რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ერთ ფოტოზე ასახული უდიდესი ტრაგედია — ეს ანგელოზი 4 წლის გოგონა ლოგინს მიჯაჭვულ ბიძას ეფერება და ევედრება, რომ ისევ მალე წამოდგეს ფეხზე. მეორე ხელში ბავშვს გარდაცვლილი მამის ფოტო უჭირავს. ბავშვმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „გარდაცვალება“. გოგონას ვერ გაუგია, რატომ არ ბრუნდება სახლში მამიკო და რატომ აღარ ეფერება. როდესაც გოგონამ მის სახლში ფონდის კორესპონდენტი დაინახა, გახარებულმა ბავშვმა „უცნობ დეიდას“ ჰკითხა: „მამიკოც მალე დაბრუნდება?“ ღმერთო, როგორი მძიმეა ამ სიტყვების ბავშვისგან მოსმენა. კეთილო ადამიანებო, ამ 4 წლის გოგონას მამას ვერ გავუცოცხლებთ, სამაგიეროდ, მისი ბიძის გადარჩენაა შესაძლებელი, რომელიც ანანოს მამობას გაუწევს და, რაც მთავარია, თვითონაც გახდება მამა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, კეთილო ადამიანებო, რომ 21 წლის გოგონასა და 24 წლის ბიჭის ახლადშექმნილ ოჯახში გლოვის ზარი ისევ ბედნიერებით შეიცვალოს სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270უბედურება!!! 4 წლის ანანო გარდაცვლილი მამის ფოტოს ეხუტება და თვალცრემლიანი კითხულობს: „მამა როდის დაბრუნდება?“ ანანოს ბიძა, 24 წლის ბიჭი კი სიკვდილს ამ დრომდე ებრძვის. უსუფაშვილების ოჯახის ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
4 წლის ანანო გარდაცვლილი მამის ფოტოს ეხუტება და საწოლს მიჯაჭვულ ინვალიდ ბიძას ეფერება
ერთ ფოტოზე ასახული უდიდესი ტრაგედია — ეს ანგელოზი 4 წლის გოგონა ლოგინს მიჯაჭვულ ბიძას ეფერება და ევედრება, რომ ისევ მალე წამოდგეს ფეხზე. მეორე ხელში ბავშვს გარდაცვლილი მამის ფოტო უჭირავს. ბავშვმა არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „გარდაცვალება“. გოგონას ვერ გაუგია, რატომ არ ბრუნდება სახლში მამიკო და რატომ აღარ ეფერება. როდესაც გოგონამ მის სახლში ფონდის კორესპონდენტი დაინახა, გახარებულმა ბავშვმა „უცნობ დეიდას“ ჰკითხა: „მამიკოც მალე დაბრუნდება?“ ღმერთო, როგორი მძიმეა ამ სიტყვების ბავშვისგან მოსმენა.
უფალს ევედრება, რომ მამიკო მალე დაბრუნდეს სახლში.
ეს კი ანანოს ბიძა — 24 წლის ლევანია. ცხვირსახოცები მოამზადეთ. ამბავი, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ლევანი ახალი დაქორწინებული იყო და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ერთი სული ჰქონდა, თავისი ძმისშვილის, ანანოსნაირი შვილი მასაც მალე ჰყოლოდა. ერთ დღეს, ძმები ლევანი და რევაზი სოფელ ბადიაურიდან თბილისში ჩავიდნენ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად. სახლიდან გასვლის წინ რევაზმა თავის პრინცესა გოგონას პირობა მისცა, რომ მალე დაბრუნდებოდა სახლში და მაგრად ჩაეხუტა. ეჰ, ვინ წარმოიდგენდა, რომ საბრალო ბავშვი უკანასკნელად ეხუტებოდა მამას?!
იმ ავბედითი დღის შემდეგ რევაზისგან მხოლოდ ეს სამგლოვიარო ფოტო დარჩა
მეგობრის დაბადების დღე ძმები უსუფაშვილებისთვის, სამწუხაროდ, ტრაგიკული აღმოჩნდა. ქუჩაში ძმებს მანქანა დაეჯახა. 29 წლის რევაზი (4 წლის ანანოს მამა) გარდაიცვალა. 24 წლის ლევანი კი 21 დღე კომაში იყო. ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, სამწუხაროდ, საბრალო ბიჭი მთლიანად არის პარალიზებული და საწოლიდან არა თუ ადგომა, ოდნავ განძრევაც კი არ შეუძლია. ახალდაქორწინებული ბიჭი მკერდს ქვემოთ მთლიანად მოწყვეტილია და ოდნავი შეგრძნებაც კი არ აქვს სხეულის არცერთ წერტილში. ღმერთო, ეს ხომ ჯოჯოხეთზე უარესია!
მარჯვენა ფეხი ლევანს ლითონის ფირფიტებით აქვს „აწყობილი“
ეს ლევანის 21 წლის მეუღლე ალიონაა. წყვილს სიგიჟემდე უყვარდა ერთმანეთი და დაქორწინდნენ. ახლად შექმნილ ოჯახში ბავშვზე ოცნებობდნენ. ახალდაქორწინებული წყვილის ბედნიერება უსულო კედლებსაც კი ალამაზებდა, თუმცა ამ კედლებში მალე გლოვის ზარმა ჩამოკრა. ერთი ძმის „სასახლე“ სწორედ ამ კედლებიდან გაასვენეს, ხოლო კომაში მყოფი მეორე ძმა ღვიძლი ძმის დასაფლავებასაც ვერ დაესწრო და გონზე მოსვლის მერეც უმალავდნენ საყვარელი ძმის გარდაცვალებას. თუმცა შემდეგ ძმისშვილმა ჰკითხა: „ბიძია, როცა საავადმყოფოდან სახლში დაბრუნდები, მამიკოც მერე დაბრუნდება? დაბადების დღის მერე მამიკო არ დაბრუნდა სახლში. შენსავით არც საავადმყოფოშია“. ამ სიტყვების მოსმენისას ლევანს თავზარი დაეცა. ბიჭი მიხვდა, რომ მისი ძმა შეიწირა იმ საშინელმა მანქანამ, რომლის საჭეც მძღოლმა ვერ დაიმორჩილა და სამუდამო ტანჯვისთვის გაწირა უსუფაშვილების ოჯახი.
ნამდვილ სიყვარულს ვერაფერი დააკლო ქმრის დაინვალიდებამ. აი, ასე ხელით აჭმევს 21 წლის გოგონა თავის ქმარს.
24 საათის განმავლობაში გვერდიდან არ სცილდება საყვარელ მეუღლეს და ექთნის გასაკეთებელ საქმესაც, ეს პატარა გოგო თავად აკეთებს (ექთნის დაქირავების ფინანსური საშუალება ოჯახს არ აქვს). გგონიათ, წამით მაინც შეამჩნევთ ალიონას დაღლას?! ქმრის სიყვარული შეუძლებელს აკეთებინებს. თუმცა ერთი რაღაც სულს უფორიაქებს გოგონას. საოცნებო შვილის ყოლა აუხდენელ ოცნებად დარჩა… ლევანი მთლიანად პარალიზებულია და ხომ გესმით, ძვირფასო მკითხველო, ეს რასაც ნიშნავს… მაგრამ ალიონა იმედს არ კარგავს, რომ ერთ დღეს მისი მეუღლე ისევ შეძლებს ფეხზე დადგომას. გოგონას ექიმები ეუბნებიან, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის რეაბილიტაციის სრული კურსია საჭირო, თანაც დროულად. ამის ფინანსური საშუალება კი უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს არ გააჩნია. არადა, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, ლევანის ფეხზე დადგომის შანსი 1%-ს უტოლდება. ხომ ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს?!
21 წლის ალიონა ყოველდღე უფალს ევედრება ქმრის გამოჯანმრთელებას.
იმ ავბედითი დღის შემდეგ ლევანს მეტყველება უჭირს. თუმცა საღ გონებაზეა და თვალებით ითხოვს შველას.
ახალდაქორწინებული ლევანი და ალიონა. ღმერთო, რა ბედნიერები იყვნენ!
ერთ კადრში ასახული უდიდესი ტრაგედია!
შეხედეთ ამ ფოტოს! რამხელა ტრაგიზმია და რამდენ რამეს ამბობს ეს ერთი „უბრალო“ კადრი. 21 წლის ლამაზი გოგონა ლოგინს მიჯაჭვული ქმრის საწოლთან დგას თვალცრემლიანი და იმ ფოტოს მისჩერებია, რომელიც ამ საშინელ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული, როცა ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ.
ალიონა (21 წლის) — „ყოველდღე მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ — დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, რომ ისევ ისეთი ბედნიერი ვიყოთ მე და ლევანი, როგორც ამ ფოტოზე ვართ. რატომ?! რატომ გაგვწირა ცხოვრებამ ასე?! ჩვენ ხომ ყველასთვის სიკეთე გვინდოდა. ჩვენ ხომ არაფერს ვითხოვდით ამ ცხოვრებისგან. მართალია, ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობდით, მაგრამ მაინც არასდროს ვყოფილვართ უმადური. ჩვენს ახლადშექმნილ ბუდეში მხოლოდ ბედნიერება გვინდოდა, ბევრ შვილზე ვოცნებობდით. რა იქნება ამის მერე? ნუთუ ისე უნდა დავიხოცოთ მე და ლევანი, რომ შვილის ალერსი ვერ გამოვცადოთ?!“
უსუფაშვილების სახლს ფანჯარაც კი არ აქვს.
სახლს არც სახურავი აქვს.
ეს მოხუცი ბაბუა უსუფაშვილების მამაა. საბრალო კაცს თავის ტვინი ჰქონდა დაზიანებული. ხოლო მას შემდეგ, რაც ერთი შვილის ცხედარი ნახა სახლში დასვენებული, ხოლო მეორე შვილს ნახევრად მკვდარს უყურებს, საბრალო კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გართულდა. აი, ასე ეხუტება საყვარელ შვილიშვილს, რომელიც მას გარდაცვლილი შვილისგან დარჩა. მოხუცის ერთადერთი იმედი ახლა ეს პატარა ანგელოზი გოგონაა.
ანანო ღამეც არ იძინებს. მამიკოს დაბრუნებას ელოდება
კეთილო ადამიანებო, ამ 4 წლის გოგონას მამას ვერ გავუცოცხლებთ, სამაგიეროდ, მისი ბიძის გადარჩენაა შესაძლებელი, რომელიც ანანოს მამობას გაუწევს და, რაც მთავარია, თვითონაც გახდება მამა. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, კეთილო ადამიანებო, რომ 21 წლის გოგონასა და 24 წლის ბიჭის ახლადშექმნილ ოჯახში გლოვის ზარი ისევ ბედნიერებით შეიცვალოს სიცოცხლის წამზომი ჩართულია! ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბადიაური.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: უსუფაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
712.99₾დარჩა:
5808.87₾