რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270„სიკვდილის მეშინია, დეიდა“, – ეს სულისშემძვრელი სიტყვები უთხრა 11 წლის მარიამმა ფონდის კორესპონდენტს. გონიერი და კეთილი გოგონას დრამატული ისტორია გულს აგიტირებთ. პატარა ბავშვი ყოველდღე საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
აი, ასეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, როდესაც ჯაველიძეების ოჯახში მივედით. 11 წლის მარიამს ისეთი შეტევა დაემართა, რომ ბავშვს ამოსუნთქვაც აღარ შეეძლო. მადლობა უფალს, კეთილი მეზობლები დროულად მოვიდნენ და დედას დაეხმარნენ საბრალო ბავშვის მოსულიერებაში (მარიამის დედა მე-2 ჯგუფის ინვალიდია). გგონიათ, ეს საშინელი შეტევები გოგონას ერთადერთი პრობლემაა? სამწუხაროდ, არა. მოემზადეთ, ყველაზე უარესი ახლა უნდა გითხრათ. გოგონას ისეთი დაავადება აქვს, რომელიც ამ ასაკის ბავშვს, წესით, არ უნდა ჰქონდეს. 11 წლის მარიამს შაქრიანი დიაბეტის რთული ფორმა აქვს. ეს საშინელი დაავადება ერთი წლის წინ დაემართა. თუმცა, რასაც ახლა გეტყვით, ძარღვებში სისხლს გაგიყინავთ. ინსულინის ნემსს ყოველდღე 11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს. ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!
11 წლის ბავშვი საკუთარი ხელით იკეთებს ინსულინის ნემსს
სამწუხაროდ, ეს ფოტო არც ინტერნეტიდან არის აღებული და არც დრამატული ჟანრის ფილმის კადრია. ეს რეალობაა. წარმოიდგინეთ, ეს ცეროდენა გოგო როგორ ისტრესება ყოველდღე, როცა ამხელა ნემსს საკუთარი ხელით იკეთებს. ვინ იცის, ამ დროს შიშისგან როგორ ფეთქავს მისი პატარა გული. „დეიდა, სიკვდილის მეშინია“, – ეს სიტყვები უთხრა ბავშვმა ფონდის კორესპონდენტს აკანკალებული ხმით. მარიამი იმ ასაკშია, რომ სათამაშოებსა და ლამაზ კაბებზე უნდა ფიქრობდეს. ბავშვს კი ყოველდღე მხოლოდ ერთ რამეზე ეფიქრება – როგორ გაიკეთოს ინსულინის ნემსი ისე, რომ ნაკლებად ეტკინოს. ღმერთო, ეს ხომ უსამართლობაა!
მარიამი ერთადერთი ბავშვია ოჯახში. ვინ იცის, იქნებ ძმა ან და რომ ჰყოლოდა, ნაკლებად შეშინებოდა ვერაგი დაავადების. დედმამიშვილი ხომ ყველაზე დიდი იმედია ადამიანისთვის გაჭირვების ჟამს!
ნემსის გაკეთებამდე, სისხლში შაქრის დოზა გაიზომა ბავშვმა. დაშვებულ დოზას ბევრად აჭარბებს.
მარიამი (11 წლის): „ნემსის გაკეთება ერთმა კეთილმა ექიმმა მასწავლა, როცა გაიგო, რომ ჩემთან სახლში ვერც ექთანი მოვიდოდა და ვერც დედა გამიკეთებდა ნემსს. ჩემი დედიკო თავადაც ავადმყოფობს და იქით სჭირდება ჩემი დახმარება. როცა ნემსს ვიკეთებ, ჩემი გული შიშისგან ასეთ ხმებს გამოსცემს – დუგ, დუგ, დუგ. უფალს ყოველდღე ვევედრები, რომ გამომაჯანმრთელოს. წმინდა სანთელსაც ვანთებ და ვლოცულობ ხოლმე“.
მარიამი ყოველდღე ხატებთან ლოცულობს და უფალს გამოჯანმრთელებას ევედრება.
ეს კი გოგონას დედა, 53 წლის მანანაა. ქალი მე-2 ჯგუფის ინვალიდია. დაბადებიდან სმენისა და მეტყველების სერიოზული პრობლემა აქვს. როდესაც მარიამი ცუდად არის და უნდა დედას დახმარება სთხოვოს, ბოლო ხმაზე ყვირის, რომ დედამ გაიგოს, რას ეუბნება შვილი. ეს ყოველივე კი ისედაც ავადმყოფ და დასტრესილ ბავშვს უარესად ხდის. ნერვიულობის ფონზე მარიამის დაავადება და ასევე ნერვული შეტევები უფრო მძაფრდება. ბავშვის დედას კი ფული არ აქვს, რომ სასმენი აპარატი იყიდოს. იტანჯება დედაც და იტანჯება ბავშვიც.
მარიამი ამ დანგრეულ სახლში ცხოვრობს
დედა–შვილი საშინელ პირობებში ცხოვრობს. არადა, შაქრიანი დიაბეტი ისეთი დაავადებაა, რომ მაქსიმალურად ხელის შეწყობა სჭირდება ბავშვს როგორც კვების მხრივ, ისე ცხოვრების პირობების თვალსაზრისით. ბავშვს კი საშინელ პირობებში უწევს ცხოვრება და ამაში თავად დარწმუნდებით, როცა ამ ფოტოებს ნახავთ.
ფანჯრის მინები ჩამტვრეულია. ხის ჩარჩოს კი ჭია ჭამს
ოთახის ძველი ხის კარი არ იხურება და ზამთარში ყინვა შედის ოთახში
ყინულივით ცივ წყალში რეცხავს ბავშვი ჭურჭელს
სიცოცხლისთვის საშიში გაზის ბალონი
შეხედეთ, ნუთუ ამას ტანსაცმლის კარადა ჰქვია? სანაგვეზეც კი ვერ ნახავთ ასეთ საშინელებას
სახლი ამ საშინელი ფაროსანებით არის სავსე
გოგონა წაიქცა. მუხლებიდან სისხლი წამოუვიდა. სახლში კი ბინტიც კი არ ჰქონდა და წვიმის წყლით ჩამოიბანა სისხლი
ხელებს წვიმის წყლით იბანს ბავშვი
ავადმყოფობის მიუხედავად, საბრალო გოგონა ზამთრისთვის შეშას აგროვებს.
როდესაც კორესპონდენტი გოგონას ოჯახში იმყოფებოდა, საშინელი წვიმა დაიწყო. გოგონას კი თბილი ტანსაცმელი არ ჰქონდა. აკანკალებული ბავშვი ფონდის კორესპონდენტმა შენიშნა. თავად ნახეთ ფოტო და მიხვდებით, რამდენს უძლებს ეს საბრალო ბავშვი.
შეხედეთ ბავშვის თვალებს. რამხელა სევდა და უიმედობაა მათში
ვერაგი დაავადებისა და საშინელ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ბავშვი სიკეთეს ასხივებს. მიუსაფარმა ძაღლმა ლეკვები დაყარა. თავად დატანჯული ბავშვი ლეკვებზეც ზრუნავს. გოგონამ ნაღვლიანად უთხრა ფონდის კორესპონდენტს: „რა ვუშველო ამ ლეკვებს ზამთრის ყინვაში, როცა ჩემი სახლის ფანჯრებიც ჩამტვრეულია და სიცივე შემოდის სახლში. ლოგინში ჩავიწვენ და ისე გავათბობ. ისინიც ხომ სულიერი არსებები არიან და ისევე იბრძვიან სიცოცხლისთვის, როგორც მე. ამიტომ მე მათ დავეხმარები“. აი, სწორედ ეს ფრაზა თქვა გონიერმა გოგონამ. კეთილ საქმეზე საუბრისას კი ბავშვის თვალებში ღვთიური მადლი ჩაიღვარა. ღვთისმშობლის მოსახელე გოგონა ნამდვილად ამართლებს თავის სახელს.
ავადმყოფი ბავშვი მიუსაფარ ლეკვებზე ზრუნავს
კეთილო ადამიანებო, მარიამი კი ეხმარება უსუსურ ლეკვებს, მაგრამ თავად მარიამს ვინ გაუწვდის დახმარების ხელს??? საკმარისია, წამით მაინც ჩახედოთ გოგონას თვალებში, რომ მაშინვე მიხვდებით – მარიამი შველას გვთხოვს. თვალებით ნათქვამი „დამეხმარეთ“ გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სიტყვით ნათქვამი. თვალებით ნათქვამი „მიშველეთ“ გულში ისარივით ხვდება ადამიანს. კეთილო ადამიანებო, თქვენი გულიდან ახლა, ალბათ, სისხლი წვეთავს, თვალებიდან კი ცრემლები.
გახსოვდეთ, საბრალო გოგონას თქვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ექიმთან კონსულტაცია და კვლევები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი შესაძლოა… არა, ამ სიტყვების დაწერა არ შემიძლია. ფონდის გულშემატკივრებო, მე-2 ჯგუფის ინვალიდ დედას ამ ანგელოზი ბავშვის ექიმთან მიყვანის ფული არ აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება ამ დროს დედის გული? მხოლოდ უფალმა იცის, როგორი ცეცხლი გიზგიზებს უბედური დედის გულში, როდესაც შვილის ტანჯვას უყურებს და ვერაფრით ეხმარება.
კეთილო ადამიანებო, საბრალო დედა–შვილი ახლა მხოლოდ თქვენს იმედზეა, თქვენ მიერ გაღებული თუნდაც მცირედითაც კი ამ საბრალო გოგონას ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. დედა ღვთისმშობელი კი არასდროს დაგივიწყებთ, რომ მის მოსახელე საბრალო გოგონას დახმარების ხელი გაუწოდეთ.
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ასკანა.
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ჯაველიძეების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
4606.98₾დარჩა:
3398.08₾