რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის. ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მთლიანად დაიწვა სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა. ზამთარი ახლოვდება, ბავშვებს კი საწოლებიც კი არა აქვთ, იატაკზე წვანან. მაღალმთიან სოფელში დიდთოვლობის დროს მათ საშინელ ყინვაში მოუწევთ ბანაობა. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! პატარა ანგელოზებს თქვენი იმედი აქვთ, კეთილო ადამიანებო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ამ ბავშვების თვალები ყველაფერს ამბობს. ღმერთო, როგორი ჩამქრალია ამ ანგელოზების თვალები!
ერთ ავბედით დღეს ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი ბაბი ხანძრის საშინელმა ხმამ მოიცვა. სახლი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობდა, მთლიანად ცეცხლის ალში გაეხვა. დიდება უფალს, ყველა ბავშვი უვნებელი გადარჩა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა საყვარელ სახლს, შენს საყვარელ ნივთებს, წიგნებს, სათამაშოებს, ცეცხლში დაფერფლილს ხედავ. მართალია, ოჯახი გაჭირვებით ცხოვრობდა და ძვირადღირებული ერთი ნივთიც კი არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ნივთებისადმი ჩვენს სიყვარულს რომ ფასი არ განსაზღვრავს. ზოგჯერ ზვირადღირებული ნივთები არაფრად ფასობს ადამიანისთვის. ზოგჯერ კი იაფფასიანი ნივთი გაცილებით ღირებულია ჩვენთვის.
6 თვის ბარბარეს საფლავი
ხანძრისგან თავს დატეხილი უბედურებისგან არ იყვნენ ბოლომდე გამოსული, რომ სხილაძეების ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ტრაგედიამდე კი იყო უდიდესი სიხარული. ბარბარე მე-9 ბავშვად მოევლინა ოჯახს ისე, როგორც ანგელოზი, ზეციდან დედამიწაზე დაშვებული. სამწუხაროდ, ბავშვს გულის მანკი ჰქონდა. აპარატზე იყო მიერთებული. საბრალო ბავშვის ციცქნა გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და 6 თვის თავზე ისევ ზეცაში გაფრინდა.
ამ სურათზე ციცქნა ბარბარე სიცოცხლისთვის იბრძვის
ასე ეფერება გარდაცვლილი დაიკოს სურათს 4 წლის ლაზარე
6 თვის ბარბარეს საფლავი
ლაზარე დაიკოს საფლავის ქვას ეფერება
შეხედეთ, სად ცხოვრობენ ბავშვები. ნუთუ ამას სახლი ჰქვია?
საწოლები არ აქვთ და იატაკზე სძინავთ ბავშვებს
ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია! შეხედეთ, სად სძინავთ ბავშვებს. საწოლები არ აქვთ და იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე სძინავთ. ნუთუ მსოფლიოს რომელიმე ბავშვი იმსახურებს იმას, რომ საწოლში ძილი მისი აუხდენელი ოცნება იყოს?
სახლში ერთი პატარა კარადაც კი არ არის. ამიტომ ასე იატაკზე აწყვია ყველაფერი
კედლები დაბზარულია. შეხედეთ, რამხელა ბზარია. სახლი ავარიულია
ჩამტვრეული ფაჯრები და მინის მაგივრად აფარებული ფარდა
ნუთუ პატარა ანგელზოები ასეთ ოთახში უნდა ცხოვრობდნენ? ისინი ხომ ჩვენი ქართველი ბავშვები არიან! თუ საერთოდ ოთახი ჰქვია ამას. ჭიისგან შეჭმული საუკუნის წინანდელი ხის ფანჯრები და მინის მაგივრად აფარებული ფარდები. ზამთრის ყინვას ეს თხელი ფარდა დააკავებს? მით უფრო, რომ საუბარია ხარაგაულის რაიონის მაღალმთიან სოფელ ბაბიზე. იქ კი როგორი ცივი ზამთარია, ყველას გეცოდინებათ.
პოლიეთილენით „აშენებული“ აბანო
ეს ლურჯი პოლიეთილენი, რასაც ფოტოზე ხედავთ, სხილაძეების ოჯახისთვის აბანოა. არა, არ მოგეჩვენათ. ამ პოლიეთილენის „აბანოს“ არც ჭერი აქვს და არც კარი. ღმერთო, რა საშინელი იდეაა! იცით, ძვირფასო მკითხველო, რას ნიშნავს ზამთრის ყინვაში აქ ბანობა?! სხილაძეებმა კარგად იციან. მაგრამ რა ქნას ბავშვების უბედურმა მამამ? მუხლჩაუხრელად მუშაობს, რათა ცოტათი მაინც გააუმჯობესოს ბავშვებისთვის ცხოვრების პირობები. ბავშვების მამა ბავშვთა სახლში იზრდებოდა და არ იცოდა მშობლების სითბო. გულნატკენი ბიჭი მრავალი წლის შემდეგ თავად გახდა მრავალშვილიანი მამა და ყველანაირად ცდილობს, რომ საკუთარი შრომით და წვალებით გამომუშავებული თითოეული თეთრი შვილებს მოახმაროს.
ბავშვები ძროხებსა და თხებს მწყემსავენ სოფელ ბაბის მახლობლად მთებში
4 წლის ლაზარეც ეხმარება დედმამიშვილებს თხების მწყემსვაში
ძროხებისა და თხების სამწყემსად მიდიან ეს ბავშვები
ბოსტანში ბოსტნეულის მოყვანას ცდილობს 10 წლის საბა
12 წლის ულამაზესი მარიამი თხებს მწყემსავს. რა მშვენიერია! მხოლოდ საქართველოში, და შესაძლოა შორეულ აფრიკაში, შემორჩნენ ასეთი ლამაზი გოგონები, რომლებიც საშინელ პირობებში ცხოვრობენ!
ახლა ეს საოცარი გოგო უნდა გაგაცნოთ. ხარაგაულის მთების შვილი და მთის ფერდობზე შეფენილი ყვავილებივით ლამაზი მარიამი. ბავშვი სულ რაღაც 12 წლისაა, მაგრამ თხებს მწყემსავს ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ ზრდასრულ ადამიანსაც კი გაუჭირდება. მარიამს ძველი ტანსაცმელი და ძველი ფეხსაცმელი აქვს. გოგონა ლამაზ კაბებზე ოცნებობს, მაგრამ ის შეჭირვებული ოჯახის შვილია და მისი საოცნებო კაბები მხოლოდ მის წარმოსახვაშია.
ზამთარსა თუ ზაფხულში ამ ყინულივით წყალში რეცხავს ბავშვი ჭურჭელს
შეხედეთ, რამხელა სევდას იტევს ბავშვის თვალები. არადა, ის ხომ სულ რაღაც 12 წლისაა. ჰოლივუდის ვარსკვლავი შეიძლებოდა გამხდარიყო. მაგრამ ჰოლივუდი საქართველოში არ არის! აქ მხოლოდ ჩვენი კეთილი გულებია
ჩვენო ძვირფასო მკითხველო, საკმარისია, რომ მხოლოდ ერთხელ დაინახოთ მარიამი და იმ წამიდანვე იგრძნობთ, რამხელა სითბო ჩაგეღვარათ გულში. მისნაირი გულწრფელი, თბილი და სიკეთით სავსე ადამიანები დღეს, სამწუხაროდ, იშვიათად გვხვდებიან. თუმცა ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ: მარიამს მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.
მარიამი ასე ეხუტებოდა ფონდის კორესპონდენტს და არ უნდოდა მასთან დაშორება. ეს ხომ გოგონას იმედია, რომ მისი ოჯახის ისტორია მთელი საქართველოსი გახდება!
მშრომელი ბავშვები – ძმები სხილაძეები
ბავშვები ზამთრისთვის შეშას აგროვებენ
მთაში ნახირში წასული ძმები სხილაძეები
19 წლის ვახტანგი. თვალები სულის სარკეა. ახალგაზრდა ბიჭის სული ალბათ, ტირის… მეგობრებო, იქნებ რომელიმე თქვენგანს აქვს სამუშაო ამ მშრომელი ბიჭისთვის? გამოვტაცოთ ის სიღარიბეს! ეს დიდი კურთხევა იქნება ღვთისგან!
4 წლის ლაზარე და 6 წლის ნიკა
ბავშვებს რომ ყოველდღე პური ჰქონდეთ, ოჯახს თვეში 4 ტომარა ფქვილი სჭირდება
რატომ უნდა იყოს 4 წლის ლაზარეს თვალებში ასეთი სევდა?
კეთილო ადამიანებო, ალბათ გაინტერესებთ ბავშვების მშობლების შესახებ. დედას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. შვილის დაღუპვის შემდეგ კი მისი გული მკვდარია. ბავშვების მამა ძალიან პატიოსანი და მშრომელი კაცია. მაღალმთიანი სოფელი ბაბი თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან. ერთ დროს ადამიანებისგან სავსე სოფელი, ახლა თითქმის დაცლილია. მიტოვებული სახლები ისე საწყლად დგანან, თითქოს კედლებიც კი ტირიან მოწყენილობისგან. ულამაზესი სოფელი ნელ–ნელა დაიცალა, მოსახლეობა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ზოგი კი საზღვარგარეთ მიდის. თუმცა სხილაძეების ოჯახში ნამდვილი ქართული სისხლი დუღს და დიდი გაჭირვების მიუხედავად, ბავშვების მამა არასდროს აპირებს სოფლის დატოვებას. კაცი მიტოვებულ საფლავებსაც კი პატრონობს. ასევე სოფლის უძველეს ტაძარში გალობს და იმის გამო, რომ ტაძარში აღარც მღვდელია და აღარც მრევლი, კაცი თავად რეკავს ეკლესიის ზარებს უფლის სადიდებლად.
გსმენიათ ძველი გამონათქვამი: „მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო“? მაგრამ ეს არც ეკლესიის ბრალია და არც ეშმაკის. დამნაშავე მხოლოდ ისაა, ვინც უფლის სახლი მიატოვა. სხილაძეების ოჯახი ყოველდღე მიდის სოფლის უძველეს ტაძარში უფლის სადიდებლად.
სასულიერო პირების გარეშე დარჩენილ სოფლის უძველეს ტაძარში სხილაძეების მამა თავად რეკავს ზარებს. დიდება უფალს!
კეთილო ადამიანებო, ახლა, ალბათ, უკვე ხვდებით, ეს ბავშვები რატომ არიან ასეთი გამორჩეულად კეთილი და ღვთისმოყვარული. მათ უპატიოსნესი და ღვთისმოშიში მშობლები ზრდიან. გმირობაა, 8 შვილი გაუზარდო შენს პატარა ქვეყანას ისე, რომ ცხოვრებაში ერთხელაც არავის სთხოვო დახმარება, მაშინაც კი, როცა ოჯახი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ფონდის მეგობრებო, მაღალმთიან სოფელში მალე აცივდება. ეს პატარა ანგელოზები კი ყინვაში გარეთ იბანავებენ. მერე შემცივნულები თბილი ლოგინის ნაცვლად, იატაკზე გაფენილ ქვეშაგებზე დაწვებიან, რადგან საწოლი არა აქვთ. სიცხიან ბავშვებს კი მინებჩამტვრეული ფანჯრიდან ყინვიანი ქარი დაუბერავთ. სოფელში აფთიაქი არ არის. შარშანდელი ზამთარი როგორღაც გადაიტანეს ამ პატარებმა. კიდევ ერთ ზამთარს უკვე ვეღარ გაუძლებენ….
კეთილო ადამიანებო, ზამთრის დადგომამდე ცოტა დრო დარჩა. უნდა ვიჩქაროთ. თორემ, შესაძლოა, დიდთოვლობის დროს სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტოს და მერე… მერე საკუთარ თავს ვერ ვაპატიებთ ღუმელთან მშვიდად ყოფნას და თბილ საწოლში ძილს, როცა გვეცოდინება, რომ ჩვენგან არც ისე შორს, პატარა ანგელოზები სიცივისგან იყინებიან.
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბაბი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: სხილაძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
3206.00₾დარჩა:
1.89₾