ეს მომიმზადოს“
ბესო (ბავშვების მამა): გლოცავთ ყველაფრისთვის, რაც ჩემი ოჯახისთვის გააკეთეთ. ძალიან მადლობელი ვარ ყველა საჩუქრისთვის, იმისთვის, რომ იზრუნეთ ჩემს შვილებსა და მეუღლეზე. ეს ყოველივე მუდამ მემახსოვრება.
ირმა: ადრე ჩემმა მეუღლემ რამდენჯერმე მიმართა მერიას ამ სახლის თაობაზე, მის შეკეთებაში ითხოვა დახმარება, მაგრამ უპასუხოდ დაგვტოვეს. ჩვენც აღარ შევაწუხეთ.
– სულ ამ ოთახის ჭერს ვუყურებ, საშინელებაა! ჯერ ერთი, ცა მოჩანს და მეორეც, სულ დამპალია და არ არის სანდო.
ირმა: მე და ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს აქ ვატარებთ. აქ დაბრმავებულები მაინც არ ვართ, როგორც დანარჩენ ორ ოთახში, სადაც სინათლე არ არის. სამაგიეროდ, უფრო ხშირად ვცივდებით კიდეც აქ, სიცივისგან ვკანკალებთ. წვიმა, მტვერი, ქარი – არ არის გადახურული და შეგუება გვიწევს ამ ყველაფერთან. მაწანწალა ძაღლებიც შემოდიან ხანდახან.
ჭერი არ არის! დამპალი ფიცრები კი იშლება! სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება!
ირმა: თუ საშუალება იქნება, გთხოვთ, ოთახის ჭერის გადახურვაში დაგვეხმაროთ. შიშის ქვეშ ცხოვრებამ დამღალა, სულ ვფრთხილობ, არაფერი ჩამოვარდეს, არავინ დაშავდეს. გარდა ამისა, გთხოვთ, სააბაზანოს (საშხაპეს) კეთილმოწყობაში დაგვეხმაროთ. უკვე საგრძნობლად ცივა, მე კი ისევ ფარდულში, ტაშტში ვაბანავებ ჩემს შვილებს.
ნოზაძეების ოჯახი დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით შეხვდა თქვენს საჩუქრებს! ამჟამად მათი ყოველდღიური პრობლემები ნაწილობრივ მოგვარებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მათ დაეხმარა! ჭერის გადახურვისა და აბაზანის კეთილმოწყობის პრობლემა კი კვლავაც მწვავეა. მათ ახლავე სჭირდებათ დახმარება.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ნოზაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ: მედეა
სულ ხარჯები:
5217.97₾დარჩა:
0₾