რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

თქვენი ფონდი უფალმა მაპოვნინა! მაპოვნინა ისეთი ადამიანები, ვინც სიხარულით გვეხმარება!

calendar ნოემბერი 12, 2024

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

ეს 11 წლის ანგელინაა, ანგელოზივით ნაზი და ლამაზი. მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იტანჯება. ბავშვს ორი ოპერაცია გაუკეთდა. სწორი ნაწლავი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვს ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომ მოცილდეს ის საშინელი წანაზარდი, რასაც მის მუცელზე ხედავთ. ერთი წანაზარდი უკვე მოკვეთეს. კეთილო ადამიანებო, თუ გავერთიანდებით, მაშინ ეს პატარა ანგელოზები ზამთრის ყინვაში საწყლად მობუზულები აღარ ისხდებიან ცივ და ბნელ ოთახში. დიახ, მალე ზამთარი მოვა და მზის სხივები ვეღარ გაათბობს საბრალო დებს. კეთილო ადამიანებო, არ მივატოვოთ ავადმყოფი ანგელინა და მისი პატარა დაიკოები ასეთ გაჭირვებაში.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

11 წლის ულამაზეს გოგონას ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს სწორი ნაწლავი. მუცელთან ამოსულ წანაზარდებს კი ბავშვი პოლიეთილენის პარკით იხვევს, რადგან საბრალო დედას სამედიცინო სტიკერის საყიდლადაც კი არ აქვს ფული. ღმერთო, ღმერთო, ეს ხომ წარმოუდგენელია!..

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ეს 11 წლის ანგელინაა, ანგელოზივით ნაზი და ლამაზი. მაგრამ საკმარისია, ერთხელ მაინც ჩახედოთ ბავშვს თვალებში და მაშინვე მიხვდებით, თუ როგორ იტანჯება. ბავშვს ორი ოპერაცია გაუკეთდა. სწორი ნაწლავი ნაწილობრივ ამოკვეთილი აქვს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ბავშვს ისევ ესაჭიროება ოპერაცია, რომ მოცილდეს ის საშინელი წანაზარდი, რასაც მის მუცელზე ხედავთ. ერთი წანაზარდი უკვე მოკვეთეს

მოემზადეთ, ახლა ისეთი რამ უნდა გითხრათ, რომ ამ საბრალო გოგონას ცოდვით ძვლები დაგეწვებათ.

შეხედეთ, პოლიეთილენის პარკით იხვევს ბავშვი ამ წანაზარდს, რადგან საბრალო დედას იმის ფულიც კი არ აქვს, რომ ბავშვს აფთიაქში სამედიცინო სტიკერი უყიდოს. მას არც მალამოს ფულის აქვს. ალბათ, ხვდებით, რა საშინელი შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმასეფსისიღმერთო, ღმერთო! ეს რა უბედურება ხდება გალსტიანების ოჯახში!

ესენი ანგელინას დაიკოები არიანმილენა (10 წლის) და ანაითი (2,5 წლის). მიუხედავად იმისა, რომ ანგელინა ყველაზე უფროსია, შეხედეთ მის სიმაღლეს. დაავადების გამო საბრალო გოგონა სიმაღლეში ისე ვერ იზრდება, როგორც ეს უნდა ხდებოდეს. ამის გამო ბავშვს გული ძალიან სწყდება.

შეხედეთ, როგორი ცხარე ცრემლებით ტირის ეს პატარა ანგელოზი. გგონიათ, კანფეტი უნდა და ამის გამო ტირის? არა! ბავშვს შია და სცივა

ეს გამათბობელი გაფუჭებულია. მხოლოდ ერთი ზოლი ცხელდება, ისიც ცოტა ხნით, და მერე ითიშება

სიცივისგან აკანკალებული ბავშვები ცდილობენ, ხელების გათბობა მაინც მოასწრონ, სანამ გამათბობელი გაითიშება. გოგონების საბრალო დედა კი ნერვიულობს, ელექტროენერგიის ხარჯი თვის ბოლოს როგორ უნდა გადაიხადოს. ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის ფულიც არ აქვს. რა ბედი ელით ამ პატარა ანგელოზებს ცივ ზამთარში? მსოფლიოში არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ასეთ საშინელ პირობებში ცხოვრებას.

მშიერი და გაყინული ანაითის სახე თქვენც ცხარე ცრემლებით აგატირებთ. ბავშვი თვალებით ითხოვს შველას

მშიერი გოგონა პურს ისე გემრიელად ჭამს, თითქოს ხორცის ნაჭერი იყოს

სახლში არც თბილი წყალია და ონკანიც გაფუჭებულია, ამიტომ საბრალო ახალგაზრდა დედა იძულებულია, ცივი წყლით დააბანინოს ბავშვებს ხელპირი. ხოლო მზიან ამინდში ბავშვები წყლით სავსე პატარა ვედროს გარეთ დგამენ, რომ მზის სხივებმა ცოტათი მაინც გაათბოს წყალი.

გაყინული დები თავადაც მზის სხივებით თბებიან. მზე ხომ განსაკუთრებით უყვართ გაჭირვებული ოჯახის ბავშვებს, რადგან ის უანგაროდ ჰფენს მათ თავის სხივებს, უანგაროდ ათბობს საბრალო ბავშვების გაყინულ პატარა სახეებს. მზის სხივებს ციდან უფლის მადლი ჩამოაქვთ დედამიწაზე გაჭირვებაში მყოფი ბავშვებისთვის

მშიერი ანაითი მანდარინს ჭამს. შეხედეთ, რამხელა სევდაა ამ პატარა ანგელოზის თვალებში

ანგელინას თვალებზე ცრემლები ადგება. ეს არის შიშის, ავადმყოფობისა და, რაც ყველაზე საშინელებაა, უიმედობის ცრემლები

შეხედეთ, რა ლამაზი და მომხიბლავია თვალებბრიალა მილენა. მისი თვალები თითქოს მხატვრის მიერ არის დახატული. და რამხელა უსამართლობაა, რომ ამ კეთილ თვლებში ვარსკვლავების ნაცვლად, სევდა ბუდობს

საბრალო ანაითს თავისი ზომის ველოსიპედი არ აქვს, ამიტომ დაიკო ასეირნებს. დას ხომ დისთვის გულის დათმობაც კი შეუძლია

ეს თმაგაცვენილი და ხელმოტეხილი თოჯინა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არის დამზადებული, ავადმყოფი გოგონას ერთადერთი სათამაშოა და გულში ჩახუტებული დაჰყავს. ბავშვის გულისტკივილს თითქოს ეს უსულო თოჯინაც კი გრძნობს

ბავშვი სარკეში იყურება, სადაც მსგავსებას ხედავს საკუთარ თავსა და თოჯინას შორის. ორივეს ძველი ტანსაცმელი აცვია და ორივეს თვალებში სევდა იკითხება

მალე ზამთარი დადგება, ბავშვებს კი მხოლოდ ეს გაცვეთილი სამოსი აქვთ

ღმერთო! ღმერთო! რამდენ სათქმელს ამბობს ბავშვის თვალები, რომელიც სულ 2,5 წლისაა

ავადმყოფი ანგელინა გულის დარდს ხატვის დროს იქარვებს. სევდიანი ბავშვი იმას ხატავს, რაზეც მხოლოდ ფიქრებში ოცნებობს. შეხედეთ, ნახატზე გოგონას ლამაზი ცისფერი კაბა, ყელსაბამი, თმაზე ლამაზი ყვავილებით გაწყობილი სამაგრი, სახეზე კი ღიმილი აქვს. დიახ, სწორად მიხვდით, ძვირფასო მკითხველო. პატარა ანგელინას როგორიც წარმოუდგენია საკუთრი თავი ოცნებებში, ზუსტად ის გადაიტანა ფურცელზე. გავა დღეები, კვირები, თვეები, წლები და ვინ იცის, იქნებ საუკუნესაც გაუძლოს ამ თეთრ ფურცელზე დახატულმა ფერადმა გოგონამ.

სახლი და ეზო, სადაც ბავშვები ცხოვრობენ და თამაშობენ

ამ სახლში ქირით ცხოვრობს გალსტიანების ოჯახი. მარტოხელა დედა თვიდან თვემდე წვალებით აგროვებს ქირის ფულს, რომ ღია ცის ქვეშ არ აღმოჩნდეს ავადმყოფ შვილთან და კიდევ ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. აივაზოვსკის ქუჩაზე ეს ოჯახი, ალბათ, ერთადერთია, სადაც არც ბუნებრივი აირია და არც თბილი წყალი.

ცხოველები ხომ ბევრ ადამიანზე მეტად მგრძნობიარეები არიან. შეხედეთ ამ ფისოს. იცით, ამ დანგრეულ კედლებში რატომ ცხოვრობს და მდიდარი ხალხის ეზოებში რატომ არ გადასახლდა? იმიტომ რომ აქ 11 წლის ანგელინა, 10 წლის მილენა და 2,5 წლის ანაითი ცხოვრობენ. ამით კი ყველაფერი ნათქვამია. სიცივისგან აკანკალებული ფისოც, ბავშვების მსგავსად, მზის სხივებს ეფიცხება, მაგრამ ის არასდროს მიატოვებს პატარა ანგელოზებს და მათთან ერთად გაივლის იმ მძიმე გზას, რომელსაც გაჭირვება ჰქვია.

საბრალო ბავშვებს საპირფარეშო და სააბაზანოც კი არ აქვთ. ეზოს კუთხეში მდგარი ესყუთიარის მათი სააბაზანო. ნუთუ ამას საერთოდ ცხოვრება ჰქვია

დებმა ხელი ერთმანეთს მაგრად ჩაჰკიდეს და ასე გაუდგებიან ცხოვრების რთულ ბილიკებს. ბევრჯერ წაიქცევიან, ბევრჯერ სისხლი წამოუვათ, ბევრჯერ გული ეტკინებათ ცხოვრების უსამართლობის გამო და ცხარე ცრემლებით ატირდებიან ობოლი ბავშვები. მაგრამ, კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, რომ ამ პატარა ანგელოზების სავალ გზაზე ეკლების ნაცვლად, ვარდები იყოს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, რომ ობოლი ბავშვების თვალებში სევდის ნაცვლად, ვარსკვლავები ენთოს. კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერების შედეგად არის შესაძლებელი, რომ ავადმყოფმა პატარა ანგელინამ პოლიეთილენის ნაცვლად, სამედიცინო სტიკერი დაიკრას საშინელ წანაზარდზე, რომ სეფსისი არ განუვითარდეს.

კეთილო ადამიანებო, თუ გავერთიანდებით, მაშინ ეს პატარა ანგელოზები ზამთრის ყინვაში საწყლად მობუზულები აღარ ისხდებიან ცივ და ბნელ ოთახში. დიახ, მალე ზამთარი მოვა და მზის სხივები ვეღარ გაათბობს საბრალო დებს. კეთილო ადამიანებო, არ მივატოვოთ ავადმყოფი ანგელინა და მისი პატარა დაიკოები ასეთ გაჭირვებაში

მოდი დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ საბრალო დედას, რომელიც ასეთი ახალგაზრდა დაქვრივდა. დიახ, ცხოვრება ზოგჯერ ძალიან უსამართლოა, მაგრამ მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს დედამიწაზე უსამართლობა და ბოროტება. დიახ, მხოლოდ სიკეთეს შეუძლია იმ გზებით გვატაროს, რომელიც უფალთან მიგვიყვანს მაშინ, როდესაც სამუდამოდ დავტოვებთ დედამიწას. და მაშინ, ყველაზე დიდ სასამართლოზე, ყველაზე დიდი მსაჯულის წინაშე მდგარნი, რა პასუხს გავცემთ უფალს? რატომ არ გავუწოდეთ დახმარების ხელი ამ პატარა ობოლ ბავშვებს, რომლებიც თვალებით გვევედრებოდნენ შველას?..

თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: სომხეთი, ქალაქი არტაშატი, აივაზოვსკის ქუჩა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიში:

საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000

თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003

ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000 

(დანიშნულება: გალსტიანების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავშიქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლებამოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ.: ნინი



თქვენი ფონდი უფალმა მაპოვნინა! მაპოვნინა ისეთი ადამიანები, ვინც სიხარულით გვეხმარება!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ბავშვებს ძალიან უხარიათ, ახლა ლამაზი სახლი რომ გვაქვს. მოხვედით და ჩვენი ცარიელი სახლი აავსეთ“.

გოარი: „ქვრივი ვარ, სამი შვილი მყავს, ძალიან მძიმე იყო ჩვენი მდგომარეობა. ჩემი უფროსი გოგონა, ანგელინა ავად იყო და წამლები სასწრაფოდ სჭირდებოდა. გაზისა და ცხელი წყლის გარეშე ვცხოვრობდით. ბავშვები ცუდად იკვებებოდნენ და ცივ სახლში იყინებოდნენ. თქვენი ფონდი უფალმა მაპოვნინა! სომხეთიდან მოგწერეთ საქართველოში.

ჩემს ანგელინას წამლები და საფენები გამოუგზავნეთ. დიდი მადლობა მზრუნველობისთვის! პროექტის მსვლელობის პერიოდში კეთილი ადამიანები ამერიკიდანაც გამომეხმაურნენ — ჩემი შვილის ანალიზების საფასური გადაიხადეს. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვერდით კეთილშობილი, ღვთისნიერი ადამიანები არიან — ფონდის მეგობრები, ვინც სიხარულით გვეხმარება!

დეკემბერში ანგელინას ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე წანაზარდის ამოსაკვეთად. ღია ჭრილობაც აღარ აქვს.“

ჩერნოვეცკის ფონდის ერთერთმა მეგობარმა, აჩიკო ჩიქოვანმა, ასეთი საოცარი ნაძვის ხე და ჯადოსნური დღესასწაული აჩუქა ჩემს შვილებს.

გოარი: „ტელეფონის კამერაში ჩემი შვილების ჟრიამული და სიცილი გესმით ახლა. ჩემი შვილები გაგიჟდნენ სიხარულისგან, ახალი საძინებელი რომ გვაჩუქეთ: საწოლი, ტუმბოები, კარადა, კომოდი. გოგონებს სამივეს ერთად სძინავთ. დილაობით უყვართ საწოლში კოტრიალი. მეუბნებიან: „ეს ოცნების საძინებელია, დედა!“

ანგელინამ, მილენამ და ანაიტმა ახალი ქურთუკები, ქუდები და ფეხსაცმელი მოირგეს სიხარულით. საგაზაფხულო ახალი ტანსაცმელიც აქვთ!

დედას და მის გოგონებს პროდუქტების მარაგი ზამთარში ძალიან გამოადგათ. კარგი იქნება, ასეთ დახმარებას შემდგომშიც თუ მიიღებენ!

გოარი: „ხედავთ, რა სითბოა ჩვენთან?! თქვენი ვიდეორგოლის დამსახურებაა ეს ყველაფერი! ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზი შემოიყვანა ჩვენს სახლში, გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი მოგვიტანეს. უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, მთელი გულით მადლობელი ვარ ჩერნოვეცკის ფონდის და აღფრთოვანებული ვარ თქვენი კეთილი საქმეებით!“

გოარი:გოგონების ახალი საძინებლიდან გამოყვანა შეუძლებელია! ეს ხომ მათი ოცნების საძინებელია! ახალ საწოლზე სძინავთ სამივეს ერთად“.

გოარი: „კიდევ, თქვენი დამსახურებით, ახალი ნიჟარა და ცხელი წყალი გვაქვს ახლა. ეს იმხელა სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის! მაგიდა და სკამები მისაღები ოთახისთვის ბავშვებმა საკუთარი გემოვნებით შეარჩიეს. ნამდვილად მეფური კომპლექტია. ოჰ, რა ბედნიერები არიან, რომ ახლა ლამაზი სახლი გვაქვს! ვუთხარი, რომ კიდევ ტელევიზორს და გაზქურას გამოგვიგზავნით. დამალვა ვერ მოვახერხე, გოგონებმა კინაღამ დამახრჩვეს, ისე მეხუტებოდნენ! ღმერთო, ჯანმრთელობა მიეცი ყველას, ვინც დაგვეხმარა! ყოველგვარი გასაჭირისგან დაიფარე და ულევი სიხარული აჩუქე მათ!

 „ახლა ასეთი მეფური კომპლექტი დგას ჩვენს მისაღებში!“

გოარი: ახალი ნიჟარა გვაქვს და ახლა ცხელი წყალი მოდის ჩვენს სახლში. ეს იმხელა სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის!“

კიდევ რა დახმარება გჭირდებათ, გოარ?

გოარი: ანგელინას ისევ ტკივილები და სისუსტე აწუხებს. მე კი ფული არ მაქვს, ანალიზები და გამოკვლევები ხელახლა რომ ჩავუტარო. ტკივილგამაყუჩებლებს ვასმევ, მაგრამ ჩემი გოგონას გამო ძალიან ვღელავ. მას გამოკვლევების ჩატარება ესაჭიროება და თანაც, რაც შეიძლება მალე.

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ მათთან შედარებით, ვისაც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო გადახედეთ ხოლმე ამ საბრალო ადამიანების ისტორიებს ჩვენს ვებგვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! განაგრძეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: გალსტიანების ოჯახი)

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: TBCpay, ExpressPay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus

ვიფიქროთ იმაზე, რომ შეჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით ღმერთს!

სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!

კორ: მედეა

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
06.01.2025
პროდუქტები
196.56₾
16.01.2025
მაგიდა და სკამები, ნიჟარა
1476.68₾
17.01.2025
საფენები
188.60₾
31.01.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
565.00₾
06.03.2025
ლეიბი
489.02₾
07.02.2025
საძინებლის ავეჯი
1917.73₾
10.03.2025
გაზქურა
586.96₾
31.03.2025
ფონდის ზედნადები ხარჯები
380.00₾

სულ ხარჯები:

5800.55₾

დარჩა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2025 22:51:15
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
05.04.2025 22:51:04
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾15.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾35.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
04.04.2025 00:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2025 00:00:00
₾4.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2025 00:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2025 00:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2025 00:00:00
₾70.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.04.2025 00:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾5,800.52

441 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾5,800.52

441 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება