რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ელენე, 7 წლის
დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა.
რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება
ოპერაციის ღირებულება: 15 000$
დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270ელენე, 7 წლის: „შემომხედე, კეთილო დეიდა, გთხოვ, შემომხედე, როგორ ვიტანჯები და როგორ მტკივა! ფანჯარასთან რომ მივყავარ დედას, გული მტკივა, როდესაც ვხედავ, სხვა გოგონები „დედა-შვილობანას“ როგორ თამაშობენ, როგორ დარბიან, როგორ მხიარულობენ! მეც მინდა, ფეხზე რომ დავდგე და ვირბინო! დამეხმარები, ოპერაცია რომ გამიკეთონ?!“
ელენე, 7 წლის
დიაგნოზი: ჰიდროცეფალია, სპინა ბიფიდა.
რა სახის დახმარებაა საჭირო: სჭირდება თურქეთში ოპერაციის გაკეთება
ოპერაციის ღირებულება: 15 000$
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
შვიდი წლის ელენე როგორც კი ეტლში ჩასვამენ, ცხარე ცრემლებით ტირის — გოგონას სხეულის უკლებლივ ყველა ნაწილი სტკივა. იმდენად აქვს დეფორმირებული ხერხემალი და ფეხები, რომ ფეხზე დგომაც კი არ შეუძლია, რომ აღარაფერი ვთქვათ სიარულზე.
ელენე (7 წლის): „უკვე შვიდი წელია, რაც ვერ დავდივარ. ზურგი მტკივა და დიდხანს ჯდომა არ შემიძლია, გული მიკვდება, როდესაც ვხედავ, რომ ჩემ ირგვლივ ყველა დადის. მეც მინდა სიარული! მინდა, ფეხზე დავდგე და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად ცეკვაზე და სკოლაში ვიარო“.
ელენე ერთადერთი და ნანატრი შვილია ოჯახში. საშინელი ამბავი მისი ავადმყოფობის შესახებ ახალგაზრდა დედამ ორსულობის მეშვიდე თვეში შეიტყო, როდესაც ბავშვის სქესის გასარკვევად ექოსკოპიაზე მივიდა. გოგონას დიაგნოზი დაუსვეს — ხერხემლის თანდაყოლილი დეფექტი — სპინა ბიფიდა. ექიმმა ისიც თქვა, რომ ბავშვი იმდენად სუსტი იყო, სამწუხაროდ, ვერ გადარჩებოდა. წარმოგიდგენიათ, რამხელა სტრესი იყო ეს მშობლებისთვის? მაგრამ მათ თავი ხელში აიყვანეს და ბოლომდე სჯეროდათ, რომ ექიმები ცდებოდნენ. უფლის წყალობით, დედ–მამის საბედნიეროდ, ელენე გადარჩა! ღმერთმა მათი ლოცვები შეისმინა, ეს მისი საჩუქარია!
კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვს გაჩენიდან მესამე დღეს ხერხემლის ოპერაცია გაუკეთდა. სამი თვის შემდეგ თავში დრენაჟი ჩაუდგეს, შემდეგ კი შუნტირება ჩაუტარდა, რათა ტვინში ცერებროსპინალური სითხის დაგროვება არ მომხდარიყო. გოგონას ჰიდროცეფალიაც აქვს.
მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, გოგონა ძალიან აქტიურია, ის არ ელოდება, როდის აიყვანენ მშობლები ხელში. ელენე იატაკზე, მუცელზე წვება და თვითონ დახოხავს. მისი ჯიუტი ხასიათის წყალობით კი ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვასაც ახერხებს.
ელენე: „ექიმმა მითხრა, რომ ოპერაციის შემდეგ სიარულს შევძლებ. ამიტომ მინდა, რაც შეიძლება მალე გამიკეთონ ოპერაცია! ცოტა მეშინია ნემსების. მაგრამ მე ყოჩაღი ვარ! ყველაფერს შევძლებ! მაგრამ ჩემს მშობლებს არ აქვთ ოპერაციისთვის საჭირო თანხა. რა გავაკეთოთ?“
დახმარება მჭირდება! თქვენი დახმარება!დამეხმარეთ, გთხოვთ!
მერი (დედა 29 წლის): „ვცადეთ, თავშესაფარი გვეთხოვა საფრანგეთში, უფასოდ რომ გვემკურნალა, მაგრამ არავითარი შეღავათი არ მიგვიღია, თანხა ამოგვეწურა და იძულებული გავხდით, დავბრუნებულიყავით უკან. ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა, უკვე გავყიდეთ. ამიტომ ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი გვაქვს, ვინც ჩვენს პატარა ანგელოზს შეიბრალებს. პირველ ეტაპზე ოპერაციისთვის 15 ათასი დოლარი არის საჭირო. შემდეგ ძვირადღირებული გრძელვადიანი რეაბილიტაციაც დაგვჭირდება. ექიმები გვპირდებიან, რომ ჩემს გოგონას ფეხზე დააყენებენ.ოპერაცია ახლავე თუ არ გაკეთდა, მომენტს ხელიდან გავუშვებთ და ელენეს აღარაფერი ეშველება. ორი წლის წინ ჩემს გოგონას ეპილეფსიური შეტევა პირველად დაემართა. ხშირად მივარდებოდა კრუნჩხვებში. ვერავისთან ვერ ვტოვებდი. ბავშვის მოსავლელად სამსახურიდან წამოსვლა მოგვიხდა მეც და ჩემს მეუღლესაც, რადგან მარტო ვერ ვუმკლავდებოდი. ახლა არ ვმუშაობთ და მშობლებთან ვცხოვრობთ, რადგან საცხოვრებლად არ ვარგა ჩვენი სახლი. ოპერაციისთვის თანხის შეგროვებას ვერაფრით მოვახერხებთ. თქვენი დახმარების გარეშე, არაფერი გვეშველება“.
ელენეს წონა 35 კილოგრამია. მე და ჩემი მეუღლე მორიგეობით ვატარებთ ხელით.
მერი: „იცით, როგორ გვეშინია, ოპერაციისთვის საჭირო თანხა რომ ვერ შევაგროვოთ, უფულობის გამო ჩემი გოგონა სიცოცხლის ბოლომდე დაიტანჯება. და ჩვენც მასთან ერთად. გთხოვთ, დაგვეხმარეთ! ინტერნეტში ჩერნოვეცკის ფონდის გვერდს ვნახულობ ყოველდღე და ბედნიერ ისტორიებს ვკითხულობ იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარებით სნეულ ბავშვებს. როგორ მინდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი გოგონას სასიხარულო ამბავიც რომ გამოაქვეყნოთ, კეთილი ადამიანების დახმარებით ფეხზე რომ წამოდგება და სიარულს დაიწყებს!“
დაავადება უნებართვოდ მოდის ბავშვთან, მოზრდილთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანთან. ის შედის ოჯახში და მის ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს… თან მოაქვს შიში, ტკივილი, გაურკვევლობა. დაზღვეული არავინ არის… კეთილი ადამიანების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში. გმადლობთ, უფალო, რომ გამოგვიგზავნე ეს უმშვენიერესი ბავშვი, პატარა ელენე. გმადლობთ, რომ შესაძლებლობა გვაჩუქე, ტკივილისა და მარადიული ტანჯვისგან ვიხსნათ ეს გოგონა! დაეხმარეთ! ძალიან მალე დაინახავთ თქვენი სიკეთის შედეგს!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზედა ეწერი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ვიბლიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: