რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
შეხედეთ, ამ ანგელოზს, როგორი ლამაზია. მისი თვალები კი ისეთი ღრმაა, ისეთი მეტყველი… საკმარისია, მხოლოდ ერთხელ ჩახედოთ ანა-მარიას თვალებში და მაშინვე დარწმუნდებით, რომ მისი პატარა გული მხოლოდ სიკეთით არის სავსე. ვერაგ სიკვდილს კი სურს, რომ ამ კეთილმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ეს არ უნდა დავუშვათ! არა! კეთილო ადამიანებო, გარდა იმისა, რომ უფულობის გამო ოპერაციის დაგეგმვა ვერ მოხერხდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას ანა-მარიას დედა. ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად რომ კლინიკაში მივიდეს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ, თუ ხარ დამწყები ექთანი, თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და, რაც მთავარია, თუ გაქვს გული, მხოლოდ რამდენიმე საათი გამონახე ანა-მარიასთვის. ეს სიკეთე ცხოვრების გზაზე ყველაზე რთულ პერიოდში დაგიბრუნდება უკან. სიკეთე ხომ უკვალოდ არასდროს იკარგება, არასდროს!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270უბედურება! უბედურება! 14 წლის ანა–მარიას მოკვეთილი ფეხიდან ძვალი უჩანს. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, ქვრივი ქალი კი შვილს ვერაფრით ეხმარება. საავადმყოფოში მისულ დედას 60 ლარი არ აღმოაჩნდა საფულეში. ნუთუ ბავშვი ისევ ცოცხლად უნდა დალპეს? საშინელებაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ღმერთო, როგორ უძლებს ამდენს ანა–მარიას პატარა გული?
ამ პატარა ანგელოზის ცოდვით ქვაც კი ატირდება.
ეს 14 წლის ანა–მარიაა. გოგონას დაბადებიდან ცერებრული დამბლა აქვს. არც სიარული შეუძლია, არც მეტყველება. 14 წლის განმავლობაში იტანჯება ბავშვი და ამ ტანჯვას „ჯოჯოხეთი“ ჰქვია. მაგრამ, ჰოი, ბედის ირონიავ… ცხოვრების უსამართლობამ ეს არ აკმარა საბრალო გოგონას და ცოტა ხნის წინ ანა–მარიას თრომბი განუვითარდა ფეხზე. ბავშვის ფეხმა ლპობა დაიწყო. დიახ, გოგონა ცოცხლად ლპებოდა და არაამქვეყნიური ტკივილებით იტანჯებოდა.
ანა–მარიას ფეხი თრომბის განვითარების შემდეგ.
ეს ფოტო, ალბათ, გგონიათ, რომელიმე საშინელებათა ჟანრის ფილმიდანაა ამოღებული, სადაც ადამიანი ცოცხლად დაიწვა. სამწუხაროდ, ცდებით. ეს რეალობაა და ორმაგად სამწუხარო ისაა, რომ ეს პატარა ანგელოზის ფეხია ვერაგი თრომბის შემდეგ. სიშავე და ლპობა ტერფებიდან ზემოთ მიიწევდა, ვერაფერმა შეაჩერა ეს საშინელი პროცესი. ამიტომ ბავშვს კოჭს ქვემოთ ფეხი მთლიანად მოჰკვეთეს.
საბრალო დედა ყოველდღე ასე უმუშავებს სამედიცინო სპირტით ბავშვს მოკვეთილ ფეხს.
აი, ასე წევს საბრალო გოგონა ლოგინზე მოკვეთილი ფეხით და თვალებით შველას ითხოვს. უბედურება კი ისაა, რომ სიკვდილის აჩრდილი ბავშვს სულ თან დასდევს. ოპერაციის შემდეგ გოგონას სეფსისი განუვითარდა და განმეორებითი ოპერაცია გახდა საჭირო.
უფალო, დაიფარე დედამიწაზე მოვლენილი ეს პატარა ანგელოზი!
იცით, რატომ აქვს ფეხები ბავშვს ასე? ალბათ, ფიქრობთ, საწოლს მიჯაჭვულ გოგონას წოლისგან დაეღალა ფეხები და ამიტომ აქვს ასე ზემოთ აწეული. სამწუხაროდ, ცდებით. ვერაგი დაავადების გამო ბავშვის მდგომარეობა სულ უფრო გართულდა და გოგონას ფეხების გაშლა არ შეუძლია. წარმოგიდგენიათ, როგორ იტანჯება ბავშვი? არა, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
იტანჯება ბავშვი და არანაკლებ იტანჯება საბრალო დედა.
ბავშვს მყარი საკვების მიღება არ შეუძლია. ფაფებსაც კი ძლივს იღებს მისი ორგანიზმი.
ეს საბრალო ქალი ანა–მარიას დედაა. ქალი ჯერ მხოლოდ 43 წლის არის და აქედან 14 წელი ნამდვილ ჯოჯოხეთშია. დიახ, დედისთვის უფრო დიდი ჯოჯოხეთი არ არსებობს, როცა შვილის ტანჯვას უყურებს და ვერაფრით ეხმარება. ასეთ დროს დედის გული მხოლოდ თვალებით კი არ ტირის, არამედ მისი გული სისხლის ცრემლებით ტირის. ჩვენო ძვირფასო მკითხველო, ცხვირსახოცები მოამზადეთ, რადგან რასაც ახლა გეტყვით, ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ორი დღის წინ ბავშვის საბრალო დედა ქირურგთან მივიდა ოპერაციის დასაგეგმად. გოგონას სასწრაფოდ სჭირდება მესამე ოპერაცია ფეხზე, რადგან ფეხის ძვალმა ხორცი „გახვრიტა“ და ახლა ეს ძვალია მოსაკვეთი. ოპერაციის დასაგეგმად საჭირო პროცედურები, საერთო ჯამში, 60 ლარი ჯდებოდა, რომელიც კლინიკის მიმღებში უნდა გადაეხადა დედას. ქალმა საფულეში ჩაიხედა და მხოლოდ 45 ლარი აღმოაჩნდა. სიმწრისგან დედამ მეტყველების უნარი დაკარგა… ხმა ვერ ამოიღო და საავადმყოფოს კუთხეში, ხატების კედელთან ჩაიკეცა გამწარებული. 15 ლარის გამო ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია. გესმით, ხალხო?! ამ წყეული 15 ლარის არქონის გამო ბავშვის ოპერაცია ვერ დაიგეგმა. ღმერთო, ნუთუ ეს მართლა ხდება??? ნუთუ „მეორედ მოსვლის“ ჟამი ახლოვდება?
ეს კი ანა–მარიას მამაა. ახალგაზრდა კაცი 4 წლის წინ გულის ინფარქტით დაიღუპა და იცით, რატომ? იმიტომ რომ მისმა გულმა შვილის ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ერთ დღესაც საბრალო მამის გულმა სამუდამოდ შეწყვიტა ფეთქვა. წავიდა ამ ქვეყნიდან გაუხარელი კაცი და სამარეშიც ჩაიყოლა თავისი ანგელოზი გოგონას დარდი. ღმერთო, ღმერთო, ეს რა უბედურება ტრიალებს კოზმანაშვილების ოჯახში!
ეს საშინელი ჭრილობა ბავშვს თრომბის გამო გაკეთებული ოპერაციის შედეგად აქვს. ავადმყოფობის გამო გოგონას ჰორმონალური დარღვევებიც განუვითარდა, რამაც მის სხეულზე ასეთი ჭარბთმიანობა გამოიწვია.
ანა–მარიას დღეში სულ მცირე 5 პამპერსი სჭირდება. საბრალო დედას კი პამპერსის საყიდელი ფულიც არ აქვს. ბავშვს ასევე ყოველდღიურად ესაჭიროება სტომას ფილტრების გამოცვლა. დღეში სულ მცირე 5 ფილტრია საჭირო. რა ქნას უბედურმა დედამ, წვალებით შეგროვებული კაპიკებით საჭმელი უყიდოს ბავშვს, პამპერსები თუ ეს ფილტრები?
ქეთევანი, 43 წლის – „მსოფლიოს არცერთ ენაში არ მოიძებნება ის სიტყვა, რომელიც აღწერს ჩემი პატარა გოგონას ტანჯვას. ჩემმა ერთ–ერთმა ახლო ნათესავმა იცით, რა მითხრა? „ჩააბარე ბავშვიო“. მისი სიტყვები გულში ისარივით ჩამესო. ყველამ რომ მიგვატოვოს, მთელ სამყაროში სრულიად მარტო რომ აღმოვჩნდე ჩემს საბრალო გოგონასთან ერთად, მოვკვდები და არ მივატოვებ. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. მაგრამ მე მჯერა სიკეთის. მჯერა, რომ ბევრი კეთილი ადამიანი არსებობს ჩვენს პატარა საქართველოში, რომლებიც გულთან მიიტანენ ანა–მარიას ასეთ ტანჯვას და დახმარების ხელს გამოგვიწვდიან. ფეხიდან გამოსული ძვალი, რომელმაც „ხორცი“ გაჭრა, ბავშვს ისე აწუხებს, რომ ღამეც ვერ იძინებს. ფეხმა ისევ დაიწყო დაჩირქება და იმ შემთხვევაში, თუ სასწრაფოდ არ გაუკეთდება ოპერაცია, შესაძლოა, რომ ჩემი გოგონა… არა! არა! ამის თქმაც კი არ შემიძლია. ამ სახლში ქირით ვართ. თვეში 400 ლარს ვიხდი. წვალებით ვაგროვებ ამ ფულს. მაგრამ, ნეტავ, ჩემი გოგონა გამოჯანმრთელდეს და თუნდაც ღია ცის ქვეშ დავიძინებ. სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობ ჩემი ნატანჯი შვილის გამო. ნეტავ, გულის გადანერგვა სჭირდებოდეს, ჩემს გულს ამოვიღებდი და მას გადავუნერგავდი. მაგრამ, ვაი, რომ ისეთი დაავადება აქვს, რის წინაშეც უძლური ვარ…“
საბრალო ქალს ზოგჯერ იმის ფულიც არ აქვს, რომ წვნიანისთვის ბოსტნეული და კარტოფილი იყიდოს.
ანა–მარია თვალებით შველას სთხოვს დედას.
შეხედეთ, ამ ანგელოზს, როგორი ლამაზია. მისი თვალები კი ისეთი ღრმაა, ისეთი მეტყველი… საკმარისია, მხოლოდ ერთხელ ჩახედოთ ანა–მარიას თვალებში და მაშინვე დარწმუნდებით, რომ მისი პატარა გული მხოლოდ სიკეთით არის სავსე. ვერაგ სიკვდილს კი სურს, რომ ამ კეთილმა გულმა სამუდამოდ შეწყვიტოს ფეთქვა. ეს არ უნდა დავუშვათ! არა! კეთილო ადამიანებო, გარდა იმისა, რომ უფულობის გამო ოპერაციის დაგეგმვა ვერ მოხერხდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას ანა–მარიას დედა. ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო საბუთების შესაგროვებლად რომ კლინიკაში მივიდეს, ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს. შენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობ, თუ ხარ დამწყები ექთანი, თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და, რაც მთავარია, თუ გაქვს გული, მხოლოდ რამდენიმე საათი გამონახე ანა–მარიასთვის. ეს სიკეთე ცხოვრების გზაზე ყველაზე რთულ პერიოდში დაგიბრუნდება უკან. სიკეთე ხომ უკვალოდ არასდროს იკარგება, არასდროს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება, კორპუსი 13.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კოზმანაშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
2373.76₾დარჩა:
11241.32₾